Tetracycline-Akos - ტეტრაციკლინ-აკოსი მალამო 3% 15გ

4,20 GEL
მარაგშია
SKU
86713_33

ჩვენება:ჩვეულებრივი ვულგარისები, კანის ბაქტერიული ინფექციები.

ტეტრაციკლინ-АКОС

Tetracycline-ACOS

სავაჭრო დასახელება: ტეტრაციკლინ- АКОС

საერთაშორისო არადაპატენტებული დასახელება:  ტეტრაციკლინი

სამკურნალო ფორმა:   ადგილობრივი გამოყენების მალამო

შემადგენლობა:

აქტიური ნივთიერება: ტეტრაციკლინის ჰიდროქლორიდი (გადაანგარიშებით ტეტრაციკლინზე) – 3 გ.

დამხმარე ნივთიერება: ლანოლინი უწყლო; პარაფინი ნავთის მყარი; ცერეზინი; ნატრიუმის დისულფიტი (ნატრიუმის პიროსულფიტი, ნატრიუმის მეტაბისულფიტი); ვაზელინი – 100გ.

აღწერილობა: ყვითელი ფერის მალამო.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:   ანტიბიოტიკი-ტეტრაციკლინი

ფარმაკოლოგიური მოქმედება     

ტეტრაციკლინების ჯგუფის ფართო სპექტრის ბაქტერიოსტატიკური ანტიბიოტიკი. არღვევს სატრანსპორტო რნკ და რიბოსომებს შორის კომპლექსის წარმოქმნას, რაც იწვევს ცილის სინთეზის დარღვევას. აქტიურია Pროპიონიბაცტერიუმ აცნე (ჩორყნებაცტერიუმ აცნე), გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ. 

ფარმაკოკინეტიკა. 

დაუზიანებელ კანზე წასმისას პრაქტიკულად არ შეიწოვება.

ჩვენება

ჩვეულებრივი ვულგარისები, კანის ბაქტერიული ინფექციები.

უკუჩვენება

ჰიპერმგრძნობელობა, ბავშვის ასაკი (11 წლამდე).

მიღების წესი და დოზები

გარედან, მალამო ისმევა კანის დაზიანებულ უბნებზე დღე-ღამეში 1-2-ჯერ (შესაძლებელია დოლბანდის სახვევის დადება).

გვერდითი მოვლენები

ალერგიული რეაქციები: წვა, კანის ჰიპერემია, შეშუპება ან გაღიზიანების სხვა ნიშნები.

განსაკუთრებული მითითებები

არ არის რეკომენდირებული გამოყენება ღრმა და ნახვრეტი ჭრილობებისას, მძიმე დამწვრობისას, ოფთალმოლოგიაში (იყენებენ 1% თვალის მალამოს).

უნდა გავითვალისწინოთ, რომ გარედან გამოყენების ანტიბაქტერიული სამკურნალო საშუალებების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმის სენსაბილიზაცია, რომელსაც ახლავს მომატებული მგრძნობელობის რეაქციები.

თუ ორი 2 კვირის განმავლობაში არ გაუმჯობესდება მდგომარეობა, უნდა გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან.

ადექვატური და მკაცრად კონტროლირებადი გამოკვლევები 11 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის ჩატარებული; დოზები ამ კატეგორიის პაციენტებისათვის არ არის განსაზღვრული.  

გამოშვების ფორმა

გარედან გამოყენების მალამო 3%.

15 გ ალუმინის ტუბში. 

ყოველ ტუბს გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად ათავსებენ მუყაოს კოლოფში.

ვარგისიანობის ვადა

3 წელი.

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები

შეინახეთ არაუმეტეს 15-დან 25°C. ტემპერატურაზე

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილებში.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy