Velkar - ველქარი სიროფი 150 მლ

განსაკუთრებული ფასი 28,07 GEL რეგულარული ფასი 29,55 GEL
მარაგშია
SKU
79359_2099

ჩვენებები: გაციების და გრიპის პროფილაქტიკა.

ველქარი სიროფი   150 მლ

საკვები დანამატი

 

შემადგენლობა

 ასკორბინის მჟავა (ვიტ.C) - 100მგ

აფრიკული გერანიუმი (პელარგონიუმ სიდოიდის) -  40მგ  

დინდგელი (პროპოლისი) - 135მგ.

მოქმედება

ვიტამინი C ხელს უწყობს ენერგიის ნორმალურ მეტაბოლიზმს, იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.

დინდგელს გააჩნია სწრაფი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ორგანიზმზე მოქმედებს

როგორც მატონიზირებელი საშუალება.

აფრიკული გერანიუმი როგორც დამხმარე საშუალება,  ორგანიზმს ეხმარება სასუნთქი სისტემის ვირუსული ინფექციიების დროს ვირუსების წინააღმდეგ ძალების მობილიზებაში.

უსაფრთხოება

ველქარი დამზადებულია ბუნებრივ კომპონენტებზე, შაქრისა და საღებავების გარეშე.

გამოყენების რეკომენდაცია

• გაციების და გრიპის პროფილაქტიკა;

• სასუნთქი გზების გაურთულებელი ვირუსული და ბაქტერიული  დაავადებების (სურდო, ყელის ანთება, ხველა, სისუსტე) დროს სიმპტომების შემსუბუქება.

უკუჩვენებები

პრეპარატში არსებული კომპონენტებისადმი მგრძნობელობა.

გვერდითი მოვლენები

პრეპარატი კარგად გადაიტანება.

გამოყენების წესი და დოზირება

ველქარის სიროფი მიიღება   4-დან   10 წლამდე ასაკის ბავშვებში  5 მლ  3-ჯერ დღეში.

11 წლის და ზემოთ მოზრდილებში  - 7.5 მლ 3-ჯერ  დღეში.

პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ორსულობის (II-III ტრიმესტრში).

გამოშვების ფორმა

150 მლ სიროფი.

შენახვის პირობები

შეინახეთ მშრალ, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

შენახვის ვადა

მითითებულია შეფუთვაზე. გახსნის შემდგომ 90 დღე ინახება მაცივარში.

აფთიაქიდან გაცემის პირობა

გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი

“Honor Ltd” – თურქეთი.

ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში El Company.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy