Fluisedal - ფლუისედალი სიროფი 125მლ

განსაკუთრებული ფასი 35,66 GEL რეგულარული ფასი 49,52 GEL
მარაგშია
SKU
61255_2687

ჩვენება: არაპროდუქტიული ხველის და გამაღიზიანებელი ხველის სამკურნალოდ მოზრდილებში და ბავშვებში 2 წლის ასაკიდან, განსაკუთრებით როდესაც ხველა ვითარდება საღამოს და ღამის საათებში.

ფლუისედალი, სიროფი

მეგლუმინის ბენზოატი და პრომეთაზინი

მედიკამენტის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას, ვინაიდან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას. თუ გაქვთ სხვა დამატებითი შეკითხვები მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

·       შეინახეთ ინსტრუქცია. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

·       დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. 

·       თუ სიმპტომები გაუარესდა ან არ ქრება მიმართეთ ექიმს.

·       სერიოზული ან ისეთი გვერდითი ეფექტების განვითარების შემთხვევაში, რომლებიც მოცემულ გამოყენების ინსტრუქციაში არ არის აღწერილი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. 

1.რა არის ფლუისედალი სიროფი და რისთვის გამოიყენება

სისტემური ანტიჰისტამინი (R: სასუნთქი სისტემა)

ეს პრეპარატი შეიცავს ანტიჰისტამინ პრომეთაზინს და მეგლუმინის ბენზოატს.

პრეპარატი რეკომენდებულია არაპროდუქტიული ხველის და გამაღიზიანებელი ხველის სამკურნალოდ მოზრდილებში და ბავშვებში 2 წლის ასაკიდან, განსაკუთრებით როდესაც ხველა ვითარდება საღამოს და ღამის საათებში.

2. რა უნდა იცოდეთ ფლუისედალი სიროფის მიღებამდე

თუ ექიმის მიერ ინფორმირებული ხართ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, დაუკავშირდით ექიმს ამ პრეპარატის მიღებამდე.

არ მიიღოთ ფლუისედალი სიროფი, შემდეგ შემთხვევებში (უკუჩვენებები)

- ჩვილები (2 წლამდე ასაკი) ბრონქიალური სეკრეტის დაგროვებისრისკის გამო.

- პრეპარატის რომელიმეკომპონენტის, კერძოდ ანტიჰისტამინების მიმართ ალერგია.

- ადრე გამოვლენილი ან მიმდინარე აგრანულოციტოზი (სისხლში თეთრი უჯრედების მნიშვნელოვანი შემცირება)

- წინამდებარე ჯირკვლის ფუნქციის დარღვევით ან სხვა ეტიოლოგიით გამოწვეული გაძნელებული შარდვა.

- გლაუკომის გარკვეული ფორმები (თვალშიდა წნევის მომატება).

ამ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია ორსულობის დროს ან სულტოპრიდთან კომბინაციაში, თუ ექიმი არ გირჩევთ ამის გაკეთებას.

დამატებითი ინფორმაციის ან კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები ფლუისედალი სიროფის გამოყენებისას (სპეციალური გაფრთხილება)

ჩვილებში ხველის განვითარების შემთხვევაში აუცილებელია კონსულტაცია ექიმთან.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი პროდუქტიული ხველის სამკურნალოდ. ამ შემთხვევაში, ხველა არის ბუნებრივი დამცავი მექანიზმი რომელიც საჭიროა ბრონქიალური სეკრეტების გამოსაყოფად.

თუ ხველა ხდება პროდუქტიული რომელსაც თან ახლავს ნახველის დაგროვება და ცხელება, მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის.

ბრონქების ან ფილტვების ქრონიკული (გახანგრძლივებული) დაავადების შემთხვევაში, რომელიც მიმდინარეობს ხველით და ნახველის დაგროვებით, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ბრონქიალური სეკრეტის გამათხევადებელ პრეპარატებთან ერთად (ამოსახველებელი, მუკოლიზური საშუალებები).

მკურნალობა არ უნდა გაგრძელდეს თუ ადგილი აქვს სიმპტომების გაუარესებას. ამ შემთხვევაში მიმართეთ ექიმს მკურნალობის გადასახედად. 

პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული პაციენტებში, ფრუქტოზის აუტანლობით, გლუკოზ-გალაქტოზურიმალაბსორბციის სინდრომით, ასევე საქაროზა-იზომალტაზის დეფიციტით (იშვიათი მეტაბოლური დაავადებები).

ეს პრეპარატი შეიცავს სულფიტებს რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ან გაამწვავოს ალერგიული რეაქციები.

უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას

ამ პრეპარატის გამოყენება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის რეკომენდებული.

ღვიძლის ან თირკმელების ხანგრძლივი დაავადებების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს დოზის შესარჩევად.

ამ პრეპარატის გამოყენებისას საჭიროა ექიმის კონსულტაცია შემდეგ შემთხვევებში:

-        გულის მძიმე დაავადება ან ეპილეფსია

-        ასთმა ან გასტროეზოფაგეალური რეფლუქსის მქონე ბავშვები

-        ხანდაზმული პაციენტები: რომელთაც აქვთ ყაბზობის, თავბრუსხვევის, ძილიანობის მიმართ მიდრეკილება, წინამდებარე ჯირკვლის დარღვევები, საჭიროა ექიმის ინფორმირება ანტიჰისტამინის მიღებამდე.

მკურნალობის დროს არ შეიძლება ალკოჰოლური სასმელების და სპირტის შემცველი პრეპარატების მიღება.

მკურნალობის დროს რეკომენდებულია მოერიდოთ პირდაპირი მზის ზემოქმედებას.

პრეპარატის გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილე სედატიური ეფექტის რისკის გამო. სხვა სედატიურ პრეპარატებთან ერთად კომბინაცია არ არის რეკომენდებული (იხილეთ პარაგრაფი „სხვა პრეპარატების მიღება და გამოყენება“).

დიაბეტების ან შაქრის დაბალი შემცველობისას დიეტის დროს, გაითვალისწინეთ ამ პრეპარატის შაქრის შემცველობა ყოველდღიურ რაციონში: 3.6 გ ყოველ 5 მლ მზომ კოვზზე და 10.8 გ ყოველ სადილის კოვზზე. თუ ეჭვი გეპარებთ პრეპარატის მიღების სისწორეში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

სხვა პრეპარატების მიღება და გამოყენება

იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ წამლების ურთიერთქმედება და კერძოდ ურთიერთქმედება სულტოპრიდთან, აცნობეთ მიმდინარე მკურნალობის შესახებ ექიმს ან ფარმაცევტს

ეს პრეპარატი შეიცავს ანტიჰისტამინ პრომეთაზინს და მეგლუმინის ბენზოატს. სხვა მედიკამენტებიც შეიცავს ამ პრეპარატებს. არ შეურიოთ პრეპარატები იმისათვის რომ არ მოხდეს რეკომენდებული მაქსიმალური დოზის გადაჭარბება (იხ. დოზირება).

არ არის რეკომენდებული სხვა სედაციურ საშუალებებთან ერთად გამოყენება, ამ პრეპარატის სედაციური ეფექტის გაძლიერების რისკის გამო.

ორსულობა

პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს, თუ ექიმი არ მოგცემთ ნებას. თუ მკურნალობის დროს გაგიეთ რომ ორსულად ხართ, მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის დაუყოვნებლივ. მხოლოდ თქვენს ექიმს შეუძლია მკურნალობის ადაპტაცია თქვენ მდგომარეობასთან. ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისათვის.

ძუძუთი კვება

გამომდინარე იქიდან, რომ ეს პრეპარატი გამოიყოფა დედის რძეში, არ მიიღოთ პრეპარატი ლაქტაციის პერიოდში. ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისათვის.

გავლენა ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვაზე 

საჭიროა ყურადღების გამახვილება განსაკუთრებით იმ მძღოლების და მექანიზმების მომხმარებლების მხრიდან, რომელთაც აღენიშნებათ ძილიანობის მიმართ მიდრეკილება ამ პრეპარატის გამოყენებისას, განსაკუთრებით მკურნალობის საწყის ეტაპზე.

ძილიანობის ფენომენი კიდევ უფრო მძაფრდება ალკოჰოლური სასმელების ან ალკოჰოლის შემცველი პრეპარატების მიღებით.

შემავსებლების სია ცნობილი ეფექტით: ნატრიუმის მეტაბისულფიტი (E223), საქაროზა (3.6 გ ყოველ 5 მლ მზომ კოვზზე და 10.8 გ ყოველ სადილის კოვზზე), პროპილენ გლიკოლი.

3. ფლუისედალი სიროფის მიღების წესი

დოზირება: მხოლოდ მოზრდილები და ბავშვები 2 წლის ასაკიდან.

მოზრდილები: 3-4 სადილის კოვზი დღეში.

ბავშვებისთვის, გამოიყენეთ 5 მლ მზომი კოვზი სავსე სიროფით და მიჰყევით ექიმის დანიშნულებას.

ჩვენებების მიხედვით:

- ბავშვები12-15 წლამდე: 6-9 მზომი კოვზი ( ერთი მზომი კოვზი არის 5 მლ) დღეში,

- ბავშვები 6-12 წლამდე: 4-6 მზომი კოვზი ( ერთი მზომი კოვზი არის 5 მლ) დღეში,

- ბავშვები 24 თვიდან- 6 წლამდე: 3-4 მზომი კოვზი ( ერთი მზომი კოვზი არის 5 მლ) დღეში.

ჩვილებში ხველის განვითარების შემთხვევაში, საჭიროა მიმართოთ ექიმს კონსულტაციისთვის.

ეს პრეპარატი გენიშნებათ თქვენ პირადად კონკრეტულ სიტუაციებში:

- შესაძლოა ის არ იყოს შესაფერისი სხვა შემთხვევებისთვის,

- არ ურჩიოთ სხვას მისი გამოყენება.

გამოყენების მეთოდი: პერორალური

მკურნალობის ხანგრძლივობა: მკურნალობა უნდა მოხდეს ხანმოკლე დროით (რამოდენიმე დღე) და შეიზღუდოსდროის იმ მონაკვეთებში, როცა  პაციენტს ეწყება ხველა.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ფლუისედალი სიროფი: დოზის გადაჭარბების ან შემთხვევით ზედმეტი დოზის მიღების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს დაუყოვნებლივ.

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად, ფლუისედალი სიროფმა შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

- ბრონქიალური სეკრეტის დაგროვებისრისკი, განსაკუთრებით ჩვილებში და იმ პაციენტებში რომლებსაც უჭირთ ნახველის ამოღება.

ზოგიერთი ეფექტი საჭიროებს მკურნალობის დაუყოვნებლივ შეწყვეტას და ექიმის ინფორმირებას.

- ალერგიული რეაქციები:

•  კანზე გამონაყარი (ერითემა, ეგზემა, პურპურა, ურტიკარია),

•   ასთმის შეტევა,

•   ანგიოედემა (ურტიკარია სახის და ყელის მოულოდნელი შეშუპებით,რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება),

•   ანაფილაქსური შოკი,

•   კანის გაღიზიანება მზეზე ზემოქმედების შედეგად,

- ლეიკოციტების მნიშვნელოვანი შემცირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ან გააძლიეროს ცხელება ინფექციის ნიშნებით ან მის გარეშე,

- სისხლში თრომბოციტების რაოდენობის  შემცირება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სისხლდენა ცხვირიდან და ღრძილებიდან.

სხვა ეფექტები არის უფრო ხშირი:

- ძილიანობა, კონცენტრაციის დარღვევა რაც განსაკუთრებით თავს იჩენს მკურნალობის საწყის ეტაპზე,

- მეხსიერების ან კონცენტრაციის დარღვევები, თავბრუსხვევა (უფრო ხშირად ხანდაზმულებში),

- კოორდინაციის დარღვევა, ტრემორი,

- კონფუზია (დეზორიენტაცია), ჰალუცინაციები

- პირის სიმშრალე, მხედველობის დარღვევები, შარდის შეკავება, ყაბზობა, აჩქარებული გულისცემა, არტერიული წნევის დაცემა.

უფრო იშვიათად, გაღიზიანების ნიშნები: შესაძლოა განვითარდეს აღგზნება, ნევროზი და უძილობა.

გვერდითი მოვლენების შეტყობინება

ნებისმიერი სახის გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული ეხება იმ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც შესაძლოა არ იყოს მითითებული ამ ინსტრუქციაში.  გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თითოეულ პაციენტს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ცნობების შეგროვებაში.

5. ფლუისედალი სიროფის შენახვის წესი

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ და მზისგან დაცულ ადგილას. არ გამოიყენოთ ფლუისედალი სიროფი ბოთლზე მითითებული მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ. შეინახეთ არაუმეტეს 300C-ზე. პრეპარატის გადაგდება არ შეიძლება ჩამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ ექიმს როგორ გაანადგუროთ პრეპარატი რომელიც აღარ გჭირდებათ. ეს ღონისძიებები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

6. დამატებითი ინფორმაციები

აქტიური ნივთიერებები: მეგლუმინის ბენზოატი (გამოხატული უწყლო მარილის სახით): 2.600 გ, პოლისორბატი 20:0.300 გ, პრომეთაზინი ჰიდროქლორიდი: 0.050 გ 100 მლ სიროფში.

1 მზომი კოვზი (5 მლ) შეიცავს 130 მგ მეგლუმინის ბენზოატს, 15 მგ პოლისორბატს 20, 2.5 მგ პრომეთაზინის ჰიდროქლორიდს და 3.6 გ საქაროზას.

1 სადილის კოვზი (15 მლ) შეიცავს 390 მგ მეგლუმინის ბენზოატს, 45 მგ პოლისორბატი 20-ს, 7,5 მგ პრომეთაზინის ჰიდროქლორიდს და 10.8 გ საქაროზას.

სხვა ინგრედიენტები: ასკორბინის მჟავა, ნატრიუმის მეტაბისულფიტი (E 223), კარამელის ფერი (E 150) (კარამელი მიიღება საქაროზას ან სხვა დიეტური შაქრების გაცხელებით), კარამელის არომატიზატორი (ვანილის ხსნარი, პიპერონალი, გამა-ნონალაქტონი, მალტოლი და აცეტილმეთილკარბინოლი პროპილენ გლიკოლში), საქაროზა, გასუფთავებული წყალი.

პრეპარატი არის სიროფი. 125-მლ ან 250 მლ ბოთლში

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy