Pirfalin - პირფალინი თვალის წვეთები ფხვნილი და გამხსნელი 7მლ.
ჩვენება:კატარაქტა ხანდაზმულებში.
პირფალინი®
0.005% თვალის წვეთები, ფხვნილი და გამხსნელი ხსნარის მოსამზადებლად
პირენოქსინი
შემადგენლობა:
ლიოფილიზებული ფხვნილი შეიცავს:
მოქმედი ნივთიერება: 0.376 მგ ნატრიუმის პირენოქსინს.
დამხმარე ნივთიერებები: ტაურინი
თვალის წვეთების დასამზადებელი გამხსნელი შეიცავს: პოლივინილის სპირტი, ქარვის მჟავა, ნატრიუმის სუქცინატი, ნატრიუმის ქლორიდი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, დინატრიუმის ედეტატი, საინექციო წყალი;
წამლის ფორმა და შეფუთვის შემადგენლობა:
თვალის წვეთების დასამზადებელი ფხვნილი და გამხსნელი.
1 ფლაკონი გამხსნელი 7მლ + საწვეთურიანი კონტეინერი ლიოფილიზებული ფხვნილით.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
კატარაქტის საწინააღმდეგო საშუალება.
ჩვენებები
კატარაქტა ხანდაზმულებში.
წინააღმდეგჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.
უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას
გამოიყენება ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ.
პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის.
შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში, ან ხანგრძლივი დროით დიდი დოზებით გამოყენებისას შესაძლოა განვითარდეს ტოქსიური ეფექტები.
არ გამოიყენოთ თვალის ანთებისა და დაზიანებისას.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან
არ არის ცნობილი.
შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
დოზირება
ჩაიწვეთეთ 1-2 წვეთი დაავადებულ თვალში დღეში 4-ჯერ ექიმის დანიშნულების მიხედვით.
გვერდითი მოვლენები
პირინოქსინის თვალის წვეთები, ხსნარის დასამზადებელი ფხვნილი და გამხსნელი, ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება.
გამოყენების წესი
1. მოხსენით პლასტმასის რგოლი
2. დააწექით თავსახურს ბოლომდე.
3. გადმოატრიალეთ ფლაკონი 3-4ჯერ
4. ჩაიწვეთეთ თვალში ბოთლზე ხელის
შემადგენლობის სრულ გახსნამდე. მოჭერით.
ყურადღება: არ გამოიყენოთ პრეპარატი შუფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
არ შეინახოთ პრეპარატი 300C მაღალ ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა განზავების შემდეგ: 15 დღე.
გახსნის შემდეგ შეინახეთ მაცივარში (2-8c).
აცნობეთ ექიმს, ან ფარამცევტს ნებისმიერი გვერდითი მოვლენის შესახებ, რომელიც არ არის აღწერილი დანართ ფურცელში.
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account