Pari-flo - პარი-ფლო ადვანსი სუსპენზია 125მლ

განსაკუთრებული ფასი 36,45 GEL რეგულარული ფასი 50,62 GEL
მარაგშია
SKU
70152_1609

პარი-ფლო ადვანსი გამოიყენება ფსიქოემოციური და ფსიქოსომატური დარღვევების სამკურნალოდ,  რომელიც გამოწვეულია სტრესით, ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონიით, არტერიული ჰიპერტენზიით, ჰორმონალური დარღვევებით (მენოპაუზა, პრედმენსტრუალური სინდრომი, ჰიპერტირეოზი და სხვ.);  სხვადასხვა გენეზის ნევროზები და ნევრასთენიები; მომატებული გაღიზიანებულობა, შიში, მოუსვენრობა, დეპრესიული მდგომარეობა, შაკიკის შეტევა, კრუნჩხვითი სინდრომი განვითარებული ნევროლოგიური დაავადებებისა და მეტაბოლური დარღვევების ფონზე, ალკოჰოლური აბსტინენცია.

პარი-ფლო ადვანსი

სუსპენზია შინაგანი გამოყენებისთვის 125 მლ

 

პრეპარატის მიღების წინ აუცილებელია ყურადღებით გაეცნოთ გამოყენების ინსტრუქციას, ის შეიცავს თქვენთვის საჭირო ინფორმაციას.

შეინახეთ გამოყენების ინსტრუქცია კიდევ ერთხელ წაკითხვის აუცილებლობის შემთხვევისთვის;

დამატებითი კითხვებისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს;

მოცემული პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ თქვენთვის, არ შეიძლება მისი გადაცემა სხვა პირისთვის, მიუხედავად საერთო დაავადების სიმპტომებისა;

გვერდითი ეფექტების გამოვლენისას მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ინფორმაცია ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის მითითებული მოცემულ ინსტრუქციაში. (იხ. თავი 4).

გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს:

რა არის პარი-ფლო ადვანსი და რისთვის გამოიყენება ის;
რა უნდა ვიცოდეთ პარი-ფლო ადვანსის გამოყენებამდე;
როგორ მივიღოთ პარი-ფლო ადვანსი;
შესაძლო გვერდითი ეფექტები;
პრეპარატ პარი-ფლო ადვანსის შენახვის პირობები;
კოლოფის შემცველობა და სხვა ინფორმაცია.

1)  რა არის პარი-ფლო ადვანსი და რისთვის გამოიყენება

პარი-ფლო ადვანსი შეიცავს Passiflora incarnata, L-გლიცინი, L-მეთილფოლატი, L-ტრეონატ მაგნიუმი. იგი მიეკუთვნება ფსიქოტროპული პრეპარატების ჯგუფს.

პარი-ფლო ადვანსი გამოიყენება ფსიქოემოციური და ფსიქოსომატური დარღვევების სამკურნალოდ,  რომელიც გამოწვეულია სტრესით, ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონიით, არტერიული ჰიპერტენზიით, ჰორმონალური დარღვევებით (მენოპაუზა, პრედმენსტრუალური სინდრომი, ჰიპერტირეოზი და სხვ.);  სხვადასხვა გენეზის ნევროზები და ნევრასთენიები; მომატებული გაღიზიანებულობა, შიში, მოუსვენრობა, დეპრესიული მდგომარეობა, შაკიკის შეტევა, კრუნჩხვითი სინდრომი განვითარებული ნევროლოგიური დაავადებებისა და მეტაბოლური დარღვევების ფონზე, ალკოჰოლური აბსტინენცია.

2)  რა უნდა ვიცოდეთ პარი-ფლო ადვანსის  გამოყენებამდე:

არ მიიღოთ პარი-ფლო ადვანსი  

*თუ გაქვთ ალერგია პრეპარატის შემადგენელ კომპონენტებზე (იხ. თავი 6)

თუ გაქვთ აუტანლობა შემადგენელ კომპონენტებზე

-შეატყობინეთ თქვენს ექიმს და შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება.

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები:

პარი-ფლო ადვანსის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

თუ გაქვთ დამატებითი რისკ-ფაქტორები

პარი-ფლო ადვანსის მიღებამდე შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

პარი-ფლო ადვანსის ხშირად გამოყენება

პარი-ფლო ადვანსის ხშირმა გამოყენებამ შეიძლება გააძლიეროს თავის ტკივილები.

 შეატყობინეთ თქვენს ექიმს თუ გაქვთ მსგავსი სიმპტომები, ექიმმა შეიძლება მოგცეთ რეკომენდაცია პრეპარატის შეწყვეტის თაობაზე.

თუ გრძნობთ გულმკერდში მოჭერითი ხასიათის ტკივილს პარი-ფლო ადვანსის მიღების შემდეგ

მსგავსი ეფექტი შეიძლება იყოს ინტენსიური, მაგრამ როგორც წესი სწრაფად გაივლის. თუ არ მოხდა მათი სწრაფად ალაგება, ან პირიქით მათი მიმდინარეობა გაუარესდა:

დაუყოვნებლივ მიმართეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას. მოცემული ინსტრუქციის თავი 4  შეიცავს დამატებით ინფორმაციას შესაძლო გვერდით ეფექტებზე.

გამოყენება ხანშიშესულ პირებსა და 12 წლამდე ბავშვებში:

პარი-ფლო ადვანსი არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

აუცილებლად აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ღებულობთ ან ცოტა ხნით ადრე იღებდით სხვა სამკურნალო საშუალებებს, ნებისმიერი მცენარეული, ან არარეცეპტორული საშუალებები.

ზოგი პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული პარი-ფლოსთან ერთად გვერდითი ეფექტების განვითარების გამო.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობისას და ძუძუთი კვებისას პრეპარატის უსაფრთხოება არ არის დადგენილი. არ არის რეკომენდებული მისი მიღება ინფორმაციის არ არსებობის გამო. კვლევები ფერტილობაზე არ ჩატარებულა.

ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვა:

სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის შესაძლო გაუარესება.

3) როგორ მივიღოთ პარი-ფლო ადვანსი:

- მოზრდილებისთვის ჩვეულებრივი დოზა შეადგენს  10 მლ ერთხელ დღეში.

-გამოყენების წინ აუცილებელი შენჯღრევა.

-არ შეიძლება მისი გამოყენება სრულფასოვანი და დაბალანსებული საკვების მაგივრად.

-არ შეიძლება დოზის გადაჭარბება.

 

თუ თქვენ გადააჭარბეთ რეკომენდებულ დოზას

კლინიკური შემთხვევები დოზის გადაჭარბების არ არის აღწერილი.

დიდი დოზებით პარი-ფლო ადვანსის მიღების შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ექიმს, ან სასწრაფო დახმარებას, რადგან თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ სამედიცინო დახმარების გაწევა.

4)  შესაძლო გვერდითი ეფექტები:

სხვა პრეპარატების მსგავსად, შესაძლოა პარი-ფლო ადვანსმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები. თუმცა არა ყველა პაციენტში.

       

 გვერდითი ეფექტების გამოვლენის შეტყობინება:

გვერდითი ეფექტების გამოვლენისას მიმართეთ ექიმს, ექთანს, ან ფარმაცევტს. ეს ეხება ყველა შესაძლო გვერდით ეფექტს, რაც არ არის მითითებული გამოყენების ინსტრუქციაში ან პირდაპირ შეატყობინოთ შემდეგ მისამართზე:

თურქეთი

Oruç Reis Mah.TekstilKent Cad. Tekstilkent Koza Plaza B Blok

Kat:17- ესენლერი, სტამბოლი, თურქეთი

ტელ: +90 212 438 50 20 ფაქსი: +90 212 438 57 06

გმგ-ის არასასურველი რეაქციების შეტყობინების სერვისის მეშვეობით

გრანდ მედიქალი შემდეგ მისამართზე  http://grandmedicalgroup.ch/adversereaction/

5) პარი-ფლო ადვანსის შენახვის პირობები:

ინახება ორიგინალურ შეფუთვაში  ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენება კოლოფზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. ინახება 25°C.

არ გადააგდოთ სამკურნალო საშუალება გამდინარე წყალში, ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ გაანადგუროთ პრეპარატი, რომელსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები დაგვეხმარება გარემოს დაცვაში.

6) კოლოფის შემცველობა და სხვა ინფორმაცია:

რას შეიცავს პარი-ფლო ადვანსი

Passiflora incarnata, L-გლიცინი, L-მეთილფოლატი, L-ტრეონატ მაგნიუმი. დამხმარე ნივთიერებები:  ნატრიუმის ბენზოატი, კალიუმის სორბატი, ლიმონის მჟავა, ყავისფერი საღებავი, ლიმონის არომატიზატორი, გამოხდილი წყალი.

როგორია პარი-ფლო ადვანსი  და კოლოფის შემცველობა

პარი-ფლო ადვანსი გამჭვირვალე, ყავისფერი სითხეა დამახასიათებელი სუნით.

 

შეფუთვაში: 125 მლ ფლაკონი

        

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი:

Grand Medical Group AG

მისამართი: Kornmarkt 10, C-6004

ლუცერნი / შვეიცარია

 

მწარმოებელი:

Miquel Y Garriga Inc,

Joaquin Costa, 18, 1a, 08390

Montgat, ბარსელონა, ესპანეთი

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy