Iodine - იოდინოლი 100მლ

2,00 GEL
მარაგშია
SKU
79372_121

ჩვენებები: ქრონიკული ტონზილიტი, ქრონიკული ჩირქოვანი ოტიტი, ქრონიკული ატროფიული რინიტი (ოზენა), ჩირქოვანი ჭრილობები, კანის ტროფიკული და ვარიკოზული წყლულები, I-II ხარისხის დამწვრობები.

სავაჭრო დასახელება: იოდინოლი.

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:  Iodine.

გამოშვების ფორმა: ხსნარი გარეგანი გამოყენებისათვის.

აღწერა: მუქი ლურჯი ფერის სითხე დამახასიათებელი სუნით, ქაფდება შენჯღრევისას. დასაშვებია ფლაკონის შეუვსებელ ნაწილზე ქაფის წარმოქმნის კვალის არსებობა.

შემადგენლობა: ერთი ფლაკონი შეიცავს: მოქმედი ნივთიერება - იოდი - 100 მგ; დამხმარე ნივთიერებები - კალიუმის იოდიდი, პოლივინილის სპირტი, გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტისეპტიკური და სადეზინფექციო საშუალებები.

ფარმაკოლოგიური მოქმედება

 ფარმაკოდინამიკა

 იოდინოლი (იოდპოლივინილალკოჰოლი, იოდპოლივინილის სპირტი) წარმოადგენს პოლივინილის სპირტთან მოლეკულური (კრისტალური) იოდის შეერთების პროდუქტს. იოდინოლი ნაკლებად ტოქსიკურია. მას გააჩნია ანტისეპტიკური თვისებები. კანის ფართო ზედაპირებზე წასმისას იოდი ახდენს რეზორბციულ მოქმედებას: აქტიურად ზემოქმედებს ნივთიერებათა ცვლაზე, აძლიერებს დისიმილაციის პროცესებს, მონაწილეობს თიროქსინის სინთეზში, გააჩნია პროტეოლიზური მოქმედება; პოლივინილის სპირტი არის მაღალმოლეკულური ნაერთი, რომლის შემცველობაც  იოდინოლში ანელებს იოდის გამოყოფას და ახანგრძლივებს მის ურთიერთქმედებას ორგანიზმის ქსოვილებთან; ასევე ამცირებს იოდის გამაღიზიანებელ მოქმედებას ქსოვილებზე. იოდი ახდენს ბაქტერიციდული მოქმედებას როგორც გრამდადებით, ასევე  გრამუარყოფით ფლორაზე, ასევე პათოგენურ სოკოებსა და საფუარებზე, ყველაზე აქტიურად მოქმედებს სტრეპტოკოკურ ფლორაზე და ნაწლავის ჩხირზე. სტაფილოკოკები უფრო გამძლეა იოდინოლის მოქმედების მიმართ, თუმცა, ხანგრძლივი გამოყენებისას  80% შემთხვევაში აღინიშნება მათი ელიმინაცია. ლურჯ-მწვანე დაჩირქების ჩხირი მდგრადია იოდინოლის გამოყენების მიმართ.

ფარმაკოკინეტიკა

კანთან ან ლორწოვან გარსთან კონტაქტისას ის 30%-ით გარდაიქმნება იოდიდებად,  ხოლო  დანარჩენი ნაწილი კი -აქტიურ იოდად. ნაწილობრივ შეიწოვება. აბსორბირებული ნაწილი აღწევს ქსოვილებში და ორგანოებში, სელექტიურად შთაინთქმება  ფარისებრი ჯირკვლის მიერ. გამოიყოფა ძირითადად თირკმლებით, ნაწლავებით, ოფლისა და სარძევე ჯირკვლებით.

გამოყენების ჩვენებები

ქრონიკული ტონზილიტი, ქრონიკული ჩირქოვანი ოტიტი, ქრონიკული ატროფიული რინიტი (ოზენა), ჩირქოვანი ჭრილობები, კანის ტროფიკული და ვარიკოზული წყლულები, I-II ხარისხის თერმული და ქიმიური დამწვრობები.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, თირეოტოქსიკოზი, ორსულობა და ლაქტაცია, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები. (კვანძოვანი კოლოიდური ჩიყვი, ენდემური ჩიყვი და ხაშიმოტოს თირეოიდიტი), დიურინგის ჰერპეტიფორმული დერმატიტი, ერთდროული თერაპია იოდით, 6 წლამდე ბავშვთა ასაკი (გამოყენების გამოცდილება არ არსებობს).

სიფრთხილის ზომები

სიფრთხილით გამოიყენება 18 წლამდე ასაკის პაციენტებში.

არ დაუშვათ პრეპარატის თვალებში მოხვედრა. თუ ეს მოხდა, თვალები უნდა გამოირეცხოს დიდი რაოდენობით წყლით ან 1%-იანი ნატრიუმის თიოსულფატის ხსნარით.

 თირკმლისა და ღვიძლის უკმარისობის მქონე პირებში, აგრეთვე 70 წელზე უფროსი ასაკის პირებში იოდინოლი უნდა იქნას გამოყენებული განსაკუთრებული სიფრთხილით ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის კონტროლის ქვეშ (2 კვირაში ერთხელ).

   გავლენა ლაბორატორიულ მაჩვენებლებზე. იოდინოლით მკურნალობის ფონზე შესაძლებელია ცრუ შედეგების მიღება ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების და ცილებთან შეკავშირებული იოდის დონის განსაზღვრისას სისხლის პლაზმაში.

 გავლენა ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე

ამჟამად არ არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ იოდინოლი გავლენას ახდენს ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა: იოდის ოდენობა, რომლის შთანთქმაც შესაძლებელია ამ სამკურნალო საშუალების გამოყენების ხარჯზე, აპრიორი დაბალია. თუმცა, იოდზე დაფუძნებული პრეპარატები არ უნდა დაინიშნოს ორსულობის პერიოდში, განსაკუთრებით მესამე ტრიმესტრში, ნაყოფში ჰიპოთირეოზის, ხოლო  ახალშობილში ჩიყვის განვითარების რისკის გამო. შესაბამისად, სიფრთხილის ზომის სახით, თავიდან უნდა იქნას აცილებული ამ პრეპარატის გამოყენება ორსულობის დროს.

ლაქტაცია: იოდი გამოიყოფა დედის რძეში, ამიტომ ძუძუთი კვების დროს პრეპარატის გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული.

გამოყენების მეთოდი და დოზები

 ქრონიკული ტონზილიტის დროს ხორციელდება ნუშურების ლაკუნებისა და სუპრატონზილური სივრცის გამორეცხვა სამკურნალო საშუალებით. მხოლოდ 4-5 გამორეცხვა 2-3 დღიანი ინტერვალით. ერთჯერადი დოზაა 50 მლ. ჩირქოვანი ოტიტების დროს: იოდინოლის 5-8 წვეთის ყოველდღიური ჩაწვეთება (მეზოტიმპანიტის დროს) ან ატიკის გამორეცხვა (ეპიტიმპანიტების დროს). მკურნალობის კურსი 2-4 კვირაა.   

   ატროფიული რინიტების (ოზენა) მკურნალობისას ქერქების წინასწარი დარბილებისა და მოცილების შემდეგ, ხორციელდება ცხვირის ღრუსა და ხახის მოსხურება იოდინოლით კვირაში 2-3 ჯერ, 2-3 თვის განმავლობაში.

 ტროფიკული და ვარიკოზული წყლულების დროს კანი წინასწარ უნდა დაიბანოს თბილი წყლითა და საპნით, წყლულის გარშემო ზონას უსვამენ  თუთიის მალამოს.  წყლულის ზედაპირზე უნდა დაედოს იოდინოლით დასველებული მარლის სამშრიანი  ნახვევი. შეხვევები ტარდება 1-2-ჯერ დღეში (ნახვევის გაუფერულების შესაბამისად), ხოლო წყლულის ზედაპირზე მდებარე მარლა არ უნდა მოსცილდეს, არამედ ხელახლა გაიჟღინთოს იოდინოლით. ზოგადი ან ადგილობრივი აბაზანიდან 4-7 დღის შემდეგ, მითითებული მკურნალობა გრძელდება.

   ჩირქოვანი ჭრილობების და ინფიცირებული დამწვრობის დროს გამოიყენება ფაშარი სამკურნალო საშუალებით გაჟღენთილი მარლის ნახვევი,  რომელიც  პერიოდულად უნდა გამოიცვალოს  საჭიროების შესაბამისად.  ჭრილობის ღრუები უნდა გამოირეცხოს იოდინოლით, რის შემდეგაც ის შეჰყავთ ღრუში ტამპონზე.  

 2 თუ 7 დღის განმავლობაში დადებითი ეფექტის არარსებობისას უნდა მიმართოთ ექიმს.

დოზის გადაჭარბება

სიმპტომები გარეგანი გამოყენებისას: იოდიზმის მოვლენები - გამონაყარი კანზე, რინიტი, ცრემლდენა, ჰიპერსალივაცია, რინორეა, ბრონქორეა, ლორწოვანი გარსების შეშუპება.

მკურნალობა: პრეპარატის მოხსნა, სიმპტომური თერაპია.

სიმპტომები იოდინოლის პერორალური შემთხვევითი ან განზრახ გამოყენების შემთხვევაში: იოდიზმის მოვლენები - მეტალის გემო პირში, მომატებული ნერწყვდენა, მომატებული ოფლიანობა, ყელისა და პირის წვა ან ტკივილი, თვალების გაღიზიანება და ქუთუთოების,  ცხვირ-ხახის, ხორხის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება (ფილტვების შეშუპება), კანისმხრივი რეაქციები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივი დარღვევები (გულისრევა, ღებინება, ნაწლავების სპაზმი და დიარეა). შეიძლება განვითარდეს ტაქიკარდია, მეტაბოლური აციდოზი, ჰიპერნატრიემია და თირკმლის უკმარისობა.  

მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა ჯერ 1%-იანი ნატრიუმის თიოსულფატის ხსნარით, შემდეგ წყლით; სიმპტომური თერაპია.

დოზის გადაჭარბების სიმპტომების, და ასევე სხვა სიმპტომების აღმოცენებისას, რომლებიც აქ არ არიან აღწერილი,  საჭიროა პრეპარატის მიღების  შეწყვეტა და დაუყოვნებლივ ექიმისათვის მიმართვა.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

 სამკურნალო საშუალება შეუთავსებელია სადეზინფექციო საშუალებებთან, რომლებიც შეიცავენ ვერცხლისწყლის ნაერთებს, ფარმაცევტულად შეუთავსებელია ეთერზეთებთან, ამიაკის ხსნარებთან, ანტისეპტიკებთან ტუტეებისა და ოქსიდანტების ჯგუფიდან. ის ცვლის იმ სამკურნალო საშუალებების ეფექტურობას, რომლებიც გავლენას ახდენენ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციაზე. იოდინოლის კომბინირება შესაძლებელია ფიზიოთერაპიასთან და საჭიროების შემთხვევაში ანტიბიოტიკებთან. იოდინისაგან იოდის შეწოვამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციაზე. ტუტე ან მჟავე გარემო, ცხიმის, ჩირქის, სისხლის არსებობა ასუსტებს ანტისეპტიკურ მოქმედებას.

გვერდითი მოქმედება

ალერგიული რეაქციები (კანის ქავილი). იოდის მიმართ იდიოსინკრაზიის მქონე პირებში  შეიძლება აღინიშნოს იოდიზმის მოვლენები კანზე გამონაყარის ან რინიტის, ლორწოვანი გარსების ქავილის, შეშუპებისა და გაღიზიანების სახით (ცრემლდენა, ჰიპერსალივაცია, რინორეა, ბრონქორეა), რაც არ საჭიროებს სპეციალურ ზომებს ან მკურნალობის შეწყვეტას.

  ფარისებრი ჯირკვლის მხრივ: ჩიყვი, ჰიპოთირეოზი ან ჰიპერთირეოზი.

მეტაბოლური აციდოზი, ჰიპერნატრიემია და თირკმელების ფუნქციის დარღვევა (ლორწოვანი გარსების დიდ ფართობზე  წასმისას ან ფართო დამწვრობის მქონე პირებში).

 ჩამოთვლილი გვერდითი რეაქციების  გაჩენისას, და ასევე რეაქციებისა, რომელიც მითითებული არ არის ინსტრუქციაში, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს..

შენახვის პირობები

სინათლისგან დაცულ ადგილზე, არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე. არ გაყინოთ. ინახება  ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

 ვარგისობის ვადა

 3 წელი. არ გამოიყენოთ სამკურნალო საშუალება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქებიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ინფორმაცია მწარმოებლის შესახებ

ღია სააქციო საზოგადოება "სამედიცინო პრეპარატების ბორისოვის ქარხანა", ბელორუსის რესპუბლიკა, მინსკის ოლქი. ქ. ბორისოვი, ჩაპაევის ქ. # 64, ტელ / ფაქსი +375 (177) 735612, 731156.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy