მოქსიქოლი - Moxiqol 400 მგ 5 ტაბლეტი
ჩვენება: სინუსების ინფექცია, სასუნთქი გზების გრძელვადიანი ანთების მოულოდნელი გაუარესება, ქალის ზედა გენიტალური ტრაქტის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ინფექციები.
მოქსიქოლი (Moxiqol) 400 მგ შემოგარსული ტაბლეტები
მოქსიფლოქსაცინი
პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას, რადგანაც ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას
· შეინახეთ ინსტრუქცია. შეიძლება დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.
· დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
· აღნიშნული მედიკამენტი დაგენიშნათ თქვენ. არ მისცეთ სხვებს. შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, იმ შემთხევაშიც კი თუ მათი სიმპტომები თქვენსას ჰგავს. განმეორებით არ გამოიყენოთ პრეპარატი დანიშნულების გარეშე.
· ნებისმიერი გვერდითი მოვლენის შემთხვევაში, ან თუ შენიშნეთ გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აქ აღწერილი, გთხოვთ დაუკავშირდეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. იხილეთ პუნქტი 4 .
შინაარსი:
1) რა არის მოქსიქოლი და რა დროს გამოიყენება
2) რა უნდა იცოდეთ მოქსიქოლის მიღებამდე
3) მოქსიქოლის მიღების წესი
4) მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
5) მოქსიქოლის შენახვის პირობები
6) შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
1. რა არის მოქსიქოლი და რა დროს გამოიყენება?
მოქსიქოლი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას მოქსიფლოქსაცინს, რომელიც განეკუთვნება ფტორქინოლონების ჯგუფის ანტიბიოტიკებს. მოქსიქოლი ანადგურებს ინფექციის გამომწვევ ბაქტერიებს. მოქსიფლოქსაცინი გამოიყენება 18 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებში ქვემოთ ჩამოთვლილი ბაქტერიული ინფექციების მკურნალობისას, თუკი ეს ინფექციები გამოწვეულია მოქსიფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებით. მოქსიქოლი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ანტიბიოტიკების გამოყენება შეუძლებელია ან არაეფექტური აღმოჩნდა:
· სინუსების ინფექცია, სასუნთქი გზების გრძელვადიანი ანთების მოულოდნელი გაუარესება ან საზოგადოებაში შეძენილი ფილტვების ინფექცია (პნევმონია) (მძიმე შემთხვევების გარდა).
· ქალის ზედა გენიტალური ტრაქტის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ინფექციები (მაგ., მენჯის ღრუს ანთებითი დაავადებები), მათ შორის ფალოპის მილების ინფექციები და საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ინფექციები.
მხოლოდ მოქსიფლოქსაცინის ტაბლეტები არ არის საკმარისი ამ ტიპის ინფექციის სამკურნალოდ. ქალის ზედა გენიტალური ტრაქტის ინფექციების მკურნალობის მიზნით ექიმმა დამატებით უნდა დანიშნოს სხვა შესაბამისი ანტიბიოტიკები (იხილეთ პუნქტი 2).
მოქსიფლოქსაცინის ტაბლეტები აგრეთვე შეიძლება დაინიშნოს მკურნალობის კურსის დასასრულებლად იმ პაციენტებში, რომლებსაც ჰქონდათ მდგომარეობის გაუმჯობესება მოქსიფლოქსაცინის ინტრავენური საინფუზიო ხსნარით მკურნალობის პირველ ეტაპზე, შემდეგი ჩვენებების შემთხვევაში:
· საზოგადოებაში შეძენილი ფილტვების ინფექცია (პნევმონია), კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები.
მოქსიქოლის ტაბლეტების გამოყენება არ შეიძლება კანისა და რბილის ქსოვილების ნებისმიერი ტიპის ინფექციების ან საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიის მძიმე ფორმის თერაპიის საწყის ეტაპზე.
ასევე, იხილეთ: Moxin - მოქსინი 400მგ 5 ტაბლეტი
2. რა უნდა იცოდეთ მოქსიქოლის მიღებამდე
არ მიიღოთ მოქსიქოლი:
· თუ ხართ ალერგიული მოქსიფლოქსაცინის ან აღნიშნული მედიკამენტის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე -6 პუნქტში).
· თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში.
· თუ ხართ 18 წელს ქვემოთ.
· თუ გაქვთ თანდაყოლილი ან წარსულში გქონიათ:
o გულის რითმის დარღვევა (ეკგ, გულის ელექტრო ჩანაწერი);
o სისხლში მარილის დისბალანსი (განსაკუთრებით სისხლში კალიუმის და მაგნიუმის დაბალი დონე);
o გულის რითმის ძალიან შენელება (ბრადიკარდია);
o სუსტი გული (გულის უკმარისობა);
o გულის რითმის დარღვევის ისტორია, ან
· თუ იღებთ სხვა მედიკამენტებს, რაც იწვევს პათოლოგიურ ეკგ ცვლილებებს (იხილეთ პუნქტი „მოქსიქოლის გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად“). ეს გამოწვეულია იმით, რომ მოქსიფლოქსაცინმა შეიძლება გამოიწვიოს ეკგ ცვლილებები, ანუ QT ინტერვალის გახანგრძლივება, რაც მიუთითებს გულის გამტარობის დარღვევაზე.
· თუ აღგენიშნებათ ღვიძლის სერიოზული დარღვევები ან ღვიძლის ფერმენტების
დონის მომატება (ტრანსამინაზების გაზრდა) ნორმაზე 5 ჯერ მაღლა.
გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები
აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე:
არ მიიღოთ ფტორქინოლონის/ქინოლონის ჯგუფის ანტიბაქტერიული საშუალებები, მათ შორის მოქსიქოლი, თუ წარსულში ფტორქინოლონის ან ქინოლონის მიღებისას გადატანილი გაქვთ სერიოზული გვერდითი რეაქცია. აღნიშნულ შემთხვევაში, აუცილებლად დაუკავშირდით ექიმს.
მოქსიქოლის მიღებამდე აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს:
· თუ გაქვთ დიაბეტი, რადგან მოქსიფლოქსაცინმა შესაძლოა გავლენა იქონიოს სისხლში შაქრის დონეზე.
· თუ გქონიათ მწვავე გამონაყარი კანზე ან კანის აქერცვლა, ბუშტუკოვანი გამონაყარი და/ან წყლულები პირის ღრუში მოქსიფლოქსაცინის მიღების შემდეგ.
· მოქსიფლოქსაცინმა შეიძლება გამოიწვიოს გულის ეკგ ცვლილებები, განსაკუთრებით ქალებსა და ხანდაზმულებში. თუ ამჟამად ღებულობთ რაიმე მედიკამენტს, რომელიც ამცირებს სისხლში კალიუმის დონეს, მოქსიქოლის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს (იხილეთ აგრეთვე „არ მიიღოთ მოქსიქოლი“ და „მოქსიქოლის გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად“).
· თუ თქვენი დიაგნოზია დიდი სისხლძარღვის გაფართოება (აორტის ანევრიზმა ან პერიფერიული სისხლძარღვების ანევრიზმა).
· გადატანილი გაქვთ აორტის დისექცია (აორტის კედლის აშრევება).
· გაქვთ გულის სარქვლის რეგურგიტაცია.
· ოჯახურ ანამნეზში აღგენიშნებათ აორტის ანევრიზმა ან აორტის დისექცია ან გულის სარქვლის თანდაყოლილი დაავადება, ან სხვა რისკ-ფაქტორები ან წინასწარგანმწყობი ფაქტორები (მაგ.: შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები, როგორიცა მარფანის სინდრომი ან ელერს-დანლოსის სინდრომი, ტერნერის სინდრომი, სიოგრენის სინდრომი [ანთებითი აუტოიმუნური დაავადება] ან ვასკულარული დარღვევები, როგორიცაა ტაკაიასუს არტერიტი, გიგანტურუჯრედოვანი არტერიტი, ბეხჩეტის დაავადება, მაღალი არტერიული წნევა ან ათეროსკლეროზი ან რევმატოიდული ართრიტი [სახსრების დაავადება], ან ენდოკარდიტი [გულის ინფექცია]);
· თუ გაწუხებთ ეპილეფსია ან ისეთი მოვლენები, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიოს კრუნჩხვა, მოქსიქოლის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს.
· თუ გაწუხებთ ან წარსულში გაწუხებდათ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, მოქსიქოლის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს.
· თუ აღგენიშნებათ მიასთენია გრავისი (პათოლოგიური კუნთების დაღლილობა, რომელიც იწვევს სისუსტეს და სერიოზულ შემთხვევებში დამბლას), მოქსიფლოქსაცინის მიღებამ შეიძლება გაამწვავოს თქვენი დაავადება. თუ გაქვთ ამ დაავადებაზე ეჭვი, დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს.
· თუ თქვენ ან ოჯახის რომელიმე წევრს გაქვთ გლუკოზა 6 ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი (იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადება), აცნობეთ მკურნალ ექიმს, იგი შეაფასებს მდგომარეობას და მიიღებს გადაწყვეტილებას მოქსიქოლის სწორი გამოყენების შესახებ.
· თუ გაწუხებთ ზედა გენიტალური ტრაქტის გართულებული ინფექცია (მაგ. ფალოპის მილების და საკვერცხეების ან მენჯის აბსცესთან დაკავშირებით), ექიმმა შესაძლოა
მიიღოს გადაწყვეტილება მოქსიფლოქსაცინის ინტრავენურად გამოყენების შესახებ, მოქსიქოლის ტაბლეტებით მკურნალობა არ არის მიზანშეწონილი.
· ზედა გენიტალური ტრაქტის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ინფექციების მკურნალობისთვის, მკურნალი ექიმი დაგინიშნავთ დამატებით ანტიბიოტიკს მოქსიფლოქსაცინთან ერთად. თუ მკურნალობის დაწყებიდან 3 დღის შემდეგ არ შეინიშნება სიმპტომების შემსუბუქება, დაუკავშირდით ექიმს.
მოქსიქოლის მიღებისას:
· მუცლის ღრუში, მკერდში ან ზურგში უეცარი ძლიერი ტკივილის განვითარების შემთხვევაში, რომელიც შეიძლება იყოს აორტის ანევრიზმის ან დისექციის სიმპტომი, დაუყონებლივ მიმართეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას. რისკი შეიძლება გაიზარდოს სისტემური კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის შემთხვევაში.
· თუ დაგეწყოთ ქოშინი, განსაკუთრებით საწოლში ზურგზე წოლისას, ან შეამჩნევთ კოჭების, ფეხების ან მუცლის შეშუპებას, ან აღგენიშნებათ გულის რითმის დარღვევები (აჩქარებული და არარეგულარული გულისცემის შეგრძნება), დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
მოქსიქოლის მიღებისას
· თუ გაქვთ გახშირებული გულისცემა ან არარეგულარული გულისცემა მკურნალობის პერიოდში, დაუყონებლივ უნდა აცნობოთ ექიმს. ექიმმა შესაძლოა მოითხოვოს
ელ.კარდიოგრამის ჩატარება გულის კუმშვის სიხშირის შემოწმების მიზნით.
· გულთან დაკავშირებული პრობლემების რისკი შესაძლოა გაიზარდოს დოზის გაზრდასთან ერთად. შესაბამისად, უნდა მიიღოთ რეკომენდირებული დოზა.
· ნაკლებად მოსალოდნელია, რომ განვითარდეს მძიმე მოულოდნელი ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსიური რეაქცია/შოკი) პირველი დოზის მიღებისთანავე. სიმპტომებია: შებოჭილობა გულმკერდის არეში, თავბრუსხვევის შეგრძნება, ცუდად ყოფნის ან გულის წასვლის შეგრძნება, თავბრუსხვევა წამოდგომისას. აღნიშნული სიმპტომების გამოვლენისთანავე, შეწყვიტეთ მოქსიქოლის მიღება და დაუყონებლივ დაუკავშირდით ექიმს.
· მოქსიფლოქსაცინმა შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის სწრაფი და მძიმე ანთება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლისთვის საშიში ღვიძლის უკმარისობა (მათ შორის ლეტალური შედეგით, იხ. პუნქტი 4.). თუ აღინიშნება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ხასიათის და/ან ჯანმრთელობის მდგომარეობის უეცარი გაუარესება, თვალის სკლერის სიყვითლე, მუქი შარდი, მიდრეკილება სისხლდენისადმი ან ღვიძლის ენცეფალოპათია (ღვიძლის ფუნქციის დაქვეითების და მწვავე ანთების სიმპტომები) მიმართეთ ექიმს მკურნალობის გაგრძელებამდე.
· ქინოლინის ანტიბიოტიკებმა, მათ შორის მოქსიქოლმა შესაძლოა გამოიწვიოს
კრუნჩხვა. კრუნჩხვის შემთხვევაში შეწყვიტეთ მოქსიქოლის მიღება და დაუყონებლივ დაუკავშირდით ექიმს.
· იშვიათ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს ნერვის დაზიანების (ნეიროპათია) სიმპტომები, როგორიცაა ტიკივილის, წვის, ჩხვლეტის, დაბუჟების და/ან სისუტის შეგრძნება განსაკუთრებით ზედა და ქვედა კიდურებში. აღნიშნულ შემთხვევაში, შეწყვიტეთ მოქსიქოლით მკურნალობა და დაუყონებლივ დაუკავშირდით ექიმს, რათა თავიდან იქნეს აცილებული პოტენციურად შეუქცევადი მდგომარეობის განვითარება.
· შესაძლოა აღინიშნოს ფსიქიური პრობლემები ქინოლინის ანტიბიოტიკების, მათ შორის მოქსიფლოქსაცინის პირველად გამოყენების დროსაც. ძალიან იშვიათ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს დეპრესია და მენტალური პრობლემები, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სუიციდური აზრები და თვითდაზიანების მცდელობები თვითმკვლელობის მიზნით. (იხ. პუნქტი 4.). აღნიშნულ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, შეწყვიტეთ მოქსიქოლის მიღება და დაუყონებლივ დაუკავშირდით ექიმს.
· ანტიბიოტიკების, მათ შორის მოქსიფლოქსაცინის, გამოყენების დროს და მისი გამოყენების შემდეგაც შესაძლოა განვითარდეს დიარეა. თუ დიარეა გაგრძელდება დიდი ხნის მანძილზე ან აღინიშნება სისხლიანი ან ლორწოვანი განავალი, დაუყონებლივ შეწყვიტეთ მოქსიქოლის მიღება და დაუკავშირდით ექიმს.
· არ მიიღოთ მედიკამენტები, რომლებიც ხელს უშლის ან ანელებს კუჭში გასვლას.
· იშვიათ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს სახსხრების ტკივილი და შეშუპება ან მყესების ანთება ან გაწყვეტა. რისკი განსაკუთრებით მაღალია თუ ხართ ხანში შესული (60 წელზე უფროსი ასაკი), ჩატარებული გაქვთ ორგანოების გადანერგვა, აღგენიშნებათ თირკმელთან დაკავშირებული პრობლემები, ან მკურნალობთ კორტიკოსტეროიდებით. მყესების ანთება და გაწყვეტა შეიძლება განვითარდეს მკურნალობის დაწყებიდან პირველი 48 საათის განმავლობაში და მოქსიქოლის მკურნალობის შეწყვეტიდან რამდენიმე თვეში. მყესის (მაგ.: კოჭ-წვივის სახსარი, მაჯა, იდაყვი, მხარი ან მუხლი) ტკივილის ან ანთების პირველი ნიშნის გამოვლენისთანავე, შეწყვიტეთ მოქსიქოლის მიღება, დაუკავშირდით მკურნალ ექიმს. მოერიდეთ ფიზიკურ აქტივობას, რადგანაც აღნიშნულმა შეიძლება გაზარდოს მყესის გაწყვეტის რისკი.
· თუ ხანდაზმული ადამიანი ხართ თირკმელების პრობლემებით, მოქსიფლოქსაცინის მიღებისას დალიეთ დიდი რაოდენობით წყალი, რადგან დეჰიდრატაცია ზრდის თირკმლის უკმარისობის განვითარების რისკს.
· მხედველობის გაუარესების ან მხედველობის სხვა დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, დაუყონებლივ მიმართეთ ოფთალმოლოგს (იხილეთ “ავტომანქანებისა და სხვა მექანიზმის მართვა”, ასევე პუნქტი 4).
· ფტორქინოლინის ანტიბიოტიკებმა შესაძლოა გამოიწვიოს სისხლში შაქრის დონის მატება (ჰიპერგლიკემია) ან სისხლში შაქრის დონის შემცირება (ჰიპოგლიკემია), რამაც შეიძლება გამოიწვიოს კომა (ჰიპოგლიკემიური კომა) მძიმე შემთხვევებში (იხილეთ პუნქტი 4). აღნიშნული საყურადღებოა დიაბეტით დაავადებული პაციენტებისათვის.
· ქინოლინის ანტიბიოტიკებმა შესალოა გამოიწვიონ კანის მომატებული მგრძნობელობა მზისა და ულტრაიისფერი გამოსხივების მიმართ. მოქსიფლოქსაცინით მკურნალობის პერიოდში მოერიდეთ მზის პირდაპირ სხივებს, ხანგრძლივად მზეზე ყოფნას, ერიდეთ მზის აბაზანებს და ულტრაიისფერ გამოსხივებას.
· მოქსიფლოქსაცინის ეფექტურობა რთული დამწვრობების, ღრმა ინფექციების ან დიაბეტური ოსტეომიელიტის (ძვლის ინფექცია) მკურნალობისას არ არის დადგენილი.
სერიოზული კანისმხრივი გვერდითი რეაქციები
მოქსიფლოქსაცინის მიღებისას გამოვლინდა მძიმე კანისმხრივი გვერდითი რეაქციები, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (TEN) და მწვავე გენერალიზებული ეკზანთემატოზური პუსტულოზი (AGEP).
· სტივენს-ჯონსონის სინდრომის/ ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის (SJS/TEN) განვითარების შემთხვევაში თავდაპირველად ჩნდება წითელი ლაქები ან წრიული ლაქები, ცენტრალურ ნაწილში ბუშტებით. ასევე, შეიძლება განვითარდეს წყლულები პირის ღრუს, ყელის, ცხვირის, სასქესო ორგანოების და თვალების (წითელი და შეშუპებული თვალები) არეში. აღნიშნულ კანის სერიოზულ რეაქციებს ხშირად წინ უძღვის ცხელება და / ან გრიპის მსგავსი სიმპტომები. გამონაყარი შეიძლება პროგრესირდეს და გამოიწვიოს კანის ფართო უბნების აქერცვლა, სიცოცხლისთვის საშიში გართულება ან ლეტალური შედეგი.
· AGEP-ის შემთხვევაში, რომელიც ვლინდება მკურნალობის დასაწყისში, ჩნდება წითელი, ქერცლოვანი, გამონაყარი სხეულზე, კანქვეშა გამონაყარი და ბუშტუკები, რომელსაც თან ახლავს ცხელება.
კანის სერიოზული რეაქციების ან აღნიშნული ნიშნებისა და სიმპტომების განვითარების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მოქსიფლოქსაცინით მკურნალობა და დაუკავშირდით ექიმს.
ხანგრძლივი მიმდინარეობის, დამაინვალიდებელი და პოტენციურად შეუქცევადი სერიოზული გვერდითი მოვლენები
ფტორქინოლონის/ქინოლონის ჯგუფის ანტიბაქტერიულ საშუალებებს, მათ შორის მოქსიქოლს, ახლავს ძალიან იშვიათი, მაგრამ სერიოზული გვერდითი მოვლენები, ზოგი მათგანი ხანგრძლივი მიმდინარეობისაა (თვეების ან წლების განმავლობაში) ან პოტენციურად შეუქცევადი ან იწვევს ქმედუნარიანობის დაკარგვას. აღნიშნული გულისხმობს ზედა და ქვედა კიდურების მყესის, კუნთისა და სახსრის ტკივილს, სიარულის გაძნელებას, პათოლოგიურ შეგრძნებებს, როგორიცაა წვის, ჩხვლეტის, დაბუჟების შეგრძნება (პარაესთეზია), სენსორულ დარღვევებს, მათ შორის მხედველობის, გემოს შეგრძნების, ყნოსვის და სმენის დაქვეითებას, დეპრესიას, მეხსიერების დაქვეითებას, დაღლილობასა და ძილის სერიოზულ დარღვევებს.
მოქსიქოლის მიღების შემდეგ რომელიმე გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, შეწყვიტეთ მკურნალობა და დაუყონებლივ დაუკავშირდით ექიმს. ექიმი გადაწყვეტს მკურნალობის გაგრძელებას აგრეთვე სხვა კლასის ანტიბიოტიკების გათვალისწინებით.
ბავშვები და მოზარდები
ამ მედიკამენტის გამოყენება არ შეიძლება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის
მოზარდებში, რადგან არ არის დადასტურებული ამ ასაკობრივ ჯგუფში პრეპარტის
გამოყენების ეფექეტურობა და უსაფრთხოება (იხილეთ პუნქტი ,,არ გამოიყენოთ მოქსიქოლი”).
მოქსიქოლის გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად
აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ამჟამად იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან აპირებთ მიიღოთ სხვა პრეპარატები.
მოქსიქოლის მიღებისას გასათვალისწინებელია:
· თუ მოქსიქოლთან ერთად იღებთ ისეთ პრეპარატები, რომლებიც მოქმედებს გულის რიტმზე, შესაძლოა გაიზარდოს არითმიის რისკი. ამიტომ მოქსიქოლის გამოყენება არ
შეიძლება შემდეგ მედიკამენტებთან ერთად:
o მედიკამენტები, რომლებიც მიეკუთვნებიან ანტიარითმიული პრეპარატების ჯგუფს (მაგ. ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი, ამიოდარონი,
სოტალოლი, დოფეტილიდი, იბუტილიდი).
o ანტიფსიქოზური საშუალებები (მაგ., ფენოთიაზინი, პიმოზიდი, სერტინდოლომი,
ჰალოპერიდოლი, სულტოპრიდი).
o ტრიციკლური ანტიდეპრესანტები.
o ზოგიერთი ანტიმიკრობული საშუალებები (მაგ., საკვირავირი, სპარფლოქსაცინი, ინტრავენური ერითრომიცინი, პენტამიდინი, მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატები, განსაკუთრებით ჰალოფანტრინი).
o ანტიჰისტამინური პრეპარატები (მაგ., ტერფენადინი, ასტემიზოლი, მიზოლასტინი),
o სხვა მედიკამენტები (მაგ., ციზაპრიდი, ინტრავენური ვანკამინი, ბეპრიდილი და დიფემანილი).
· აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ მედიკამენტებს, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიოს
სისხლში კალიუმის დონის შემცირება (მაგ., ზოგიერთი დიურეტიკები,
საფაღარათო საშუალებები და ოყნა (მაღალი დოზირებით) ან კორტიკოსტეროიდები
(ანთების საწინააღმდეგო საშუალებები), ამფოტერიცინი B) ან არითმიის
სამკურნალო საშუალებებს, რადგან შესაძლოა გაიზარდოს გულის სერიოზული
არითმიის გამოვლენის რისკი მოქსიფლოქსაცინის გამოყენებისას.
· მედიკამენტებმა, რომლებიც შეიცავენ მაგნიუმს ან ალუმინს (მაგ., ანტაციდურები, რომლებიც გამოიყენება საჭმლის მონელებისათვის), რკინას ან ცინკს, დიდანოზინს ან მედიკამენტებმა, რომლებიც შეიცავენ სუკრალფატს (გამოიყენება კუჭ-ნაწლავის სამკურნალოდ) შესაძლოა გამოიწვიონ მოქსიფლოქსაცინის ეფექტურობის შემცირება. ამიტომ უნდა დაიცვათ 6 საათიანი ინტერვალი ამ პრეპარატების მიღებებს შორის.
· მოქსიქოლის და იმ მედიკამენტების ერთდროული მიღება, რომლებიც შეიცავენ აქტივირებული ნახშირს, ასუსტებს მოქსიფლოქსაცინის მოქმედებას. ამიტომ არ შეიძლება ამ პრეპარატების ერთდროული გამოყენება.
· თუ ამჟამად იღებთ პერორალურ ანტიკოაგულურებს (მაგ., ვარფარინი) აუცილებელია სისხლის შედედების დროის კონტროლი.
მოქსიქოლის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
მოქსიქოლის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მისგან დამოუკიდებლად
(რძის პროდუქტების ჩათვლით).
ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა
თუ ხართ ორსულად ან კვებავთ ჩვილს ძუძუთი ან ეჭვი გაქვთ ორსულობაზე ან გეგმავთ ორსულობას, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ამ პრეპარატის გამოყენებამდე.
არ მიიღოთ მოქსიქოლი ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში.
ცხოველებზე ჩატარებული კვლევები არ ადასტურებენ რეპროდუქციულ ტოქსიკურობას.
ავტომანქანებისა და სხვა მექანიზმის მართვა
მოქსიფლოქსაცინმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა, მხედველობის უეცარი, გარდამავალი ხასიათის დაკარგვა, გულის წასვლა. აღნიშნულ შემთხვევაში მოერიდეთ ავტომანქანებისა და მექანიზმების მართვას.
მოქსიქოლის შემადგენლობაში შედის ლაქტოზის მონოჰიდრატი
თუ ექიმმა გითხრათ, რომ ზოგერთი შაქრის აუტანლობა გაქვთ, აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე დაუკავშირდით ექიმს.
3. მოქსიქოლის მიღების წესი
აღნიშნული მედიკამენტი ყოველთვის გამოიყენეთ ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან
ფარმაცევტს.
რეკომენდებული დოზა უფროსებისათვის შეადგენს ერთ 400მგ შემოგარსულ
ტაბლეტს დღეში ერთხელ.
მოქსიქოლის ტაბლეტი არის პერორალური გამოყენებისთვის. გადაყლაპეთ ტაბლეტი მთლიანად (მწარე გემოს დასაფარად) და მიიღეთ დიდი რაოდენობის წყალი. მოქსიქოლი მიიღება საკვებთან ერთად ან მის გარეშე. ეცადეთ მიიღოთ პრეპარატი დღის ერთსა და იმავე დროს.
ხანდაზმულებში, მცირე წონის მქონე პაციენტებში ან თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში არ არის საჭირო დოზის კორექცია.
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინფექციის სახეობაზე. თუ ექიმის მიერ სხვა რამ არ არის განსაზღვრული, რეკომენდებულია პრეპარატის მიღება შემდეგი
ხანგრძლივობით:
· ქრონიკული ბრონქიტის მოულოდნელი გამწვავება 5- 10 დღე.
· ფილტვების ინფექცია (პნევმონია) მძიმე შემთხვევებების გარდა, რომლის ათვლაც იწყება საავადმყოფოში ყოფნის პერიოდში: 10 დღე.
· მწვავე სინუსიტი (მწვავე ბაქტერიული სინუსიტი): 7 დღე
· ზედა სასქესო ორგანოების მსუბუქი და ზომიერი ინფექციები (მენჯის ორგანოების ანთებითი დაავადებები), მათ შორის საშვილოსნოს მილის ან ლორწოვანი გარსის ანთება: 14 დღე.
თუ მოქსიქოლის შემოგარსული ტაბლეტები გამოიყენება მოქსიფლოქსაცინის საინფუზიო ხსნარის შემდეგ დამატებითი მკურნალობის სახით, გამოყენების ხანგრძლივობა შეადგენს:
· ფილტვების ინფექციების (პნევმონია) არაკლინიკური მკურნალობის დროს 7-14 დღეს. პაციენტების უმეტესობა პერორალურ თერაპიაზე გადავიდა 4 დღეში.
· კანისა და რბილი ქსოვილის ინფექციები 7-21 დღეს. პაციენტების უმეტესობა პერორალურ თერაპიაზე გადავიდა 6 დღეში.
არ შეწყვიტოთ მკურნალობა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თავს უკეთ გრძნობთ. მნიშვნელოვანია, რომ დაასრულოთ ექიმის მიერ დანიშნული კურსი. მოქსიქოლის მიღების დროზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში, შესაძლოა დაავადების სიმპტომები კვლავ გამოვლინდეს, თქვენი მდგომარეობა გაუარესდეს ან ბაქტერია გახდეს რეზისტენტული მოქსიფლოქსაცინისადმი.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას და მკურნალობის ხანგრძლივობას (იხილეთ პუნქტი 2).
დოზის გადაჭარბება:
თუ მიიღეთ დღეში ერთ ტაბლეტზე მეტი დოზა, დაუყონებლივ დაუკავშირდით ექიმს. თან იქონიეთ დარჩენილი ტაბლეტები, პრეპარატის შეფუთვა ან ეს ინსტრუქცია, რათა ექიმმა იცოდეს, რა პრეპარატი გაქვთ მიღებული.
დოზის გამოტოვება:
თუ დაგავიწყდათ ტაბლეტის მიღება, მიიღეთ გახსენებისთანავე იმავე დღეს. მეორე დღეს უნდა განაგრძოთ ტაბლეტის მიღება ჩვეულებრივ, რეჟიმის მიხედვით (ერთი ტაბლეტი).
არ შეიძლება გაორმაგებული დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ.
ნებისმიერი გაურკვევლობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
მოქსიქოლის მიღების შეწყვეტა
მკურნალობის დროზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში შესაძლოა ინფექცია არ იყოს ბოლომდე განკურნებული. თუ გსურთ მკურნალობის შეწყვეტა უნდა მიმართოთ ექიმს კონსულტაციისათვის.
შეკითხვების შემთხვევაში აღნიშნული მედიკამენტის შესახებ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
4. მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
სხვა მედიკამენტების მსგავსად ამ პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი
ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
ქვემოთ მოცემულია მოქსიფლოქსაცინით მკურნალობის დროს გამოვლენილი ყველაზე სერიოზული გვერდითი მოვლენები.
იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა:
· სწრაფი გულისცემა (იშვიათი გვერდითი ეფექტი).
· ჯანმრთელობის მდგომარეობის უეცარი გაუარესება, რაც ვლინდება სიმპტომებით, როგორიცაა სკლერების სიყვითლე, მუქი შარდი, კანზე ქავილი, მიდრეკილება სისხლდენისადმი, აზროვნების დარღვევა ან უძილობა (აღნიშნული შეიძლება წარმოადგენდეს ფულმინანტური ჰეპატიტის სიმპტომებსა და ნიშნებს, რომლებიც პოტენციურად იწვევს ღვიძლის უკმარისობის განვითარებას (ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტი, ლეტალური შემთხვევები დაფიქსირდა)).
· სერიოზული გამონაყარი კანზე, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი. აღნიშნულ შემთხვევაში ჩნდება წითელი ლაქები ან წრიული ლაქები, ცენტრალურ ნაწილში ბუშტებით. ასევე, შეიძლება განვითარდეს წყლულები პირის ღრუს, ყელის, ცხვირის, სასქესო ორგანოების და თვალების არეში. აღნიშნულ კანის სერიოზულ რეაქციებს ხშირად წინ უძღვის ცხელება და/ან გრიპის მსგავსი სიმპტომები (ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტი, სიცოცხლისათვის პოტენციურად საშიში).
· წითელი, ქერცლოვანი გამონაყარი სხეულზე, კანქვეშა გამონაყარი და ბუშტუკები, რომელსაც თან ახლავს ცხელება მკურნალობის საწყის ეტაპზე (მწვავე გენერალიზებული ეკზანთემატოზური პუსტულოზი) (ამ გვერდითი ეფექტის სიხშირე უცნობია).
· ანტიდიურეზული ჰორმონის არასათანადო სეკრეციის სინდრომი (SIADH) (ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტი).
· ცნობიერების დაკარგვა სისხლში შაქრის მკვეთრი ვარდნის გამო (ჰიპოგლიკემიური კომა) (ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტი).
· სისხლძარღვების ანთება (სიმპტომები: წითელი ლაქები კანზე, ჩვეულებრივ ქვედა კიდურებზე, ან ისეთი ეფექტები, როგორიცაა სახსრების ტკივილი) (ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტი).
· მძიმე, მოულოდნელი ალერგიული რეაქცია, მათ შორის ძალიან იშვიათად სიცოცხლისათვის საშიში შოკი (მაგალითად, სუნთქვის გაძნელება, არტერიული წნევის დაცემა, ჩქარი პულსი (იშვიათი გვერდითი ეფექტი).
· შეშუპება, მათ შორის სასუნთქი გზების შეშუპება (იშვიათი გვერდითი ეფექტი, სიცოცხლისათვის პოტენციურად საშიში).
· კონვულსიები (იშვიათი გვერდითი ეფექტი).
· ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული დარღვევები, როგორიცაა ტკივილის, წვის, ჩხვლეტის, დაბუჟების და/ან სისუსტის შეგრძნება კიდურებში (იშვიათი გვერდითი ეფექტი).
· დეპრესია (ძალიან იშვიათ შემთხვევებში იწვევს თვითდაზიანების მცდელობებს, როგორიცაა სუიციდური აზრები და სუიციდის მცდელობები (იშვიათი გვერდითი ეფექტი).
· ფსიქოზი (ძალიან იშვიათ შემთხვევებში იწვევს თვითდაზიანების მცდელობებს, როგორიცაა სუიციდური აზრები და სუიციდის მცდელობები (ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტი).
· მწვავე დიარეა, სისხლის და ლორწოს თანხლებით (ანტიბიოტიკებთან ასოცირებული კოლიტი, მათ შორის ფსევდომემბრანული კოლიტი), ძალიან იშვიათ შემთხვევებში შესაძლოა საშიში იყოს სიცოცხლისათვის (იშვიათი გვერდითი ეფექტი).
· მყესების ტკივილი და შეშუპება (ტენდინიტის) (იშვიათი გვერდითი ეფექტი) ან მყესის გახლეჩა (ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტი).
· კუნთების სისუსტე ან ტკივილი და განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თან ახლავს სისუსტე, მაღალი ტემპერატურა ან მუქი შარდი. აღნიშნული შეიძლება გამოწვეული იყოს კუნთების დაშლით, რომელიც შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს და გამოიწვიოს თირკმელების პრობლემები (ჩონჩხის კუნთების მწვავე ნეკროზი) (ამ გვერდითი ეფექტის სიხშირე უცნობია).
დაუყონებლივ შეწყვიტეთ მოქსიქოლის გამოყენება და დაუკავშირდით ექიმს, რადგანაც შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება.
ამასთანავე,
· მხედველობის გარდამავალი დაკარგვისას (ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტი), დაუყონებლივ მიმართეთ თვალის სპეციალისტს.
მოქსიფლოქსაცინის მიღებისას სიცოცხლისთვის საშიში არარეგულარული გულისცემის (Torsade de Pointes) ან გულისცემის გაჩერების (ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტი) დაფიქსირების შემთხვევაში, დაუყონებლივ აცნობეთ მკურნალ ექიმს რომ ღებულობდით მოქსიქოლს და არ განაახლოთ მკურნალობა.
მიასთენია გრავისის სიმპტომების გამწვავება დაფიქსირდა ძალიან იშვიათ შემთხვევებში. გამოვლენის შემთხვევაში დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს.
თუ გაქვს დიაბეტი და შეამჩნევთ რომ სისხლში შაქრის დონე გაიზარდა ან შემცირდა (იშვიათი ან ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტი), დაუყონებლივ აცნობეთ ექიმს.
თუ ხართ ხანდაზმული და გაწუხებთ თირკმელთან დაკავშირებული პრობლემები და შეამჩნევთ შარდის შემცირებას, ფეხების, კოჭების, ტერფების შეშუპებას, დაღლილობის შეგრძნებას, გულისრევას, ძილიანობას, ჰაერის უკმარისობას ან დაბნეულობას (ეს შეიძლება იყოს თირკმლის უკმარისობის ნიშნები და სიმპტომები, იშვიათი გვერდითი ეფექტი), დაუყონებლივ აცნობეთ ექიმს.
ქვემოთ მოცემულია მოქსიფლოქსაცინით მკურნალობის დროს გამოვლენილი სხვა გვერდითი მოვლენები სიხშირის მიხედვით.
ხშირი (ვლინდება 10-დან 1 პაციენტში):
· გულისრევა.
· დიარეა.
· თავბრუსხვევა.
· ტკივილი კუჭისა და მუცლის არეში.
· ღებინება.
· თავის ტკივილი.
· სისხლში ღვიძლისმიერი ფერმენტის დონის მომატება (ტრანსამინაზები) .
· ინფექციები, რომლებიც გამოწვეულია პრეპარატის მიმართ მდგრადი ბაქტერიებით ან სოკოებით მაგ., ორალური და ვაგინალური კანდიდოზი.
· გულის რითმის დარღვევა (ეკგ) სისხლში კალიუმის დაბალი დონის მქონე პაციენტებში.
არახშირი ( ვლინდება 100- დან 1 პაციენტში):
· გამონაყარი.
· საჭმლის მომნელებელი სისტემის აშლილობა (დისპესია/გულძმარვა).
· გემოვნების დარღვევები ( ძალიან იშვიათ შემთხვევებში მადის დაკარგვა).
· ძილის პრობლემები (ძირითადად უძილობა).
· სისხლში ღვიძლისმიერი ფერმენტის დონის მომატება (გამა-გლუტამილ ტრანსფერაზა და/ან ტუტე ფოსფატაზა).
· სისხლის თეთრი უჯრედების ზოგიერთი სახეობის რაოდენობის შემცირება (ლეიკოციტები, ნეიტროფილები).
· ყაბზობა.
· ქავილი.
· თავბრუსხვევის შეგრძნება (ტრიალი ან ვარდნა).
· ძილიანობა.
· ქოშინი.
· გულის რითმის დარღვევა (ეკგ).
· ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (მათ შორის LDH მომატება).
· მადის დაქვეითება და საკვების მიღების შემცირება.
· სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება.
· ზურგის ტკივილი, მკერდის არეში ტკივილი, მენჯისა და კიდურების ტკივილი.
· სისხლის შედედებისთვის აუცილებელი სისხლის უჯრედების ზოგიერთი სახეობის რაოდენობის ზრდა.
· ოფლიანობა.
· სისხლის თეთრი უჯრედების ზოგიერთი სახეობის რაოდენობის გაზრდა (ეოზინოფილები).
· შფოთვა.
· შეუძლოდ ყოფნა (ძირითადად სისუსტის შეგრძნება ან დაღლილობა).
· კანკალი.
· სახსრების ტკივილი.
· პალპიტაციები.
· არარეგულარული და ჩქარი გულისცემა.
· სუნთქვის გაძნელება, მათ შორის ასთმური სიმპტომები.
· სისხლში საჭმლის მომნელებელი ფერმენტების დონის მატება (ამილაზა)
· მოუსვენრობა/აგიტაცია.
· ჩხვლეტის და/ან დაბუჟების შეგრძნება.
· ურტიკარია.
· სისხლძარღვების გაფართოება.
· დაბნეულობა, დეზორიენტაცია.
· სისხლის შედედებისთვის აუცილებელი სისხლის უჯრედების ზოგიერთი სახეობის რაოდენობის შემცირება.
· მხედველობის პრობლემები, მათ შორის გაორება და დაბინდვა.
· სისხლის შედედების უნარის დაქვეითება.
· სისხლში ლიპიდების (ცხიმების) მომატება.
· სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება.
· კუნთების ტკივილი.
· ალერგიული რეაქცია.
· სისხლში ბილირუბინის მატება.
· კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება.
· დეჰიდრატაცია.
· გულის რითმის სერიოზული დარღვევები.
· კანის სიმშრალე.
· სტენოკარდია.
იშვიათი ( ვლინდება 1,000- დან 1 პაციენტში):
· კუნთების კრუნჩხვა.
· კუნთების სპაზმი.
· ჰალუცინაციები.
· მაღალი არტერიული წნევა.
· შეშუპება (ხელების, ფეხების, კოჭების, ტუჩების, ყელის ან ენის შეშუპება).
· დაბალი არტერიული წნევა.
· თირკმლის ფუნქციის დარღვევები (მათ შორის შარდოვანას და კრეატინინის მომატება).
· ღვიძლის ანთება,
· პირის ღრუს ანთება.
· შუილი და ხმაური ყურებში.
· სიყვითლე (სკლერების ან კანის სიყვითლე).
· კანის მგრძნობელობის დარღვევა.
· ანომალიური სიზმრები.
· კონცენტრაციის დარღვევა.
· ყლაპვის გაძნელება.
· ყნოსვის დარღვევები (მათ შორის ანოსმია).
· წონასწორობის ან კოორდინაციის დარღვევა (თავბრუსხვევის გამო).
· მეხსიერების სრული ან ნაწილობრივი დაკარგვა.
· სმენის დაკარგვა, მათ შორის სიყრუე (ჩვეულებრივ დროებითი).
· სისხლში შარდმჟავას მატება.
· ემოციური არასტაბილურობა.
· მეტყველების დარღვევა.
· გულის წასვლა.
· კუნთების სისუსტე.
ძალიან იშვიათი ( ვლინდება 10,000- დან 1 პაციენტში ):
· სახსრების ანთება.
· გულის რითმის დარღვევები.
· კანის მგრძნობელობის მომატება.
· საკუთარი თავისაგან განცალკევების შეგრძნება (არ არის საკუთარი თავი).
· მომატებული სისხლის შედედება.
· კუნთების რიგიდობა.
· სისხლის თეთრი უჯრედების ზოგიერთი სახეობის რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება (აგრანულოციტოზი).
· წითელი და თეთრი უჯრედების და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (პანციტოპენია).
აგრეთვე, არსებობს გვერდითი ეფექტების ძალიან იშვიათი შემთხვევები, რომელიც დაფიქსირდა სხვა ქინოლონის ანტიბიოტიკებით მკურნალობისას, რომელიც შესაძლოა გამოვლინდეს მოქსიფლოქსაცინით მკურნალობის დროსაც:
· ქალასშიდა წნევის მომატება (სიმპტომები: თავის ტკივილი, მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები, მათ შორის მხედველობის დაბინდვა, “ბრმა” ლაქები, მხედველობის გაორება, მხედველობის დაკარგვა),
· სისხლში ნატრიუმის გაზრდილი დონე
· სისხლში კალციუმის გაზრდილი დონე
· სისხლის წითელი უჯრედების შემცირება (ჰემოლიზური ანემია)
· კანის გაზრდილი მგრძნობელობა მზის ან ულტრაიისფერი სხივების მიმართ.
ძალიან იშვიათ შემთხვევებში გამოვლენილი ხანგრძლივი (თვეების და წლების განმავლობაში) ან მუდმივი გვერდითი რეაქციები, როგორიცაა მყესის ანთება, მყესის გაწყვეტა, სახსრების ტკივილი, კიდურების ტკივილი, სიარულის გაძნელება, პათოლოგიური შეგრძნებები, როგორიცაა ტიკივილის, წვის, ჩხვლეტის, დაბუჟების შეგრძნება (ნეიროპათია), დეპრესია, დაღლილობა, ძილის დარღვევები, მეხსიერების დაქვეითება, აგრეთვე მხედველობის, გემოს შეგრძნების, ყნოსვის და სმენის დაქვეითება, დაკავშირებულია ფტორქინოლონის და ქინოლონის ჯგუფის ანტიბიოტიკების გამოყენებასთან, ზოგიერთ შემთხვევაში, წინმსწრები რისკ – ფაქტორების მიუხედავად.
პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ფტორქინოლონს, დაფიქსირდა აორტის კედლის გაფართოების და აორტის კედლის შესუსტების ან რღვევის შემთხვევები (ანევრიზმა და დისექცია), რომელიც შეიძლება იყოს ფატალური, ასევე გულის სარქვლის რეგურგიტაცია. იხ. პუნქტი 2.
ინფორმაცია გვერდითი ეფექტების შესახებ
თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, მათ შორის ისეთ ეფექტებს, რომლებიც არ არის აღწერილი გამოყენების ინსტრუქციაში აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს. გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით თქვენ ხელს შეუწყობთ პრეპარატის უსაფრთხო გამოყენებას.
5. მოქსიქოლის შენახვის პირობები
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში, თავდაპირველ შეფუთვაში.
არ გამოიყენოთ სოლუფლოქსის ტაბლეტები შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე. მედიკამენტები არ გადააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს მისი უტილიზაციის შესახებ. აღნიშნული ზომების გატარება ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
6. შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს მოქსიქოლი
· აქტიურ ნივთიერებას წარმოადგენს მოქსიფლოქსაცინი. თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 400 მგ მოქსიფლოქსაცინს (ჰიდროქლორიდის სახით).
· სხვა ინგრედიენტებია: ტაბლეტის ბირთვი: მიკროკრისტალური ცელულოზა (E460), ლაქტოზის მონოჰიდრატი 230, ნატრიუმის კროსკარმელოზი (E468), მაგნიუმის სტეარატი (E 470b); გარსი: ჰიპრომელოზა (E 464), მაკროგოლი (E 1521), Titanium Dioxide (E171), Iron Oxide Red (E172).
მოქსიქოლის გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა
წითელი ფერის, წაგრძელებული ფორმის, ორმხრივამოზნექილი შემოგარსული ტაბლეტები, “MC” წარწერით, ბირთვის ზომებით 17.6მმx8მმ.
ტაბლეტები დაფასოებულია Al/Al ბლისტერებში. შეფუთვაში შედის 5 ტაბლეტი.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
Units | 5 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account