ელსანტი - Elsant სიროფი 2.5მგ/მლ 150 მლ

განსაკუთრებული ფასი 20,90 GEL რეგულარული ფასი 22,00 GEL
მარაგშია
SKU
94103_1044

ჩვენება: ცემინება, ცხვირიდან გამონადენი და ქავილი, სასის ქავილი, და წითელი ან წყლიანი თვალები და ქავილი, რაც დაკავშირებულია ალერგიულ რინიტთან.

ელსანტი

2.5 მგ/5 მლ, სიროფი

პერორალური

აქტიური ნივთიერება: სიროფის 5 მლ შეიცავს 2.5 მგ დესლორატადინს.

სხვა ინგრედიენტები: პროპილენ გლიკოლი, სორბიტოლი, ნატრიუმის ციტრატი, ნატრიუმის ბენზოატი, დინატრიუმის EDTA, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, საქაროზა, მარწყვის არომატი, სანსეტ ყვითელი, დეიონიზირებული წყალი.

მედიკამენტის გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით და ბოლომდე წაიკითხეთ ეს ინსტრუქცია, ვინაიდან ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
ნებისმიერი დამატებითი შეკითხვის არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს მედიკამენტი დანიშნულია პირადად თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვას.
თუ მკურნალობისას, წახვალთ ექიმთან ან საავადმყოფოში, აცნობეთ მკურნალ ექიმს, რომ ღებულობთ ამ მედიკამენტს.
დაიცავით გამოყენების ინსტრუქცია. არ გამოიყენოთ რეკომენდებულზე უფრო მაღალი ან უფრო დაბალი დოზა.

ინსტრუქციის შინაარსი:

1.რა არის ელსანტი და რისთვის გამოიყენება
2.რა უნდა იცოდეთ ელსანტის მიღებამდე
3.ელსანტის მიღების წესი
4.შესაძლო გვერდითი მოვლენები
5.ელსანტის შენახვის პირობები

1. რა არის ელსანტი და რისთვის გამოიყენება

ელსანტი გაყიდვაშია 150 მლ-იან ბოთლებში.

ელსანტი წარმოადგენს ანტიალერგიულ პრეპარატს, რომელიც არ იწვევს თავბრუსხვევას. ის ხელს უწყოს ალერგიურლი რეაქციების და მისი სიმპტომების კონტროლს.

ელსანტი ხსნის ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა ცემინება, ცხვირიდან გამონადენი და ქავილი, სასის ქავილი, და წითელი ან წყლიანი თვალები და ქავილი, რაც დაკავშირებულია ალერგიულ რინიტთან (მაგ. თივის ცხელება, ალერგია მტვრის ტკიპას მიმართ).

ელსანტი ასევე გამოიყენება ჭინჭრის ციებასთან დაკავშირებული სიმპტომების მოსახსნელად, როგორიცაა ქავილი, გამონაყარი და სიწითლე.

აღნიშნული სიმპტომების მოხსნა გრძელდება მთელი დღე და დაგეხმარებათ დაუბრუნდეთ ნორმალურ დღიურ საქმიანობას და ძილს.

ტაბლეტირებული ფორმით იხილეთ აქ: ელსანტი - Elsant 5 მგ 20 ტაბლეტი

2. ელსანტის მიღებამდე

არ მიიღოთ ელსანტი

თუ ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) დესლორატადინის, ლორატადინის ან ელსანტში შემავალი ნებისმიერი სხვა კომპონენტის, განსაკუთრებით საღებავი სანსეტ ყვითელის მიმართ.
ელსანტი გამოიყენება  ბავშვებში 6 თვის ასაკიდან 11 წლამდე, მოზრდილებში (≥12წლიდან) და ზრდასრულებში ხანდაზმულების ჩათვლით.

გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე ელსანტით მკურნალობის დროს

თუ გაქვთ თირკმლის ფუნქციის დარღვევა.
თუ რომელიმე ამ გაფრთხილებებიდან გეხებათ თქვენ, მაშინაც კი თუ წარსულში გეხებოდათ ნებისმიერ დორს, გთხოვთ მიმართოთ ექიმს კონსულტაციისათვის.

ელსანტის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

ელსანტის მიღება შეიძლება ჭამის შემდეგ ან უზმოზე.

ორსულობა

მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს მედიკამენტის მიღებამდე.

თუ ხართ ორსულად, არ გამოიყენოთ ელსანტი.

თუ აღმოაჩენთ, რომ ორსულად ხართ მკურნალობის დროს, დაუყოვნებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის.

ძუძუთი კვება

მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის.

თუ ხართ მეძუძური დედა, არ გამოიყენოთ ელსანტი.

ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

რეკომენდებულ დოზაზე, არ არის მოსალოდნელი, რომ ელსანტი გამოიწვევს ძილიანობას ან სიფხიზლის დარღვევას. თუმცა ძალიან იშვიათად ზოგიერთ პირს აღენიშნება ძილიანობა ელსანტის გამოყენებისას, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ელსანტის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ

ელსანტის სიროფი შეიცავს საქაროზას და სორბიტოლს. თუ ექიმს ნათქვამი აქვს თქვენთვის, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა, ამ სამკურნალო პრეპარატის მიღებამდე დაუკავშირდით მკურნალ ექიმს.

ელსანტის სიროფი შეიცავს სანსეტ ყვითელს საღებავის სახით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.

ეს სამკურნალო პრეპარატი შეიცავს  1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) ერთ დოზაზე, რაც პრაქტიკულად ნიშნავს, რომ ის არ შეიცავს ნატრიუმს.

სხვა მედიკამენტების მიღება

სხვა მედიკამენტებთან ელსანტის ურთიერთქმედებების შესახებ ცნობილი არ არის.

გთხოვთ აცნობოთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ ან ადრე მიღებული გაქვთ ნებისმიერი სხვა მედიკამენტი, ურეცეპტოდ გაცემული მედიკამენტების ჩათვლით.

3. ელსანტის მიღების წესი

სწორის გამოყენების ინსტრუქციები და დოზირება/მიღების სიხშირე

ბავშვებში 6-დან 11 თვემდე: 2 მლ სიროფი დღეში ერთხელ. გამოიყენეთ 2 მლ-იანი საზომი კოვზი.

ბავშვები 1-დან 5 წლამდე: 2.5 მლ სიროფი დღეში ერთხელ. გამოიყენება 2.5 მლ-იანი საზომი კოვზი.  

ბავშვები 6-დან 11 წლამდე: 5 მლ სიროფი დღეში ერთხელ. გამოიყენეთ 5 მლ-იანი საზომი კოვზი.

ზრდასრულები და მოზარდები (≥ 12 წლის): 10 მლ სიროფი დღეში ერთხელ. გამოიყენეთ 5 მლ-იანი საზომი კოვზი ორჯერ.

მკურნალობის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით, თქვენი ექიმი დაადგენს ალერგიული რინიტის ტიპს და ხანგრძლივობას, თუ რამდენ ხანს უნდა მიიღოთ ელსანტი.

თუ გაქვთ ხანგამოშვებითი ალერგიული რინიტი (სიმპტომების არსებობა <4 დღე კვირაში ან < 4 კვირაში), თქვენი ექიმი გირჩევთ მკურნალობის გეგმას, რომელიც დამოკიდებული იქნება თქვენი დაავადების ისტორიის შეფასებაზე.

თუ გაქვთ პერსისტიული ალერგიული რინიტი (სიმპტომების არსებობა კვირაში 4 ან მეტი დღის და 4 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში), თქვენმა ექიმმა შეიძლება გირჩიოთ მკურნალობის უფრო ხანგრძლივი პერიოდი.

ჭინჭრის ციებისათვის, მკურნალობის ხანგრძლივობა შეიძლება განსხვავდებოდეს პაციენტებში; შესაბამისად უნდა დაიცვათ თქვენი ექიმის ინსტრუქციები.

მიღების წესი

გადაყლაპეთ სიროფი და მიაყოლეთ წყალი. ელსანტის მიღება შეიძლება საკვებთან ან საკვების გარეშე.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები

გამოყენება ბავშვებში

ელსანტის მიღება შეიძლება 6 თვის ასაკიდან.

გამოყენება ხანდაზმულებში

ელსანტის ეფექტურობა და უსაფრთხოება ჯერ არ არის დადგენილი ხანდაზმულებში.

სპეციალური პირობები

ღვიძლის უკმარისობა

ღვიძლის უკმარისობის დროს გამოყენების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.

თირკმლის უკმარისობა

თირკმლის მძიმე უკმარისობის შემთხვევაში, ელსანტის მიღებისას სიფრთხილე არის საჭირო.

თუ ფიქრობთ, რომ ელსანტის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ იღებთ საჭიროზე მეტ ელსანტს

ელსანტი მიიღეთ მხოლოდ დანიშნულებისამებრ. შემთხვევითი ჭარბი დოზირების დროს მძიმე პრობლემები მოსალოდნელი არ არის.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ელსანტი, დაუკავშირდით მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ ელსანტის მიღება

თუ დაგავიწყდათ დოზის დროულად მიღება, მიიღეთ ის, როგორც კი გაგახსნედებათ, და შემდეგ დაუბრუნდით რეგულარულ დოზირებას.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსაციის მიზნით.

თუ შეწყვიტეთ ელსანტის მიღება

დაფიქსირებული ეფექტები არ არსებობს.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს ელსანტის ინგრედიენტების მიმართ მგრძნობელობის მქონე პირებში. ზრდასრულებში, ელსანტის ჯგუფის გვერდითი მოვლენები ისეთივეა, როგორც პლაცებოს ჯგუფში (არათერაპიული მედიკამენტის ტიპი). თუმცა ხშირი გვერდითი მოვლენები 2 წლამდე ასაკის ბავშვებში არის ფაღარათი, ცხელება და უძილობა, მაშინ როდესაც ზრდასრულებში სისუსტე, პირის სიმშრალე და თავის ტკივილი დაფიქსირდა უფრო ხშირად, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში.

გვერდითი მოვლენები ქვემოთ მოცემულია სისტემათა ორგანოების კლასების მიხედვით. სიხშირე განისაზღვრება შემდეგნაირად:

სხვადასხვა ორგანოთა სისტემებში:

ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100; <1/10), არახშირი (≥1/1,000; < 1/100), იშვიათი (≥1/10,000; <1/1,000), ძალიან იშვიათი (<1/10,000), უცნობი (შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით).

ხშირი                         : სისუსტე,

არახშირი                  : პირის სიმშრალე, თავის ტკივილი.

ძალიან იშვიათი      : ალერგიული რეაქციები (სუნთქვის გაძნელება, ქოშინი, ქავილი, ჭინჭრის ციება, გამონაყარი), ჰალუცინაციები, ინსულტი, მოუსვენრობა სხეულის გაზრდილი მოძრაობებით, გულის ფრიალი, გულისცემის გახშირება, ღვიძლის ფუნქციური სინჯების დარღვევა, ჰეპატიტი ძილიანობა, ფიზიკური და გონებრივი ჰიპერაქტივობა, კუჭის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, უძილობა, ძილიანობა, კუნთების ტკივილი, მეტეორიზმი.

თუ გამოვლინდა რომელიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში, შეატყობინეთ ამის შესახებ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

საეჭვო გვერდითი მოვლენების რეპორტინგი

თუ განვითარდა ნებისმიერი გვერდითი მოვლენა, ნებისმიერი შესაძლო გვერდითი მოვლენის ჩათვლით, რომელიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ დაეხმარებით მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებაში.

5. ელსანტის შენახვის პირობები

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას და თავის შეფუთვაში.

შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე < 25°C.

ეს მედიკამენტი გამოიყენეთ ვარგისობის თარიღის მიხედვით.

არ გამოიყენოთ ელსანტის სიროფი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც აღნიშნულია კოლოფზე.

არ გამოიყენოთ ელსანტის სიროფი, თუ შენიშნავთ პროდუქტის და/ამ მისი ბოთლის ნებისმიერ დეფექტს.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტულიპროდუქტისჯგუფი -III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

მეტი ინფორაცია
Units1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy