Wobenzym - ვობენზიმი 200 დრაჟე

განსაკუთრებული ფასი 176,95 GEL რეგულარული ფასი 206,96 GEL
მარაგშია
SKU
81630_225

ჩვენება:პოსტ-ტრავმული შეშუპებები,ანთებითი და ოპერაციის შემდგომი მდგომარეობები ქირურგიაში.

ყურადღებით წაიკითხეთ ეს წერილობითი ინფორმაცია თავიდან ბოლომდე, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

ეს მედიკამენტი გაიცემა რეცეპტის გარეშე. თუმცა მიუხედავად ამისა, მაქსიმალური შედეგის მისაღებად, ვობენზიმი სიფრთხილით უნდა მიიღოთ.

-        შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

-        თუ გჭირდებათ მეტი ინფორმაცია ან რჩევა, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

-        თუ შენიშნავთ სერიოზულ გვერდით ეფექტებს ან ისეთ მოვლენებს, რომლებიც ამ ინსტრუქციაში მოცემული არ არის, გთხოვთ აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს.

რა არის მოცემული ამ ინსტრუქციაში

1.       რა არის ვობენზიმი და რისთვის გამოიყენება

2.       რა უნდა იცოდეთ ვობენზიმის მიღებამდე

3.       როგორ მიიღება ვობენზიმი

4.       შესაძლო გვერდითი ეფექტები

5.       როგორ ინახება ვობენზიმი

6.       დამატებითი ინფორმაცია

1. რა არის ვობენზიმი და რისთვის გამოიყენება

ვობენზიმი შეიცავს კომბინირებულ ენზიმებს (ცილის დამშლელ ნივთიერებებს), რომლებსაც შეუძლიათ იმოქმედონ იმუნურ სისტემაზე, დათრგუნონ ანთება ან შეშუპება და გარკვეულწილად დაშალონ სისხლის კოლტები. ისინი აჩქარებენ ანთების მიმდინარეობას და ამცირებენ მის შედეგებს, პათოლოგიურ სიმპტომებს თრგუნავენ დამაზიანებელი იმუნოკომპლექსებით, რომლებიც წარმოიქმნება ანთებისსაწინააღმდეგო პასუხის შედეგად. ადამიანის ორგანიზმისთვის მავნე მეტაბოლიზმის პროდუქტების და ნეკროზული ქსოვილის მასალის დაშლა უნდა მოხდეს სწრაფად. შეშუპება და სისხლჩაქცევები უკეთ უნდა გაიწოვოს. ჩვეულებრივ ნორმაში მოყავს სისხლძარღვის კედლის განვლადობა. ვობენზიმი ამცირებს სისხლის წებოვნებას და აქედან გამომდინარე, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას უმცირეს სისხლძარღვებში. ტაბლეტები რეზისტენტულია კუჭის წვენის მიმართ. ვობენზიმი რეკომენდებულია მოზრდილებში შემდეგი მდგომარეობების დროს:

-        პოსტ-ტრავმული შეშუპებები

-        ანთებითი და ოპერაციის შემდგომი მდგომარეობები ქირურგიაში

-        სხვადასხვა ეტიოლოგიის ლიმფედემა (ლიმფის დრენაჟის დარღვევით გამოწვეული ედემა)

-        ფიბროცისტური მასტოპათია (სარძევე ჯირკვლის ქრონიკული დაავადება, რომელსაც ახასიათებს ღრუების და შემაერთებელი ქსოვილის წარმოქმნა)

-        ქვემო კიდურების პოსტ-თრომბოზული სინდრომი (ქვემო კიდურებში თრომბების შედეგად ვენების ბლოკირების შემდგომი მდგომარეობა), ზედაპირული ვენების ანთება

-        იმუნოკომპლექსებით გამოწვეული ზოგიერთი დაავადება ქრონიკული ართრიტი, მრავლობითი ცერებროსპინალური სკლეროზი, სისხლძარღვების ანთება)

-        ქრონიკული და მორეციდივე ანთება (ცხვირის, ყურის, ყელის, ზემო და ქვემო რესპირატორული ტრაქტის, საშარდე სისტემის და გენიტალიების, სახსრების და სხვ.მიდამოში)

2. რა უნდა იცოდეთ ვობენზიმის მიღებამდე

არ მიიღოთ ვობენზიმი

-        თუ ალერგიული ხართ (გაქვთ მომატებული მგრძნობელობა) აქტიური ნივთიერების ან ვობენზიმის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

-        დაავადებების შემთხვევაში, რომელთა დროსაც აღინიშნება სისხლდენის ან ფიბრინოლიზის მომატებული ტენდენცია  (სისხლის კოლტის დაშლა).

განსაკუთრებით ფრთხილად იყავით ვობენზიმის მიღებისას.

ეს სამედიცინო პროდუქტი არ ცვლის ანტიბიოტიკოთერაპიას ინფექციური ანთების დროს, თუმცა ზრდის მის ეფექტურობას. ქრონიკული დაავადებების დროს ასევე ვობენზიმის ორ თვეზე ხანგრძლივი გამოყენების საჭიროებისას აუცილებელია ექიმის კონსულტაცია. ზოგჯერ ქრონიკული დაავადების დროს ვობენზიმის მიღებისას დასაწყისში შეიძლება აღინიშნოს სიმპტომების გაუარესება, რაც ამ დრომდე არსებული გამოცდილების მიხედვით, უმრავლეს შემთხვევებში მიიჩნევა თერაპიაზე ორგანიზმის დადებით პასუხად. ამ შემთხვევაში მედიკამენტის მიღება არ უნდა შეწყდეს და უნდა გაითვალისწინონ დოზის შემცირება. ამ შემთხვევაში არასასურველი რეაქციების ან რაიმე იშვიათი მოვლენის განვითარების შესაძლებლობის გამო, საჭიროა ექიმის კონსულტაცია. როდესაც იღებთ რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემულ სხვა სამედიცინო პროდუქტებს, ვობენზიმის გამოყენება ექიმთან უნდა შეათანხმოთ. თუ ექიმმა სხვა მედიკამენტი უნდა დაგინიშნოთ, აცნობეთ, რომ ვობენზიმს იღებთ. რეცეპტის გარეშე გაცემული სხვა საშუალებები ვობენზიმთან ერთად არ მიიღოთ ექიმის კონსულტაციის გარეშე.

სხვა მედიკამენტების მიღება

ანთებითი დაავადებების შემთხვევაში ვობენზიმი არ ცვლის ანტიბიოტიკოთერაპიას, თუმცა აძლიერებს მის ეფექტს, აქედან გამომდინარე, გირჩევთ, კონსულტაცია გაიაროთ თქვენს ექიმთან,  შესაბამის ანტიბიოტიკებთან კომბინაციის დანიშვნისთვის.

ვობენზიმის და სხვა მედიკამენტების არასასურველი ურთიერთქმედება ცნობილი არ არის.

ექიმს ან ფარმაცევტს აცნობეთ,  რა პრეპარატებს იღებდით და რის მიღებას აპირებთ, რეცეპტის გარეშე გაცემული საშუალებების ჩათვლით.

ვობენზიმის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

მთელი, დაუღეჭავი ტაბლეტების მიღება რეკომენდებულია ჭამამდე ნახევარი საათით ადრე,  დიდი რაოდენობით სითხესთან ერთად (მინიმუმ მეოთხედი ლიტრი).

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობის დროს ვობენზიმის გამოყენების შესახებ კონსულტაცია  უნდა გაიაროთ ექიმთან, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თერაპიის დროს დაორსულდებით. ნებისმიერი სამედიცინო პროდუქტის მიღების დაწყებამდე გაიარეთ ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია.

ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება

ვობენზიმის გამოყენება არ მოქმედებს ყურადღების კონცენტრაციაზე ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის დროს.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ზოგიერთი კომპონენტის შესახებ

 ეს სამედიცინო პროდუქტი შეიცავს რძის შაქარს ლაქტოზას (დაახლოებით 149მგ-ს ერთ ტაბლეტში). თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ სამედიცინო პროდუქტის გამოყენებამდე თქვენს ექიმს დაუკავშირდით. ეს სამედიცინო პროდუქტი აგრეთვე შეიცავს საღებავებს პონცო 4R (კოხინელი წითელი A, E124) 0.38მგ ერთ ტაბლეტში და ფორთოხლისფერ ყვითელს S (E110) 0.83მგ ერთ ტაბლეტში, მათ შეიძლება გამოიწვიონ ალერგიული რეაქციები.

3. როგორ მიიღება ვობენზიმი

ვობენზიმი ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ექიმის დანიშნულების შესაბამისად. თუ რამეში ეჭვი გეპარებათ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. სიმწვავის მიხედვით, თერაპია იწყება  დღეში 5 -დან   და 10 ტაბლეტამდე, დღეში 3-ჯერ მიღებით. პათოლოგიური სიმპტომების რეგრესის მიხედვით დოზირება თანდათან მცირდება შემანარჩუნებელ დოზამდე - 3 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.

-        ტრავმის შემდგომი ედემა (დაჟეჟილობა, ნაღრძობი, დისლოკაცია, მოტეხილობა)-რეკომენდებულია თერაპიის დაწყება დღეში სამჯერ 10 ტაბლეტის მიღებით, კლინიკური მდგომარეობის მიხედვით (7-10 დღის შემდეგ) დოზა მცირდება დღეში სამჯერ 3 ტაბლეტამდე სიმპტომების სრულ შეწყვეტამდე.

-        ოპერაციის შემდგომი მდგომარეობა ქირურგიაში-თერაპიას ვიწყებთ დღეში სამჯერ 10 ტაბლეტით, მწვავე მდგომარეობის შეწყვეტის შემდეგ (7-10 დღე) სიმპტომების გაქრობამდე ვაგრძელებთ დღეში სამჯერ 3 ან 5 ტაბლეტის გამოყენებას.

-        ლიმფედემა (ხანგრძლივი თერაპიით გამოწვეული), ვიწყებთ  დღეში ორჯერ 10 ტაბლეტის ან დღეში სამჯერ 7 ტაბლეტის გამოყენებას (4-5 კვირის განმავლობაში), შემდეგ დოზა მცირდება დღეში სამჯერ 5 ტაბლეტამდე ან დღეში სამჯერ 3 ტაბლეტამდე (მინიმუმ 8 კვირის განმავლობაში). ამ ჩვენების დროს რეკომენდებულია კონსულტაციის გავლა თქვენს მკურნალ ექიმთან.

-        ფიბროცისტური მასტოპათია (სარძევე ჯირკვლის ქრონიკული დაავადება, რომელსაც ახასიათებს ღრუების და შემაერთებელი ქსოვილის წარმოქმნა)-რეკომენდებულია დღეში ორჯერ 10 ტაბლეტის მიღება მინიმუმ 6 კვირის განმავლობაში. თერაპიის დაწყებამდე სასურველია თქვენი მკურნალი ექიმის კონსულტაცია.

-        პოსტ-თრომბოზული სინდრომი  (სისხლის კოლტით ვენის ბლოკირების შემდგომი მდგომარეობა) -10 ტაბლეტი სამჯერ დღეში ან 5 ტაბლეტი სამჯერ დღეში 5-6 კვირის განმავლობაში.

-        ზედაპირული ვენების ანთება-7 ტაბლეტი სამჯერ დღეში ან 5 ტაბლეტი სამჯერ დღეში 2-3 კვირის განმავლობაში.

-        სახსრების და ხერხემლის ქრონიკული ანთება (რევმატოიდული ართრიტი, ბეხტერევის დაავადება)- 5 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში 5-6 კვირის განმავლობაში.

-        ექსტრა-არტიკულარული რევმატიზმი 5 ტაბლეტი სამჯერ დღეში 3-4 კვირის განმავლობაში.

-        მრავლობითი ცერებროსპინალური სკლეროზი  (შეტევების ფაზებში და რემისიების დროს ქრონიკული პროგრესირებადი სტადიის დასაწყისში) დღე 1-14: 10 ტაბლეტი სამჯერ დღეში, შემდეგ შემანარჩუნებელ დოზაზე გადასვლა-3 ტაბლეტი სამჯერ დღეში ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ანთებითი მდგომარეობებისთვის (ინფექციური დაავადება, ფიზიკური დატვირთვა, სტრესი, ვაქცინაცია, მზის აბაზანები) დოზა უნდა გაიზარდოს დღეში სამჯერ 10 ტაბლეტამდე. რეკომენდებულია თერაპიის შესახებ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.

-        მწვავე, ქრონიკული და მორეციდივე ანთება (ცხვირის, ყურის და კისრის, ზემო და ქვემო რესპირატორული ტრაქტის, საშარდე სისტემის და გენიტალიების, სახსრების და სხვ.მიდამოში).

მწვავე ანთებისთვის-10 ტაბლეტი სამჯერ დღეში 2 კვირის განმავლობაში, ქრონიკული და მორეციდივე ანთებისთვის 5 ტაბლეტი სამჯერ დღეში 3-4 კვირის განმავლობაში.

ბავშვები

ბავშვებში ვობენზიმის გამოყენება შეიძლება მხოლოდ პედიატრის კონსულტაციის შემდეგ, რომელიც ასევე განსაზღვრავს დოზას. სხვაგვარი დანიშნულების არ არსებობის შემთხვევაში ბავშვებში დოზის გამოთვლა უნდა მოხდეს  წონის მიხედვით - დღეში 1 გასტრორეზისტენტული ტაბლეტი  6 კგ წონაზე.

ამ სამკურნალო პროდუქტის მიღებისშესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდით ეფექტები

როგორც ყველა სამედიცინო პროდუქტმა, ვობენზიმმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება. ვობენზიმი ჩვეულებრივ კარგად იატანება და არასასურველი ეფექტები არ აღინიშნა მაღალი დოზების ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაშიც. სპორადულად შეიძლება აღინიშნოს კონსისტენციის და ფერის უმნიშვნელო ცვლილება და განავლის სუნი. უფრო მაღალი ერთჯერადი დოზების მიღებისას შეიძლება აღინიშნოს კუჭის სავსეობის შეგრძნება, შებერილობა და უჩვეულო დაღლილობის შეგრძნება. ამის პრევენცია შეიძლება დღის განმავლობაში დოზების გაყოფით. დოზის შემცირების შემდეგ სიმპტომების პერსისტირების შემთხვევაში გაიარეთ ექიმის კონსულტაცია. იშვიათი ალერგიული რეაქციები (კანის გამონაყარი) ჩვეულებრივ წყდება სამედიცინო პროდუქტის გამოყენების შეწყვეტის შემდეგ. მათი განვითარების შემთხვევაში შეწყვიტეთ ვობენზიმის მიღება და მიმართეთ ექიმს. ვობენზიმის შემდგომი მიღების შესახებ აგრეთვე გაიარეთ ექიმთან კონსულტაცია ნებისმიერი ნაკლებად ხშირი რეაქციის შემთხვევაში.

თუ რომელიმე გვერდით ეფექტს სერიოზულად მიიჩნევთ ან შენიშნავთ მოვლენას, რომელიც გამოყენების ინსტრუქციაში აღნიშნული არ არის, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

5. როგორ ინახება ვობენზიმი

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეინახეთ მშრალ, ბნელ ადგილას 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. ვობენზიმი არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.  ვარგისიანობის ვადა ეხება თვის ბოლო დღეს.

სამკურნალო პროდუქტები არ უნდა განადგურდეს ნარჩენ წყალთან და საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად. გამოუყენებელი სამკურნალო პროდუქტები დააბრუნეთ აფთიაქში. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

6.დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს ვობენზიმი

აქტიური ნივთიერებებია: პანკრეატინი 300 F.I.P.-E. (პროტეაზა, 4000 F.I.P.-E. ამილაზა, 4500 F.I.P.-E. ლიპაზა), ტრიფსინი 360 F.I.P.-E., ქიმოტრიფსინი.,300 F.I.P.-E ბრომელენი 225 F.I.P.-E., პაპაინი 90 F.I.P.-E., ლიპაზა 34 F.I.P.-E., ამილაზა 50 F.I.P.-E.,  რუტოზიდის ტრიჰიდრატი 50მგ 1 გასტრორეზისტენტულ ტაბლეტში.

სხვა ინგრედიენტები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, პრეჟელატინიზებული სახამებელი, სტეარინის მჟავა, სილიციუმი კოლოიდური უწყლო დიოქსიდი, ტალკი, მეტაკრილის მჟავა-მეთილ მეტაკრილატის კოპოლიმერი (1:1), ნატრიუმის ლაურილ სულფატი, მაკროგოლი 6000, ჰიპრომელოზა, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, გლიცეროლი, ტიტანის დიოქსიდი, პონცო 4R  (კოხინელი წითელი A, E124) და ფორთოხლისფერი ყვითელი S (E110)

ვობენზიმის აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა

ვობენზიმი არის ნარინჯისფერი, გასტრო-რეზისტენტული, მუხუდოს ფორმის ტაბლეტები.

შეფუთვა და მისი შემადგენლობა: 40 ან 200 ტაბლეტი პვქ/პე/პვდქ/ალ ბლისტერში, ქაღალდის კოლოფში ან ან 800 ტაბლეტი პლასტმასის ფლაკონში მოსახრახნი თავსახურით (კლინიკური შეფუთვა). წერილობითი ინფორმაცია მომხმარებლებისთვის.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა200
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy