ლომექსინი 2% 78გრ. ვაგინალური კრემი

Rating:
100% of 100
განსაკუთრებული ფასი 20,34 GEL რეგულარული ფასი 28,79 GEL
მარაგშია
SKU
34515_3483
ჩვენებები: სასქესო ორგანოების კანისა და ლორწოვანი გარსების სოკოვანი, ბაქტერიული და შერეული ინფექციების პროფილაქტიკა და მკურნალობა.

შემადგენლობა 

მოქმედი ნივთიერება: ფენტიკონაზოლი; 1გრ კრემი შეიცავს 20გრ ფენტიკონაზოლის ნიტრატს; 
დამხმარე ნივთიერებები: პროპილენგლიკოლი, ჰიდროგენიზური ლანოლინი, ნუშის ზეთი, ცხიმოვანი მჟავის პოლიგლიკოლური ეთერი, ცეტილის სპირტი, გლიცერილმონოსტეარატი, ნატრიუმის ედეტატი, სუფთა წყალი

ფარმაკოლოგიური თვისებები
მოქმედების ფართო სპექტრის მქონე სინთეზური სოკოს საწინააღმდეგო საშუალება, რომელიც აქტიურად მოქმედებს დერმატოფიტების (Trichophiton, Microsporum, Epidermophiton), Pityrosporum orbicular, Poval, Candida-ს გვარის საფუარა და ობის სოკოების მიმართ, რომლებიც იწვევენ სისტემურ მიკოზებს. პრეპარატს გააჩნია ანტიბაქტერიული მოქმედება გრამდადებითი მიკროორგანიზმების მიმართ.

ჩვენებები
სასქესო ორგანოების კანისა და ლორწოვანი გარსების სოკოვანი, ბაქტერიული და შერეული ინფექციების პროფილაქტიკა და მკურნალობა

მიღების წესები და დოზები
ლომექსინი ადგილობრივად გამოიყენება 1-2-ჯერ დღეში (დაავადების სიმძიმეზე დამოკიდებულებით). კრემი ნაზად შეიზილება წინასწარ დაბანილ და მშრალ დაზიანებულ უბნებზე, სასურველია ღამით. აუცილებლობის შემთხვევაში კრემის გამოყენება შესაძლებელია დილითაც. მკურნალობის კურსი დამოკიდებულია მიკროორგანიზმის სახეობასა და დაზიანებული უბნების ზომაზე. განმეორებითი ინფიცირების თავიდან აცილების მიზნით სქესობრივმა პარტნიურებმა ერთდროულად უნდა გამოიყენონა ლომექსინი.

გვერდითი მოვლენები
იშვიათად: წვის შეგრძნება, რომელიც სწრაფად გადის. პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.

უკუჩვენება
პრეპარატის კომპონენტების მმიმართ მომატებული მგრძნობელობა.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას 25oC ტემპერატურამდე.
შენახვის ვადა 3 წელი.

აფთიაქში გაცემის წესი
რეცეპტით.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy