Nixar - ნიქსარი 10მგ 30 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 32,16 GEL რეგულარული ფასი 33,85 GEL
მარაგშია
SKU
82455_1403

ჩვენება: გამოიყენება ალერგიული რინოკონიუნქტივიტის სიმპტომების (ცემინება, ქავილი, სურდო, ცხვირის გაჭედვა, თვალების გაწითლება და ცრემლდენა) შესამსუბუქებლად და ალერგიული რინიტის სხვა ფორმების დროს. 

ნიქსარი ალერგია

10 მგ, პირის ღრუში ხსნადი ტაბლეტები

6-დან 11 წლამდე ასაკის, არანაკლებ 20 კგ სხეულის მასის მქონე ბავშვებში გამოსაყენებლად 

ბილასტინი

მოცემული სამკურნალო საშუალების გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ სრული ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

მოცემული პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ წინამდებარე ჩანართში აღნიშნული მითითებების ზუსტად დაცვით, ან მკურნალი ექიმის თუ ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად.

-    შეინახეთ მოცემული ჩანართი. შეიძლება, კვლავ დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა. 

-    თუ დამატებითი ინფორმაცია ან რჩევა დაგჭირდათ, კონსულტაციისთვის მიმართეთ ფარმაცევტს.

-    რომელიმე გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე, ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე ჩანართში. იხ. პარაგრაფი 4. 

-    იმ შემთხვევაში, თუ 3 დღის განმავლობაში მდგომარეობა არ გაუმჯობესდა ან გაუარესდა, მიმართეთ ექიმს.

მოცემული ჩანართის შინაარსი

1.    რას წარმოადგენს პრეპარატი ნიქსარი ალერგია და რისთვის გამოიყენება 

2.    რა უნდა იცოდეთ პრეპარატ ნიქსარი ალერგიას მიღებამდე 

3.    როგორ უნდა მიიღოთ პრეპარატი ნიქსარი ალერგია   

4.    შესაძლო გვერდითი მოქმედება 

5.    პრეპარატ ნიქსარი ალერგიას შენახვის პირობები 

6.    შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია 

1. რას წარმოადგენს პრეპარატი ნიქსარი ალერგია და რისთვის გამოიყენება 

პრეპარატი ნიქსარი ალერგია  შეიცავს მოქმედ ნივთიერებას ბილასტინს, რომელიც წარმოადგენს ანტიჰისტამინურ საშუალებას. 

ნიქსარი ალერგია  გამოიყენება ალერგიული რინოკონიუნქტივიტის სიმპტომების (ცემინება, ქავილი, სურდო, ცხვირის გაჭედვა, თვალების გაწითლება და ცრემლდენა) შესამსუბუქებლად და ალერგიული რინიტის სხვა ფორმების დროს. პრეპარატი აგრეთვე გამოიყენება კანზე ქავილის თანხლებით მიმდინარე გამონაყარის (ურტიკარიული გამონაყარი ან ჭინჭრის ციების) სამკურნალოდ. 

ნიქსარი ალერგია  10 მგ პირის ღრუში ხსნადი ტაბლეტები ნაჩვენებია 6-დან 11 წლამდე ასაკის, არანაკლებ 20 კგ სხეულის მასის მქონე ბავშვების სამკურნალოდ.

იხილეთ ბლოგი: რა არის ნიქსარი და რისთვის გამოიყენება

2. რა უნდა იცოდეთ პრეპარატ ნიქსარი ალერგიას  მიღებამდე 

პრეპარატ ნიქსარი ალერგიას  მიღება არ შეიძლება: 

-       თუ თქვენს ბავშვს აქვს ალერგია ბილასტინის ან მოცემული სამკურნალო საშუალების ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (მითითებულია პარაგრაფში 6).

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

პრეპარატ ნიქსარი ალერგიას  გამოყენების დაწყებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენს ბავშვს აქვს თირკმელების ან ღვიძლის ფუნქციის საშუალო და მძიმე ხარისხის დარღვევები ან თუ იღებს სხვა სამკურნალო საშუალებებს (იხ. „სხვა სამკურნალო საშუალებები და პრეპარატი ნიქსარი ალერგია”).

ბავშვები

მოცემული პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული 6 წლამდე ასაკის ბავშვებში 20 კგ-მდე სხეულის მასით, რადგან ამ ასაკობრივ ჯგუფში საკმარისი მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.

სხვა სამკურნალო საშუალებების და პრეპარატ ნიქსარი ალერგიას მიღება

აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენი ბავშვი იღებს, ახლო წარსულში იღებდა ან შეიძლება მიეღო ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალება, ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების ჩათვლით. ზოგიერთი სამკურნალო საშუალების კომბინირება არ შეიძლება, ხოლო ზოგი პრეპარატის ერთდროულად გამოყენებისას საჭიროა სამკურნალო საშუალებების დოზის კორექტირება. 

თუ პრეპარატ ნიქსარი ალერგიასთან  ერთად თქვენი ბავშვი იღებს ან იყენებს ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე სამკურნალო საშუალებას, აღნიშნულის შესახებ აუცილებლად აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს:   

·       კეტოკონაზოლი (სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატი)

·       ერითრომიცინი (ანტიბიოტიკი)

·       დილთიაზემი (სტენოკარდიის სამკურნალო საშუალება- ტკივილი და მოჭერის შეგრძნება გულ-მკერდის არეში)

·       ციკლოსპორინი (იმუნური სისტემის აქტივობის დამაქვეითებელი პრეპარატი ტრანსპლანტატის მოშორების თავიდან აცილების მიზნით ან აუტოიმუნური და ალერგიული ხასიათის დაავადებების, მაგალითად, ფსორიაზის, დიფუზური ნეიროდერმიტის ან რევმატოიდული ართრიტის აქტივობის დამაქვეითებელი პრეპარატები).

·       რიტონავირი (შიდსის სამკურნალო პრეპარატი) 

·       რიფამპიცინი (ანტიბიოტიკი)

პრეპარატ ნიქსარი ალერგიას მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან  ერთად

მოცემული პირის ღრუში ხსნადი ტაბლეტები არ მიიღება საკვებთან, გრეიპფრუტის წვენთან ან სხვა ხილის წვენებთან ერთად, რადგან ამ შემთხვევაში ბილასტინის მოქმედება სუსტდება. აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად, შეგიძლიათ:

·     მისცეთ ბავშვს პირის ღრუში ხსნადი ტაბლეტი საკვების ან ხილის წვენის მიღებამდე ერთი საათით ადრე, ან 

·     მისცეთ ბავშვს პირის ღრუში ხსნადი ტაბლეტი საკვების ან ხილის წვენის მიღებიდან 2 საათის შემდეგ. 

მოზრდილებისთვის რეკომენდებული დოზით (20 მგ) მიღებისას, ბილასტინი არ აძლიერებს ალკოჰოლით გამოწვეულ ძილიანობას. 

ორსულობა, ძუძუთი კვება და შვილოსნობის უნარი

მოცემული სამკურნალო საშუალება ნაჩვენებია 6-დან 11 წლამდე ასაკის, არანაკლებ 20 კგ სხეულის მასის მქონე ბავშვებში გამოსაყენებლად. მაგრამ, ამ სამკურნალო საშუალების უსაფრთხო გამოყენებასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს შემდეგი ინფორმაცია:  მონაცემები ბილასტინის გამოყენების შესახებ ორსულებში, ძუძუთი კვების პერიოდში, ასევე, მისი გავლენის შესახებ შვილოსნობის ფუნქციაზე, შეზღუდულია ან არ არსებობს. 

ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში, ასევე, თუ ფიქრობთ რომ ხართ ორსულად ან ორსულობის დაგეგმვის შემთხვევაში, მოცემული პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. 

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

ნაჩვენებია, რომ ბილასტინი დოზით 20 მგ მოზრდილებში არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე. თუმცა, მოცემული სამკურნალო საშუალების მიღებისას პაციენტების ინდივიდუალური რეაქცია შეიძლება იყოს განსხვავებული. ამიტომ, თქვენი ბავშვისთვის ველოსიპედის ან სხვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, ან მექანიზმებთან მუშაობის ნებართვის მიცემამდე, უნდა განსაზღვროთ, თუ როგორ მოქმედებს მასზე მოცემული სამკურნალო საშუალება.

პრეპარატი ნიქსარი ალერგია  შეიცავს ეთილის სპირტს  და ნატრიუმს

მოცემული სამკურნალო საშუალების პირის ღრუში ხსნადი ერთი ტაბლეტი შეიცავს 0.0015მგ სპირტს (ეთანოლს), რაც შეესაბამება 1მგ/100გ (0.001% მას./მას.). ამ სამკურნალო საშუალების  პირის ღრუში ხსნად ერთ ტაბლეტში სპირტის რაოდენობა შეესაბამება 0.00004 მლ ნაკლებ ლუდს ან 0.00002 მლ ღვინოს. 

ამ სამკურნალო საშუალების შემადგენლობაში შემავალი ასეთი უმნიშვნელო რაოდენობის ალკოჰოლი არ მოახდენს რაიმე მნიშვნელოვან ზემოქმედებას. 

მოცემული სამკურნალო საშუალების პირის ღრუში ხსნადი ერთი ტაბლეტი შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, ე.ი. პრაქტიკულად „არ შეიცავს ნატრიუმს“. 

3.   როგორ უნდა მიიღოთ პრეპარატი ნიქსარი ალერგია 

მოცემული პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ წინამდებარე ჩანართში აღნიშნული მითითებების ზუსტად დაცვით, ან მკურნალი ექიმის თუ ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად. პრეპარატის სათანადო მიღებასთან დაკავშირებით ეჭვის არსებობის შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

გამოყენება ბავშვებში

6-დან 11 წლამდე ასაკის, არანაკლებ 20 კგ სხეულის მასის მქონე ბავშვებში, ბილასტინის რეკომენდებული დოზა შეადგენს 10 მგ-ს (პირის ღრუში ხსნადი 1 ტაბლეტი) დღე-ღამეში, ალერგიული რინოკონიუნქტივიტის და ჭინჭრის ციების სიმპტომების შესამსუბუქებლად. 

მოცემული პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული 6 წლამდე ასაკის ბავშვებში 20 კგ-მდე სხეულის მასით, რადგან ამ ასაკობრივ ჯგუფში საკმარისი მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.

მოზრდილთათვის, ხანდაზმული ასაკის პაციენტების და 12 წლის და უფროსი ასაკის მოზარდების ჩათვლით, ბილასტინის რეკომენდებული დოზა შეადგენს 20 მგ-ს ერთხელ დღე-ღამეში. პაციენტების ამ ჯგუფისთვის არსებობს უფრო შესაფერისი სამკურნალწამლო ფორმა - ტაბლეტები. კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. 

·     პირის ღრუში ხსნადი ტაბლეტები განკუთვნილია შიგნით მისაღებად.

·     პირის ღრუში ხსნადი ტაბლეტი მოათავსეთ ბავშვის პირის ღრუში. ის სწრაფად გაიხსნება ნერწყვში და შემდეგ შეიძლება მისი მარტივად გადაყლაპვა.  

·     ალტერნატივის სახით, პირის ღრუში ხსნადი ტაბლეტი შეგიძლიათ გახსნათ ერთ ჩაის კოვზ წყალში და მისცეთ ბავშვს. დარწმუნდით, რომ კოვზზე არ არის პრეპარატის ნარჩენები. 

·     გასახსნელად უნდა გამოიყენოთ მხოლოდ წყალი, არ გამოიყენოთ გრეიპფრუტის ან რომელიმე სხვა ხილის წვენი. 

·     პირის ღრუში ხსნადი ტაბლეტები მიეცით ბავშვს საკვების ან ხილის წვენის მიღებამდე ერთი საათით ადრე ან ორი საათის შემდეგ. 

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ჩივილების ტიპზე, ხანგრძლივობასა და მიმდინარეობაზე.

თუ 3 დღის განმავლობაში მდგომარეობა არ გაუმჯობესდა ან გაუარესდა, მიმართეთ ექიმს.

თუ მიიღეთ პრეპარატ ნიქსარი ალერგიას საჭიროზე მეტი რაოდენობა

თუ თქვენმა ბავშვმა ან სხვა პირმა მიიღო მოცემული სამკურნალო საშუალება ძალიან დიდი რაოდენობით, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ან უახლოესი საავადმყოფოს მიმღებ განყოფილებას. თან იქონიეთ მოცემული პრეპარატის შეფუთვა ან ეს ჩანართი. 

თუ დაგავიწყდათ პრეპარატ ნიქსარი ალერგიას მიღება

თუ დაგავიწყდათ ბავშვისთვის პრეპარატის სადღეღამისო დოზის დროულად მიცემა, მიეცით ის იმავე დღეს, როგორც კი გაგახსენდებათ. შემდეგ, მეორე დღეს მიეცით პრეპარატის შემდეგი დოზა ჩვეულებრივ დროს. 

ნებისმიერ შემთხვევაში, არ მისცეთ პრეპარატის ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ. 

თუ შეწყვიტეთ პრეპარატ ნიქსარი ალერგიას გამოყენება

პრეპარატ ნიქსარი ალერგიას  მიღების შეწყვეტისას ამ პრეპარატის მიღების შედეგები, როგორც წესი, არ რჩება. 

მოცემული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების გაჩენის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. 

4. შესაძლო გვერდითი მოქმედება

როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, მოცემულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში.

თუ შენიშნავთ, რომ თქვენს ბავშვს განუვითარდა ალერგიული რეაქციის სიმპტომები, რომლის ნიშნებიც შეიძლება მოიცავდეს გაძნელებულ სუნთქვას, თავბრუსხვევას, გულის წასვლას ან გონების დაკარგვას, სახის, ტუჩების, ენის ან ხახის შეშუპებას ან/და კანის შეშუპებას და გაწითლებას, შეწყვიტეთ მოცემული სამკურნალო საშუალების მისთვის მიცემა და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებისთვის. 

გვერდითი მოქმედება, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს ბავშვებში: 

ხშირად: შეიძლება აღენიშნოს 10 ადამიანიდან 1-ს

·     რინიტი (ცხვირის ღრუს გაღიზიანება)

·     ალერგიული კონიუნქტივიტი (თვალის გაღიზიანება)

·     თავის ტკივილი

·     ტკივილი კუჭის არეში (ტკივილი მუცლის არეში/მუცლის ზედა ნაწილში)

ზოგჯერ: შეიძლება აღენიშნოს 100 ადამიანიდან 1-ს

·       თვალის გაღიზიანება 

·       თავბრუსხვევა

·       გონების დაკარგვა

·       დიარეა

·       გულისრევა (შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება)

·       ტუჩების შეშუპება

·       ეგზემა

·       ჭინჭრის ციება (ურტიკარიული გამონაყარი)

·       დაღლილობა

გვერდითი მოქმედება, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს მოზრდილებსა და მოზარდებში: 

ხშირად: შეიძლება აღენიშნოს 10 ადამიანიდან 1-ს

·       თავის ტკივილი

·       ძილიანობა

ზოგჯერ: შეიძლება აღენიშნოს 100 ადამიანიდან 1-ს

·     ცვლილებები ელექტროკარდიოგრამაზე

·     ღვიძლის ფუნქციის ცვლილებები, რომლებიც განისაზღვრება სისხლის ანალიზით

·     თავბრუსხვევა

·     კუჭის ტკივილი

·     დაღლილობის შეგრძნება

·     მადის გაძლიერება

·     არათანაბარი გულისცემა

·       სხეულის მასის მომატება

·       გულისრევა (შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება)

·       შფოთვის შეგრძნება

·       სიმშრალე ან არასასიამოვნო შეგრძნებები ცხვირში

·       ტკივილი მუცლის არეში

·       დიარეა

·       გასტრიტი (კუჭის კედლის ანთება)

·       ვერტიგო (თავბრუსხვევის ან ტრიალის შეგრძნება)

·       სისუსტის შეგრძნება

·       წყურვილი

·       ქოშინი (სუნთქვის გაძნელება)

·       პირის ღრუს სიმშრალე

·       საჭმლის მონელების დარღვევა

·       ქავილი

·       ჰერპესი ტუჩებზე (ჰერპესი პირის არეში)

·       სხეულის ტემპერატურის მომატება

·       ტინიტუსი (ხმაური ყურებში)

·       ძილის დარღვევა

·       თირკმელების ფუნქციის ცვლილებები, რომლებიც განისაზღვრება სისხლის ანალიზით

·       სისხლში ლიპიდების შემცველობის მომატება

სიხშირე უცნობია: არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირე შეფასებას არ ექვემდებარება

·          გულისცემის შეგრძნება (საკუთარი გულისცემის შეგრძნება)

·          ტაქიკარდია (გახშირებული გულისცემა)

·          ღებინება

შეტყობინება გვერდითი მოქმედების შესახებ

თუ თქვენს ბავშვს გამოუვლინდა რომელიმე გვერდითი მოქმედება, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ჩანართში. ასევე, შეგიძლიათ გვერდითი მოქმედების შესახებ ინფორმაციის გაგზავნა უშუალოდ შეტყობინებათა ეროვნული სისტემის საშუალებით. გვერდითი მოქმედების შესახებ ინფორმაციის გაგზავნით შეგიძლიათ დახმარება მოცემული სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებაში.

5. პრეპარატ ნიქსარი ალერგიას  შენახვის პირობები 

მოცემული სამკურნალო საშუალება შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

მოცემული პრეპარატი არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფსა და ბლისტერზე, წარწერა „ვარგისია“-ს შემდეგ. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

ვარგისობის ვადა: 5 წელი. 

მოცემული სამკურნალო საშუალება არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

არ გადააგდოთ სამკურნალო საშუალებები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად. არასაჭირო პრეპარატის უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს უწყობს გარემოს დაცვას. 

6. შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია 

პრეპარატ ნიქსარი ალერგიას  შემადგენლობა

-       პრეპარატის მოქმედ ნივთიერებას წარმოადგენს ბილასტინი. პირის ღრუში ხსნადი ერთი ტაბლეტი შეიცავს 10 მგ ბილასტინს.

-       სხვა კომპონენტები: მანიტოლი (E421), კროსკარმელოზას ნატრიუმის მარილი, ნატრიუმის სტეარილფუმარატი, სუკრალოზა, არომატიზატორი წითელი ყურძნის გემოთი (ძირითადი კომპონენტები: გუმიარაბიკი, ეთილბუტირატი, ტრიაცეტინი, მეთილანტრანილატი, ეთანოლი, D-ლიმონენი, ლინალოოლი). 

პრეპარატ ნიქსარი ალერგიას  აღწერა და შეფუთის შიგთავსი

პრეპარატი ნიქსარი ალერგია არის თეთრი ფერის, მრგვალი, ოდნავ ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები დიამეტრით 8 მმ. 

პირის ღრუში ხსნადი ტაბლეტები გამოდის ბლისტერებში 10, 20, 30 ან 50 ტაბლეტით. 

შესაძლოა, გაყიდვაში ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს წარმოდგენილი.  

გაცემის პირობა

მოცემული სამკურნალო საშუალება გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მეტი ინფორაცია
Units30
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy