Moludes - მოლუდესი 5მგ/10მგ 30 ტაბლეტი
ჩვენებები: ასთმით ან ასთმის გარეშე მიმდინარე ალერგიულ რინტთან დაკავშირებული სიმპტომების სამკურნალოდ და შემსუბუქებისათვის
მოლუდესი 5 მგ/10 მგ
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი
ფორმულა:
აპკიანი გარსით დაფარული ყოველი ტაბლეტი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს 5 მგ დესლორატადინსა და 10.4 მგ ნატრიუმის მონტელუკასტს, რაც 10 მგ მონტელუკასტის ექვივალენტურია, ასევე ტიტანის დიოქსიდსა (E171) და რკინის წითელ ოქსიდს (E172) საღებავის სახით.
დამხმარე ნივთიერებები დადასტურებული ეფექტით: აღნიშნული პრეპარატი შეიცავს 30 მგ ნატრიუმის კროსკარმელოზას და 117.10 მგ მანიტოლს.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკური თვისებები
მონტელუკასტი:
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ლეიკოტრიენული რეცეპტორების ანტაგონისტი / ანტიჰისტამინის კომბინაცია
ათქ კოდი: R03D C53
მოქმედების მექანიზმი
ცისტეინილური ლეიკოტრიენები (LTC4, LTD4, LTE4) ანთების საწინააღმდეგო ძლიერი ეიკოზანოიდებია, რომელთა გამოთავისუფლება სხვადასხვა უჯრედიდან, მათ შორის პოხიერი უჯრედებიდან და ეოზინოფილებიდან ხდება. ეს მნიშვნელოვანი პროასთმური მედიატორები უკავშირდება ცისტეინილურ ლეიკოტრიენულ (CysLT) რეცეპტორებს. CysLT ტიპი-1 (CysLT1) რეცეპტორები გვხვდება ადამიანის სასუნთქ გზებში (მათ შორის სასუნთქი გზების გლუვკუნთოვან უჯრედებსა და მაკროფაგებში) და სხვა პროანთებით უჯრედებში (მათ შორის ეოზინოფილებსა და გარკვეულ მიელოიდურ ღეროვან უჯრედებში). CysLT ასთმისა და ალერგიული რინიტის პათოფიზიოლოგიას უკავშირდება. ასთმის დროს ლეიკოტრიენ-განპირობებული ეფექტები მოიცავს ბრონქების შევიწროებას, ლორწოვანი გარსის მიერ სეკრეტის გამოყოფას, სისხლძარღვების განვლადობას და ეოზინოფილების მოგროვებას. ალერგიული რინიტის დროს ალერგენის ზემოქმედების შემდეგ CysLT თავისუფლდება ცხვირის ლორწოვანი გარსიდან რეაქციების ადრეული და მოგვიანებითი ფაზების მიმდინარეობისას, იგი ასოცირებულია ალერგიული რინიტის სიმპტომებთანაც. CysLT-ის ინტრანაზალური სინჯით გამოვლინდა ცხვირის სასუნთქი გზების რეზისტენტობის მომატება და ცხვირის შეგუბების სიმპტომები.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
მონტელუკასტი აქტიური ნივთიერებაა, რომელიც პერორალური მიღებისას მაღალი აფინურობითა და სელექტიურობით უკავშირდება CysLT1 რეცეპტორებს. კლინიკურ კვლევებში მონტელუკასტი 5 მგ დოზით განაპირობებდა LTD4-ის ინჰალაციით განპირობებული ბრონქოკონსტრიქციის ინჰიბირებას. ბრონქოდილატაცია გამოვლინდა პერორალური მიღებიდან 2 საათის განმავლობაში. β-აგონისტებით გამოწვეული ბრონქოდილატაციის ეფექტის შევსება ხდებოდა მონტელუკასტის ეფექტით. მონტელუკასტით მკურნალობა, ანტიგენური სტიმულაციის გზით, ახდენს ბრონქოკონსტრიქციის როგორც ადრეული, ასევე მოგვიანებითი ფაზის ინჰიბირებას. მონტელუკასტი, პლაცებოსთან შედარებით, მოზრდილი ადამიანებისა და ბავშვების პერიფერიულ სისხლში აქვეითებს ეოზინოფილების დონეს. ცალკე კვლევაში მონტელუკასტით მკურნალობა არსებითად აქვეითებდა ეოზინოფილების რაოდენობას სასუნთქ გზებში (განისაზღვრა ნახველის ანალიზის მიხედვით) და პერიფერიულ სისხლში, რითაც აუმჯობესებდა ასთმის კლინიკურ კონტროლს.
დესლორატადინი:
მოქმედების მექანიზმი
დესლორატადინი არის არა-სედატიური, ხანგრძლივად მოქმედი ჰისტამინური ანტაგონისტი სელექტიური პერიფერიული H1-რეცეპტორების ანტაგონისტური მოქმედებით. პერორალური მიღების შემდეგ, დესლორატადინი შერჩევითად თრგუნავს ჰისტამინის პერიფერიულ H1-რეცეპტორებს, ვინაიდან ნივთიერება ვერ აღწევს ცენტრალურ ნერვულ სისტემას.
In vitro კვლევებში დესლორატადინმა გამოავლინა ანტიალერგიული თვისებები. ის თრგუნავს ადამიანის პოხიერი უჯრედებიდან/ბაზოფილებიდან პროანთებითი ციტოკინების, როგორიცაა IL-4, IL-6, IL-8 და IL-13, გამოთავისუფლებას, ასევე თრგუნავს ენდოთელურ უჯრედებზე ადჰეზიური მოლეკულის P-სელექტინის ექსპრესიას. აღნიშნული დაკვირვებების კლინიკური მნიშვნელობა ჯერ კიდევ დადასტურებას საჭიროებს.
კლინიკური ეფექტიანობა და უსაფრთხოება
მრავალჯერადი დოზირების კლინიკურ კვლევაში, რა შემთხვევაშიც გამოიყენებოდა 20 მგ დესლორატადინი დღიურად, 14 დღის განმავლობაში, გულ-სისხლძარღვთა მხრივ სტატისტიკურად ან კლინიკურად მნიშვნელოვანი ეფექტი არ გამოვლენილა. კლინიკური ფარმაკოლოგიის კვლევაში, რომელშიც დესლორატადინი გამოიყენებოდა დოზით 45 მგ დღეში (რაც 9-ჯერ აღემატებოდა კლინიკურ დოზას) 10 დღის განმავლობაში, QTc ინტერვალის გახანგრძლივება არ გამოვლენილა.
მრავალჯერადი დოზირების კეტოკონაზოლსა და ერითრომიცინს შორის ურთიერთქმედების შემსწავლელ კვლევებში დესლორატადინის პლაზმური კონცენტრაციების კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილბები არ აღინიშნა.
დესლორატადინი ადვილად არ გადადის ცენტრალურ ნერვულ სისტემაში. კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში, 5 მგ/დღეში რეკომენდებულ დოზებზე, ძილიანობის შემთხვევების ზრდა არ აღინიშნა, პლაცებოსთან შედარებით. კლინიკური კვლევებში, დესლორატადინი 7.5 მგ ერთჯერადი დღიური დოზით არ ახდენდა გავლენას ფსიქომოტურულ ფუნქციაზე. მოზრდილ ადამიანებში ჩატარებულ ერთჯერადი დოზის კვლევაში, დესლორატადინი 5 მგ ფოზით გავლენას არ ახდენდა ფრენის მახასიათებლების სტანდარტულ მაჩვენებლებზე, სუბიექტური ძილიანობის გაძლიერებისა და ფრენასთან დაკავშირებული დავალებების შესრულების ჩათვლით.
კლინიკური ფარმაკოლოგიის კვლევებში, ალკოჰოლთან ერთად მიღება არ ზრდიდა ალკოჰოლით გამოწვეული შრომისუნარიანობის გაუარესებას ან ძილიანობის გაზრდას. დესლორატადინისა და პლაცებოს ჯგუფებში, ცალკე ან ალკოჰოლთან ერთად მიღებისას, ფსიქომოტორული ტესტების შედეგებში მნიშვნელოვანი განსხვავებები არ აღინიშნა.
ალერგიული რინიტის მქონე პაციენტებში, დესლორატადინი ეფექტიანად ხსნიდა ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა ცემინება, ცხვირიდან გამონადენი და ქავილი, ასევე თვალის ქავილი, ცრემლიანობა და სიწითლე და სასის ქავილი. დესლორატადინი ეფექტიანად აკონტროლებდა სიმპტომებს 24 საათის განმავლობაში.
პედიატრიული პოპულაცია
დესლორატადინის ტაბლეტების ეფექტიანობა არ არის კარგად ნაჩვენები 12 წლიდან 17 წლამდე ასაკის მოზარდ პაციენტებში ჩატარებულ კვლევებში.
გარდა რინიტის დადგენილი კლასიფიკაციისა, იქნებ ეს სეზონური და მუდმივი, ალერგიული რინიტი შეიძლება კლასიფიცირდეს ინტერმისიულად და პერსისტიულად სიმპტომების შენარჩუნების ხანგრძლივობის მიხედვით. ინტერმისიული ალერგიული რინიტის შემთხვევაში სიმპტომები შეინიშნება კვირაში 4 დღეზე ნაკლები დროის განმავლობაში ან წელიწადში 4 კვირაზე ნაკლებ დროში. პერსისტიული ალერგიული რინიტის შემთხვევაში - 4 დღეზე მეტი დროის განმავობაში კვირაში ან 4 კვირაზე მეტ დროში წელიწადში.
რინოკონიუქტივით დაავადებულთა ცხოვრების ხარისხის გამოკითხვის დაჯამებული ქულების შედეგებით, დესლორატადინმა საკმაოდ ეფექტიანად შეამსუბუქა სეზონური ალერგიული რინიტის მქონე პაციენტების მდგომარეობას. მეტი გაუმჯობესება აღინიშნა პრაქტიკული პრობლემებისა და სიმპტომებით შეზღუდული ყოველდღიური საქმიანობის მიმართულებით.
ჭინჭრის ციების კლასიკური მოდელის სახით, ხდებოდა ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციების შესწავლა, ვინაიდან მათი ძირითადი პათოფიზიოლოგიური მექანიზმები მსგავსია ეტიოლოგიის მიუხედავად, და ვინაიდან ქრონიკული პაციენტების პროსპექტური შერჩევა უფრო მარტივია. იმის გამო, რომ ჰისტამინის გამოყოფა წარმოადგენს მიზეზობრივ ფაქტორს ჭინჭრის ციების ყველა დაავადებაში, მოსალოდნელია, რომ დესლორატადინი ეფექტიანი საშუალება იქნება ჭინჭრის ციების სხვა სახეობების სიმპტომების კუპირებაში, მათ შორის ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციებისას, როგორც ეს მითითებულია კლინიკურ რეკომენდაციებში.
ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციების მქონე პაციენტებში ორ პლაცებო-კონტროლირებად ექვსკვირიან კვლევაში, დესლორატადინმა ეფექტიანად შეამსუბუქა ქავილი და შეამცირა გამონაყარის ზომა და რაოდენობა მკურნალობის პირველივე კურსის დასრულებისას. ყოველ კვლევაში ეფექტი შენარჩუნდა დოზის მიღებიდან 24 საათის ინტერვალში. ისევე, როგორც ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციებისას ანტიჰისტამინური პრეპარატების სხვა კვლევებისას, გამოირიცხა იმ პაციენტთა მცირე ნაწილი, რომლებიც რეზისტენტულად ითვლებოდნენ ანტიჰისტამინური საშუალებებით მკურნალობის მიმართ. ქავილის 50%-ით შემცირება აღინიშნა პაციენტების 55%-ში, რომლებიც დესლორატადინით მკურნალობდნენ, პაციენტების იმ 19%-თან შედარებით, რომლებიც ღებულობდნენ პლაცებოს. დესლორატადინით მკურნალობამ აგრეთვე მნიშვნელოვნად შეამცირა დაავადების უარყოფით გავლენა ძილსა და აქტიურობაზე დღის განმავლობაში, რაც განისაზღვრა ოთხბალიანი შკალით, რომელიც გამოიყენება ამ ცვლადების შეფასებისას.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები:
მონტელუკასტი:
შეწოვა
მონტელუკასტი პერორალური მიღების შემდეგ სწრაფად შეიწოვება. აპკიანი გარსით დაფარული 10 მგ ტაბლეტების შემთხვევაში საშუალო პიკური კონცენტრაცია (Cmax) სისხლის პლაზმაში აღინიშნა 3 საათის შემდეგ (Tmax) მოზრდილებში პრეპარატის უზმოდ მიღებისას. პერორალური მიღების დროს ბიოშეღწევადობა საშუალოდ შეადგენს 64%-ს. ჩვეულებრივი საკვების მიღება პრეპარატის პერორალური გამოყენების დროს ბიოშეღწევადობასა და Cmax-ზე არ მოქმედებს. უსაფრთხოება და ეფექტიანობა დადასტურდა კლინიკურ კვლევებში, რომლებშიც პაციენტები 10 მგ აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტებს საკვების მიღებისაგან დამოუკიდებლად ღებულობდნენ.
5 მგ საღეჭი ტაბლეტების შემთხვევაში, Cmax მიღწევა მოზრდილებში აღინიშნა უზმოზე პრეპარატის მიღებიდან 2 საათის შემდეგ. ბიოშეღწევადობა პერორალური მიღების დროს, საშუალოდ, შეადგენდა 73%-ს და სტანდარტულ საკვებთან ერთდროული მიღებისას 63%-მდე მცირდებოდა.
განაწილება
მონტელუკასტის 99%-ზე მეტი სისხლის პლაზმის ცილებს უკავშირდება. მონტელუკასტის განაწილების მოცულობა წონასწორულ მდგომარეობაში საშუალოდ 8-11 ლიტრს შეადგენს. ვირთხებზე ჩატარებული კვლევები, რომლებშიც რადიოაქტიურად ნიშანდებული მონტელუკასტი გამოიყენებოდა, ჰემატოენცეფალური ბარიერის გადალახვის შემდეგ მინიმალურ განაწილებას აჩვენებს. ამას გარდა, რადიოაქტიურად ნიშანდებული ნივთიერების კონცენტრაციები დოზის მიღებიდან 24 საათის შემდეგ ყველა სხვა ქსოვილში მინიმალური იყო.
ბიოტრანსფორმაცია
მონტელუკასტი აქტიურად მეტაბოლიზდება. თერაპიული დოზების გამოყენებით მიმდინარე კვლევებში მონტელუკასტის მეტაბოლიტების კონცენტრაციები სისხლის პლაზმაში მოზრდილებსა და ბავშვებში წონასწორული მდგომარეობისას აღმოჩენის საზღვრის ქვემოთაა.
ციტოქრომა P450 2C8 მონტელუკასტის მეტაბომოლიზმის მთავარი ფერმენტია. ასევე CYP 3A4 და 2C9 მცირედ მონაწილეობენ, თუმცა ნაჩვენებია, რომ იტრაკონაზოლი, CYP 3A4-ის ინჰიბიტორი, არ ცვლის მონტელუკასტის ფარმაკოკინეტურ მაჩვენებლებს ჯანმრთელ პირებში, რომლებიც დღეში 10 მგ მონტელუკასტს ღებულობდნენ. In vitro შედეგებზე დაყრდნობით, ადამიანის ღვიძლის მიკროსომებში, მონტელუკასტის თერაპიული კონცენტრაციები არ აინჰიბირებენ P450 3A4, 2C9, 1A2, 2A6, 2C19 და 2D6-ს. მონტელუკასტის თერაპიულ ეფექტში მეტაბოლიტების როლი მინიმალურია.
გამოყოფა
ჯანმრთელ მოზრდილებში მონტელუკასტის პლაზმური კლირენსი, საშუალოდ, 45 მლ/წთ-ს შეადგენს. რადიოაქტიურად მონიშნული მონტელუკასტის პერორალურად მიღების შემდეგ, რადიოაქტიურობის 86% განავალთან ერთად 5 დღის განმავლობაში გამოიყოფა, <0,2%-ზე ნაკლები კი - შარდთან ერთად. პერორალური მიღების შემდეგ მონტელუკასტის ბიოშეღწევადობის გათვალისწინებით, აღნიშნული მონაცემები მიუთითებს, რომ მონტელუკასტი და მისი მეტაბოლიტები, პრაქტიკულად სრულად გამოიყოფა ნაღველთან ერთად.
თავისებურებები პაციენტთა სხვადასხვა ჯგუფში
ხანდაზმულ ან ღვიძლის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექციის აუცილებლობა არ არსებობს. თირკმლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტთა მონაწილეობით კვლევები არ ჩატარებულა. რადგან მონტელუკასტი და მისი მეტაბოლიტები ნაღველთან ერთად გამოიყოფა, სავარაუდოდ, თირკმლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში მონტელუკასტის დოზის კორექცია აუცილებელი არ უნდა იყოს. არ არსებობს მონაცემები ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მძიმე ფორმის (>9 ჩაილდ-პიუს სკალის მიხედვით) მქონე პაციენტებში მონტელუკასტის ფარმაკოკინეტიკის შესახებ.
მონტელუკასტის მაღალი დოზების (მოზრდილებისთვის რეკომენდებულ დოზასთან შედარებით 20-ჯერ და 60-ჯერ უფრო მაღალი დოზების) მიღებისას სისხლის პლაზმაში აღინიშნ თეოფილინის კონცენტრაციის დაქვეითება. ეს ეფექტი არ აღინიშნა პრეპარატის რეკომენდებული დოზის - 10 მგ დღეში ერთხელ მიღებისას.
დესლორატადინი:
შეწოვა
პლაზმაში დესლორატადინის კონცენტრაციები განისაზღვრება მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში. დესლორატადინი კარგად შეიწოვება პლაზმაში და დესლორატადინის მაქსიმალური კონცეტრაცია დაახლოებით 3 საათის შემდეგ მიიღწევა; ბოლო ფაზაში ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 27 საათს შეადგენს. დესლორატადინის კუმულაციის ხარისხი მისი ნახევარგამოყოფის პერიოდს (დაახლოებით 27 საათი) და დღე-ღამეში ერთხელ მიღების ჯერადობას შეესაბამება. დესლორატადინის ბიოშეღწევადობა 5 მგ-დან 20-მგ-მდე დიაპაზონში დოზის პროპორციული იყო.
ფარმაკოკინეტიკის კვლევაში, რომელშიც პაციენტების დემოგრაფიული თავისებურებები შეპირისპირებული იყო სეზონური ალერგიული რინიტის მქონე პირთა საერთო პოპულაციაში წარმოდგენილ მაჩვენებლებთან, გამოსაკვლევ სუბიექტთა 4% დესლორატადინის უფრო მაღალ კონცენტრაციას აღწევდა. აღნიშნული პროცენტული მაჩვენებელი შესაძლოა ვარირებდეს ეთნიკური წარმოშობის მიხედვით. დესლორატადინის მაქსიმალური კონცენტრაცია თითქმის 3-ჯერ მაღალი იყო დაახლოებით 7 საათის შემდეგ დაახლოებით 89 საათიანი ნახევარგამოყოფის საბოლოო ფაზით. აღნიშნული პირების უსაფრთხოების პროფილი არ განსხვავდებოდა ზოგადი პოპულაციის პროფილისაგან.
განაწილება
დესლორატადინი პლაზმის ცილებს ზომიერად (83-87%) უკავშირდება. დღეში ერთხელ (5 მგ-დან 20 მგ დოზით), 14 დღის განმავლობაში დესლორატადინის მიღებისას პრეპარატის კლინიკური მნიშვნელობის მქონე კუმულაციის ნიშნები არ აღნიშნულა.
ბიოტრანსფორმაცია
ფერმენტი, რომელიც უზრუნველყოფს დესლორატადინის მეტაბოლიზმს, ჯერჯერობით დაუდგენელია და ამიტომ არ არის შესაძლებელი, სრულად გამოირიცხოს ურთიერთქმედება სხვა სამკურნალწამლო საშუალებებთან. დესლორატადინი არ აინჰიბირებს CYP3A4-ს in vivo, და in vitro გამოკვლევებმა აჩვენა, რომ პრეპარატი არ თრგუნავს CYP2D6 მოქმედებას და P-გლიკოპროტეინის არც სუბსტრატი და არც ინჰიბიტორია.
გამოყოფა
ერთჯერადი დოზის კვლევაში დესლორატადინის 7.5 მგ დოზის გამოყენებისას, დესლორატადინის გამოყოფაზე საკვებს გავლენა არ მოუხდენია (ცხიმიანი, მაღალკალორიული საუზმე). მეორე კვლევაში, გრეიპფრუტის წვენს დესლორატადინის გამოყოფაზე გავლენა არ ჰქონდა.
პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით
დესლორატადინის ფარმაკოკინეტიკა შედარებულ იქნა ქრონიკული თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებსა და ჯანმრთელ პირებს შორის, ერთ კვლევაში ერთჯერადი დოზით და ერთ კვლევაში მრავალჯერადი დოზით. ერთჯერადი დოზის კვლევისას დესლორატადინის გავლენა იყო დაახლოებით 2 და 2.5-ჯერ უფრო მეტი პაციენტებში სუსტად/ზომიერად და მძიმედ გამოხატული თირკმლის ქრონიკული უკმარისობით, ვიდრე ჯანმრთელ პირებში. მრავალჯერადი დოზით ჩატარებული კვლევებისას, სტაციონალური მდგომარეობა მიღწეულ იქნა 11 დღის შემდეგ, ხოლო ჯანმრთელ ადამიანთან შედარებით დესლორატადინის მოქმედება იყო დაახლოებით 1.5-ჯერ უფრო დიდი იმ პაციენტებთან შედარებით, რომელთაც ჰქონდათ სუსტად/ზომიერად გამოხატული თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, და დაახლოებით 2.5-ჯერ მეტი - თირკმლის მძიმე ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში. ორივე კვლევაში დესლორატადინისა და 3-ჰიდროქსიდესლორატადინის ცვლილების ზემოქმედება (AUC და Cmax) არ იყო კლინიკურად მნიშვნელოვანი.
პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები
მონტელუკასტი:
ცხოველებზე ჩატარებულ ტოქსიკურობის შემსწავლელ კვლევებში, აღინიშნა შრატში მცირე ალტ-, გლუკოზის, ფოსფორისა და ტრიგლიცერიდების მცირე ბიოქიმიური ცვლილებები, რაც გარდამავალ ხასიათს ატარებდა. ცხოველებში ტოქსიკურობის ნიშნები იყო ნერწყვდენის მომატება, კუჭ-ნაწლავის მხრივ სიმპტომები, თხიერი განავალი და იონების დისბალანსი. ყოველივე ეს აღინიშნა იმ დოზებზე, რომლებიც >17-ჯერ უფრო მაღალ სისტემურ ზემოქმედებას უზრუნველყოფდა კლინიკურ დოზებთან შედარებით. მაიმუნებში გვერდითი ეფექტები გამოვლინდა 150 მგ/კგ/დღეში დოზებიდან (კლინიკურ დოზებზე >232-ჯერ უფრო მაღალი სისტემური ზემოქმედება). ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში, მონტელუკასტი ზეგავლენას არ ახდენდა ფერტილობასა თუ რეპროდუქციულ ფუნქციაზე იმ სისტემური ზემოქმედებით, რომელიც კლინიკურ სისტემურ ზემოქმედებას 24-ჯერ აღემატებდა. ნაშიერის სხეულის წონის ოდნავ შემცირება აღინიშნა მდედრი ვირთხების ფერტილობის კვლევაში 200 მგ/კგ/დღეში დოზაზე (კლინიკურ სისტემურ ექსპოზციაზე >69-ჯერ მაღალი). ბოცვრებზე ჩატარებულ კვლევებში, არასრული გაძვალების უფრო მაღალი სიხშირე, შესაბამის საკონტროლო ცხოველებთან შედარებით, აღინიშნა იმ სისტემურ ზემოქმედებაზე, რომელიც >24-ჯერ აღემატებოდა კლინიკურ სისტემურ ექსპოზიციას კლინიკურ დოზაზე. ვირთხებში რაიმე დარღვევები არ აღინიშნა. მონტელუკოასტი კვეთს პლაცენტის ბარიერს და გამოიყოფა ცხოველების რძეში.
თაგვებსა და ვირთხებში ნატრიუმის მონტელუკასტის 5000 მგ/კგ დოზის ერთჯერადი პერორალური შეყვანის შემდეგ (15000 მგ/მ2 და 30,000 მგ/მ2 თაგვებსა და ვირთხებში, შესაბამისად), მაქსიმალურ ტესტირებულ დოზაზე სიკვდილის შემთხვევები არ დაფიქსირებულა. აღნიშნული დოზა ზრდასრული ადამიანის რეკომენდებული დღიური 25000-ჯერადი დოზის ექვივალენტურია (50 კგ ზრდასრული პაციენტის წონიდან გამომდინარე).
მონტელუკოასტი არ არის ფოტოტოქსიკური თაგვებში UVA, UVB ან სინათლის ხილული სპექტრის მიმართ <500 მგ/კგ/დღეში დოზებზე (დაახლოებით >200-ჯერ აღემატება სისტემურ ექსპოზიციას).
მონტელუკასტი არ იყო მუტაგენური in vitro და in vivo კვლევებში, არც ტუმოროგენული მღრღნელების სახეობებში.
დესლორატადინი
დესლორატადინი წარმოადგენს ლორატადინის ძირითად აქტიურ მეტაბოლიტს. დესლოროტადინითა და ლორატადინით ჩატარებულმა არა-კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ დესლოროტადინისა და ლორატადინის ტოქსიკურ პროფილში არც თვისობრივი და არც რაოდენობრივი განსხვავება არ აღინიშნებოდა დესლორატადინის მიმართ ზემოქმედების შედარებად დონეებზე.
უსაფრთხო ფარმაკოლოგიის, მრავალჯერადი დოზირების ტოქსიკურობის, გენოტოქსიკურობის, კანცეროგენული პოტენციალის, რეპროდუქციის ტოქსიკურობისა და განვითარების თანამედროვე კვლევების საფუძველზე არაკლინიკურმა მონაცემებმა რაიმე განსაკუთრებული ზიანი ადამიანებისათვის არ უჩვენეს. კანცეროგენული პოტენციალის ნაკლებობა ნაჩვენები იქნა დესლოროტადინითა და ლორატადინით ჩატარებულ კვლევებში.
ჩვენებები:
პრეპარატი ნაჩვენებია თანმხლები ასთმით ან ასთმის გარეშე მიმდინარე ალერგიულ რინტთან დაკავშირებული სიმპტომების სამკურნალოდ და შემსუბუქებისათვის მოზრდილებსა და ≥15 წლის ასაკის მოზარდებში.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა მონტელუკასტის და/ან დესლორატადინის აქტიური ნივთიერებების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.
გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები:
მონტელუკასტი:
პაციენტებს უნდა ეცნობოთ, რომ პერორალური გამოყენების მონტელუკასტი ასთმის მწვავე შეტევების სამკურნალოდ არასოდეს გამოიყენება, მათ თან აუცილებლად უნდა ჰქონდეთ მომზადებული სასწრაფო დახმარების შესაბამისი პრეპარატი. მწვავე შეტევის დროს მათ უნდა გამოიყენონ ხანმოკლე მოქმედების საინჰალაციო β-აგონისტები. პაციენტებმა მაქსიმალურად სწრაფად უნდა მიმართონ ექიმს კონსულტაციისთვის, თუ მათ ხანმოკლე მოქმედების β-აგონისტების ინჰალაცია ჩვეულებრივზე დიდი რაოდენობით სჭირდებათ.
მონტელუკასტით საინჰალაციო ან პერორალური კორტიკოსტერიოდების მკვეთრი შეცვლა არ ხდება.
არ არსებობს იმის დამადასტურებელი მონაცემები, რომ პერორალური კორტიკოსტერიოდების დოზა შეიძლება შემცირდეს მონტელუკასტთან ერთდროული მიღებისას.
ანტიასთმური პრეპარატებით, მათ შორის მონტელუკასტით მკურნალობაზე მყოფ პაციენტებში იშვიათ შემთხვევებში შესაძლოა განვითარდეს სისტემური ეოზინოფილია, ზოგჯერ ვასკულიტის კლინიკური გამოვლინებებით, რომელიც დამახასიათებელია ჩერჯ-სტროსის სინდრომისთვის, მდგომარეობა, რომლის დროსაც მკურნალობა ხშირად ტარდება სისტემური კორტიკოსტერიოდებით. ეს შემთხვევები ზოგჯერ დაკავშირებული იყო პერორალური კორტიკოსტერიოდების დოზის შემცირებასთან ან მოხსნასთან. მიუხედავად იმისა, რომ ლეიკოტრიენის რეცეპტორების ანტაგონისტების გამოყენების მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არ დადგენილა, ექიმებს უნდა ახსოვდეთ პაციენტებში ეოზინოფილიის, ვასკულური გამონაყარის, ფილტვისმიერი სიმპტომების გაუარესების, კარდიოლოგიური გართულებების და/ან ნეიროპათიის განვითარების შესაძლებლობის შესახებ. აღნიშნული სიმპტომების განვითარების შემთხვევაში, საჭიროა პაციენტების განმეორებითი გამოკვლევა და მათი მკურნალობის სქემის გადახედვა.
ასპირინმგრძნობიარე ასთმის მქონე პაციენტებისათვის მონტელუკასტით მკურნალობა ასპირინის ან ანთების საწინააღმდეგო სხვა არასტეროიდული პრეპარატების გამოყენების აუცილებლობაზე გავლენას არ ახდენს.
მოზრდილებში, მოზარდებსა და ბავშვებში, რომლებიც მონტელუკასტს ღებულობენ, აღინიშნა ნეიროფსიქიატრიული მოვლენების განვითარება (იხილეთ პუნქტი „გვერდითი ეფექტები / არასასურველი რეაქციები“). პაციენტები და ექიმები ფხიზლად უნდა იყვნენ ნეიროფსიქიატრიული მოვლენების შესაძლო განვითარების გამო. აუცილებელია პაციენტებისა და/ან მომვლელების გაფრთხილება იმის თაობაზე, რომ აღნიშნული ცვლილებების განვითარების შემთხვევაში ისინი აუცილებლად დაუკავშირდნენ მკურნალ ექიმს. ასეთი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, ექიმმა სათანადო უნდა შეაფასოს მკურნალობის გაგრძელების რისკები და სარგებელი.
დესლორატადინი:
თირკმლის მძიმე უკმარისობის შემთხვევაში, დესლორატადინი სიფრთხილით გამოიყენება (იხილეთ პუნქტი „ფარმაკოლოგიური თვისებები“).
დესლორატადინი სიფრთხილით გამოიყენება კრუნჩხვების სამედიცინო ან ოჯახური ანამნეზის მქონე პაციენტებში, ძირითადად პატარა ბავშვებში, რომლებიც დესლორატადინით მკურნალობის პირობებში ახალი კრუნჩხვების განვითარებისკენ უფრო მეტად მგრძნობიარენი არიან. მკურნალობის დროს კრუნჩხვების განვითარების შემთხვევაში, ჯანდაცვის სპეციალისტებმა შეიძლება საჭიროდ ჩათვალოს ამგვარ პაციენტებში მკურნალობის შეწყვეტა.
ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია
მონტელუკასტი:
ორსულობა
ცხოველებზე ჩატარებული კვლევები არ ადასტურებს ორსულობაზე ან ემბრიონულ / ჩანასახის განვითარებაზე მავნე ზემოქმედებას.
გამოქვეყნებული პროსპექტული და რეტროსპექტული კოჰორტული კვლევების არსებული მონაცემებით, ორსულ ქალებში მონტელუკასტის გამოყენებით განვითარების მანკების შესაფასებლად, პრეპარატთან დაკავშირებული რისკები ვერ დადგინდა. არსებულ კვლევებს აქვთ მეთოლოგიური შეზღუდვები, მათ შორის ნიმუშის მცირე მოცულობა, ზოგიერთ შემთხვევაში რეტროსპექტული ინფორმაციის შეგროვება და ცვალებადი შესადარი ჯგუფები.
მონტელუკასტის მიღება შეიძლება ორსულობის პერიოდში მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის დროს.
ძუძუთი კვება
ვირთხებზე ჩატარებულ კვლევებში გამოვლინდა, რომ მონტელუკასტი რძეში გადადის (იხილეთ პუნქტი „ფარმაკოლოგიური თვისებები“). უცნობია, აღწევს თუ არა მონტელუკასტი / მეტაბოლიტები დედის რძეში.
მონტელუკასტის მიღება შესაძლებელია ძუძუთი კვების პერიოდში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი გამოყენება უპირობოდ აუცილებელია.
დესლორატადინი:
ორსულობა
ორსული ქალების კვლევით მიღებული მოცულობითი ინფორმაცია (> 1000 ორსულობის შედეგი) აჩვენებს, რომ დესლორატადინს არ გააჩნია მალფორმაციური, ფეტო/ემბრიონული ტოქსიკურობა. ცხოველებზე ჩატარებული კვლევები არ ავლენს პირდაპირ ან არაპირდაპირ მავნე ზეგავლენას რეპროდუქციულ ტოქსიკურობაზე (იხილეთ პუნქტი „ფარმაკოლოგიური თვისებები“). სიფრთხილის ზომების სახით, ორსულობის დროს სასურველია მოვერიდოთ დესლორატადინის გამოყენებას.
ძუძუთი კვება
დესლორატადინი ვლინდება მეძუძურ ახალშობილებში/ჩვილებში, რომელთა დედები დესლორატადინით მკურნალობდნენ. დესლორატადინის ეფექტი ახალშობილებში/ჩვილებში უცნობია. გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული ძუძუთი კვების შეწყვეტის ან დესლორატადინით მკურნალობის შეწყვეტის შესახებ ბავშვისათვის ძუძუთი კვების და დედისათვის მკურნალობის სარგებლის გათვალისწინებით.
ფერტილობა
მამაკაცებისა და ქალების ფერტილობის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.
ავტომობილის მართვისა და სხვა მანქანა-დანადგარებთან მუშაობის უნარზე ზეგავლენა
მონტელუკასტი:
მონტელუკასტს არ აქვს ან უმნიშვნელო ზეგავლენა აქვს ავტომობილის მართვისა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობის უნარზე. თუმცა, ცალკეულ პირებში აღინიშნა ძილიანობა ან თავბრუსხვევა.
დესლორატადინი:
კლინიკურ კვლევებზე დაყრდნობით დესლორატადინს არ აქვს ან უმნიშვნელო ზეგავლენა აქვს ავტომობილის მართვისა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობის უნარზე. პაციენტებმა უნდა იცოდნენ, რომ უმრავლესობას არ აღენიშნება ძილიანობა. თუმცა, ვინაიდან ყველა სამკურნალო პრეპარატების მიმართ ინდივიდუალური განსხვავებული საპასუხო რეაქციები არსებობს, რეკომენდებულია, რომ პაციენტებმა უარი თქვან ისეთ აქტივობებზე, რომლებიც საჭიროებს გონებრივ სიფხიზლეს, როგორიცაა ავტომობილის მართვა ან მანქანა-დანადგარებთან მუშაობა, სანამ თვითონ არ დაადგენენ საკუთარ საპასუხო რეაქციას სამკურნალო პრეპარატის მიმართ.
გვერდითი ეფექტები / არასასურველი რეაქციები:
მონტელუკასტი:
მონტელუკასტი კლინიკურ კვლევებში შეფასებულია შემდეგნაირად:
- 10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ასთმის მქონე 4,000 მოზრდილსა და ≥15 წლის ასაკის მოზარდში;
- 10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ასთმის და სეზონური ალერგიული რინიტის მქონე 400 მოზრდილსა და ≥15 წლის ასაკის მოზარდში;
- 5 მგ საღეჭი ტაბლეტები ასთმის მქონე 6-14 წლის ასაკის დაახლოებით 1,750 პედიატრიულ პაციენტში.
პრეპარატთან დაკავშირებული შემდეგი გვერდითი მოვლენები კლინიკური კვლევების დროს ხშირად არის დაფიქსირებული ასთმის მქონე პაციენტებში მონტელუკასტით მკურნალობის დროს, და უფრო მაღალი სიხშირით, ვიდრე პლაცებოთი ნამკურნალებ პაციენტებში:
ორგანოთა სისტემების კლასი | მოზრდილები და ≥ 15 წლის ასაკის მოზარდი პაციენტები (ორი 12-კვირიანი კვლევა; n=795) | 6-14 წლის ასაკის პედიატრიული პაციენტები (ერთი 8-კვირიანი კვლევა; n=201) (ორი 56-კვირიანი კვლევა; n=615) |
ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები | თავის ტკივილი | თავის ტკივილი |
კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები | მუცლის ტკივილი |
პაციენტების შეზღუდული რაოდენობის კლინიკურ კვლევებში, რომლებიც იტარებნენ გახანგრძლივებულ მკურნალობას, მოზრდილების შემთხვევაში 2 წლამდე და 6-14 წლის ასაკის პედიატიული პაციენტების შემთხვევაში 12 თვემდე, უსაფრთხოების პროფილი არ შეცვლილა.
არასასურველი რეაქციების ცხრილი
პოსტ-მარკეტინგულ პრაქტიკაში გამოვლენილი არასასურველი რეაქციები წარმოდგენილია სისტემათა ორგანოების კლასების და სპეციფიკური გვერდითი მოვლენების მიხედვით შემდეგ ცხრილში. სიხშირის კატეგორიები შეფასებულია შესაბამის კლინიკურ კვლევებზე დაყრდნობით.
სისტემათა ორგანოების კლასი | არასასურველი რეაქციები | სიხშირის კატეგორია* |
ინფექციები და ინვაზიები | ზედა სასუნთქი გზების ინფექცია | ძალინ ხშირი |
სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ დარღვევები |
სისხლდენებისადმი მომატებული ტენდენცია |
იშვიათი |
თრომბოციტოპენია | ძალიან იშვიათი | |
იმუნური სისტემის მხრივ დარღვევები | ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები ანაფილაქსიის ჩათვლით | არახშირი |
ღვიძლის ეოზინოფილური ინფილტრაცია | ძალიან იშვიათი | |
ფსიქიატრიული დარღვევები | ძილის დარღვევა კოშმარების ჩათვლით, უძილობა, სომნაბულიზმი, შფოთვა, აჟიტირება აგრესიული ან მტრული ქცევის ჩათვლით, დეპრესია, ფსიქომოტური ჰიპერაქტივობა (გაღიზიანების, მოუსვენრობის, ტრემორის ჩათვლით§) | არახშირი |
ყურადღების დარღვევა, მეხსიერების დარღვევა, ტიკები | იშვიათი | |
ჰალუცინაციები, დეზორიენტაცია, სუიციდალური აზრები და ქცევა (სუიციდურობა), ობსესიურ-კომპულსური სიმპტომები, დისფემია | ძალიან იშვიათი | |
ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები | თავბრუსხვევა, ძილიანობა, პარესთეზია/ჰიპოესთეზია, კრუნჩხვები | არახშირი |
გულის მხრივ დარღვევები | გულის ფრიალი | იშვიათი |
რესპირატორული, გულ-მკერდისა და შუასაყრის მხრივ დარღვევები | ცხვირიდან სისხლდენა | არახშირი |
ჩარგ-სტრაუსის სინდრომი (CSS) (იხილეთ პუნქტი „გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები“) | ძალიან იშვიათი | |
ფილტვის ეოზინოფილია | ძალიან იშვიათი | |
კუჭ-ნაწლავების მხრივ დარღვევები | ფაღარათი, გულისრევა, პირღებინება, | ხშირი |
პირის სიმშრალე, დისპეფსია | არახშირი | |
ჰეპატობილიარული დარღვევები | შრატის ტრანსამინაზების (ალტ, ასტ) დონის მომატება | ხშირი |
ჰეპატიტი (ქოლესტაზური, ჰეპატოცელულარული და შერეული ტიპის ღვიძლის დაზიანების ჩათვლით) | ძალიან იშვიათი | |
კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები | გამონაყარი | ხშირი |
სისხლჩაქცევები, ჭინჭრის ციება, გამონაყარი | არახშირი | |
ანგიონევროზული შეშუპება | იშვიათი | |
კვანძოვანი ერითემა, მრავალფორმული ერითემა | ძალიან იშვიათი | |
ჩონჩხკუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები | ართრალგია, მიალგია კუნთების სპაზმების ჩათვლით | არახშირი |
თირკმლისა და საშარდე გზების დარღვევებები | ენურეზი ბავშვებში | არახშირი |
ზოგადი დარღვევები და მოვლენები შეყვანის უბანზე | ცხელება | ხშირი |
ასთენია/დაღლილობა, სისუსტე, შეშუპება | არახშირი | |
* სიხშირის კატეგორია: განისაზღვრება თითოეული არასასურველი რეაქციისთვის კლინიკურ კვლევებში დაფიქსირებული სიხშირით: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100; <1/10), არახშირი (≥1/1,000; <1/100), იშვიათი (≥1/10,000, <1/1,000), ძალიან იშვიათი (<1/10,000). აღნიშნული გვერდითი მოვლენა დაფიქსირებულია, როგორც ძალიან ხშირი იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ მონტელუკასტს, ასევე დაფიქსირებულია, როგორც ძალიან ხშირი იმ პაციენტებში, რომლებიც კლინიკური კვლევების დროს ღებულობდნენ პლაცებოს. აღნიშნული გვერდითი მოვლენა დაფიქსირებულია, როგორც ხშირი იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ მონტელუკასტს, ასევე დაფიქსირებულია, როგორც ძალიან ხშირი იმ პაციენტებში, რომლებიც კლინიკური კვლევების დროს ღებულობდნენ პლაცებოს. სიხშირის კატეგორია: იშვიათი. |
დესლორატადინი:
უსაფრთხოების პროფილის მოკლე აღწერა
კლინიკურ კვლევებში ჩვენებების დიაპაზონით, რომელიც მოიცავდა ალერგიულ რინიტსა და ქრონიკულ იდიოპათიურ ჭინჭრის ციებას, 5 მგ დღიურ რეკომენდებულ დოზაზე, დესლორატადინით გვერდითი მოვლენები აღინიშნა პაციენტების 3%-ში, რაც პლაცებოთი ნამკურნალებ პაციენტებზე მეტი იყო. ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები იყო დაღლილობა (1.2%), პირის სიმშრალე (0.8%) და თავის ტკივილი (0.6%).
პედიატრიული პოპულაცია
კლინიკურ კვლევებში 12-17 წლის ასაკის 578 მოზარდის მონაწილეობით, ყველაზე ხშირად განვითარებული გვერდითი მოვლენა იყო თავის ტკივილი, რაც აღინიშნა იმ პაციენტების 5.9%-ში, რომლებიც ღებულობდნენ დესლორატადინს და პაციენტების 6.9%-ში პლაცებოთი მკურნალობისას.
არასასურველი რეაქციების ცხრილი
კლინიკური კვლევების არასასურველი რეაქციების სიხშირე და სხვა გვერდითი მოვლენების სიხშირე, დაფიქსირებული პოსტ-მარკეტინგულ პერიოდში, წარმოდგენილია შემდეგ ცხრილში. სიხშირე განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100; <1/10), არახშირი (≥1/1,000; <1/100), იშვიათი (≥1/10,000, <1/1,000), ძალიან იშვიათი (<1/10,000) და უცნობი (არსებული მონაცემებით შეფასება ვერ ხერხდება).
სისტემათა ორგანოების კლასი | სიხშირე | დესლორატადინით მკურნალობის დროს გამოვლენილი არასასურველი რეაქციები |
მეტაბოლიზმისა და კვების დარღვევები | უცნობი | მომატებული მადა |
ფსიქიატრიული დარღვევები |
ძალიან იშვიათი უცნობი |
ჰალუცინაციები უჩვეულო ქცევა, აგრესია |
ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები |
ხშირი ძალიან იშვიათი |
თავის ტკივილი თავბრუსხვევა, ძილიანობა, უძილობა, ფსიქომოტორული ჰიპერაქტივობა, კრუნჩხვები |
გულის მხრივ დარღვევები |
ძალიან იშვიათი უცნობი |
ტაქიკარდია, გულის ფრიალი QT ინტერვალის გახანგრძლივება |
კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები |
ხშირი ძალიან იშვიათი |
პირის სიმშრალე მუცლის ტკივილი, გულისრევა, პირღებინება, დისპეფსია, ფაღარათი |
ჰეპატობილიარული დარღვევები |
ძალიან იშვიათი უცნობია |
ღვიძლის ფერმენტების მომატება, ბილირუბინის მომატება, ჰეპატიტი სიყვითლე |
კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ დარღვევები | უცნობი | ფოტომგრძნობელობა |
ჩონჩხკუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები | ძალიან იშვიათი | მიალგია |
ზოგადი დარღვევები და მოვლენები შეყვანის უბანზე |
ხშირი ძალიან იშვიათი უცნობი |
დაღლილობა ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (მაგალითად, ანაფილაქსია, ანგიონევროზლი შეშუპება, ქოშინი, გამონაყარი, ქავილი და ჭინჭრის ციება) ასთენია |
გამოკვლევები | უცნობი | წონაში მომატება |
პედიატრიული პოპულაცია
პედიატრიულ პაციენტებში პოსტ-მარკეტინგულ პერიოდში უცნობი სიხშირით განვითარებული სხვა გვერდითი მოვლენები მოიცავდა QT ინტერვალის გახანგრძლივებას, არითმიას, ბრადიკარდიას, უჩვეულო ქცევას და აგრესიას.
რეტროსპექტული დაკვირვებითი უსაფრთხოების კვლევით გამოვლინდა კრუნჩხვების ახალი ეპიზოდების მომატებულ სიხშირე 0-19 წლის ასაკის პაციენტებში დესლორატადინის მიღებისას შედარებით იმ პერიოდებთან, რომლის დროს დესლორატადინი არ მიიღებოდა. 0-4 წლის ასაკის ბავშვებს შორის, დაზუსტებული აბსოლუტური მატება იყო 37.5 (95% სანდოობის ინტერვალი (CI) 10.5-64.5) 100,000 პირზე წელიწადში (PY) კრუნჩხვების ახალი ეპიზოდების სიხშირით 80.3 ყოველ 100,000 პირზე წელიწადში. 5-19 წლის ასაკის პაციენტებს შორის დაზუსტებული აბსოლუტურ მატება იყო 11.3 (95% CI 2.3-20.2) ყოველ 100,000 პირზე წელიწადში ფონური მაჩვენებლით 36.4 ყოველ 100,000 პირზე წელიწადში (იხილეთ პუნქტი „გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები“).
გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, აუცილებელია თქვენს ექიმთან კონსულტაცია.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
მონტელუკასტი:
მონტელუკასტის მიღება შესაძლებელია სხვა პრეპარატებთან, რომლებიც რუტინულად გამოიყენება ასთმის პროფილაქტიკის ან ქრონიკული მკურნალობისათვის. სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების კვლევებში, მონტელუკასტის რეკომენდებული კლინიკური დოზა კლინიკურად არსებით გავლენას არ ახდენდა შემდეგ სამკურნალო საშუალებებზე:
თეოფილინი, პრედნიზონი, პრედნიზოლონი, პერორალური კონტრაცეპტივები (ეთინილესტრადიოლი/ნორეთინდრონი 35/1), ტერფენადინი, დიგოქსინი და ვარფარინი.
სისხლის პლაზმაში მონტელუკასტის კონცენტაციის მრუდის ქვეშ (AUC) არსებული ფართობი დაახლოებით 40%-ით ქვეითდებოდა იმ პაციენტებში, რომლებიც იმავდროულად ფენობარბიტალს ღებულობდნენ. ვინაიდან მონტელუკასტი მეტაბოლიზდება CYP 3A4, 2C8 და 2C9 საშუალებით, მისი დანიშვნა სიფრთხილით უნდა მოხდეს, განსაკუთრებით ბავშვებში, ისეთ CYP 3A4, 2C8 და 2C9 ინდუქტორებთან ერთად, როგორიცაა ფენიტოინი, ფენობარბიტალი და რიფამპიცინი.
In vitro კვლევებმა აჩვენა, რომ მონტელუკასტი CYP 2C8-ის ძლიერი ინჰიბიტორია. პრეპარატების ურთიერთქმედების კლინიკური კვლევების მონაცემები, მონტელუკასტისა და როსიგლიტაზონის მონაწილებით (სუბსტრატი, რომელიც წარმოადგენს ძირითადად CYP 2C8-ით მეტაბოლიზირებულ სამკურნალო პრეპარატს) აჩვენებს, რომ მონტელუკასტი არ აინჰიბირებს CYP 2C8-ს in vivo. შესაბამისად, მონტელუკასტი მნიშვნელოვნად არ ცვლის იმ სამკურნალო პრეპარატების მეტაბოლიზმს, რომლებიც ახდენს აღნიშნული ფერმენტის მეტაბოლიზებას (მაგალითად, პაკლიტაქსელი, როსიგლიტაზონი და რეპაგლინიდი).
In vitro კვლევებმა აჩვენა, რომ მონტელუკასტი CYP 2C8-ის, და ნაკლები მოცულობით 2C9 და 3A4-ის სუბსტრატია. პრეპარატებთან ურთიერთქმედების იმ კლინიკური კვლევების მონაცემებით, რომლებშიც მონტელუკასტისა და გემფიბროზილის (CYP 2C8 და 2C9-ის ინჰიბიტორი) გამოყენება იქნა შესწავლილი, გამოვლინდა, რომ გემფიბროზილი მონტელუკასტის სისტემურ ექსპოზიციას 4.4-ჯერ აძლიერებს. გემფიბროზილთან ან სხვა CYP 2C8-ს ძლიერ ინჰიბიტორებთან ერთად გამოყენებისას მონტელუკასტის დოზის კორექცია საჭირო არ არის, თუმცა ექიმმა უნდა გაითვალისწინოს არასასურველი რეაქციების მომატების რისკები.
In vitro მონაცემებზე დაყრდნობით, კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება CYP 2C8-ს სხვა ნაკლებად ძლიერ ინჰიბიტორებთან (მაგალითად, ტრიმეტოპრიმთან) ერთად მოსალოდნელი არ არის. მონტელუკასტის გამოყენება იტრაკონაზოლთან, CYP 3A4-ის ძლიერ ინჰიბიტორთან ერთად არ იწვევს მონტელუკასტის სისტემური ზემოქმედების მნიშვნელოვან მომატებას.
დესლორატადინი:
დესლორატადინით ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებები არ აღინიშნა, ერითრომიცინთან ან კეტოკონაზოლთან ერთად გამოყენებისას (იხილეთ პუნქტოი „ფარმაკოლოგიური თვისებები“).
პედიატრიული პოპულაცია
ურთიერთქმედების შემსწავლელი კვლევები მხოლოდ ზრდასრულებში ჩატარდა.
კლინიკური ფარმაკოლოგიის კვლევაში, დესლორატადინის ტაბლეტების მიღებამ ალკოჰოლთან ერთად არ გამოიწვია ალკოჰოლის ეფექტის გაძლიერებას (იხილეთ პუნქტი „ფარმაკოლოგიური თვისებები“). მიუხედავად ამისა, პოსტ-მარკეტინგული პრაქტიკის დროს დაფიქსირდა ალკოჰოლის აუტანლობისა და ინტოქსიკაციის შემთხვევები. აქედან გამომდინარე, ალკოჰოლის თანმხლები მიღებისას აუცილებელია სიფრთხილის ზომების დაცვა.
დოზირება და მიღების წესი:
დოზირება
რეკომენდებული დოზა ალერგიული რინიტის, ან ასთამისა და თანმხლები ალერგიული რინიტის მქონე მოზრდილებისა და 15 წლის ზემოთ მოზარდებისათვის არის ერთი ტაბლეტი (5 მგ დესლორატადინი/10 მგ მონტელუკასი) დღეში საღამოს საათებში.
იმ პაციენტებისათვის, რომლებიც დესლორატადინსა და მონტელუკასტს ღებულობდენ ცალკე ტაბლეტების სახით, მოსახერხებელია მოლუდესზე გადასვლა, რომელიც კომპონენტების იგივე დოზებს შეიცავს.
ხანგამოშვებითი ალერგიული რინიტის (სიმპტომების არსებობა 4 დღეზე ნაკლები პერიოდით კვირაში ან 4 კვირაზე ნაკლები პერიოდით წელიწადში) მართვა ხდება პაციენტის დაავადების ანამნეზის შეფასების მიხედვით და მკურნალობა შეიძლება შეწყდეს სიმპტომების ალაგების შემდეგ და განახლდეს სიმპტომების კვლავ განვითარების შემთხვევაში.
მუდმივი ალერგიული რინიტის დროს (კვირაში 4 დღეზე მეტი და წელიწადში 4 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის სიმპტომებით), ალერგენის პერიოდში რეკომენდებულია პაციენტების უწყვეტი მკურნალობა.
მიღების წესი
პრეპარატი მიიღება პერორალურად.
ჭარბი დოზირება:
მონტელუკასტი:
ქრონიკული ასთმის კვლევებში, მონტელუკასტი გამოიყენებოდა დღეში 200 მგ-მდე დოზებით მოზრდილ პაციენტებში 22 კვირის განმავლობაში, ხოლო ხანმოკლე კვლევებში 900 მგ-მდე დღეში დოზით დაახლოებით 1 კვირის განმავლობაში კლინიკურად მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენების განვითარების გარეშე.
არსებობდა ცნობები მონტელუკასტის დოზის მწვავე გადაჭარბების შესახებ პოსტმარკეტინგული გამოყენებისა და კლინიკური კვლევების მიმდინარეობისას. ისინი მოიცავს ცნობებს მოზრდილებსა და ბავშვებში 1000 მგ დოზის გამოყენების შესახებ (42 თვის ასაკის ბავშვში დაახლოებით 61 მგ/კგ). აღნიშნული კლინიკური და ლაბორატორიული მონაცემები მოზრდილებსა და ბავშვებში უსაფრთხოების პროფილის შესაბამისი იყო. ჭარბი დოზირების უმეტეს შემთხვევებში გვერდითი რეაქციები არ განვითარდა.
ჭარბი დოზირების სიმპტომები
ყველაზე ხშირად განვითარებული გვერდითი რეაქციები მონტელუკასტის უსაფრთხოების პროფილის შესაბამისი იყო და მოიცავდა მუცლის ტკივილს, ძილიანობას, წყურვილს, თავის ტკივილს, პირღებინებასა და ფსიქომოტორულ ჰიპერაქტიურობას.
ჭარბი დოზირების მკურნალობა
მონტელუკასტით ჭარბი დოზირების მკურნალობის შესახებ სპეციფიკური ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის. არ არის ცნობილი, გამოიყოფა თუ არა მონტელუკასტი დიალიზით (პერიტონეალური ან ჰემოდილიაზი).
დესლორატადინი:
ჭარბ დოზირებასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების პროფილი პოსტმარკეტინგულ პრაქტიკაში ისეთივეა, რაც თერაპიული დოზების გამოყენებისას, თუმცა მოვლენების გამოხატულობა შეიძლება უფრო მაღალი იყოს.
სიმპტომები
მრავალჯერადი დოზირების კლინიკურ კვლევებზე დაყრდნობით, 45 მგ დესლორატადინის გამოყენებისას (კლინიკურ დოზაზე 9-ჯერ მაღალი) კლინიკური მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენები არ აღინიშნა.
მკურნალობა
ჭარბი დოზირების შემთხვევაში, არაშეწოვილი აქტიური ნივთიერების მოსაცილებლად მიზანშეწონილია სტანდარტული ზომების გამოყენება. რეკომენდებულია სიმპტომატური და დამხმარე მკურნალობა.
დესლორატადინის მოსაცილებლად ჰემოდიალიზი ეფექტიანი არ არის; უცნობია, გამოიყოფა თუ არა ის პერიტონეალური დიალიზით.
პედიატრიული პოპულაცია
ჭარბ დოზირებასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების პროფილი პოსტმარკეტინგულ პრაქტიკაში ისეთივეა, რაც თერაპიული დოზების გამოყენებისას, თუმცა მოვლენების გამოხატულობა შეიძლება უფრო მაღალი იყოს.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
შეფუთვა:
პე ალუმინის ფოლგა-პე ალუმინის ფორმა მოთავსებულია ბლისტერში და მუყაოს კოლოფში.
კოლოფში მოთავსებულია 30 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი: 10 ტაბლეტი/3 ბლისტერი/1 კოლოფი.
შენახვის პირობები:
ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურის პირობებში თავის შეფუთვაში.
ლიცენზიის მფლობელი: ნობელ ილაჩ სანაიი ვე ტიჯარეტ ა.შ.
(NOBEL ILAÇ SANAYİİ ve TİCARET A.Ş.)
სტამბოლი/თურქეთი
მწარმოებელი: ნობელ ილაჩ სანაიი ვე ტიჯარეტ ა.შ.
(NOBEL ILAÇ SANAYİİ ve TİCARET A.Ş.)
დუზჯე/თურქეთი
იყიდება სამედიცინო დანიშნულებით.
აღნიშნული პროდუქტის გამოყენებამდე, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
რაოდენობა | 30 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account