Chupa-chupa - ჭუპა-ჭუპა ხსნარი ფლაკონი 100მლ

განსაკუთრებული ფასი 14,82 GEL რეგულარული ფასი 21,00 GEL
მარაგშია
SKU
9000_640

ჩვენებები:სითხოვანი ექსტრაქტი გარეგანი გამოყენებისთვის. ექსუდაციური დიათეზის კანის გამოვლინება, ეგზემა, ფსორიაზი, ფურუნკული, პიოდერმია.

შემადგენლობა

სპეციფიკური სუნისა და მოტკბო გემოს (ლორწოს შეგრძნებით) მუქი მოყავისფრო ფერის სითხე. დასაშვებია ნალექის არსებობა. 

გ/100მლ
აქტიური სუბსტანცია: 
ორკბილას ბალახი (Herba bidentis) _ 100,0 გ
დამხმარე ნივთიერებები:
ეთილის სპირტი 95% _ 15მლ,
გამოხდილი წყალი _ საჭირო რაოდენობით 
100,0გ ექსტრაქტის მისაღებად;
ორკბილა შეიცავს ეთერზეთებს, კაროტინოიდებს, ფლავონოიდებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, კუმარინებს, ასკორბინის მჟავას, მიკროელემენტებს (რკინა, ქრომი, სპილენძი, ალუმინი, მანგანუმი).

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატს აქვს ანთების საწინააღმდეგო, ბაქტერიციდული მოქმედება, რაც განპირობებულია ორკბილას შემადგენლობაში შემავალ ფლავონოიდური ნაერთებით (ფლავონები და ხალკონები) ასევე, მთრიმლავი ნივთიერებებით, რომელთა შემადგენლობაში ჭარბობს უმარტივესი სტრუქტურის პოლიფენოლები. ისინი ხასიათდებიან უფრო მეტად გამოხატული ანტიმიკრობული თვისებებით, ვიდრე ტანინების ტიპის მთრიმლავი ნივთიერებები. პრეპარატის ანტიმიკრობულ მოქმედებას აძლიერებს ორკბილაში მანგანუმის შემცველობაც. 
გარდა აღნიშნულისა, პრეპარატს ახასიათებს ანტიალერგიული, სიცხის დამწევი მოქმედება (გაძლიერებული ოფლდენის ხარჯზე), ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას.

ჩვენებები
გარეგანი გამოყენებისთვის.
• ექსუდაციური დიათეზის კანის გამოვლინება; 
• ეგზემა; 
• ფსორიაზი; 
• ფურუნკული; 
• პიოდერმია.

მიღების წესები და დოზები
ყურადღება! 
პრეპარატი გამოყენების წინ შეანჯღრიეთ! 
აბაზანის მოსამზადებლად ,,ჭუპა-ჭუპა’’-ს 20მლ იხსნება 10ლ წყალში.

გვერდითი მოვლენები
არ არის დადგენილი

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.


შენახვის პირობები და ვადები
ინახება 15_25oC ტემპერატურის პირობებში, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.შენახვის ვადა 2 წელი.

აფთიაქში გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy