IZOCONAZOLE-M იზოკონაზოლი-M ვაგინალური სანთლები 600მგ 1 ცალი

განსაკუთრებული ფასი 25,01 GEL რეგულარული ფასი 34,74 GEL
მარაგშია
SKU
48021_1394
გამოყენების ჩვენებები: საშოს სოკოვანი ინფექციები, მათ შორის გარმდადებითი ბაქტერიებით გამოწვეული შერეული ინფექციები.

პრეპარატის სავაჭრო დასახელება: იზოკონაზოლი-მ ვაგინალური სუპოზიტორიები საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: იზოკონაზოლის ნიტრატი
ქიმიური დასახელება: 1-a[(2,4-დიქლორ-b-დიქლორბენზილოქსი)-ფენეტილ]-იმიდაზოლის ნიტრატი

სამკურნალო ფორმა: ვაგინალური სუპოზიტორიები.

აღწერილობა: თეთრი ან მოყვითალო-თეთრი ფერის ვაგინალური სუპოზიტორიები, გრძივ ჭრილში ერთგვაროვანია.

შემადგენლობა: ერთი ვაგინალური სუპოზიტორია შეიცავს: აქტიურ ნივთიერებას: 400 მგ იზოკონაზოლის ნიტრატს.
დამხმარე ნივთიერებებს: ნოვატას.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სოკოს საწინააღმდეგო საშუალება.

ათქ კოდი:G01AF07.

ფარმაკოლოგიური თვისებები
იზოკონაზოლი - იმიდაზოლის სინთეთიკური წარმოებული. ახდენს სოკოს
საწინააღმდეგო მოქმედებას. მოქმედებს ფუნგისტატურად. აქტიურია
დერმატოფიტების, ობის, საფუარი და საფუარის მსგავსი სოკოების, ასევე გრამდადებითი ბაქტერიების მიმართ (სტაფილოკოკები, მიკროკოკები, სტრეპტოკოკები). აინჰიბირებს ერგოსტერონის სინთეზს და ცვლის მიკრობული უჯრედის მემბრანის შემადგენლობას.

გამოყენების ჩვენებები:
საშოს სოკოვანი ინფექციები, მათ შორის გარმდადებითი ბაქტერიებით გამოწვეული შერეული ინფექციები.

უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე კომპონენტის მიმართ.

გამოყენების წესი და დოზირება:
ვაგინალური სუპოზიტორია შეყავთ ღრმად საშოში. ამის გაკეთება უკეთესია ზურგზე მწოლიარე მდგომარეობაში, საღამოს, უშუალოდ ძილის წინ, 1 ჯერ დღეში ერთჯერადად.
არ არის რეკომენდირებული მკურნალობის ჩატარება მენსტრუაციის დროს.

გვერდითი მოქმედება:
პრეპარატის გამოყენების დროს შეიძლება აღინიშნოს ადგილობრივი რეაქციები, როგორიცაა გაღიზიანება, წვა და ქავილი. იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება აპარატის გამოყენების ადგილას.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
გამოვლენილი არ არის.
რეკომენდირებულია ექიმის ინფორმირება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ერთდროულად მკურნალობის შესახებ.

ჭარბი დოზირება:
აქტიური ნივთიერება იზოკონალის ნიტრატი შეიძლება კლასიფიცირებული იქნას როგორც პრაქტიკულად არატოქსიკური. მწვავე ინტოქსიკაციის განვითარების რისკი არ არსებობს პრეპარატის ერთჯერადი მაღალი დოზით გამოყენების ან შემთხვევით ერთი სუპოზიტორიის შიგნით მიღების შემდეგ.

სიფრთხილის ზომები და გაფრთხილებები:
განმეორებითი ინფიცირების პრევენციისთვის რეკომენდირებულია ყოველდღიურად თეთრეულის გამოცვლა და გამოხარშვა (პირსახოცები, ქვედა საცვლები - უმჯობესია ბამბის).
რეკომენდირებულია სქესობრივი პარტნიორის ერთდროული მკურნალობა.

ზემოქმედება ავტომობილის ტარების და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე არ აღნიშნულა.

ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი:
ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდში გამოყენება შეიძლება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

გამოშვების ფორმ
1 ვაგინალური სუპოზიტორია ბლისტერში, 1 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.

ვარგისობის ვადა: 3 წელი.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
აფთიაქიდან გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი – III (გაიცემა ურეცეპტოდ)

მწარმოებელი:
შპს “მედიკალ გორიზონ”, სომხეთის რესპუბლიკა
ქ. მაისის, სადგური მასისი

მეტი ინფორაცია
Units1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy