ფლუკონაზოლი ABC - Fluconazol ABC 150 მგ 2 კაფსულა

19,88 GEL
მარაგშია
SKU
94704_1098

ჩვენება: გამოიყენება სოკოთი გამოწვეული ინფეიქციების სამკურნალოდ და ასევე შეიძლება თავიდან აგარიდოთ კანდიდათი გამოწვეული ინეფიქციები.

ფლუკონაზოლო ABC 

150 მგ მყარი კაფსულები

Fluconazole

ექვივალენტური სამედიცინო პროდუქტი

ამ მედიკამენტის მიღების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს ფურცელი-ჩანართი სრულად, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას

-    შეინახეთ ეს ფურცელი-ჩანართი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითვა

-    დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. 

-    ეს მედიკამენტი დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ. არ გადასცეთ იგი სხვებს. ეს შეიძლება მათთვის საზიანო იყოს იმ შემთხვევაშიც თუ დაავადების ნიშნებით თქვენსას გავს. 

-    გვერდითი ეფექტების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს მოიცავს იმ გვერდით ეფექტებსაც, რომლებიც ამ ბროშურაში ჩამოთვლილი არ არის. იხ. პარაგრაფი 4. 

ამ ფურცელ-ჩანართში

1.         რა არის ფლუკონაზოლო ABC  და რისთვის გამოიყენება 

2.         რა უნდა იცოდეთ ფლუკონაზოლო ABC-ს მიღებამდე

3.         როგორ მიიღება ფლუკონაზოლო ABC

4.         შესაძლო გვერდითი ეფექტები

5.          როგორ ინახება ფლუკონაზოლო ABC

6.         შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია 

1. რა არის ფლუიკონაზოლი ABC და რისთვის გამოიყენება

ფლუკონაზოლო ABC  მიეკუთვნება “სოკოს საწინააღმდეგო” საშუალებებს. აქტიური ნივთიერებაა ფლუკონაზოლი. 

ფლუკონაზოლო ABC გამოიყენება სოკოთი გამოწვეული ინფეიქციების სამკურნალოდ და ასევე შეიძლება თავიდან აგარიდოთ კანდიდათი გამოწვეული ინეფიქციები. სოკოვანი ინფექციების ყველაზე ხშირი მიზეზია საფუარა სახელად Candida.

მოზრდილები

მედიკამენტი ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ შემდეგი ტიპის სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ:

-    კრიპტოკოკური მენინგიტი-ტვინის სოკოვანი ინფექცია

-    კოკციდიომიკოზი-ბრონქოპულმონალური სისტემის დაავადება

-    Candida–ს მიერ გამოწვეული ინფექციები, რომლებიც აღინიშნება სისხლის ნაკადში, ორგანოებში (მაგ. გული, ფილტვები) ან საშარდე ტრაქტში

-    კანდიდოზური სტომატიტის-ინფექცია, რომელიც აზიანებს პირის ღრუს ლორწოვანს, ყელს და კბილის პროთეზით გამოწვეული პირის ღრუს დაზიანება

-    გენიტალური კანდიდოზი-საშოს ან პენისის ინფექცია

-    კანის ინფექციები მაგ. ათლეტის ტერფი, მკრეჭველი სირსველი, გენიტალური მიდამოს ქავილი, ფრჩხილების ინფექციები. 

ფლუკონაზოლო ABC აგრეთვე შეიძლება დაგენიშნოთ

-        კრიპტოკოკური მენინგიტის რეციდივის პრევენციისთვის

-        სტომატიტის რეციდივის პრევენციისთვის

-        ვაგინას კანდიდოზის რეციდივის შემცირებისთვის

-        Candida-თი გამოწვეული ინფიექციებისგან დასაცავად (თუ იმუნური სისტემა სუსტია ან სათანადოდ არ ფუნქციონირებს).  

ბავშვები და მოზარდები (0-17 წლის)

ექიმის მიერ ეს მედიკამენტი შეიძლება დაინიშნოს შემდეგი ტიპის სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ:

-        ლორწოვანი გარსის კანდიდოზური სტომატიტი - ინფექცია რომელიც აზიანებს პირის ღრუს ლორწოვანს, ყელს

-        Candida–თი გამოწვეული ინფექციები, რომლებიც აღინიშნება სისხლის ნაკადში, ორგანოებში (მაგ. გული, ფილტვები) ან საშარდე ტრაქტში

-        კრიპტოკოკური მენინგიტი-ტვინის სოკოვანი ინფექცია

ფლუკონაზოლო FLUCONAZOLO ABC აგრეთვე შეიძლება დაგენიშნოთ:

-        Candida-თი გამოწვეული ინფიექციებისგან დასაცავად (თუ იმუნური სისტემა სუსტია ან სათანადოდ არ ფუნქციონირებს).  

-        კრიპტოკოკური მენინგიტის რეციდივის პრევენციისთვის.

ასევე, იხილეთ: MYCOSYST - მიკოსისტი 150მგ 2 კაფსულა

2. რა უნდა იცოდეთ ფლუკონაზოლო  ABC-ს მიღებამდე

არ მიიღოთ ფლუკონაზოლო ABC

-        თუ ალერგიული ხართ ფლუკონაზოლის, სოკოს საწინააღმდეგო სხვა მედიკამენტების მიმართ ან ამ მედიკამენტის სხვა ინგრედიენტების მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 პარაგრაფში). სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ქავილს, კანის სიწითლეს და სუნთქვის გაძნელებას. 

-        თუ იღებთ ასტემიზოლს, ტერფენადინს (ანტიჰისტამინური მედიკამენტები ალერგიის სამკურნალოდ)

-        თუ იღებთ ციზაპრიდს (გამოიყენება კუჭის აშლილობის სამკურნალოდ)

-        თუ იღებთ პიმოზიდს (გამოიყენება მენტალური დაავადების სამკურნალოდ) 

-        თუ იღებთ ქინიდინს (გამოიყენება გულის არითმიის სამკურნალოდ)

-        თუ იღებთ ერითრომიცინს (ინფექიების სამკურნალო ანტიბიოტიკი). 

გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები

ფლუკონაზოლო ABC-ს მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს: 

-        თუ გაგაჩნიათ ღვიძლის ან თირკმლის პრობლემები

-        თუ აღგენიშნებათ გულის დაავადება, გულის რითმის პრობლემების ჩათვლით

-        თუ გაქვთ კალიუმის, კალციუმის ან მაგნუმის ანომალური დონე სისხლში

-        თუ აღგენიშნებათ კანის მწვავე რეაქციები (ქავილი, კანის სიწითლე ან სუნთქვის გაძნელება) 

-        თუ ოდესმე გქონდათ კანზე ძლიერი გამონაყარი ან კანის აქერცვლა, ბუშტუკები და/ან პირის ღრუს წყლულები ფლუკონაზოლო ABC-ს მიღების შემდეგ

-        თუ აღგენიშნებათ  “ადრენალური უკმარისობის” ნიშნები, როდესაც თირკმელზედა ჯირკვლები აღარ წარმოქმნიან სტეროიდული ჰორმონების ადექვატურ რაოდენობას როგორიცაა კორტიზოლი (ქრონიკული ან ხანგრძლივი დაღლილობა, კუნთების სისუსტე, მადის დაკარგვა, წონაში კლება, აბდომინური ტკივილი)

-        თუ სოკოვანი ინფექცია არ გაუმჯობესდა, შესაძლოა საჭირო გახდეს სოკოს საწინააღმდეგო ალტერნატიული თერაპია.

ფლუკონაზოლის ABC-თი მკურნალობასთან დაკავშირებით დაფიქსირდა კანის სერიოზული რეაქციები, მათ შორის წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DღEშშ). შეწყვიტეთ ფლუკონაზოლო ABC-ს მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, თუ შეამჩნევთ რომელიმე სიმპტომს, რომელიც დაკავშირებულია კანის ამ სერიოზულ რეაქციასთან, რომელიც აღწერილია მე-4 განყოფილებაში.

სხვა მედიკამენტები და ფლუკონაზოლო ABC

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ბოლო პერიოდში მიღებული გაქვთ ან აპირებთ ნებისმიერი სხვა მედიკამენტის მიღებას. 

დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს თუ იღებთ ასტემიზოლს, ტერფენადინს (ანტიჰისტამინი ალერგიის სამკურნალოდ) ან ციზაპრიდს (კუჭის აშლილობის სამკურნალოდ) ან პიმოზიდს (მენტალური დაავადების სამკურნალოდ), ან ქინიდინს (გულის არითმიის სამკურანლოდ) ან ერითრომიცინს (ინფექციების სამკურნალო ანტიბიოტიკი), რადგან მათი მიღება არ შეიძლება ფლუკონაზოლო ABC-სთან ერთად (იხ. პარაგრაფი “არ მიიღოთ ფლუკონაზოლო  ABC”).

არსებობს მედიკამენტები, რომელბიც შეიძლება ურთიერთქმედებდეს ფლუკონაზოლო ABC-თან. 

დარწმუნდით, რომ ექიმმა იცის, რომ იღებთ რომელიმე შემდეგ მედიკამენტს:

-        რიფამპიცინი ან რიფაბუტინი (ანტიბიოტიკები ინფექციების სამკურნალოდ)

-        ალფენტანილი, ფენტანილი (გამოიყენება ანესთეზიისთვის)

-        ამიტრიპტილინი, ნორტრიპტილინი (გამოიყენება ანტიდეპრესანტების სახით)

-        ამფოტერიცინ B, ვორიკონაზოლი (სოკოს საწინააღმდეგო აგენტი)

-        სისხლის გამათხელებელი მედიაკმენტები თრომბების პრევენციისთვის (ვარფარინი ან მსგავსი მედიკამენტები)

-        ბენზოდიაზეპინები (მიდაზოლამი, ტრიაზოლამი ან მსგავსი მედიკამენტები), რომლებიც გამოიყენება საძილედ ან შფოთვის მოსახსნელად

-        კარბამაზეპინი, ფენიტოინი (კრუნჩხვების სამკურნალოდ)

-        ნიფედიპინი, ისრადიპინი, ამლოდიპინი, ვერაპამილი, ფელოდიპინი ან ლოზარტანი (ჰიპერტენზიისთვის-სისხლის მაღალი წნევისთვის)

-        ოლაპარიბი (გამოიყენება საშვილოსნოს კიბოს სამკურნალოდ)

-        ციკლოსპორინი, ევეროლიმუსი, სიროლიმუსი ან ტაკროლიმუსი (ტრანსპლანტანტის უარყოფის პრევენციისთვის)

-        ციკლოფოსფამიდი, გველის სუროს ალკალოიდები (ვინკრისტინი, ვინბლასტინი ან მსგავსი მედიკამენტები) გამოყენებული კიბოს სამკურანლოდ

-        ჰალოფანტრინი (გამოყენებული მალარიის სამკურნალოდ)

-        სტატინები (ატორვასტატინი, სიმვასტატინი ან ფლუვასტატინი და მსგავსი მედიკამენტები) გამოყენებული ქოლესტეროლის მაღალი დოზის შესამცირებლად.

-        მეტადონი (გამოიყენება ტკივილის საკურნალოდ)

-        ცელეკოქსიბი, ფლურბიპროფენი, ნაპროქსენი, იბუპროფენი, ლორნოქსიკამი, მელოქსიკამი, დიკლოფენაკი (ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები-აასს)

-        ორალური კონტრაცეპტივები

-        პრედნიზონი (სტეროიდი)

-        ზიდოვუდინი, აგრეთვე ცნობილი როგორც Aძთ; საქვინავირი (გამოიყენება აივ ინფიცირებული პაციენტების სამკურანლოდ)

-        დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტები, როგორიცაა ქლორპროპამიდი, გლიბენკლამიდი, გლიპიზიდი ან ტოლბუტამიდი

-        თეოფილინი (გამოიყენება ასთმის კონტროლისთვის)

-        ტოფაციტინიბი (გამოიყენება რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ)

-        ტოლვაპტანი გამოიყენება ჰიპონატრიემიის სამკურნალოდ (სისხლში ნატრიუმის დაბალი დონე) ან თირკმლის ფუნქციის დაქვეითების შესანელებლად

-        ვიტამინი A (საკვები დანამატი)

-        ივაკაფტორი (გამოიყენება ცისტოზური ფიბროზის სამკურნალოდ)

-        ამიოდარონი (გამოიყენება გულის არარეგულარული რითმის “არითმიის” სამკურნალოდ)

-        ჰიდროქლორთიაზიდი (დიურეზული საშუალება)

-        იბრუტინიბი (გამოიყენება სისხლის კიბოს სამკურნალოდ).

ფლუკონაზოლო ABC–ს მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

მედიკამენტის მიღება შეგიძლიათ საკვებთან ერთად ან მის გარეშე. 

ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა

თქვენ არ უნდა მიიღოთ ფლუკონაზოლო ABC, თუ ხართ ორსულად, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად, ცდილობთ დაორსულდეთ ან კვებავთ ძუძუთი, თუ ექიმმა არ გითხრათ ამის შესახებ.

ორსულობის პირველ ტრიმესტრში მიღებულმა ფლუკონაზოლმა შეიძლება გაზარდოს სპონტანური აბორტის რისკი. ფლუკონაზოლმა დაბალ დოზებში მიღებულმა პირველ ტრიმესტრში, შეიძლება ოდნავ გაზარდოს ბავშვის დეფექტებით დაბადების რისკი, რომლებიც გავლენას ახდენენ ძვლებზე და/ან კუნთებზე.

თქვენ შეგიძლიათ გააგრძელოთ ძუძუთი კვება ფლუკონაზოლო ABC–ს ერთჯერადი, 150მგ-მდე დოზის მიღების შემდეგ. 

თქვენ არ უნდა გააგრძელოთ ძუძუთი კვება თუ ღებულობთ ფლუკონაზოლო ABC –ს განმეორბით დოზებს.  

ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება

ტრანსპორტის მართვის ან მექანიზმების გამოყენებისას, უნდა გაითვალისწინონ რომ ხანდახან შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა ან კრუნჩხვები. 

ფლუკონაზოლო ABC შეიცავს ლაქტოზას (რძის შაქარი) და ნატრიუმს (მარილი):

ეს მედიკამენტი შეიცავს მცირე რაოდენობით ლაქტოზას (რძის შაქარი). თუ ექიმმა გითხრათ რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ მას. 

ფლუკონაზოლო ABC კაფსულები შეიცავს 1 მმოლ (23 მგ) ნატრიუმს ერთ კაფსულაში ანუ პრაქტიკულად ,,ნატრიუმისგან თავისუფალია”

3. როგორ მიიღება ფლუკონაზოლო ABC

მედიკამენტი ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ექიმის დანიშნულებით. 

გადაამოწმეთ ექიმთან და ფარმაცევტთან თუ დარწმუნებულიო არ ხართ.

კაფსულა გადაყლაპეთ მთლიანად, ჭიქა წყალის დაყოლებით. უკეთესია კაფსულის დღის ერთი და იგივე დროს მიღება. 

მოზრდილებისთვის რეკომენდებული დოზები ინფექციის ტიპის მიხედვით შემდეგია: 

მოზრდილები

მდგომარეობა დოზა
კრიპტოკოკული მენინგიტის მკურნალობა 400 მგ პირველ დღეს, შემდეგ 200-400მგ დღეში ერთხელ, 6-8 კვირის განმავლობაში ან ხანგრძლივად თუ საჭიროა. ხანდახან დოზები იზრდება 800 მგ-მდე. 
კრიპტოკოკული მენინგიტის რეციდივის პრევენცია 200 მგ ყოველდღე სანამ არ შეგაწყვეტინებენ
კოკციდიციმიკოზის მკუურნალობა  200-400 მგ დღეში 11-24 თვის განმავლოაბში ან უფრო ხანგრძლივად. ხანდახან დოზები იზრდება 800 მგ-მდე.
Candida-თი გამოწვეული შინაგანი სოკოვანი ინფექციების მკურნალობა 800 მგ პირველ დღეს, შემდეგ 400 მგ დღეში ერთხელ სანამ არ შეგაწყვეტინებენ
ლოროწოვანი გარსის ინფექციების მკურნალობა, რომლებიც აზიანებენ პირის ღრუს ლორწოვანს, ყელს და კბილის პროთეზით გამოწვეულ ჭრილობებს პირის ღრუში 200-400 მგ პირველ დღეს, შემდეგ 100-200 მგ სანამ არ შეგაწყვეტინებენ.
ლორწოვანის კანდიდოზური სტომატიტის სამკურნალოდ – დოზა დამოკიდებულია იმაზე, თუ სად არის ლოკალიზებული ინფექცია 50-400 მგ პირველ დღეს 7-30 დღის განმალვლობაში სანამ არ შეგაწყვეტინებენ.
ორალური ლორწოვანი გარსის და ყელის ლორწოვანი გარსის დამაზიანებელი ლორწოვანი ინფექციების შეჩერება 100-200 მგ დღეში ერთხელ ან 200 მგ კვირაში 3-ჯერ სანამ ინფექციის რისკის ქვეშ ხართ. 
გენიტალური კანდიდიზური ინფექციის მკურნალობა 150 მგ ერთჯერადი დოზის სახით
ვაგინალური კანდიდოზური ინფექციის რეციდივის შემცირება 150 მგ ყოველ მესამე დღეს სრული 3 დოზისთვის (1.4.და 7 დღეები) და შემდეგ კვირში ერთხელ სანამ ინფექციის რისკის ქვეშ ხართ.
კანის და ფრჩხილის სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ  ინფექციის მდებარეობის მიხედვით 50 მგ დღეში ერთხელ, 150 მგ კვირაში ერთხელ, 300-400 კვირაში ერთხელ 1-4 კვირის განმავლობაში (ათლეტის ტერფი 6 კვირამდე, ფრჩხილის ინფექციის მკურნალობისთვის სანამ ინფიცირებული ფრჩხილი არ ჩანაცვლდება. 
კანდიდათი გამოწვეული ინფექციის თავიდან ასარიდებლად (თუ თქვენი იმუნური სისტემა სუსტია ან კარგად არ ფუნქციონირებს)  200-400 მგ დღეში ერთხელ სანამ ინფექციის რისკის ქვეშ ხართ.

 

12-17 წლის მოზარდები

ექიმის დანიშნულების მიხედვით (მოზრდილების ან ბავშვების დოზირება)

11 წლამდე ასაკის ბავშვები

ბავშვებში მაქსიმალური დოზა არის 400 მგ დღეში. დოზა დამოკიდებულია ბავშვის წონაზე კილოგრამებში. 

მდგომარეობა  დღიური დოზა
ლორწოვანის კანდიდოზური ინფექციები და ყელის ინფექციები - მკურნალობის დოზა და ხანგრძლივობა დამოკიდებულკია ინფექციის სიმძიმეზე და იმაზე თუ სად არის ინფექცია ლოკალიზებული.  3 მგ ერთ კილოგრამ სხეულის წონაზე (6 მგ სხეულის კილოგრამ წონაზე შეიძლება დაინიშნოს პირველ დღეს)
კრიპტოკოკული მენინგიტი ან კანდიდათი გამოწვეული ენდემიური სოკოვანი ინფექციები  6-12 მგ სხეულის ერთ კილოგრამ  წონაზე. 
კანდიდათი გამოწვეული ინფექციის თავიდან ასარიდებლად (თუ ბავშვების იმუნური სისტემა სუსტია ან კარგად არ ფუნქციონირებს) 3-12 მგ სხეულის ერთ კილოგრამ  წონაზე.

 

0-4 კვირის ასაკის ბავშვებში გამოყენება 

3-4 კვირის ასაკის ბავშვებში გამოყენება: 

ზემოთ მოცემული დოზა, მაგრამ 2 დღეში ერთხელ. მაქსიმალური დოზა არის 12 მგ სხეულის ერთ კილოგრამ წონაზე, ყოველ 48 საათში ერთხელ. 

2 კვირაზე უმცროსი ასაკის ბავშვებში გამოყენება: 

ზემოთ მოცემული დოზა, მაგრამ 3 დღეში ერთხელ. მაქსიმალური დოზა არის 12 მგ სხეულის ერთ კილოგრამ წონაზე ყოველ 72 საათში ერთხელ. 

ხანდაზმულები

თუ არ არის თირკმლეების პრობლემები ინიშნება მოზრდილის ჩვეულებრივი დოზა. 

პაციენტები თირკმელების პრობლემებით

თქვენმა ექიმმა შეიძლება შეცვალოს დოზა თქვენი თირკმელების ფუნქციის მდგომარეობის მიხედვით. 

თუ თქვენ იღებთ იმაზე მეტ ფლუკონაზოლო ABC-ს ვიდრე დანიშნული გაქვთ

ერთდროულად ბევრი კაფსულების მიღებამ შეიძლება ცუდად გაგხადოთ. მაშინვე დაეკონტაქტეთ თქვენს ექიმს ან უახლოესი ჰოსპიტალის სასწრაფო დახმარების დეპარტამენტს. 

შესაძლო დოზის გადაჭარბების სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს: სმენით, მხედველობით, შეგრძნებით და ფიქრით არარეალურ შეგრძნებებს (ჰალუცინაციები და პარანოიდული მოვლენები). შეიძლება ადექვატური იყოს სიმპტომური მკურნალობა (შემანარჩუნებელი ღონისძიებები და თუ საჭიროა კუჭის ამორეცხვა). 

თუ დაგავიწყდათ ფლუკონაზოლო ABC-ს მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა დავიწყებული დოზის კომპენსაციისთვის. თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება მიიღეთ ის როგორც კი გაგახსენდებათ. თუ მეორე დოზის მიღების დროა არ მიიღოთ გამოტოვებული დოზა. 

4. შესაძლო გვრედითი ეფექტები

ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად ფლუკონაზოლო ABC-მ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არ ყველაში. 

ზოგიერთს აღენიშნება ალერგიული რეაქციები, თუმცა სერიოზული ალერგიული რეაქციები იშვიათია. თუ თქვენ აღგენიშნებათ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ჩანართში. თუ გამოვლინდება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს.

- უცაბედი ქოშინი, სუნთქვის გაძნელება ან მოჭერის შეგრძნება გულმკერდის არეში. 

- ქუთუთოების, სახის და ტუჩების შეშუპება. 

- მთელი სხეულის ქავილი, კანის გაწითლება ან ქავილით მიმდინარე წითელი ლაქები. 

- კანის გამონაყარი. 

- კანის მწვავე რეაქციები, როგორიცაა ბუშტუკების გამომწვევი გამონაყარი (ამან შეიძლება დააზიანოს პირი და ენა)

შეწყვიტეთ ფლუკონაზოლო ABC-ს მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, თუ შეამჩნევთ რომელიმე შემდეგ სიმპტომს:

- ფართოდ გავრცელებული გამონაყარი, სხეულის მაღალი ტემპერატურა და გადიდებული ლიმფური კვანძები (DRESS სინდრომი ან წამლისმიერი ჰიპერმგრძნობელობის სინდრომი).

ფლუკონაზოლო ABC-მ შეიძლება დააზიანოს ღვიძლი: ღვიძლის დაზიანების ნიშნები მოიცავს:

- დაღლილობა

- მადის დაკარგვა

- ღებინება

- კანის ან თვალის სკლერების გაყვითლება (სიყვითლე)

რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილის გამოვლენის შემთხვევაში შეწყვიტეთ ფლუკონაზოლო ABC-ს მიღება დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს:

სხვა გვერდითი ეფექტები

თუ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი ეფექტი გამწვავდა ან შეამჩნიეთ ისეთი გვერდითი ეფექტი რომელიც არ არის მოცემული ჩანართში შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. 

ხშირი გვერდითი ეფექტები (ვლინდება 10-დან 1 ადამიანში):

- თავის ტკივილი

- დისკომფორტი მუცლის არეში, დიარეა, გულისრევა, ღებინება

- ღვიძლის ფუნქციის სისხლის ტესტების აწევა

- ქავილი

არახშირი გვერდითი ეფექტები (ვლინდება 100-დან 1 ადამიანში):

- სიხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება, რაც აფერმკრთალებს კანს და იწვევს სისუსტეს ან ქოშინს. 

- მადის დაქვეითება

- უძილობა, თვლემა

- კრუნჩხვები, თავბრუსხვევა, ჩხვლეტის, ან დაბუჟების შეგრძნება, გემოვნების შეცვლა. 

- ყაბზობა, საჭმლის მონელების გაძნელება, შებერილობა, პირის სიმშრალე

- კუნთების ტკივილი

- ღვიძლის დაზიანება და კანის და თვალის სკლერების გაყვითლება (სიყვითლე)

- ბუშტუკები (ჭინჭრის ციება), ქავილი, ოფლიანობის გაძლიერება

- დაღლილობა, ცუდად ყოფნის ზოგადი შეგრძნება, ცხელება

იშვიათი გვერდითი ეფექტები (ვლინდება 1000-დან 1 ადამიანში):

- ნორმალურზე ნაკლები სისხლის თეთრი უჯრედები, რომლებიც ეხმარება ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში და ნაკლები სიხლის უჯრედები, რომლებიც ხელს უწყობენ სისხლდენის შეჩერებას. 

- კანის წითელი ან მეწამული ფერის გაუფერულება, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს თრომბოციტების რაოდენობის შემცირებით და სისხლის უჯრედების სხვა ცვლილებებით. 

- სისხლის ქიმიის ცვლილება (ქოლესტერინის, ცხიმების მაღალი დონეები სისხლში)

- სისხლში კალიუმის დაბალი დონე. 

- კანკალი

- არანორმალური ელექტროკარდიოგრამა (ეკგ), გულის შეკუმშვების და რითმის ცვლილება. 

- ღვიძლის უკმარისობა

- ალერგიული რეაქციები (ზოგჯერ მძიმე), მათ შორის ფართოდ გავრცელებული ბუშტუკოვანი გამონაყარი და კანის აქერცლვა, კანის მწვავე რეაქციები, ტუჩების და სახის შეშუპება. 

- თმის ცვენა

სიხშირე უცნობია, მაგრამ შეიძლება განვითარდეს (სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია არსებული მონაცემებით)

- ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები კანის გამონაყარით, ცხელებით, ჯირკვლების შეშუპებით, სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის მომატებით (ეოზინოფილია), და შინაგანი ორგანოების (ღვიძლი, ფილტვები, გული, თირკმელები და მსხვილი ნაწლავები) ანთებით (წამლისმიერი რეაქცია ან ქავილი ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS)).

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

თუ თქვენ აღნიშნავთ რაიმე გვერდით ეფექტს, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება იმ გვერდით ეფექტებსაც, რომლებბიც ჩამოთვლილი არ არის ამ ფურცელ-ჩანართში. 

გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, თქვენ ეხმარებით ამ პრეპარატის უსაფრთხოებაზე მეტი ინფორმაციის შეროვებას.

5. როგორ ინახება ფლუკონაზოლო ABC

- ეს მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილზე

- არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ, რომელიც მითითებულია ეტიკეტზე ,,EXP”-ის შემდეგ. ვარგისობის ვადა ეხება თვის ბოლო დღეს.

- ინახება არა უმეტეს 30°C ტემპერატურაზე. 

არ შეიძლება მედიკამენტების გადაგდება გამდინარე წყლებში და საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს  ფარმაცევტს როგორ გაანადგუროთ პრეპარატი, რომლის მიღებაც დასრულებულია. ეს ღონისძიებები დაეხმარება გარემოს დაცვას. 

6. დამატებითი ინფორმაცია

- აქტიური ნივთიერება არის ფლუკონაზოლი. 

  - თითოეული მყარი კაფსულა შეიცავს 100 მგ, 150 მგ ან 200 მგ ფლუკონაზოლს.

- სხვა ნივთიერებებია: 

კაფსულის შიგთავსი: ლაქტოზის მონოჰიდრატი, პრეჟელატინიზირებული სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, კოლოიდური უწყლო სილიციუმი, ნატრიუმის ლაურილსულფატი (იხ. განყოფილება 2. ფლუკონაზოლო ABC შეიცავს ლაქტოზას (რძის შაქარი) და ნატრიუმს (მარილი)).  

კაფსულის ქუდები შეიცავს:H

100 მგ მყარი კაფსულები: ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი (E 171), რკინის ყვითელი ოქსიდი.

150 მგ მყარი კაფსულები: ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი (E171).

200 მგ მყარი კაფსულები: ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი (E171).

ფლუკონაზოლო ABC აღწერილობა და შეფუთვის შემცველობა

ფლუკონაზოლო ABC 100 მგ მყარი კაფსულები. კოლოფი შეიცავს 10 კაფსულას

ფლუკონაზოლო ABC 150 მგ მყარი კაფსულები. კოლოფი შეიცავს 2 კაფსულას

ფლუკონაზოლო ABC 200 მგ მყარი კაფსულები. კოლოფი შეიცავს 7 კაფსულას

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით. 

 

მეტი ინფორაცია
Units2
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy