ValuRest - ვალურესტი ბულარდი 250მგ 10 კაფსულა
ჩვენებები: მწვავე ინფექციური დიარეა, მწვავე და ქრონიკული გასტროენტერიტი და გასტროენტეროკოლიტი.
შემადგენლობა: 1 კაფსულა შეიცავს:
Sacchcaromyces Boulardii 250 მგ
დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი 75მგ, სილიციუმის დიოქსიდი 3,5მგ
კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის მარეგულირებელი საშუალება.
ეტიოპათოგენური ანტიმიკრობული და ანტიდიარეული საშუალება.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ვალურესტი ბულარდი წარმოადგენს პრობიოტიკს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განსაზღვრებით, Sacchcaromyces Boulardii ცოცხალი ორგანიზმებია, რომლებიც ადექვატური რაოდენობით მიღებისას, ადამიანის ორგანიზმზე გამაჯანსაღებელ მოქმედებას ახდენენ.
ფარმაკოდინამიკა:
ვალურესტი ბულარდი ხელს უწყობს ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის აღდგენას და ახდენს გამოხატულ ეტიოპათოგენურ ანტიდიარეულ მოქმედებას. კუჭ-ნაწლავის ტრაქტში გავლისას Sacchcaromyces Boulardii ახდენს ნაწლავის ნორმალურ მიკროფლორაზე ბიოლოგიურად დამცავ ზემოქმედებას. Sacchcaromyces Boulardii წარმოქმნის რძემჟავას, რის შედეგადაც იქმნება არახელსაყრელი გარემო ნაწლავის პათოგენური მიკროფლორის ცხოველქმედებისათვის. მისი მოქმედება განპირობებულია პათოგენური და პირობითპათოგენური მიკროროგანიზმების ინჰიბირებით: Clostridium difficile, Klebsiella pneumoniae, Pseudomonas aeruginosa, Salmonella typhimurium, Yersinia enterocolitica, Escherichia coli, Shigella dysenteria, Staphylococcus aureus, Candida albicans, Candida kruesei, Candida pseudotropicalis, Enthamoeba hystolitica, Lamblia.
Sacchcaromyces Boulardii გამოიმუშავებს პროტეაზას, რომელიც ავლენს ანტიტოქსიკურ მოქმედებას ბაქტერიული ციტო- და ენტეროტოქსინების მიმართ. ის ასევე ახორციელებს ანტისეკრეტორულ მოქმედებას (ამცირებს ნაწლავის სანათურში წყლისა და მარილის სეკრეციას), რომელიც ხორციელდება ენტეროციტებში ციკლური ადენოზინმონოფოსფატის წარმოქმნის დათრგუნვით. Sacchcaromyces Boulardii აუმჯობესებს ნაწლავის ფერმენტულ ფუნქციას. აუმჯობესებს ნაწლავის კედლისმიერ საჭმლის მონელებას, რაც ხელს უწყობს წვრილ ნაწლავში საკვების შეწოვის პროცესს. Sacchcaromyces Boulardii -ის უჯრედული მემბრანის კომპონენტი-მანიტოლი წარმადგენს Escherichia coli და Salmonella typhimurium-ის პათოგენური შტამებისთვის სუბსტრატს, რაც განაპირობებს მათ ადჰეზიას Sacchcaromyces Boulardii -ის ზედაპირზე და ორგანიზმიდან შემდგომ გამოყოფას.
ვალურესტი ბულარდი აძლიერებს ადგილობრივ არასპეციფიკურ იმუნიტეტს IgA-ს პროდუქციის გაზრდის შედეგად. სპერმინისა და სპერმიდინის გამოთავისუფლების შედეგად, აუმჯობესებს წვრილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ტროფიკას.
Sacchcaromyces Boulardii -ს გააჩნია ბუნებრივი, გენეტიკური მდგრადობა ანტიბიოტიკების მოქმედების მიმართ. ეს შესაძლებელს ხდის, რომ მოხდეს მათი ანტიბიოტიკებთან ერთად მიღება, რაც განაპირობებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ნორმალური მიკრობიოცენოზის დაცვას. Sacchcaromyces Boulardii ახდენს B- ჯგუფის ვიტამინების სინთეზს.
ფარმაკოკინეტიკა:
Sacchcaromyces Boulardii მდგრადია კუჭის მჟავა გარემოს მიმართ. შიგნით მიღების შემდეგ, ნაწლავში სწრაფად მრავლდება და აღწევს მაღალ კონცენტრაციას, რაც 24 საათის განმავლობაში ნარჩუნდება. Sacchcaromyces Boulardii არ აღწევს სისტემურ სისხლის მიმოქცევაში და მეზენტერიალურ ლიმფურ კვანძებში. სამკურნალო საშუალების მიღების შემდეგ, Sacchcaromyces Boulardii შეუცვლელი სახით, კოლონიზაციის გარეშე გადის საჭმლის მომნელებელ ტრაქტს და სრულად გამოიყოფა ორგანიზმიდან, მიღების შეწყვეტიდან 3-5 დღეში.
ჩვენებები:
• მწვავე ინფექციური დიარეა (ბაქტერიული, ვირუსული)
• მწვავე და ქრონიკული გასტროენტერიტი და გასტროენტეროკოლიტი
• ანტიბიოტიკების, ონკოსტატიკების, ქიმიოპრეპარატების მიღებითა და სხივური თერაპიით გამოწვეული დისბაქტერიოზის მკურნალობა და პროფილაქტიკა
• Clostridium difficile-თი გამოწვეული მორეციდივე ფსევდომემბრანული კოლიტის პროფილაქტიკა და მკურნალობა
• გაღიზიანებული მსხვილი ნაწლავის სინდრომი
• დიარეა, რომელიც გამოწვეულია ზონდით ხანგრძლივი კვებით
• მოგზაურთა დიარეის პროფილაქტიკა და მკურნალობა
• აკნე (კომპლექსური მკურნალობა)
მიღების წესი და დოზირება:
• ბავშვებში 12 წლის ასაკიდან და მოზრდილებში 1 კაფსულა 1-2-ჯერ დღეში.
• საპროფილაქტიკოდ: მოგზაურობის დაწყებამდე 5 დღით ადრე, 1 კაფსულა 1-2-ჯერ დღეში.
• აკნეს სამკურნალოდ: 3 კაფსულა დღეში.
კაფსულები მიიღება საკმაო რაოდენობის სითხესთან ერთად. მკურნალობა გრძელდება დიარეის შეწყვეტიდან რამდენიმე დღის განმავლობაში.
ქრონიკული აკნეს შემთხვევაში, სამკურნალო საშუალების მიღება რეკომენდებულია რამდენიმე კვირის განმავლობაში.
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
პაციენტებისათვის ცენტრალური ვენური კათეტერით.
გვერდითი მოვლენები:
იშვიათად, ჰოსპიტალიზირებულ პაციენტებში, ცენტრალური ვენური კათეტერით, შეიძლება გამოიწვიოს ფუნგემია.
ძალიან იშვიათად: მეტეორიზმი, ალერგიული რეაქცია- ქავილი, ურტიკარია.
განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატის მიღების პერიოდში, განავლის მიკრობიოლოგიური ანალიზის გაკეთებისას, ცრუ-დადებითი შედეგის თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია ლაბორატორიის გაფრთხილება იმის შესახებ, რომ პაციენტი იღებს Saccharomyces bourlardii- ის პრეპარატს.
არ მიიღოთ ძალიან ცივ ან ცხელ საკვებთან ერთად, რადგან შესაძლებელია Saccharomyces bourlardii- ის აქტივობის შემცირება.
არ მიიღოთ ალკოჰოლთან ერთად.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან:
ვალურესტი ბულარდი და სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების (პერორალური ან პარენტერალური) ერთდროული მიღებისას, შეიძლება შემცირდეს სამკურნალო საშუალების კლინიკური ეფექტურობა.
მონოამინოოქსიდაზის ინჰიბიტორების პრეპარატებთან ერთად მიღებისას, შეიძლება აღინიშნოს არტერიული წნევის მატება
სამკურნალო საშუალების მოქმედება ტრანსპორტისა და პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე:
არ მოქმედებს
შენახვის პირობები:
შეინახეთ ბავშვებისგან და მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგან დაცულ, გრილ და მშრალ ადგილას.
გამოშვების ფორმა: #10 კაფსულა ბლისტერზე.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
რაოდენობა | 10 |
---|---|
Form | სპრეი |
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account