აბუსალათინის ზეთი 50მლ
ჩვენება:მწვავე ყაბზობა,კანის დასარბილებლად,თმის ზრდის სტიმულირებისთვის.
ანოტაცია
სახელწოდება - აბუსალათინის ზეთი
ფორმა - გარეგანი და შინაგანი გამოყენებისათვის
აღწერა - გამჭვირვალე, უფერო ან ღია ყვითელი შეფერილობის ზეთი სპეციფიკური სუნით.
მოქმედება: თორმეტგოჯა ნაწლავის ტუტე გარემოში ლიპაზას ზემოქმედებით აბუსალათინის ზეთისგან წარმოიქმნება რიცინოლის მჟავა, რომელიც აღიზიანებს ნაწლავების რეცეპტორებს და რეფლექტორულად აძლიერებს მის პერისტალტიკას. საფაღარათო ეფექტი ვლინდება მიღებიდან 2 - 6 სთ-ის შემდეგ. 4 გ ზეთის მიღების შემთხვევაში რიცინოლის მჟავის აბსორბცია შეადგენს 100 %-ს, 50 გ ზეთის მიღების შემთხვევაში - მხოლოდ 36 %-ს, 60 გ ზეთის მიღების შემთხვევაში კი - 10 %-ს.
პრეპარატის გამოყენებისას ასევე აღინიშნება საშვილოსნოს კუნთის რეფლექტორული შეკუმშვა.
ჩვენება
•მწვავე ყაბზობა;
•მოწამვლა (ცხიმში ხსნადი ნივთიერებებით მოწამვლის გარდა);
•კვებითი ინტოქსიკაცია;
•ნაწლავების გაწმენდა დიაგნოსტიკური პროცედურების ჩასატარებლად;
•კანის დასარბილებლად;
•თმის ზრდის სტიმულირებისთვის.
გამოყენების წესი და დოზირება
საფაღარათო საშუალება - მოზრდილებში - 1-2 სუფრის კოვზი, დღეში ერთხელ;
ბავშვებში 12-დან 14 წლამდე - 1-3 ჩაის კოვზით დღეში ერთხელ.
ნაწლავის გაწმენდა დიაგნოსტიკური პროცედურების ჩასატარებლად - პროცედურის ჩატარებამდე 2 - 6 სთ-ით ადრე.
კანის დასარბილებლად - გამომშრალი და აქერცლილი კანის დასარბილებლად გამოიყენება საფენების სახით 1:10 განზავებით 2% სალიცილის მჟავას სპირტიან ხსნართან ერთად, 4-7 დღის განმავლობაში.
თმის ზრდის სტიმულირებისთვის - აბუსალათინის ზეთს უნდა განზავდეს 95 %-ინი ეთილის სპირტით და ხსნარს შეიზელენ თავის კანზე.
სიფრთხილის ზომები
რეკომენდირებულია აბუსალათინის ზეთის, როგორც საფაღარათო საშუალების, გამოყენება არაუმეტეს 3 დღის განმავლობაში.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
გვერდითი მოვლენები:
ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა;
საჭმლის მონელების დარღვევა, ხშირი გამოყენების შემთხვევაში – ენტეროკოლიტი, A და D ჰიპოვიტამინოზი;
უკუჩვენებები:
აბუსალათინის ზეთი არ გამოიყენება ცხიმში ხსნადი ნივთიერებებით (ფოსფორი, ბენზოლი, ფენოლი და სხვა) მოწამვლისას. მუცლის ღრუში მწვავე ანთებითი პროცცესების (აპენდიციტი, პერიტონიტი და სხვა), წყლულოვანი დაავადებების, ნაწლავური სისხლდენების, კახექციის, ორსულობის დროს. 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ჭარბი დოზირება: აბუსალათინის ზეთის 7 გ/კგ-ზე მიღების შემთხვევაში აღინიშნება ჭარბი დოზირების სიმპტომები: ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, თავბრუსხვევა.
ანტიდოტად გამოიყენება ატროპინის სულფატი და ლოპერამიდი.
ჭარბი დოზირების შემთხვევაში აუცილებელია ზეთის გამოყენების შეწყვეტა და დიდი რაოდენობით სითხის მიღება.
შენახვის პირობები
ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, გრილ, ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას, მჭიდროდ დახურულ მდგომარეობაში. მოარიდეთ ცეცხლს.
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account