Desloradin - დესლორადინი 5მგ 20 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 15,22 GEL რეგულარული ფასი 21,49 GEL
მარაგშია
SKU
63766_773

ჩვენება: ალერიგული რინიტი, როგორიცაა ცემინება, სისველე ან ქავილი ცხვირში, ხახის ქავილი, თვალების სიწითლე, ჭინჭრის ციება.

დესლორადინი 5მგ გარსით დაფარული ტაბლეტი

DESLORADIN

* აქტიური ნივთიერება: თითოეული გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 5მგ დესლორატადინს.

* დამხმარე ნივთიერებები: ორფუძიანი კალციუმის ფოსფატი უწყლო, მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, ტალკი (E553b), ლაქტოზას მონოჰიდრატი (მიღებული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რძისგან), ჰიდროქსიპროპილ მეთილ ცელულოზა (E464), ტიტანის დიოქსიდი (E171), პოლიეთილენ გლიკოლი, ინდიგოკარმინი ალუმინის ლაქი (E132) და სანსეთ ყვითელი FCF ალუმინის ლაქი (E110).

ფრთხილად წაიკითხეთ ფურცელი-ჩანართი პრეპარატის გამოყენებამდე. ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

* შეინახეთ ფურცელი-ჩანართი. შესაძლებელია მისი წაკითხვა კვლავ

დაგჭირდეთ.

* დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

* აღნიშნული პრეპარატი გამოწერილია თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვებს.

* მოცემული პრეპარატის გამოყენებისას, ექიმთან ან ჰოსპიტალში ვიზიტის

დროს, აცნობეთ ექიმს, რომ იღებთ მოცემულ პრეპარატს.

* დაიცავით მოცემულ ფურცელ-ჩანართში მითითებული დირექტივები. არ

გამოიყენოთ უფრო მაღალი ან დაბალი დოზა, ვიდრე თქვენთვისაა რეკომენდებული.

აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში:

1. რა არის დესლორადინი და რისთვის გამოიყენება ის

2. რა უნდა იცოდეთ დესლორადინის მიღებამდე

3. როგორ უნდა მიიღოთ დესლორადინი

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

5. როგორ უნდა შეინახოთ დესლორადინი

1. რა არის დესლორადინი და რისთვის გამოიყენება ის?

დესლორადინი შეიცავს დესლორატადინს, რომელიც არის ანტიჰისტამინი.

დესლორადინი არის ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატი, რაც არ იწვევს ძილიანობას. იგი ხელს უწყობს ალერგიული რეაქციების და სიმპტომების კონტროლს.

დესლორადინი 5მგ გარსით დაფარული ტაბლეტები შეფუთულია ბლისტერში 20 ტაბლეტით.

ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატს, რომელიც მიღებულია რქოსანი პირუტყვის რძისგან.

დესლორადინი ხსნის სიმპტომებს, რომელიც ასოცირდება ალერიგულ რინიტთან, როგორიცაა ცემინება, სისველე ან ქავილი ცხვირში, ხახის ქავილი, თვალების სიწითლე ან წყლიანობა (მაგ. თივის ცხელება ან მტვრის ტკიპას მიმართ ალერგია).

დესლორადინი ასევე ინიშნება ჭინჭრის ციებასთან ასოცირებული სიმპტომების მოხსნასთან (კანის დაავადება გამოწვეული ალერგიით) როგორიცაა ქავილი და შეშუპება და თივის ცხელება).

მოცემული სიმპტომების მოხსნა გრძელდება მთელი დღე და ხელს უწყობს დღის მანძილზე ნორმალური საქმიანობის წარმართვას და ძილს.

2. რა უნდა იცოდეთ დესლორადინის მიღებამდე

არ მიიღოთ დესლორადინი:

- თუ ხართ ალერგიული დესლორატადინის, ლორატადინის ან პრეპარატის რომელიმე ნივთიერების მიმართ.

გარფთხილებები და სიფრთხილის ზომები

- აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს დესლორატადინის მიღებამდე, თუ გაქვთ თირკმლის დარღვეული ფუნქცია.

კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს, მაშინაც კი თუ მოცემული მტკიცებულებები გეხებოდათ წარსულშიც კი.

 დესლორადინი საკვებთან და სასმელთან ერთად

დესლორადინის მიღება შესაძლებელია საკვების გარეშე.

ორსულობა

მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის პრეპარატის მიღების შესახებ.

თუ ხრთ ორსულად, ფიქრობთ რომ ხართ ორსულათ ან გეგმავთ ორსულობას, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის პრეპარატის მიღებამდე.

დესლორადინის მიღება არ არის რეკომენდებული თუ ხართ ორსულად.

ლაქტაცია

ჰკითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის პრეარატის მიღებამდე.

დესლორადინის მიღება არ არის რეკომენდებული ლაქტაციის დროს.

ავტოტრასპორტის და მექანიზმების მართვა

რეკომედებული დოზებით მოცემული პრეპარატი არ ზემოქმედებს ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე. მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობა არ განიცდის ძილიანობას, რეკომენდებულია არ განახორციელოთ ისეთი ქმედებები, რაც მოითხოვს გონებრივ ყურადღებას, როგორიცაა ავტოტრანსპორტის და მეაქნაიმზების მართვა .

მნიშვნელოვანი ინფორმაცია დესლორადინის ზოგიერთი ნივთიერების მიმართ

თუ გაცნობეს, რომ გაქვთ შაქრის აუტანლობა პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

დესლორადინმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიულირ რექციები ვინაიდან შეიცავს სანსეტ ყვითელ FCF ალუმინის ლაქს.

სხვა პრეპარატები და დესლორადინი

უცნობია  დესლორადინის სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება.

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან აპირებთ მიიღოთ სხვა პრეპარატები.

3. დესლორადინის მიღების წესი

პრეპარატი მიიღეთ ყოველთვის ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციის მიხედვით.

თუ არ ხართ დარწმუნებული გადაამოწმეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ინსტრუქციები სათანადო გამოყენების და დოზირების/გამოყენების სიხშირის შესახებ:

მოზრდილები და მოზარდები 12 წლის ასაკიდან:

რეკომენდებულია ერთი ტაბლეტი დღეში ერთხელ წყლის მიყოლებით, საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

მოცემული პრეპარატი მიიღება პერორალურად. ტაბლეტი გადაყლაპეთ მთლიანად წყლის მიყოლებით ჭამის წინ ან შემდეგ.

მკურნალობის სიხშირესთან დაკავშირებით, ექიმი გადაწყვეტს ალერგიული რინიტის ტიპს და განსაზღვრავს დესლორადინის მიღების ხანგრძლივობას.

თუ თქვენი ალერგიული რინიტი წყვეტილია (სიმპტომები არსებობს <4 დღე კვირაში ან <4 კვირა), ექიმი გრიჩევთ მკურნალობის განრიგს, რომელიც დამოკიდებული იქნება თქვეი დაავადების ისტორიაზე.

თუ თქვენი ალერიგული რინიტი მდგრადია (სიმპტომების არსებობს 4 დღე ან მეტი კვირაში და >4 კვირა), ექიმი დაგინიშნავთ უფრო ხანგრძლივ მკურნალობას.

ჭინჭრის ციებისთვის, მკურნალობის ხანგრძლივობა შეიძლება განსხვავდებოდეს პაციენტებს შორის და ამიტომ უნდა დაიცვათ ექიმის ინსტრუქციები.

მიღების მეთოდი:

პრეპარატი მიიღება პერორალურად.

ტაბლეტი გადაყლაპეთ წყლის მიყოლებით ჭამის წინ ან შემდეგ.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი:

გამოყენება ბავშვებში:

არ მისცეთ ეს პრეპარატი 12 წლამდე ასაკის ბავშვებს.

გამოყენება ხანდაზმულებში:

დესლორადინის ეფექტურობა და უსაფრთხოება გერიატრიულ პოპულაციაში არ დადგენილა.

განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები.

ღვიძლის უკმარისობის შემთხვევაში:

არ არსებობს მოანცემები მისი გამოყენების შესახებ პაციენტებში ღვიძლის უკმარისობით.

თირკლმის უკამრისობის დროს:

დესლორადინი გამოიყენება სიფრთხილით თირკმლის მწვავე უკამრისობის დროს.

თუ შეამჩნევთ, რომ დესლორადინი ძალიან ძლიერ ან სუსტად მოქმედებს თქვენზე, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ იღებთ საჭიროზე მეტ დესლორადინს:

მიიღეთ დესლორადინი მხოლოდ ისე, როგორც გამოწერილია თვენთვის. არ არის მოსალოდნელი სერიოზული პრობლემები შემთხვევით ჭარბი დოზირებისას.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი დესლორადინი აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ დესლორადინის მიღება

თუ დაგავიწყდათ დოზის დროულად მიღება, მიიღეთ დაუყოვნებლივ ან დაუბრუნდით რეგულარულ დოზირების განრიგს.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის სანაცვლოდ.

შესაძლო ეფქტები დესლორადინის მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ:

არ შეინიშნებოდა ეფექტები.

თუ შეწყვიტეთ დესლორადინის მიღება

დამატებითი კითხვებისთვის პრეპარატის გამოყენების შესახებ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

სხვა პრეპარატების მსგავსად, მოცემულ პრეპარატს შეუძლია გამოიწვიოს გვედითი ეფექტები.

არასასურველი მოვლენები კლასიფიცირებულია შემდეგი სიხშირის მიხედვით:

- ძალინ ხშირი: შეიძლება 1/10-ში.

- ხშირი: 1/10- >1/100-ში

- არახშირი: 1/100, >1/1000-ში.

- იშვიათი: 1/1000, >1/10000-ში.

- ძალიან იშვიათი: 1/10000-ში

- უცნობი: სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით.

დესლორადინის გაყიდვაში არსებობისას მწვავე ალერგიული რეაქციები (სუნთქვის გაძნელება, ხიხინი, ქავილი, თივის ცხელება და შეშუპება) შეინიშნებოდა ძალიან იშვიათად. თუ შენიშნავთ რომელიმე სერიოზულ გევრდით ეფექტს, შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას.

კლინიკურ კვლევებში მოზრდილებში, გვერდითი ეფექტები იგივე იყო ფიქტიური ტაბლეტის მიღებისას. თუმცა, დაღლილობა, პირის სიმშრალე და თავის ტკივილი ძალიან ხშირი იყო ფიქტიური ტაბლეტის მიღებისას.

დესლორატადინით ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში შემდეგი სახის გვერდითი ეფექტები შეინიშნებოდა:

ხშირი:

* დაღლილობა

* პირის სიმშრალე

* თავის ტკივილი

ესენია დესლორადინის მსუბუქი ეფექტები.

დესლორადინის გაყიდვაში არსებობისას შეინიშნებოდა შემდეგი სახის გვერდითი ეფქტები:

ძალიან იშვიათი:

* მწვავე ალერგიული რეაქციები

* გამონაყარი

* მოუსვენრობა სხეულის გაძლიერებული მოძრაობით

* სწრაფი გულსიცემა

* ღვიძლის ფუნქციის დარღვეული ტესტები

* ღვიძლის ანთება

* კუჭის ტკივილი

* გულისრევა

* რებინება

* დიარეა

* უძილობა

* ძილიანობა

* კუნთების ტკივილი

* კუჭის დისკომფორტი

* ჰალუცინაციები

* კრუნჩხვები

უცნობია:

 * კანის მომატებული მგრძნობელობა მზის მიმართ (სუსტი მზის დროსაც) და UV სინათლის მიმართ (სოლარიუმი)

* გულისცემის ცვლილება

* კანის და/ან თვალების გაყვითლება

* უჩვეულო სისუსტე

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

აცნობეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს ნებისმიერი სახის გვერდითი ეფექტის განვითარების შემთხვევა, რომელიც მოცემულია ან არა პაციენტისთვის განკუთვნილ ინსტრუქციაში.

გევრდითი ეფექტების შეტყობინებით ხელს შეუწყობთ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.

თუ განვითარდება გვერდითი ეფექტი, რაც არ არის მითითებული გამოყენების ისნტრუქციაში, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

5. დესლორადინის შენახვის პირობები

დესლორადინი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას ორიგინალ შეფუთვაში.

შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე არაუმეტეს 25℃-ზე.

გამოიყენეთ ვარგისობის ვადის მიხედვით.

არ გამოიყენოთ დესლორადინი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.

თუ შენიშნავთ პროდუქტზე და/ან შეფუთვაზე დეფექტებს არ გამოიყენოთ დესლორადინი.

არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატები! გადაეცით შეგროვებით სისტემას, რომელიც დადგენილია ურბანიზმის და გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ.

გაცემის წესი:  ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.                                                                                                            

მეტი ინფორაცია
რაოდენობა20
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy