Phenibut- ფენიბუტი 0.25გ 20 ტაბლეტი

15,75 GEL
მარაგშია
SKU
1832_3015

ჩვენება: ასთენიური და მშფოთვარე-ნევროტიკული მდგომარეობები,ენაბლუობა, ტიკები და ენურეზი ბავშვებში,უძილობა და ღამის შფოთვები ხანდაზმულებში.

ფენიბუტი

პრეპარატის სავაჭრო დასახელება: ფენიბუტი

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება (სად): ამინოფენილცხიმოვანი მჟავა 

წამლის ფორმა: ტაბლეტები.

შემადგენლობა: 

1 ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერება: ამინოფენილცხიმოვანი მჟავა, ჰიდროქლორიდი (ფენიბუტი)- 250 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: 

მიკროკრისტალური ცელულოზა - 60,0 მგ

ნატრიუმის კროსკარმელოზა - 8,0 მგ

კარტოფილის სახამებელი -  24,0 მგ

პოვიდონი (პოლივინილპიროლიდონი) -  15,0 მგ

კალციუმის სტეარატი - 3,0 მგ

აღწერა: თეთრი ან ოდნავ ყვითელი ელფერის მქონე, მოთეთრო ტაბლეტები, ბრტყელცილინდრული ფორმის, ნაზოლით ორ მხარეს და ჭრილით ერთ მხარეს. 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სხვა ფსიქოსტიმულატორები და ნოოტროპული პრეპარატები

ფარმაკოდინამიკა:

ნოოტროპული საშუალება, აიოლებს ნერვული იმპულსის ამინოფენილცხიმოვანი მჟავის გაშუალედებულ გადაცემას ცენტრალურ ნერვულ სისტემაში (პირდაპირი ზემოქმედება ამინოფენილცხიმოვანი მჟავისა  ერგიულ რეცეპტორებზე). ტრანკვილიზირებადი მოქმედება შეხამებულია აქტივირებად ეფექტთან. ასევე გააჩნია ანტიაგრეგატული, ანტიოქსიდანტური და გარკვეული კრუნჩხვის საწინააღმდეგო ქმედება.

აუმჯობესებს ტვინის ფუნქციონალურ მდგომარეობას მისი მეტაბოლიზმის და ტვინში სისხლის მიმოქცევის ნორმალიზაციის ხარჯზე (ზრდის მოცულობით და წრფივ სიჩქარეს, ამცირებს სისხლძარღვების წინაღობას, აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, ახდენს ანტიაგრეგატულ მოქმედებას).

ახანგრძლივებს ლატენტურ პერიოდს და ამცირებს ნისტაგმის ხანგრძლივობას და გამოხატულობას.

არ ახდენს გავლენას ქოლინო – და ანდრენორეცეპტორებზე. ამცირებს ვაზოვეგეტაციურ სიმპტომებს (მათ შორის თავის ტკივილს, თავში სიმძიმის შეგრძნებას, ძილის დარღვევას, გაღიზიანებას, ემოციურ ლაბილურობას). კურსის დროს ზრდის ფიზიკურ და გონებრივ შრომისუნარიანობას (ყურადღება, მახსოვრობა, სენსორულ-მოტორული რეაქციების სისწრაფე და სიზუსტე). ამცირებს ასტენიის გამოვლინებას (აუმჯობესებს გუნება-განწყობილებას, ზრდის ინტერესს და ინიციატივას (საქმიანობის მოტივაცია)) სედაციის ან აღგზნების გარეშე.

ხელს უწყობს შფოთვის, დაძაბულობის და მღელვარების  შეგრძნების დაქვეითებას, ახდენს ძილის ნორმალიზებას. 

ხანდაზმულ პაციენტებში არ იწვევს ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვას, კუნთ-მოსადუნებელი შემდგომი ქმედება ყველაზე ხშირად არ ვლინდება. ამცირებს ეთანოლის დამთრგუნველ  გავლენას ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.

ფარმაკოკინეტიკა

აბსრობცია მაღალია, კარგად აღწევს ორგანიზმის ყველა ქსოვილში და ჰეტამოენცეფალურ ბარიერში (ტვინის ქსოვილში აღწევს პრეპარატის შეყვანილი დოზის დაახლოებით 0.1%, თანაც ახალგაზრდა და ხანდაზმული ასაკის პირებთან უფრო მეტად).

თანაბრად ნაწილდება ღვიძლსა და თირკმელში. მეტაბოლიზირდება ღვიძლში 80-95%, მეტაბოლიტები ფარმაკოლოგირად არააქტიურია. არ კუმულირებს. 3 საათის შემდეგ იწყება გამოდევნება თირკმლის საშუალებით, ამასთან კონცენტრაციები ტვინის ქსოვილში არ მცირდება და ვლინდება კიდევ 6 საათის განმავლობაში. დაახლოებით 5% გამოიდევნება თირკმელის საშუალებით უცვლელი სახით, ნაწილობრივ ნაღველთან ერთად.

ჩვენებები

·       ასთენიური და მშფოთვარე-ნევროტიკული მდგომარეობები

·       ენაბლუობა, ტიკები და ენურეზი ბავშვებში

·       უძილობა და ღამის შფოთვები ხანდაზმულებში

·       მენიერის დაავადება, თავბრუხსვევა, დაკავშირებული სხვადასხვა გენეზის ვესტიბულარული ანალიზატორის დისფუნქციებთან; ნჯღრევის პროფილაქტიკა კინეტოზების დროს.

·       კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში ალკოჰოლური აბსტინენტური სინდრომის მკურნალობის დროს ფსიქოპათოლოგიური და სომატოვეგეტაციური დარღვევების კუპირებისთვის.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა, ორსულობა, ძუძუთი კვება, ბავშვა 3 წლამდე ასაკი.

სიფრთხილით კუჭ-ნაწლავური ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანების, რვიძლის უკმარისობის დროს.

გამოყენების მეთოდი და დოზები

შიგნით საკვების მიღების შემდეგ 2-3 კვირიანი კურსით.

მოზრდილებისათვის და 14 წელზე მეტი ასაკის ბავშვებისთვის: 250-500 მგ დღეში 3-ჯერ (მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 2500 მგ). 3-დან 8 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის 50-100 მგ დღეში 3-ჯერ; 8-დან 14 წლამდე ასაკის – 250 მგ დღეში 3-ჯერ.

ერთჯერადი მაქსიმალური დოზა მოზრდილებში და 14 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში შეადგენს 750 მგ-ს, 60 წელზე მეტი ასაკის პირებში – 500 მგ-ს, 8 წლამდე ასაკის ბავშვებში – 150 მგ, 8-დან 14 წლამდე ასაკის – 250 მგ.

ალკოჰოლური აბსტინენტური სინდრომი: 250-500 მგ 3-ჯერ დღეში და ღამით 750 მგ, სადღეღამისო დოზის თანდათანობით მოზრდილებისათვის ჩვეულებრივ დოზამდე შემცირებით.

თავბრუსხვევის მკურნალობა ვესტიბულარული აპარატის დისფუნქციის და მენიერის დაავადების დროს: 250 მგ დღეში 3-ჯერ 14 დღის განმავლობაში.

რწევის პროფილაქტიკა: 250-500 მგ ერთჯერადად რწევის სავარაუდო დაწყებამდე 1 საათით ადრე ან ზღვის დაავადების პირველივე სიმპტომების გამოვლენის დროს. ფენიბუტის ნჯღრევის საწინააღმდეგო მოქმედება ძლიერდება პრეპარატის დოზის გაზრდისას. ზღვის დაავადების გამოხატული გამოვლინების დროს (ღებინება და ა.შ.) ფენიბუტის დანიშვნა მცირეეფექტურია 750-1000 მგ დოზებითაც კი.

გვერდითი ეფექტები

ძილიანობა, გულისრევა. გაღიზიანების მომატება, აგზნება, შფოთვა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი (პირველი მიღებისას), ალერგიული რეაქციები.

დოზის გადაჭარბება

სიმპტომები: გვერდითი ეფექტების გამოხატულობის გაძლიერება; გამოხატული ძილიანობა, გულისრევა, ღებინება, ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია (7 გ მეტის მიღება), ეოზინოფილია, არტერიული წნევის დაცემა, თირკმლის ფუნქციის დარღვევა. მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის მიღება და სიმპტომატური თერაპიის ჩატარება.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

ახანგრძლივებს და აძლიერებს საძილე, ნარკოტიკული ანალგეზიურების, ნეიროლეფსიურების, პარკინსონის საწინააღმდეგო და ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებების მოქმედებას.

განსაკუთრებული ჩვენებები

ხანგრძლივი გამოყენების დროს აუცილებელია პერიოდულად ღვიძლის და პერიოფერიული სისხლის მაჩვენებლების კოპნტროლირება. აუცილებელია თავი შეიკავოთ პოტენციურად სახიფათო სახეობის საქმიანობისგან, რომელსაც ესაჭიროება დიდი ყურადღება.

გამოშვების ფორმა

ტაბლეტები 250 მგ

10 ტაბლეტი პოლივინილქლორიდის აპკის და ალუმინის საბეჭდი ლაკირებული ფოლგის  კონტურულ  უჯრედოვან  შეფუთვაში.

10, 20, 30, 40, 50 ან 100 ტაბლეტი სამკურნალო საშუალებებისთვის განკუთვნილ პოლიმერულ კონტეინერში. 

ერთი კონტეინერი ან 1, 2, 3, 4, 5 ან 10 კონტურული უჯრედოვანი შეფუთვა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად განთავსებულია მუყაოს კოლოფში.

ვარგისობის ვადა

3 წელი. არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ

შენახვის პირობები

შეინახეთ სინათლისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას

გამოშვების პირობები                  

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა20
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy