Systane - სისტეინი ჰიდრა თვალის წვეთები 10მლ

განსაკუთრებული ფასი 25,64 GEL რეგულარული ფასი 35,79 GEL
მარაგშია
SKU
59297_602

ჩვენება:თვალის სიმშრალე, დისკომფორტი, წვა და გაღიზიანება.

Systane - სისტეინი ჰიდრა თვალის წვეთები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

თვალის ლუბრიკანტი (მშრალი თვალის სამკურნალო დამატენიანებელი საშუალება).

პრეპარატის შემადგენლობაში შედის:

პოლიეთილენ გლიკოლი 400, პროპილენგლიკოლი, ჰიდროქსიპროპილგუარი, ბორის მჟავა, კალციუმის ქლორიდი, მაგნიუმისქლორიდი, ნატრიუმის ქლორიდი, თუთიის ქლორიდი, პოლოქვადი 0.001%.

ჩვენებები:

სისტეინი, თვალის წვეთები - ლუბრიკანტი ატენიანებს თვალს, უზრუნველყოფს მის კომფორტს და იცავს თვალს სიმშრალისაგან, წვისა და უცხო შეგრძნებისაგან, აგრეთვე გაღიზიანებისაგან, რომელიც შეიძლება განპირობებული იყოს გარემოს ისეთი დამაბინძურებელი ფაქტორების ზემოქმედებით, როგორებიცაა:

ბოლი, მტვერი, ულტრაიისფერი სხივები, გამაცხელებელი საშუალებები (რადიატორი, საუნა). აგრეთვე კოსმეტიკური ნივთიერებების ზემოქმედება, თვალის გახშირებული ხამხამი ტელევიზორის ხანგრძლივი ყურების ან კომპიუტერის მონიტორთან ხანგრძლივი მუშაობისას.

სისტეინს აქვს უნიკალური თვისება თვალში ჩაწვეთების შემდეგ გარდაიქმნას სითხიდან გელად. სისტენი არ იწვევს მხედველობის დაბინდვას და უზრუნველყოფს თვალის ხანგრძლივ კომფორტს ჩაწვეთების შემდეგ.

განსაკუთრებული მითითებები:

მოერიდეთ ინფექციას, არ შეეხოთ საწვეთურის თავსახურს. თუ თქვენ იგრძენით დისკომფორტი, გამოგეხატათ ჭარბი ცრემლდენა ან თვალის სიწითლე, დაუკავშირდით თქვენს ექიმს.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი ვადის გასვლის შემდეგ, არ გამოიყენოთ ხსნარი ფლაკონის პირველი გახსნიდან 6 თვის შემდეგ.

მწარმოებელი: ALCON, ბელგია

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

თვალის წვეთები: ფლაკონში 10 მლ

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy