Rebacto - რებაქტო 30 კაფსულა

განსაკუთრებული ფასი 32,94 GEL რეგულარული ფასი 36,19 GEL
მარაგშია
SKU
83305_2099

ჩვენება:საშარდე სისტემის სიჯანსაღისთვის,დამხმარე საშუალება  საშარდე გზების ინფექციებისას.

რებაქტო

კაფსულა #30

საკვები დანამატი

საშარდე სისტემის სიჯანსაღისთვის

დამხმარე საშუალება  საშარდე გზების ინფექციებისას 

შემადგენლობა თითოეული კაფსულა შეიცავს
D-მანოზა  500 მგ
ორგანული მოცვის კონცენტრატი (Vaccinum subg.Oxycoccus)  50:1 300 მგ
ჰიბისკუსის ყვავილის ექსტრაქტი (Hibiscus Rosa Sinensis) (5% ფლავონები) 100 მგ
სიმინდის ექსტრაქტი Zea Mays 15 მგ

           

შემადგენელი კომპონენტების მოქმედება:

შტოშის ექსტრაქტი  შეიცავს ბიოფლავანოიდებს, პროანტოციანიდინებს, ტრიტერპენოიდებს, C და B ჯგუფის ვიტამინებს, PP ვიტამინს, მიკროელემენტებს: ნატრიუმი, კალციუმი, კალიუმი, ფოსფორი, რკინა, მანგანუმი, კობალტი, სპილენძი, თუთია. შტოშის ექსტრაქტი ხელს უშლის პათოგენური მიკროორგანიზმების გამრავლებას ურეთრასა და შარდის ბუშტში და მათ ადჰეზიას საშარდე გზების ეპითელიუმზე. შეუძლია შეცვალოს შარდის PH ისე, რომ შექმნას ბაქტერიების გამრავლებისთვის არახელსაყრელი გარემო. 

შტოშს აქვს ანტიბაქტერიული მოქმედება, განსაკუთრებით აქტიურია E.coli-ის მიმართ. შტოშს ასევე ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური, ანტიკანცეროგენული მოქმედება. შტოში აუმჯობესებს თირკმლის ფუნქციას და ზრდის დიურეზს. აქვს ასევე სპაზმოლიზური მოქმედება.

ჰიბისკუსის ექსტრაქტი არის ორგანული მჟავების, ვიტამინების, პოლისაქარიდების, ბიოფლავონოიდების წყარო, რომელსაც აქვს ბაქტერიოსტატიკური ეფექტი შარდსასქესო ტრაქტის  პათოგენების უმეტესობაზე. (Staphylococcus spp., Streptococcus spp., Enterococcus faecalis, Escherichia coli, Enterobacter spp. Candida spp.). მას აქვს ანთების საწინააღმდეგო, დეკონგესტანტური თვისებები, ავლენს ადჰეზიურ ეფექტს, რაც შეუძლებელს ხდის მიკროორგანიზმების საშარდე გზების კედლებზე შეწებებას, მათ განვითარებას და გამრავლებას. ხელს უშლის დიზურიული მოვლენების განვითარებას.

სიმიდის  ექსტრაქტი  ხელს უწყობს საშარდე გზებიდან წვრილი ქვების გამოდევნას, აქვს შარდმდენი და ანტისპაზმური მოქმედება.

გამოყენების რეკომენდაცია :

შარდსასქესო გზების ინფექციების პრევენცია და როგორც დამხმარე საშუალება (ურეთრიტი, ცისტიტი, პიელონეფრიტი, პროსტატიტი, ვულვიტი, ვაგინიტი).  თირკმელებში მარილების (ურატები, ოქსალატები, ფოსფატები, კარბონატები) დიდი რაოდენობით წარმოქმნა, მცირე უროლითიაზი ( პროფილაქტიკა, კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში).

დოზირება:

1 კაფსულა 1-2 ჯერ დღეში, საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად.  ხანგრძლივობა 2-4 კვირა, ექიმის რეკომენდაციით.

გაფრთხილებები: არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. 

საკვები დანამატები არ შეიძლება გამოყენებულ იქნას დაბალანსებული კვების შემცვლელად.


შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.


ინახება 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, მშრალ, მზისგან დაცულ ადგილას.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა30
Formსპრეი
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy