ქაფურის სპირტი 10% 50მლ.

3,80 GEL
მარაგშია
SKU
35255_640

ჩვენებები: ანტისეპტიკური, ადგილობრივ გამაღიზიანებელი მოქმედების მქონე საშუალება

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტისეპტიკური, ადგილობრივ გამაღიზიანებელი მოქმედების მქონე საშუალება.

წამლის ფორმა: გარეგანი სპირტიანი ხსნარი.

შემადგენლობა:
ქაფურის სპირტი 10%.    
ქაფური   - 2გ, ეთილის სპირტი 70% - 100მლ-მდე.
 

აღწერა: უფერო, გამჭვირვალე სითხე ქაფურის სუნით.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: ქაფურის სპირტი ხასიათდება ადგილობრივ გამაღიზიანებელი, ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო და ანალგეტიკური მოქმედებით. აღიზიანებს მგძნობიარე ნერვულ დაბოლოებებს, რეფლექტორულად აუმჯობესებს ორგანოებისა და ქსოვილების ტროფიკას. 

ფარმაკოკინეტიკა: ქაფურის სპირტი კანის ზედაპირიდან შეწოვისას ნაწილობრივ იჟანგება, დაჟანგვის პროდუქტები უკავშირდება გლუკურონის მჟავას და გამოიყოფა თირკმელებით. პრეპარატის დანარჩენი ნაწილი გამოიყოფა უცვლელი სახით სასუნთქი და სანაღვლე გზებით.  

ჩვენება: მიოზიტი, მიალგია, იშიაზი, ნაწოლების პროფილაქტიკა.

გამოყენების წესი და დოზირება: გარეგანად. ხსნარს შეიზელენ 2-3-ჯერ დღეში, მკურნალობის კურსი 7-10 დღე. 

გვერდითი მოვლენები: ჭინჭრის ციება, კანის გაღიზიანება, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა. 

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ, კანის საფარის მთლიანობის დარღვევა, კრუნჩხვებისადმი მიდრეკილება, ეგზემა, დერმატიტი. სიფრთხილით ინიშნება ბავშვთა ასაკში.

ჰიპერდოზირება: აგზნებადობა, ტაქიკარდია, კრუნჩხვები.

ორსულობა და ლაქტაცია: პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: პრეპარატის ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან აღწერილი არ არის.

გამოშვების ფორმა: 50მლ ხსნარი მუქი ნარინჯისფერი შეფერილობის პოლიმერული მასალის ან მინის ფლაკონებში;

გაცემის წესი:  ფარმაცევტული პროდუქტის III ჯგუფი - (გაცემის რეჟიმი: ურეცეპტოდ).

ვარგისიანობის ვადა:   3 წელი.

შენახვის პირობები: ინახება გრილ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
ვარგისობის ვადის ამოწურვის ან ვიზუალური დათვალიერებისას დეფექტების აღმოჩენის შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy