PARLAZIN - პარლაზინი წვეთები 20მლ. 1 ფლაკონი

განსაკუთრებული ფასი 22,53 GEL რეგულარული ფასი 28,15 GEL
მარაგშია
SKU
9289_3

ჩვენება:ალერგიული რინიტი ,კონიუნქტივიტი, ჭინჭრის ციება.

პარლაზინი®

(ცეტირიზინი)

შიგნით მისაღები წვეთები 10 მგ/მლ

პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ გამოყენების ინსტრუქცია, რომელშიც მოცემულია თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია 

-    შეინახეთ ეს დანართი ფურცელი, შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელმეორედ წაკითხვა

-    დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს

-    ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, მათ შორის ისეთის, რომლებიც მოცემული არ არის ამ დანართ ფურცელში (იხ. პუნქტი 4), გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

წინამდებარე დანართი ფურცელი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:

1. რა არის პრეპარატი პარლაზინი® წვეთები და რისთვის გამოიყენება

2. რა უნდა იცოდეთ პრეპარატ პარლაზინი® წვეთების მიღების დაწყებამდე

3. როგორ მიიღება პრეპარატი პარლაზინი® წვეთები

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

5. როგორ ინახება პრეპარატი პარლაზინი® წვეთები

6. ვარგისობის ვადა

7. აფთიაქიდან გაცემის წესი

8. შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

1. რა არის პრეპარატი პარლაზინი® წვეთები და რისთვის გამოიყენება

ცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი არის პრეპარატ პარლაზინის აქტიური ნივთიერება.

პარლაზინი არის ანტიალერგიული საშუალება.

პრეპარატ პარლაზინის წვეთები გამოიყენება შემდეგი ალერგიული დაავადებების სამკურნალოდ მოზრდილებსა და ბავშვებში 1 წლის ასაკიდან:

-    ცრემლდენისა და სურდოს სიმპტომებისას აალერგიული სეზონური და მუდმივი თივის ცხელების დროს

-    ქავილით ალერგიული დერმატოზების დროს

-    ქრონიკული ჭინჭრის გამონაყარის სიმპტომების დროს (ქრონიკული იდიოპათური ჭინჭრის გამონაყარი)

რჩევის მისაღემად მიმართეთ ექიმს, თუ აღინიშნა მდგომარეობის გაუმჯობესება ან გაუარესება.

იხილეთ ბლოგი: რა არის პარლაზინი და როგორ ეხმარება ის ჩვენს ორგანიზმს

2. რა უნდა იცოდეთ პრეპარატ პარლაზინი® წვეთების მიღების დაწყებამდე

არ მიიღოთ პრეპარატი პარლაზინი წვეთები:

-    თუ გაქვთ ალერგია ცეტირიზინზე (პრეპარატის აქტიური ნივთიერება), ჰიდროქსინზე ან პიპერაზინზე (სხვა პრეპარატების შემადგენელი ნივთიერებების მსგავსი) ან სხვა ანთების საწინააღმდეგო საშუალებაზე, რომლებიც ჩამოთვლილია პუნქტში 8.

-    თუ გაწუხებთ თირკმლის ძალიან მძიმე დაავადება (თირკმლის მძიმე უკმარისობა, რომლის დროსაც კრეატინინის კლირენსი 10 მლ/წთ-ზე ნაკლებია). 

სიფრთხილის ზომები სამედიცინო გამოყენებისას

პრეპარატ პარლაზინის წვეთების მიღების დაწყებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ გაქვთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა, ამ პრეპარატის მიღებამდე აუცილებლად მიმართეთ ექიმს:

-    თუ გაქვთ თირკმლის დაავადება

-    თუ გაქვთ მიდრეკილება შარდის შეკავების მიმართ (მაგალითად, დაკავშირებული ზურგის ტვინის, შარდის ბუშტის დაავადებებთან ან პროსტატის გადიდებასთან)

-    თუ გაწუხებთ ეპილეფსია ან მიეკუთვნებით კრუნჩხვების განვითარების მომატებული რისკის ჯგუფს

არ აღინიშნა გამოხატული ურთიერთქმედება ალკოჰოლსა (სისხლში ალკოჰოლის დონე 0,5%, რაც შეესაბამება ერთ ჭიქა ღვინოს) და ცეტერიზინის ჩვეულებრივ რეკომენდებულ დოზებს შორის. მიუხედავად ამისა, როგორც სხვა ანტიჰისტამინური პრეპარატების მიღებისას, რეკომენდებულია სპირტიანი სასმლის მოხმარებისაგან თავის შეკავება.

როგორც სხვა ანტიჰისტამინური პრეპარატების მიღებისას, ამ პრეპარატის მიღებაც უნდა მოიხსნას დაგეგმილი ალერგიული კანის სინჯის ჩატარებამდე მინიმუმ 3 დღით ადრე, ცრუ უარყოფითი შედეგის თავიდან აცილების მიზნით.

ბავშვები და მოზარდები 18 წლამდე

პრეპარატი პარლაზინი წვეთები განკუთვნილია 1 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებისათვის.

ეს პრეპარატი არ გამოიყენება 1 წლამდე ასაკის ბავშვებში, ვინაიდან ცეტირიზინის ეფექტიანობა და უსაფრთხოება 1 წლამდე ასაკის ბავშვებში დადგენილი არ არის. 

სხვა სამკურნალო საშუალებები და პრეპარატი პარლაზინი წვეთები

უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი იმ პრეპარატის შესახებ, რომლებსაც იღებთ, ცოტა ხნის მიიღეთ ან გეგმავთ მიღებას.

ცეტირიზინის პროფილის საფუძველზე, მოსალოდნელი არ არის ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან.

პრეპარატ პარლაზინის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან

საკვები მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს ცეტირიზინის შეწოვაზე.

არ გამოვლენილა ცეტირიზინის გამოხატული ურთიერთქმედება ალკოჰოლთან (სისხლში 0,5% დონის შემთხვევაში, რაც შეესაბამება ერთ ჭიქა ღვინოს). მიუხედავად ამისა, როგორც სხვა ანტიჰისტამინური პრეპარატების მიღებისას, პარალზინის მიღების დროს მოერიდეთ ალკოჰოლის მოხმარებას.

ფერტილურობა, ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობა

თუ ხართ ორსულად, ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ვარაუდობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, უთხარით თქვენს მკურნალ ექიმს.

როგორც სსხვა ანტიჰისტამინური პრეპარატების შემთხვევაში, პრეპარატ პარლაზინის გამოყენება რეკომენდებული არ არის ორსულობის დროს. პრეპარატ პარლაზინის შემთხვევით მიღება ორსულობისას არ ახდენს არასასურველ მოქმედებას ნაყოფზე, მიუხედავად ამისა, ეს პრეპარატი ორსულობის დროს გამოიყენება მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობისას, ექიმის რეკომენდაციით.

ძუძუთი კვება

ცეტირიზინი გადადის დედის რძეში. ამიტომ არ შეიძლება პარლაზინის მიღება ლაქტაციის დროს, თუ ექიმი არ მოგცემთ მისი მიღების რეკომენდაციას. 

თუ ხართ ორსულად და ძუძუთი კვებავთ ბავშვს, თუ არსებობს ორსულობის ალბათობა ან გეგმავთ ბავშვის ყოლას, ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს.

სამკურნალო საშუალების ზემოქმედება ავტომობილების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

კლინიკური კვლევებისას არ გამოვლენილა ყურადღების კონცენტრაციის გაუარესება ან ავტომობილების მართვის უნარის დარღვევა რეკომენდებული დოზებით ცეტირიზინის მიღების შემდეგ. თუ გეგმავთ ავტომობილის მართვას და სხვა ისეთი სამუშაოს შესრულებას, რაც მოითხოვს ყურადღების სრულ კონცენტრაციას, არ გადაამეტოთ პრეპარატის რეკომენდებულ დოზას. დააკვირდით ამ პრეპარატზე თქვენს რეაქციას. 

თუ აღმოჩნდა, რომ  გაქვთ მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ, შესაძლებელია, რომ ალკოჰოლთან და ნერვული სისტემის დამთრგუნავ სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას აღინიშნოს დამატებითი ზემოქმედება ყურადღებასა და რეაგირების უნარზე.

პრეპარატი პარლაზინის წვეთები დამხმარე ნივთიერების სახით შეიცავს პარაჰიდროქსიბენზოატს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაყოვნებული ტიპის ალერგიული რეაქციები.  

3. როგორ მიიღება პრეპარატი პარლაზინი წვეთები

პარლაზინის წვეთები ყოველთვის უნდა მიიღოთ ამ ინსტრუქციის ან ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად. კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

დოზირების რეჟიმი

მოზრდილები:

10 მგ, ე.ი. 20 წვეთი დღეში ერთხელ

ბავშვები და მოზარდები:

ბავშვები და მოზარდები 12 წლის ასაკიდან:

10 მგ, ე.ი. 20 წვეთი დღეში ერთხელ

ბავშვები 6-12 წლის:

5 მგ, ე.ი. 10 წვეთი დღეში ორჯერ. 

2-6 წლის ასაკის ბავშვები

2,5 მგ, ე.ი. 5 წვეთი დღეში ორჯერ

რეკომენდებული დოზა შეადგენს 2 х 2,5 მგ-ს (2 х 5 წვეთი) დღეში.

1-2 წლის ასაკის ბავშვები:

2,5 მგ, ე.ი. 5 წვეთი დღეში ორჯერ.

თირკმლის ფუნქციის ზომიერად მძიმე და მძიმე დარღვევების მქონე პაციენტები:

თუ გაწუხებთ თირკმელების დაავადება, კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს. პრეპარატის დოზას შეარჩევს თქვენი მკურნალო ექიმი. 

მკურნალობის ხანგრძლივობა:

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია თქვენი ჩივილების სახეობაზე, ხანგრძლივობასა და ხასიათზე.

თუ მიიღეთ დანიშნულზე მეტი რაოდენობის წვეთი

თუ მიიღეთ ექიმის მიერ დანიშნულზე მეტი დოზა, მიმართეთ ექიმს, თქვენი მკურნალი ექიმი გადაწყვეტს, თუ რა ზომები (ასეთის საჭიროებისას) უნდა იქნას მიღებული.

ჭარბი დოზის მიღებისას შეიძლება განვითარდეს ქვემოთ ჩამოთვლილი არასასურველი ეფექტები, მაგრამ დიდი ინტენსივობით. აღინიშნა ისეთი არასასურველი ეფექტები, როგორიცაა ცნობიერების არევა, ფაღარათი, თავბრუსხვევა, დაღლილობა, თავის ტკივილი, შეუძლოდ ყოფნა, გუგების გაფართოვება, ქავილი, შფოთვა, სედაცია, ძილიანობა, სტუპორი, გულის რითმის გახშირება, ტრემორი (კანკალი), შარდის გამოყოფის შეფერხება.

თუ დაგავიწყდათ პარლაზინის წვეთების მიღება

თუ გამოტოვეთ ერთი დოზა, მიიღეთ, როგორც კი გაგახსენდებათ. მიუხედავად ამისა, თუ უკვე დამდგარია შემდეგი დოზის მიღების დროს, აღარ მიიღოთ გამოტოვებული დოზა; ჩვეულებრივ მიიღეთ ერთი დოზა. არ მიიღოთ პარლაზინის ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით. ეს არ აანაზღაურებს გამოტოვებულ დოზას, არამედ გაზრდის ჭარბი დოზის რისკს.

თუ შეწყვიტეთ პარლაზინის წვეთების მიღება

შემდგომი მკურნალობის თაობაზე კონსულტაცია მიიღეთ ექიმისგან. 

მიღების წესი

წვეთები მიიღება შიგნით.

მოცემული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

როგორც ყველა სამკურნალო საშუალებამ, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი რეაქციები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

თუ ვითარდება რომელიმე ქვემოთ მოცემული გვერდითი ეფექტი, შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს:

-        მძიმე ალერგიული რეაქცია, რაც იწვევს სახის ან ყელის შეშუპებას (ანგიონევროტული შეშუპება)

-        მძიმე რეაქცია მთლიანად ორგანიზმის მხრივ (ანაფილაქსური შოკი)

-        აზრები თვითმკვლელობაზე (თვითმკვლელობისკენ მიმართული აზრები ან თვითმკვლელობასთან დაკავშირებული აკვიატებული აზრები)

-        მეხსიერების დაკარგვა (ამნეზია), მეხსიერების დარღვევა

-        შარდის ბუშტის დაცლის შეუძლებლობა (შარდის შეკავება)

-        გონების დაკარგვა

-        კრუნჩხვითი შეტევები

ხშირი გვერდითი რეაქციები (ვითარდება 100-დან 1-10 პაციენტში):

-        ძილიანობა

-        თავბრუსხვევა, თავის ტკივილი

-        სურდო, ფარინგიტი (ყელის ანთება)

-        ფაღარათი (ბავშვებში), გულისრევა, პირის სიმშრალე

-        დაღლილობა

არახშირი გვერდითი ეფექტები (ვითარდება 1000-დან 1-10 პაციენტში): 

-         აგზნება

-        პარესთეზია (არანორმალური შეგრძნება კანზე)

-        მუცლის ტკივილი, ფაღარათი

-        ქავილი, კანზე გამონაყარი

-        ასთენია (გამოხატული სისუსტე), ზოგადი დისკომფორტის შეგრძნება

იშვიათი გვერდითი რეაქციები (ვითარდება 10000-დან 1-10 პაციენტში):

-        ალერგიული რეაქციები

-        დეპრესია, ჰალუცინაციები, აგრესიულობა, ცნობიერების არევა, უძილობა

-        კრუნჩხვითი შეტევები

-        ტაქიკარდია (გულის შეკუმშვების სიხშირის მომატება)

-        ღვიძლის ფუნქციის ცვლილება

-        ჭინჭრის გამონაყარი

-        შეშუპებები

-        სხეულის მასის მომატება

ძალიან იშვიათი გვერდითი რეაქციები (ვითარდება 10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

-        თრომბოციტოპენია (სისხლის ფირფიტების რაოდენობის შემცირება)

-        მძიმე ალერგიული რეაქციები, გამოწვეული სახის ან ყელის შეშუპებით (ანგიონევროტული შეშუპება), მძიმე რეაქცია მთლიანად ორგანიზმის მხრივ (ანაფილაქსური შოკი), ფიქსირებული ტოქსიდერმია (კანზე გამონაყარი, რომელიც ვლინდება ერთსადაიმავე ადგილას)

-        ტიკები (კუნთების უეცარი, არანორმალური, განმეორებითი მოძრაობები), კანკალი

-        გულის წასვლა

-        გემოს დარღვევა

-        არამკვეთრი მხედველობა, აკომოდაციის დარღვევა (თვალით გამოსახულებაზე ფოკუსირების უნარი), ოკულოგირული სიმპტომები (თვალების უნებლიე, წრიული მოძრაობა)

-        შარდის გამოყოფის დარღვევა (შარდის შეუკავებლობა ღამით, ტკივილი შარდვისას ან შარდვის გაძნელება)

უცნობი სიხშირე (იხშირის დადგენა შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე):

-  მადის მომატება

- სუიციდალური აზრები (თვითმკვლელობასთან ან მასთან დაკავშირებული აზრები, აკვიატებული აზრები)

- მეხსიერების დაკარგვა, მეხსიერების დარღვევა

- ვერტიგო (თავბრუსხვევა, ტრიალის შეგრძნების თანხლებით)

- შარდის შეკავება (შარდის ბუშტის სრულად დაცლის შეუძლებლობა) 

ცნობები გვერდითი ეფექტების შესახებ

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის განვითარებისას, მათ შორის ისეთის, რომლებიც მითითებული არ არის მოცემულ ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ამგვარი მონაცემების მიწოდებით შეძლებთ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებას ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

5. როგორ უნდა ინახებოდეს პრეპარატი პარლაზინი® წვეთები

შეინახეთ არაუმეტეს 25°C-ზე, სინათლისაგან და ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას! 

6. ვარგისობის ვადა

ვარგისიანობის ვადა მითითებული შეფუთვაზე.

პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის გასვლის ვადად მიიჩნევა მითითებული თვის ბოლო დღე.

ფლაკონის გახნის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დასაშვებია 4 კვირის განმავლობაში.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი, თუ შენიშნეთ ხარისხის გაუარესების ნიშნები.

სამკურნალო საშუალებები არ უნდა გადაიყაროს საყოფაცხოვრებო ნაგავში ან გამდინარე წყალში. თუ აუცილებელია პრეპარატის ნაგავში გადაყრა, კონსულტაცია მიიღეთ ფარმაცევტისგან. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაბინძურების თავიდან აცილებას.

7. აფთიაქიდან გაცემის წესი

გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.

8. შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს პრეპარატი პარლაზინი წვეთები

მოქმედი ნივთიერება:

10 მგ ცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი ხსნარის ერთ მილილიტრში.

დამხმარე საშუალებები:

გლიცერინი 85%, პროპილენგლიკოლი, ნატრიუმის საქარინატი, ნატრიუმის აცეტატი, მეთილ-პარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილ-პარაჰიდროქსიბენზოატი, ყინულის ძმარმჟავა, გასუფთავებული წყალი.

პრეპარატ პარლაზინის წვეთების გარეგნული აღწერა და შეფუთვის შემცველობა

გარეგნული აღწერა:

უფერო ტკბილი სითხე ნალექის გარეშე, ძმარმჟავას დამახასიათებელი მსუბუქი სუნით.

შეფუთვა:

ყავისფერი შუშის ფლაკონი 20 მლ-ს მოულობით პე საწვთურით და პპ თავსახურით შიდა პე ფენით, ბავშვების მიერ გახსნის სპეციალური დამცავით და პირველი გახსნის კონტროლით. ერთი ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად. 

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მეტი ინფორაცია
Units1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy