Spascupreel - სპასქუპრეელი 1.1მლ 5 ამპულა

განსაკუთრებული ფასი 15,84 GEL რეგულარული ფასი 22,00 GEL
მარაგშია
SKU
86111_626

ჩვენება:კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი.

გამოშვების ფორმა: საინექციო ხსნარი 1.1 მლ ამპულა

ჩვენება: გლუვი კუნთების სპაზმი და ტკივილის სინდრომი: გასტრიტის, კუჭისა და 12 გოჯა ნაწლავის წყლულის, ნაღველმდენი გზების დისკინეზიის, ქოლეცისტიტის, ნაღველ და შარდკენჭოვანი დაავადების, სპასტიური კოლიტის, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის, ცისტიტის, დისმენორეის, პმს-ის და სხვ. დროს.
განივზოლიანი კუნთების სპასტიურობა (კუნთოვანი რიგიდულობა, კუნთების დაჭიმვა, მიოგელოზი, კუნთების გამკვრივება).
ბრონქების სპაზმი ობსტრუქციული ბრონქიტის და ბრონქიალური ასთმისას.
თავის ტკივილი, შაკიკი.

უკუჩვენება: იშვიათად შეიძლება აღინიშნოს ჰიპერმგრძნობელობა გვირილას ან რთულყვავილოვანი ოჯახის მცენარეების მიმართ.

განსაკუთრებული მითითება: პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ პაციენტებმა გალაქტოზის გადაუტანლობის შთამომავლობითი ფორმით, ლაქტოზის უკმარისობით ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციის სინდრომით არ უნდა მიიღონ პრეპარატი.
სიმპტომების ერთ დღეზე დიდხანს გაგრძელების, მდგომარეობის გაუარესების ან სიყვითლის გაჩენისას (ნაღველგამომტან გზებში კენჭების არსებობის გამო) მიმართეთ ექიმს.
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი გამოიყენება ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატის დანიშვნა არ გამორიცხავს მოცემული დაავადებისას სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენებას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

შენახვის პირობები: შეინახეთ მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედებისგან დაცულ ადგილას, 15-დან 25 C-მდე ტემპერატურაზე.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: გაიცემა ურეცეპტოდ.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა5
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy