Senodop - სენოდოპი იზიტაბი 5მგ 28 ტაბლეტი

44,02 GEL
მარაგშია
SKU
82906_625

ჩვენება: გამოიყენება დემენციის სიმპტომების სამკურნალოდ პაციენტებში.

სენოდოპი იზიტაბი 5 მგ

სენოდოპი იზიტაბი 10 მგ

ოროდისპერგირებადი ტაბლეტები

დონეპეზილის ჰიდროქლორიდი

მოცემული პრეპარატის მიღების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ სრული ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

  • შეინახეთ მოცემული ჩანართი. შეიძლება, კვლავ დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.
  • თუ დამატებითი კითხვები გაგიჩნდათ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
  • მოცემული პრეპარატი გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვა პირებს. ეს შესაძლოა, საზიანო აღმოჩნდეს მათთვის იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები თქვენსას ემთხვევა.
  • ნებისმიერი გვერდითი მოქმედების განვითარების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი მოცემულ ჩანართში. იხ. პარაგრაფი 4.

ჩანართის შინაარსი:

1.  რას წარმოადგენს სენოდოპი იზიტაბი და რისთვის გამოიყენება იგი?

2.  რა უნდა იცოდეთ სენოდოპი იზიტაბის მიღებამდე

3.  როგორ მიიღება სენოდოპი იზიტაბი

4.  შესაძლო გვერდითი მოქმედება

5.  როგორ ინახება სენოდოპი იზიტაბი

6. შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია

 

1. რას წარმოადგენს სენოდოპი იზიტაბი და რისთვის გამოიყენება იგი?

სენოდოპი იზიტაბი 5 მგ ოროდისპერგირებადი ტაბლეტი არის თეთრი ფერის, მრგვალი ფორმის ტაბლეტები. ერთი ტაბლეტი შეიცავს 5 მგ დონეპეზილის ჰიდროქლორიდს. პროდუქტი წარმოდგენილია შეფუთვაში, რომელიც შეიცავს 28 ტაბლეტს.

სენოდოპი იზიტაბი 10 მგ ოროდისპერგირებადი ტაბლეტი არის თეთრი ფერის, მრგვალი ფორმის ტაბლეტები. ერთი ტაბლეტი შეიცავს 10 მგ დონეპეზილის ჰიდროქლორიდს. პროდუქტი წარმოდგენილია შეფუთვაში, რომელიც შეიცავს 28 ტაბლეტს.

სენოდოპი იზიტაბი (დონეპეზილის ჰიდროქლორიდი) მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს,  სახელწოდებით აცეტილქოლინესთერაზას ინჰიბიტორები. დონეპეზილი ზრდის ტვინში ნივთიერების (აცეტილქოლინი) დონეს, რომელიც მონაწილეობს მეხსიერების ფუნქციაში, აცეტილქოლინის დაშლის შენელებით.

პრეპარატი გამოიყენება დემენციის სიმპტომების სამკურნალოდ პაციენტებში, რომლებსაც დაუდგინდათ ალცჰაიმერის დაავადების მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ფორმა. სიმპტომები მოიცავს მეხსიერების დაკარგვას, დაბნეულობას და ქცევის შეცვლას. შედეგად, ალცჰაიმერის დაავადების მქონე პირებისთვის სულ უფრო რთული ხდება დღის განმავლობაში ჩვეულებრივი საქმიანობის განხორციელება.

სენოდოპი იზიტაბი განკუთვნილია მხოლოდ მოზრდილ პაციენტებში გამოსაყენებლად.

2.  რა უნდა იცოდეთ სენოდოპი იზიტაბის მიღებამდე

არ მიიღოთ სენოდოპი იზიტაბი

თუ გაქვთ ალერგია დონეპეზილის ჰიდროქლორიდის, პიპერიდინის წარმოებულების ან ამ პრეპარატის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია პარაგრაფში 6).
გაფრთხილება და უსაფრთხოების ზომები

მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს სენოდოპი იზიტაბის მიღებამდე, თუ გაქვთ ან გქონდათ:

  • კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული
  • კრუნჩხვა (შეტევა) ან კონვულსია
  • გულის მდგომარეობა (არარეგულარული ან ძალიან ნელი გულისცემა)
  • ასთმა ან ფილტვების სხვა, ხანგრძლივად მიმდინარე დაავადება
  • ღვიძლის პრობლემები ან ჰეპატიტი
  • შარდვის გაძნელება ან თირკმელების მსუბუქი დაავადება

ასევე, აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ხართ ორსულად ან ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად.

ბავშვები და მოზარდები

სენოდოპი იზიტაბის გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში (18 წლამდე ასაკი) რეკომენდებული არ არის.

სხვა პრეპარატები და სენოდოპი იზიტაბი

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან შეიძლება მიგეღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი. ეს ითვალისწინებს პრეპარატებს, რომლებიც არ გაქვთ დანიშნული ექიმის მიერ, და დამოუკიდებლად გაქვთ შეძენილი აფთიაქში. ეს ასევე, ეხება პრეპარატებს, რომლებსაც მიიღებთ სენოდოპი იზიტაბით მკურნალობის პერიოდში. ეს გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ ამ პრეპარატებმა შეიძლება დაასუსტოს ან გააძლიეროს სენოდოპი იზიტაბის მოქმედება.

განსაკუთრებით, მნიშვნელოვანია აცნობოთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ ნებისმიერ ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატს:

  • ალცჰაიმერის დაავადების სამკურნალო სხვა საშუალება, მაგალითად გალანტამინი
  • ტკივილგამაყუჩებელი ან ართრიტის სამკურნალო საშუალებები, მაგალითად ასპირინი, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს), როგორიცაა იბუპროფენი, ან ნატრიუმის დიკლოფენაკი
  • ანტიქოლინერგული საშუალებები, მაგალითად ტოლტეროდინი
  • ანტიბიოტიკები, მაგალითად ერითრომიცინი, რიფამპიცინი
  • სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები, მაგალითად კეტოკონაზოლი
  • ანტიდეპრესანტები, მაგალითად ფლუოქსეტინი
  • კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებები, მაგალითად ფენიტოინი, კარბამაზეპინი
  • გულის მდგომარეობის სამკურნალო პრეპარატი, მაგალითად ქინიდინი, ბეტა-ბლოკერები (პროპანოლოლი და ატენოლოლი)
  • მიორელაქსანტები, მაგალითად დიაზეპამი, სუქცინილქოლინი
  • ზოგადი საანესთეზიო საშუალებები
  • რეცეპტის გარეშე გასაცემი პრეპარატები, მაგალითად მცენარეული საშუალებები

თუ დაგეგმილი გაქვთ ოპერაციის ჩატარება ზოგადი ანესთეზიით, უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს და ანესთეზიოლოგს, რომ იღებთ სენოდოპი იზიტაბს. ეს გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ თქვენმა პრეპარატმა შეიძლება გავლენა იქონიოს თქვენთვის საჭირო ანესთეზიის დოზაზე.

სენოდოპი იზიტაბის გამოყენება შეიძლება თირკმელების დაავადების ან ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი დაავადების მქონე პაციენტებში. პირველ რიგში აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ თირკმელების ან ღვიძლის დაავადება. ღვიძლის მძიმე დაავადების მქონე პაციენტებმა არ უნდა მიიღონ სენოდოპი იზიტაბი.

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს მომვლელი პირის სახელი, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი პრეპარატის დანიშნულებით მიღებაში.

სენოდოპი იზიტაბის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

საკვები არ ცვლის სენოდოპი იზიტაბის ეფექტს.

სენოდოპი იზიტაბი არ მიიღება ალკოჰოლთან ერთად, რადგან ალკოჰოლმა შეიძლება შეცვალოს მისი მოქმედება.

ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა:

თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

სენოდოპი იზიტაბი არ გამოიყენება ძუძუთი კვების პერიოდში.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

ალცჰაიმერის დაავადებამ შეიძლება დაარღვიოს სატრანსპორტო საშუალებების ან მექანიზმებთან მუშაობის უნარი. არ შეასრულოთ ეს საქმიანობები, თუ ექიმი არ გეტყვით, რომ ეს უსაფრთხოა.

გარდა ამისა, თქვენს პრეპარატს შეუძლია გამოიწვიოს დაღლილობა, თავბრუსხვევა და კუნთების სპაზმი. თუ აღგენიშნებათ ნებისმიერი მითითებული გვერდითი მოქმედება არ უნდა მართოთ სატრანსპორტო საშუალებები და იმუშაოთ მექანიზმებთან.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სენოდოპი იზიტაბის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ

ასპარტამი

სენოდოპი იზიტაბი შეიცავს ასპარტამს. ასპარტამი არის ფენილალანინის წყარო და შეიძლება საზიანო იყოს ფენილკეტონურიის (იშვიათი გენეტიკური დაავადება) მქონე პაციენტებისათვის.

ნატრიუმის მეტაბისულფიტი

მოცემული სამედიცინო პროდუქტი შეიცავს ნატრიუმის მეტაბისულფიტს. მან იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობის მძიმე რეაქციები და ბრონქოსპაზმი.

ნატრიუმის სტეარილფუმარატი

მოცემული სამედიცინო პროდუქტის ერთი ტაბლეტი შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ (23 მგ) ნატრიუმს. ნატრიუმთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები მოსალოდნელი არ არის.

3. როგორ მიიღება სენოდოპი იზიტაბი

სენოდოპი იზიტაბის მისაღები დოზა

მოცემული პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციების დაცვით. რაიმე საკითხზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 5 მგ-ს ყოველ საღამოს ძილის წინ. ერთი თვის შემდეგ თქვენს ექიმს შეუძლია დაგინიშნოთ 10 მგ ყოველ საღამოს ძილის წინ.

ტაბლეტის დოზა შეიძლება შეიცვალოს პრეპარატით მკურნალობის ხანგრძლივობის, ასევე ექიმის რეკომენდაციების მიხედვით. მაქსიმალური რეკომენდებული დოზა შეადგენს 10 მგ-ს ყოველ საღამოს.

ყოველთვის დაიცავით თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითება თქვენი პრეპარატის მიღების მეთოდთან და დროსთან დაკავშირებით.

არ შეცვალოთ დოზა დამოუკიდებლად, თქვენი ექიმის რჩევის გარეშე.

როგორ მიიღება თქვენი პრეპარატი

მოათავსეთ ტაბლეტი ენაზე და გააჩერეთ დაშლამდე, შემდეგ გადაყლაპეთ წყლის მიყოლებით ან მის გარეშე, თქვენი სურვილის მიხედვით.

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

სენოდოპი იზიტაბის გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში (18 წლამდე ასაკი) რეკომენდებული არ არის.

თუ მიიღეთ სენოდოპი იზიტაბის საჭიროზე მეტი დოზა:

დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას, თუ მიიღეთ თქვენი პრეპარატის საჭიროზე მეტი დოზა. თან იქონიეთ ეს ჩანართი და ტაბლეტების ნებისმიერი დარჩენილი რაოდენობა.

დოზის გადაჭარბების სიმპტომები შეიძლება ითვალისწინებდეს გულისრევას (სისუსტის შეგრძნება) და ღებინებას (სუსტად ყოფნა), ნერწყვდენას, ოფლიანობას, ნელ გულისცემას, დაბალ არტერიული წნევას (გულის წასვლის წინა მდგომარეობა ან თავბრუსხვევა ფეხზე ადგომისას), სუნთქვის დარღვევებს, ცნობიერების დაკარგვას და კრუნჩხვას (შეტევა) ან კონვულსიას.

თუ დაგავიწყდათ სენოდოპის მიღება

თუ დაგავიწყდათ თქვენი პრეპარატის დოზის მიღება, მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულებრივ დროს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.

თუ დაგავიწყდათ თქვენი პრეპარატის მიღება ერთ კვირაზე მეტი დროის განმავლობაში, დაუკავშირდით თქვენს ექიმს პრეპარატის მიღების გაგრძელების დაწყებამდე.

თუ შეწყვიტეთ სენოდოპის გამოყენება:

არ შეწყვიტოთ ტაბლეტების მიღება ექიმის მითითების გარეშე.  სენოდოპი იზიტაბის მიღების შეწყვეტის შემთხვევაში თქვენი მკურნალობის სარგებელი თანდათანობით გაქრება.

მოცემული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი მოქმედება

როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, მოცემულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში.

შემდეგი გვერდითი მოქმედება აღინიშნა დონეპეზილის მიღებისას.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ სენოდოპი იზიტაბის მიღებისას აღგენიშნათ ნებისმიერი შემდეგი მოქმედება:

სერიოზული გვერდითი მოქმედება:

დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ შენიშნეთ მითითებული სერიოზული გვერდითი მოქმედება.

შეიძლება, დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო მკურნალობა.

  • ღვიძლის დაზიანება, მაგალითად ჰეპატიტი. ჰეპატიტის სიმპტომებია გულისრევა (სისუსტის შეგრძნება) ან ღებინება (სუსტად ყოფნა), მადის დაკარგვა, ზოგადად შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება, სიცხე, ქავილი, კანისა და თვალების გაყვითლება და მუქი ფერის შარდი (შეიძლება აღინიშნოს 1000-დან 1 ადამიანში)
  • კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული. წყლულის სიმპტომებია კუჭის ტკივილი და დისკომფორტი (საჭმლის მონელების დარღვევა) ჭიპისა და გულ-მკერდს შორის (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1 ადამიანში)
  • სისხლდენა კუჭიდან ან ნაწლავიდან. ეს შეიძლება გამოიხატებოდეს შავი, კუპრისებრი განავლის ან ნაწლავიდან სისხლდენის სახით (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1 ადამიანში)
    კრუნჩხვა (შეტევა) ან კონვულსია (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1 ადამიანში)
  • ცხელება კუნთების დაჭიმულობით, ოფლიანობა ან ცნობიერების დაქვეითებული დონე (დარღვევა, რომელსაც ეწოდება “ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი“) (შეიძლება აღინიშნოს 10000-დან 1 ადამიანში)
  • კუნთების სისუსტე, მგრძნობელობა ან ტკივილი, განსაკუთრებით შეუძლოდ ყოფნის, მაღალი ტემპერატურის ან მუქი შარდის თანხლებით. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს კუნთების პათოლოგიური დაშლით, რაც შეიძლება სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენდეს და გამოიწვიოს თირკმელების პრობლემები (მდგომარეობა სახელწოდებით რაბდომიოლიზი) (შეიძლება აღინიშნოს 10000-დან 1 ადამიანში)

სხვა გვერდითი მოქმედება

ძალიან ხშირი გვერდითი მოქმედება (შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს)

  • დიარეა
  • თავის ტკივილი

ხშირი გვერდითი მოქმედება (შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1 ადამიანს)

  • კუნთების სპაზმი
  • დაღლილობა
  • დაძინების გაძნელება (უძილობა)
  • გაცივება
  • ჰალუცინაცია (არარეალური საგნების დანახვა ან მოსმენა)
  • უჩვეულო სიზმრები, მათ შორის კოშმარები
  • შფოთვა
  • აგრესიული ქცევა
  • გულის წასვლა
  • თავბრუსხვევა
  • დისკომფორტის შეგრძნება კუჭის არეში
  • გამონაყარი
  • უკონტროლო შარდვა
  • ტკივილი
  • უბედური შემთხვევები (მაღალია დაცემის და შემთხვევითი ტრავმების მიღების ალბათობა)

არახშირი გვერდითი მოქმედება (შეიძლება აღენიშნოს 100-დან 1 ადამიანს)

  • ნელი პულსი
  • გაძლიერებული ნერწყვდენა

იშვიათი გვერდითი მოქმედება (შეიძლება აღენიშნოს 1000-დან 1 ადამიანს)

  • სახის და ენის, ასევე კიდურების დაჭიმულობა, კანკალი ან უკონტროლო მოძრაობები

5.  როგორ ინახება სენოდოპი იზიტაბი

შეინახეთ მოცემული პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი გარე კოლოფზე და ბლისტერზე მითითებული ვარგისობის ვადის (EXP) გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, საკუთარ შეფუთვაში.

არ შეიძლება პრეპარატების საკანალიზაციო მილში ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად გადაგდება. არასაჭირო პრეპარატების უტილიზაციასთან დაკავშირებით მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას. 

6. შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს სენოდოპი იზიტაბი

  • მოქმედი ნივთიერება არის დონეპეზილის ჰიდროქლორიდი. 1 5მგ-იანი ოროდისპერგირებადი  ტაბლეტი შეიცავს 5 მგ  დონეპეზილის ჰიდროქლორიდს და 1 10მგ-იანი ოროდისპერგირებადი ტაბლეტი შეიცავს 10 მგ დონეპეზილის ჰიდროქლორიდს.
  • დამხმარე ნივთიერებები: მანიტოლი, სორბიტოლი, კროსპოვიდონი, კოლოიდური ჰიდრატირებული სილიციუმი, მიკროკრისტალური ცელულოზა და კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, კოლიდონი CL, ნატრიუმის მეტაბისულფიტი, ასპარტამი, კოლიდონი CL-F, ნატრიუმის სტეარილფუმარატი, მაგნიუმის სტეარატი.

სენოდოპი იზიტაბის აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა

სენოდოპი იზიტაბი 5 მგ ოროდისპერგირებადი ტაბლეტი არის თეთრი ფერის, მრგვალი ფორმის  ტაბლეტები.

სენოდოპი იზიტაბი 10 მგ ოროდისპერგირებადი ტაბლეტი არის თეთრი ფერის, მრგვალი ფორმის  ტაბლეტები.

ბლისტერული შეფუთვა შეიცავს 28 ტაბლეტს.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მეტი ინფორაცია
რაოდენობა28
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy