Vomistop - ვომისტოპი 30 კაფსულა

განსაკუთრებული ფასი 31,86 GEL რეგულარული ფასი 35,01 GEL
მარაგშია
SKU
83299_2099

ჩვენება:გულისრევა, ზღვის ავადმყოფობა, ორსულთა ტოქსიკოზი.

 

შემადგენლობა: 1 კაფსულა % DRI
 
 
 
კოჭას ექსტრაქტი (Zingiber officinale Extract)
500 მგ **
 
დარფილფილის ექსტრაქტი (Piper longum Extract)
200 მგ **

არტიშოკის ექსტრაქტი (Cynara scolymus L. Exstract)

300 მგ **
აქტივირებული ნახშირი 75 მგ **
ვიტამინი B6 5 მგ **

% RDI* : რეკომენდებული დღიური დოზა

** : არ არის განსაზღვრული დღიური დოზა

რას წარმოადგენს ვომისტოპი?

ვომისტოპი ეს არის ბიოლოგიურად აქტიური დანამატი ნაღვლმდენი, გულისრევის, ღებინების საწინააღმდეგო და შებერილობის საწინააღმდეგო მოქმედებით.

კოჭას ექსტრაქტი - კოჭას ექსტრაქტი (Zingiber officinale)  მოქმედებს როგორც ცენტრალურად ისე პერიფერიულად. ცენტრალურად მისი მოქმედება განპირობებულია H1 ჰისტამინური რეცეპტორებისა

და M ქოლინორეცეპტორების ბლოკირებით. ასევე მისი ცენტრალური მექანიზმი განპირობებულია სეროტონინული რეცეპტორების ბლოკირებით. პერიფერიული მოქმედების მექანიზმი განპირობებულია კუჭ-ნაწლავის ტრაქტში არსებული დოფამინური D-2 რეცეპტორების ბლოკირებით. კოჭას ექსტრაქტს გააჩნია პროკინეტიკური, ანტი-ქოლინერგული, ანტი-ნეიროკინეტიკური მოქმედება.

დარფილფილის ექსტრაქტი (piper longum) -  წიწაკის ექსტრაქტი (piper longum) შეიცავს 1.25% პიპერინს, რომელიც არის ძირითადი ცხარე ალკალოიდი. ცხოველებზე ფარმალოკოგიური დაკვირვებისას აღმოჩნდა, რომ პიპერინი იწვევს საჭმლის მომნელებელი ენზიმების გააქტიურებას, მათ შორის პანკრეატული ლიპაზას, ამილაზას, ტრიპსინის და ქიმოტრიპსინის ჩათვლით. პიპერინი ასევე აინჰიბირებს მარილმჟავას და პეპსინ A - ს. ასე რომ პიპერინი კუჭ-ნაწლავის სისტემის კონტროლისა და კორექციის საშუალებით არეგულირებს გულისრევის შეგრძნებას და ღებინებას. 

არტიშოკის ექსტრაქტი - მდიდარია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების კომპლექსით. ის  მდიდარია ცინარინით, ცინარინი კაფეოლოქინინის მჟავეებთან ერთდ ავლენს ნაღვლმდენ და ჰეპატოპროტექტორულ მოქმედებას. არტიშოკის ექტრაქტში შემავალი ასკორბინის მჟავა, კაროტინი, ვიტამინი B1, B2, ინულინი განაპირობებს ნივთიერებათა ცვლის პროცესების ნორმალიზებას. ზრდის ჰეპატოციტების მიერ კოფერმენტის გამომუშავებას და ზეგავლენას ახდენს ლიპიდების, ქოლესტერინის და კეტოსხეულების მეტაბოლიზმზე. ხასიათდება დეტოქსიკაციური თვისებებით ღვიძლისა და თირკმელების პარენქიმის მიმართ ატიბიოტიკებით მკურნალონის დროს. ხელს უწყობს ორგანიზმიდან

ტოქსინების გამოყოფას. არტიშოკი იწვევს დიურეზის მატებას და შარდოვანას გამოყოფას.

აქტივირებული ნახშირი -  მცენარეული წარმოშობის ნახშირია, რომელიც სპეციალური დამუშავების (აქტივაციის) შედეგად იძენს დიდ სორბიციულ ზედაპირს და შეუძლია შეიწოვოს გაზები, ალკალოიდების, ენდო და ეგზოტოქსინები და სხვა ქიმიური ნაერთები.

ვიტამინი B6 – მნიშვნელოვანია ნივთიერებათა ცვლის, ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, აქტიურად მონაწილეობს ნეირომედიატორების სინთეზში, დაბლა სწევს სისხლში ქოლესტერინისა და ლიპიდების დონეს, ხელს უწყობს ფოლიუმის მჟავას აქტიურ ფორმაში გადანაცვლებას.

რეკომენდაცია გამოყენებისთვის:

ნებისმიერი გენეზის გულისრევა და ღებინება (მოგზაურთა, ვირუსული, ინფექციური, ტოქსიური, ქიმიოთერაპიის შემდგომი)

გულისრევის შეგრძნებისა და ღებინების დროს ფეხმძიმობის პირველ ტრიემსტრში (დილის გულისრევის შეგრძნებისას)

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური დარღვევები

 საყლაპავის რეფლუქსი

ზღვისა და ჰაერის დაავადება 

 სანაღვლე გზების დისკინეზიის (ჰიპოკინეტური ტიპის) კომპლექსური მკურნალობა; თირკმელების ქრონიკული უკმარისობა, ქრონიკული ნეფრიტი, ქრონიკული ქოლეცისტიტი, ქრონიკული ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი, აცეტონემია, სიყვითლე,

ქრონიკული ინტოქსიკაცია ნიტროშენაერთებით, ალკალოიდებით, მძიმე ლითონთა მარილებით.

ორსულობის დროს რეკომენდებულია:

გესტოზების პროფილაქტიკისთვის მათი განვითარების მაღალი რისკის მქონე ქალებში;

გულისრევის შეგრძნებისა და ღებინების დროს (დილის გულისრევის შეგრძნებისას)

ორსულთა სიყვითლის დროს;

გესტოზების პრეკლინიკურ სტადიაში;

ფეტოპლაცენტარული უკმარისობის პროფილაქტიკისთვის;

ორსულთა ღვიძლშიდა ქოლესტაზის დროს;

დოზირება:

მიიღება 1-2 კაფსულა დღეში წყალთან ერთად.

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. საკვები დანამატი არ არის განკუთვნილი მრავალფეროვანი და ბალანსირებული დიეტის ჩასანაცვლებლად.

რეკომენდებულია მრავალფეროვანი და ბალანსირებული დიეტა და ჯანსაღი ცხოვრების წესი.

შენახვის პრობები:

შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას. ინახება 25oC - ზე დაბალ ტემპერატურაზე, მშრალ, მზის სხივებისაგან დაცულ ადგილას.

ფორმა და შეფუთვა:

შეფუთვა 1X10X3  კაფსულა ბლისტერულ შეფუთვაში.

გაცემის წესი:

გაიცემა რეცეპტის გარეშე

მეტი ინფორაცია
რაოდენობა30
Formსპრეი
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy