Pertussin - პერტუსინი სიროფი 50მლ

4,05 GEL
მარაგშია
SKU
83180_1874

ჩვენებები: პრეპარატი ინიშნება მწვავე რესპირატორული დაავადებების, ტრაქეიტების, ბრონქიტების, აგრეთვე ბავშვებში ყივანახველას დროს.

სავაჭრო დასახელება: პერტუსინი

სამკურნალწამლო ფორმა: სიროფი

შემადგენლობა:

ბეგქონდარას თხევადი ექსტრაქტი          120 გ

კალიუმის ბრომიდი                                  10 გ

შაქრის სიროფი                                           820 გ

ეთილის სპირტი 80%                                50 გ

აღწერილობა:

ბლანტი ყავისფერი სითხე არომატული სუნით .

ფარმაკოლოგიული ჯგუფი:

ამოსახველებელი საშუალება

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ბეგქონდარას პრეპარატები ავლენენ გამოხატულ ამოსახველებელ მოქმედებას , ზრდიან ზედა სასუნთქიგზების ლორწოვანი გარსების სეკრეტორული გამონაყოფის რაოდენობას . ხელს უწყობენ ნახველისგათხელებას და მის ევაკუაციის დაჩქარებას . კალიუმის ბრომიდი აქვეითებს ცენტრალური ნერვულისისტემის აღგზნებადობას .

გამოყენების ჩვენებები:

პრეპარატი ინიშნება მწვავე რესპირატორული დაავადებების , ტრაქეიტების , ბრონქიტების , აგრეთვებავშვებში ყივანახველას დროს .

უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ , ორსულობა , ლაქტაციის პერიოდი ,გულის უკმარისობის დეკომპენსაცია .

მიღების წესები და დოზირება:

შიგნით მისაღებად მოზრდილებში 1 სუფრის კოვზი 3- ჯერ დღეში .

ბავშვებში ასაკზე დამოკიდებულების მიხედვით ½1/2 ჩაის კოვზი ან 1 სუფრის კოვზი 3- ჯერ დღეში .

გვერდითი მოვლენები:

შესაძლებელია გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები . დოზის გადაჭარბების შემთხვევაში კი გულისრევა .

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან

არ არსებობს მონაცემები

გამოშვების ფორმა:

შუშის ფლაკონებიში 100 გ , 125 გ .

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ , გრილ , ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას .

შენახვის ვადა:

4 წელი . არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვისშემდეგ .

აფთიაქიდან გაცემის პირობები

გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე .

მწარმოებელი

დახურული სააქციო საზოგადოება “ ალტაივიტამინები ”

659325, ალტაის მხარე , ქალაქი ბიისკი , ზავოდკაიას ქუჩა , 69, რუსეთი

ტელ : (3854) 32-69-43

ფაქსი : (3854) 32-76-40

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy