Validol - ვალიდოლი 0.06გ 10 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 1,46 GEL რეგულარული ფასი 1,54 GEL
მარაგშია
SKU
79506_103

ჩვენება:მსუბუქი სტენოკარდიის შეტევები, ზღვის და საჰაერო ტრანსპორტის დაავადება, ისტერია, ნევროზი.

შემადგენლობა:

მოქმედი ნივთიერება: 1 ტაბლეტი შეიცავს მენთოლის ხსნარს იზოვალერიანის მჟავას მენთილურ ეთერში (ნატურალური მენთოლი - პიტნის ექსტრაქტი - 4.9%) – 0,06 გ (60 მგ);

დამხმარე ნივთიერებები: დაფშვნილი შაქარი (ფქვილი შაქარი), კალციუმის სტეარატი.

სამკურნალწამლო ფორმა. სუბლინგვალური ტაბლეტები.

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: ბრტყელი ცილინდრული ფორმის ტაბლეტები ჩამოჭრილი კიდეებით და გამყოფი ხაზით, თეთრი ან მოყვითალო თეთრი ფერის,  მენთოლის დამახასიათებელი სუნით. ტაბლეტის ზედაპირზე შესაძლებელია ფქვილი შაქრის ფხვნილის რუხი წინწკლებისა და ნალექის არსებობა.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი.

კარდიოლოგიური პრეპარატები. 

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

სამკურნალო საშუალებას აქვს დამამშვიდებელი მოქმედება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ასევე ახდენს სისხლძარღვების გამაფართოებელ (კორონაროლიზურ) ზომიერ რეფლექტორულ გავლენას პირის ღრუს ლორწოვანი გარსის მგრძნობიარე ნერვული (“სიცივის შემგრძნების“) რეცეპტორების რეფლექტორული გაღიზიანების გზით. რეცეპტორების სტიმულაცია მიმდინარეობს ენდორფინების, ენკეფალინების, დინორფინების და სხვა პეპტიდების, ჰისტამინის, კინინების გამოთავისუფლების ინდუქციის თანხლებით, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტკივილის მგრძნობელობის შემცირებაში, სისხლძარღვების შეღწევადობის ნორმალიზაციაში და გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემების ფუნქციონირების სხვა მნიშვნელოვანი მექანიზმების რეგულაციაში. 

ფარმაკოკინეტიკა

სუბლინგვალური გამოყენებისას ვალიდოლი შეიწოვება პირის ღრუს ლორწოვან გარსში. თერაპიული ეფექტი დგება დაახლოებით 5 წუთში.

შეწოვის შემდეგ ბიოტრანსფორმაცია ხდება ღვიძლში და გამოიყოფა შარდში გლუკურონიდების სახით.

კლინიკური მახასიათებლები

ჩვენება

  • მსუბუქი ხარისხის სიმძიმის სტენოკარდიის შეტევები;
  • ზღვის და საჰაერო ტრანსპორტის დაავადება;
  • ისტერია;
  • ნევროზი;
  • თავის ტკივილი, გამოწვეული ნიტრატების მიღებით.

უკუჩვენება

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი.  

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

ამცირებს ნიტრატების მიღებით გამოწვეული თავის ტკივილის გამოხატულებას. სედაციური და ანტიჰიპერტენზიული ეფექტების პოტენცირება შესაძლებელია სხვა ფსიქოტროპულ და ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან, ოპიოიდურ ანალგეტიკებთან, სანარკოზე საშუალებებთან და ალკოჰოლთან ერთდროულად მიღებისას.

გამოყენების თავისებურებები

იმ შემთხვევაში, თუ გულის არეში ტკივილი არ გადის პრეპარატის მიღების შემდეგ, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს მწვავე კორონარული სინდრომის გამოსარიცხად.

სამკურნალო საშუალება შეიცავს შაქარს, რაც გასათვალისწინებელია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულების მიერ.

გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში

ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია, თუ ექიმის აზრით, დედისათვის მოსალოდნელი დადებითი ეფექტი აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისთვის/ბავშვისთვის.

ზემოქმედება რეაქციის სისწრაფის უნარზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების ან სხვა მექანიზმების მართვისას

პრეპარატის მიღებიდან პირველ საათებში სატრანსპორტო საშუალებების მართვის და ისეთი სამუშაოების შესრულებისას, რომელიც საჭიროებს მომატებულ ყურადღებას, საჭროა სიფრთხილის ზომების დაცვა, რადგან შესაძლებელია თავბრუსხვევის, ძილიანობის განვითარება და ფსიქომოტორული რეაქციების სიჩქარის შემცირება.  

გამოყენების წესი და დოზები

ტაბლეტები გაიჩერეთ პირის ღრუში (ენის ქვეშ) სრულ გაწოვამდე.

მოზრდილებისთვის ერთჯერადი დოზა შეადგენს 1-2 ტაბლეტს; დღიური დოზა - 2-4 ტაბლეტს.

საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია დღიური დოზის გაზრდა. მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 600 მგ-ს. მკურნალობის ხანგრძლივობა - 7 დღემდე.

ბავშვები

ბავშვების სამკურნალოდ პრეპარატის გამოყენების გამოცდილება არ არსებობს.

დოზის გადაჭარბება

სიმპტომები:  თავის ტკივილი, გულისრევა, აგზნება, გულის მოქმედების დარღვევა, არტერიული წნევის დაქვეითება, ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვა.

მკურნალობა. პრეპარატის მოხსნა და სიმპტომური მკურნალობა.

გვერდითი რეაქციები

ხანგრძლივი მიღებისას იშვიათად შეიძლება აღინიშნოს მსუბუქი გულისრევა, დისკომფორტი მუცლის არეში, ცრემლდენა, თავბრუსხვევა, ხანმოკლე არტერიული ჰიპოტენზია, ძილიანობა, რომლებიც დამოუკიდებლად სწრაფად ქრება.

შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება, მათ შრის კვინკეს შეშუპება, ჭინჭრის ციება, გამონაყარი, ქავილი.

ვარგისობის ვადა:  2 წელი.

პრეპარატი არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები

შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში, არაუმეტეს 15ºС ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

შეფუთვა

10 ტაბლეტი ბლისტერში კოლოფის გარეშე.

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

მწარმოებელი

სს “ფარმაკი“. უკრაინა

მეტი ინფორაცია
რაოდენობა10
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy