GalvusMet - გალვუს მეტი 50/1000მგ 60 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 73,68 GEL რეგულარული ფასი 113,28 GEL
მარაგშია
SKU
85325_253

ჩვენება:ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტების სამკურნალოდ,დიეტოთერაპიის და ფიზიკური ვარჯიშების დამხმარე საშუალების სახით.

გამოყენების ინსტრუქცია

გალვუსმეტი®

(GALVUSMET®)

შემადგენლობა:

მოქმედი ნივთიერებები: ვილდაგლიპტინი, მეტფორმინი (მეტფორმინის ჰიდროქლორიდის სახით);

1 ტაბლეტი 50მგ/500მგ შეიცავს 50 მგ ვილდაგლიპტინს და 500 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდს;

1 ტაბლეტი 50მგ/850მგ შეიცავს 50 მგ ვილდაგლიპტინს და 850 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდს;

1 ტაბლეტი 50მგ/1000მგ შეიცავს 50 მგ ვილდაგლიპტინს და 1000 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდს;

დამხმარე ნივთიერებები: ჰიდროქსიპროპილცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E 171), პოლიეთილენგლიკოლი, ტალკი, რკინის ოქსიდი ყვითელი (E 172), მხოლოდ 50 მგ/500 მგ დოზირებისთვის - რკინის ოქსიდი წითელი (E 172).

წამლის ფორმა. აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები. 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო საშუალებები. შაქრის დამწევი პერორალური პრეპარატები. ბიგუანიდების და დიპეპტიდილპეპტიდაზა-4-ის (დპპ-4)                         კლინიკური თვისებები.

გამოყენების ჩვენებები

ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტების სამკურნალოდ:

- დიეტოთერაპიის და ფიზიკური ვარჯიშების დამხმარე საშუალების სახით, ტიპი 2 შაქიანი დიაბეტის დროს გლიკემიის კონტროლის გაუმჯობესების მიზნით, როდესაც მეტფორმინის ან ვილდაგლიპტინის მონოთერაპია არასათანადოდ ეფექტურია; 

- სულფონილშარდოვანასთან კომბინაციაში (სამმაგი თერაპია) დიეტიოთერაპიის და ფიზიკური ვარჯიშების დამხმარე საშუალების სახით, ტიპი 2 შაქიანი დიაბეტის დროს გლიკემიის კონტროლის გაუმჯობესების მიზნით პაციენტებში, რომლებიც ადრე ღებულობდნენ მეტფორმინს და სულფონილშარდოვანას წარმოებულებს და ვერ იქნა მიღწეული გლიკემიის სათანადო კონტროლი;

- ინსულინთან კომბინაციაში დიეტოთერაპიის და ფიზიკური ვარჯიშების დამხმარე საშუალების სახით, ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის დროს გლიკემიის კონტროლის გაუმჯობესების მიზნით პაციენტებში, რომლებიც ადრე ღებულობდნენ ინსულინის სტაბილურ დოზებს და მეტფორმინს და ვერ იქნა მიღწეული გლიკემიის სათანადო კონტროლი;

- საწყისი თერაპიის სახით ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, როდესაც მხოლოდ დიეტით და ფიზიკური ვარჯიშებით სათანადოდ ვერ კონტროლდება გლიკემია.

უკუჩვენებები.

·       მომატებული მგრძნობელობა ვილდაგლიპტინის ან მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ან პრეპარატის სხვა ნებისმიერი კომპონენტების მიმართ;

·       მწვავე ან ქრონიკული მეტაბოლური აციდოზი, მათ შორის ლაქტოაციდოზი ან დიაბეტური კეტოაციდოზი კომით ან კომის გარეშე. დიაბეტური კეტოაციდოზის მკურნალობა უნდა მოხდეს ინსულინით.

·       თირკმლის ფუნქციის მწვავე დარღვევა (გფს < 30 მლ/წთ); 

·       მწვავე მდგომარეობები, რომლებიც მიმდინარეობენ თირკმლის ფუნქციის დარღვევის განვითარების რისკის თანხლებით, როგორიც არის: დეჰიდრატაცია, მწვავე ინფექცია, შოკი, იოდირებული კონტრასტული საშუალებების ინტრავენურად შეყვანა;

·       მწვავე ან ქრონიკული დაავადებები, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიონ ქსოვილების ჰიპოქსია, როგორიც არის: გულის ან სუნთქვის უკმარისობა, ბოლო პერიოდში გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი, შოკი;

·       მწვავე ალკოჰოლური ინტოქსიკაცია, ალკოჰოლიზმი;

·       ღვიძლის ფუნქციის დარღვევები;

·       ძუძუთი კვების პერიოდი.

მიღების წესი და დოზები.

მოზრდილები

ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის დროს პრეპარატის ანტიჰიპერგლიკემიური საშუალების სახით გამოყენებისას დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად, ეფექტურობის და ამტანობის გათვალისწინებით. პრეპარატ გალვუსმეტის® დანიშვნისას არ უნდა მოხდეს ვილდაგლიპტინის მაქსიმალური დღიური დოზის (100 მგ) გადაჭარბება. 

პრეპარატ გალვუსმეტის® რეკომენდებული საწყისი დოზა უნდა ეფუძნებოდეს პაციენტის მდგომარეობას და/ან ვილდაგლიპტინის და/ან მეტფორმინის ჰიდროქლორიდის შესაბამის დოზას, რომელსაც პაციენტი ამჟამად ღებულობს.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ მეტფორმინის ჰიდროქლორიდის გვერდითი ეფექტების თავიდან არიდების მიზნით პრეპარატი გალვუსმეტი® მიიღება კვების დროს.  პრეპარატ გალვუსმეტის® დოზის გამოტოვების შემთხვევაში დოზის მიღება უნდა მოხდეს მაშინვე, როგორც კი პაციენტს გაახსენდება. ორმაგი დოზა არ მიიღება ერთსა და იმავე დღეს.

- საწყისი დოზა პაციენტებისთვის, რომელთა მდგომარეობა სათანადოდ ვერ კონტროლდება ვილდაგლიპტინით მონოთერაპიით

მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ჩვეულებრივ საწყის დოზებზე (500 მგ დღეში ორჯერ ან  850 მგ დღეში ერთჯერ) დაყრდნობით პრეპარატ გალვუსმეტით® მკურნალობა შეიძლება დაიწყოს დოზით 50მგ/500მგ ტაბლეტები დღეში ორჯერ, დოზის ეტაპობრივად ტიტრირება ხდება მკურნალობაზე რეაგირების ადექვატურობის შეფასების შემდეგ.

- საწყისი დოზა პაციენტებისთვის, რომელთა მდგომარეობა სათანადოდ ვერ კონტროლდება მეტფორმინის ჰიდროქლორიდით მონოთერაპიით

მეტფორმინის ჰიდროქლორიდის მიმდინარე დოზაზე დაყრდნობით, რომელსაც ღებულობს პაციენტი, პრეპარატ გალვუსმეტით® მკურნალობა შეიძლება დაიწყოთ ნებისმიერი დოზის ტაბლეტებით: 50 მგ/500 მგ, 50 მგ/850 მგ ან 50 მგ/1000 მგ დღეში ორჯერ.

- საწყისი დოზა პაციენტებისთვის, რომლებიც გადადიან ვილდაგლიპტინის და მეტფორმინის კომბინირებული მკურნალობიდან ცალკეული პრეპარატების სახით

პრეპარატ გალვუსმეტის® მიღება შეიძლება დაიწყოს ნებისმიერი დოზის ტაბლეტებით: 50 მგ/500 მგ, 50 მგ/850 მგ ან 50 მგ/1000 მგ, ვილდაგლიპტინის ან მეტფორმინის დოზაზე დაყრდნობით, რომელსაც უკვე ღებულობს პაციენტი.

- საწყისი დოზა პაციენტებისთვის, რომლებიც ადრე არ მკურნალობდნენ ანტიდიაბეტური პრეპარატებით

პრეპარატ გალვუსმეტით® მკურნალობა შეიძლება დაიწყოს დოზით 50მგ/500მგ ტაბლეტები დღეში ერთჯერ, დოზის ეტაპობრივად ტიტრაცია ხდება მაქსიმალურ დოზამდე 50მგ/1000მგ დღეში ორჯერ მკურნალობაზე რეაგირების ადექვატურობის შეფასების შემდეგ.

- საწყისი დოზა პაციენტებისთვის, რომლებიც გადადიან მეტფორმინის და სულფონილშარდოვანას კომბინირებული მკურნალობიდან

პრეპარატ გალვუსმეტის® დოზა უნდა უზრუნველყოფდეს 50 მგ ვილდაგლიპტინის მიღებას დღეში ორჯერ (დღიური დოზა 100 მგ) და მეტფორმინის დოზას, რომელსაც მანამდე ღებულობდა პაციენტი. თუ პრეპარატი გალვუსმეტი® მიიღება სულფონილშარდოვასთან კომბინაციაში, უნდა განიხილოს სულფონილშარდოვანას უფრო დაბალი დოზების დანიშვნის შესაძლებლობა ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკის შემცირების მიზნით. 

- საწყისი დოზა პაციენტებისთვის, რომლებიც გადადიან ინსულინის და მეტფორმინის მაქსიმალურად ასატანი დოზის კომბინირებული მკურნალობიდან 

პრეპარატ გალვუსმეტის® დოზა უნდა უზრუნველყოფდეს 50 მგ ვილდაგლიპტინის მიღებას დღეში ორჯერ (დღიური დოზა 100 მგ) და მეტფორმინის დოზას, რომელსაც მანამდე ღებულობდა პაციენტი. 

ვილდაგლიპტინის და მეტფორმინის უსაფრთხოება და ეფექტურობა თიაზოლიდინდიონთან სამკომპონენტიანი კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში არ არის დადგენილი.

პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები

თირკმლის უკმარისობა

გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე (გფს) უნდა განისაზღვროს მეტფორმინის შემცველი პრეპარატებით (მაგ: გალვუსმეტი®) მკურნალობის დაწყებამდე და სულ მცირე წელიწადში ერთხელ ამის შემდეგ. პაციენტებში, რომელთა შემთხვევაში არსებობს თირკმლის უკმარისობის შემდგომი პროგრესირების მომატებული რისკი და ხანდაზმულებში თირკმლის ფუნქცია უნდა შეფასდეს უფრო ხშირად, მაგ: 3-6 თვეში ერთხელ.

მეტფორმინის მაქსიმალური დღიური დოზა უმჯობესია დაიყოს 2-3 ყოველდღიურ დოზად. მეტფორმინის შემცველი პრეპარატებით (მაგ: გალვუსმეტი®) მკურნალობის დაწყებამდე მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ისეთი ფაქტორები, რომლებმაც შესაძლოა გაზარდონ ლაქტოაციდოზის განვითარების რისკი პაციენტებში, რომელთა შემთხვევაში გფს შეადგენს <60მლ/წთ-ს. გალვუსმეტი® უკუნაჩვენებია პაციენტებში რომელთა გფს შეადგენს < 30 მლ/წთ-ს, რადგანაც იგი შეიცავს მეტფორმინს.

დოზირებასთან დაკავშირებული შემდეგი რეკომენდაციები ეხება მეტფორმინს და ვილდაგლიპტინს, რომლებიც მიიღება ცალ-ცალკე ან ერთად თირკმლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში. თუ პრეპარატი გალვუსმეტი® საჭირო დოზირებით არ არის ხელმისაწვდომი, მაშინ ფიქსირებული დოზირების კომბინირებული პრეპარატის ნაცვლად გამოიყენება ცალკეული კომპონენტები.

დოზების კორექცია თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში

გფს მლ/წთ მეტფორმინი 
ვილდაგლიპტინი

60‑89

მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 3000 მგ-ს*.

თირკმლის ფუნქციის დაქვეითების შემთხვევაში შეიძლება გადაიხედოს დოზის შემცირების შესაძლებლობა.

მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 100 მგ-ს.

45‑59
საწყისი დოზა უნდა იყოს არაუმეტეს 1000 მგ, თუ მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 2000 მგ-ს*. მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 50 მგ-ს.
30‑44 საწყისი დოზა უნდა იყოს არაუმეტეს 500 მგ, თუ მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 1000 მგ-ს.  
<30 მეტმორფინი უკუნაჩვენებია.

* თუ მეტფორმინის საჭირო დოზები უფრო მაღალია, ვიდრე დოზები, რომელთა მიღწევა ხდება მხოლოდ გალვუსმეტის® მიღებისას.

ხანდაზმული პაციენტები (≥ 65 წელი).

იმის გათვალისწინებით, რომ მეტფორმინი გამოიყოფა თირკმელებით, ხოლო ხანდაზმულ პაციენტებში არსებობს თირკმლის ფუნქციის დაქვეითების ტენდენცია, შესაბამისად აღნიშნული ასაკობრივი კატეგორიის პაციენტებში პრეპარატ გალვუსმეტით® მკურნალობის დროს რეგულარულად უნდა გაკონტროლდეს თირკმლის ფუნქციური მდგომარეობა. ≥65 წლის ხანდაზმულ პაციენტებში პრეპარატ გალვუსმეტის®  დოზა უნდა დაკორექტირდეს თირკმლის ფუნქციაზე დაყრდნობით.

პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით.

პრეპარატ გალვუსმეტის® დანიშვნა არ არის რეკომენდებული პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ღვიძლის უკმარისობის კლინიკური ან ლაბორატორიული გამოვლინებები, ისეთი შემთხვევების ჩათვლით, როდესაც მკურნალობის დაწყებამდე ალანინამინოტრანსფერაზის (ალტ) ან ასპარტატამინოტრანსფერაზის (ასტ) აქტივობა 2,5-ჯერზე მეტად აჭარბებს ნორმის ზედა ზღვარს.

პადიატრიული პაციენტები.

პრეპარატ გალვუსმეტის® გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში არ არის დადგენილი. შესაბამისად, პრეპარატ გალვუსმეტის® დანიშვნა არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის პაციენტებში.

გვერდითი რეაქციები.

შემდგომში წარმოდგენილი მონაცემები უკავშირდება ვილდაგლიპტინის და მეტფორმინის თავისუფალი და ფიქსირებული კომბინაციების სახით გამოყენებას.

მოკლე ინფორმაცია უსაფრთხოების პროფილის შესახებ. 

არსებობს შეტყობინებები ანგიონევროზული შეშუპების იშვიათი შემთხვევების შესახებ, რომლებიც აღინიშნა ვილდაგლიპტინით მკურნალობის დროს იგივე სიხშირით, როგორიც საკონტროლო ჯგუფში. ამ გვერდითი მოვლენის სიხშირე უფრო მაღალი იყო პაციენტებში, რომლებიც ვილდაგლიპტინს ღებულობდნენ ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორთან (აგფ ინჰიბიტორთან) ერთად. უმეტეს შემთხვევაში ეს გვერდითი მოვლენა მსუბუქი იყო და ქრებოდა ვილდაგლიპტინით მკურნალობის გაგრძელებისას.

არსებობს შეტყობინებები ღვიძლის ფუნქციის დარღვევის იშვიათი შემთხვევების  (მათ შორის ჰეპატიტის განვითარების) შესახებ ვილდაგლიპტინით მკურნალობის დროს. ეს გართულებები, როგორც წესი მსუბუქი იყო სიმძიმის მიხედვით და არ აღინიშნებოდა ნარჩენი მოვლენები, პრეპარატის მოხსნის შემდეგ ღვიძლის ფუნქციური სინჯები ნორმას უბრუნდებოდა. კონტროლირებად კვლევებში მონოთერაპიის დროს და დამატებითი 24-კვირიანი თერაპიის დროს ალტ-ს ან ასტ-ს დონეების ნორმის ზედა ზღვარზე (ნზზ) 3-ჯერ გადაჭარბების შემთხვევები (რომელიც განისაზღვრებოდა არანაკლებ 2 თანმიმდევრული შეფასების მიხედვით ან მკურნალობის საბოლოო ვიზიტისას) შეადგენდა 0.2%-ს, 0.3%-ს და 0.2%-ს დღეში 50 მგ ვილდაგლიპტინის, დღეში ორჯერ 50 მგ ვილდაგლიპტინის და ყველა სხვა შესადარებელი პრეპარატის მიღებისას. როგორც წესი, ტრანსამინაზების აქტივობის მომატება უსიმპტომო იყო, არ პროგრესირებდა და არ ახლდა ქოლესტაზი ან სიყვითლე.

კლინიკურ კვლევებში ვილდაგლიპტინის + მეტფორმინის კომბინაციის გამოყენებისას პაციენტების 0.4%-ს მოუწია მკურნალობის შეწყვეტა გვერდითი რეაქციების გამო ჯგუფში, რომელიც იღებდა 50 მგ ვილდაგლიპტინს 1-ჯერ დღეში + მეტფორმინს. ჯგუფებში, რომლებიც მკურნალობდნენ ვილდაგლიპტინით 50 მგ ორჯერ დღეში + მეტფორმინი ან პლაცებო + მეტფორმინი, არ იყო შეტყობინება გვერდითი რეაქციების გამო პრეპარატის შეწყვეტის შესახებ.

კლინიკურ კვლევებში ჰიპოგლიკემია აღინიშნებოდა არც ისე ხშირად: პაციენტების 0,9%-ში, რომლებიც ღებულობდნენ ვილდაგლიპტინს დოზით 50მგ დღეში 1-ჯერ მეტფორმინთან კომბინაციაში, პაციენტების 0,5%-ში, რომლებიც ღებულობდნენ ვილდაგლიპტინს დოზით 50მგ დღეში 2-ჯერ მეტფორმინთან კომბინაციაში და პაციენტების 0,4%-ში, რომლებიც ღებულობდნენ პლაცებოს და მეტფორმინს. ვილდაგლიპტინთან დაკავშირებული მწვავე ჰიპოგლიკემიური რეაქციები არ ყოფილა რეგისტრირებული.

ვილდაგლიპტინი ნეიტრალურია სხეულის მასასთან მიმართებაში მეტფორმინთან კომბინაციაში გამოყენებისას.

ცნობილია, რომ მეტფორმინით მკურნალობისას საწყის პერიოდში ძალიან ხშირად ვითარდება გვერდითი რეაქციები საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ, მათ შორის დიარეა და გულისრევა. ვილდაგლიპტინის მონოთერაპიის კლინიკური პროგრამის შემთხვევაში (n=2264), როდესაც ვილდაგლიპტინი მიიღებოდა დოზით 50 მგ დღეში ერთჯერ, 50 მგ დღეში ორჯერ ან 100 მგ დღეში ერთჯერ, დიარეის სიხშირე შეადგენდა 1,2%-ს, 3,5%-ს და 0,8%-ს შესაბამისად, ხოლო გულისრევის სიხშირე იყო 1,7%, 3,7% და 1,7%, შესაბამისად, 2,9% ორივე ჯგუფისთვის პლაცებოს ჯგუფთან შედარებით (n = 347) და 26,2% და 10,3%, შესაბამისად, მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ჯგუფში (n = 252).

ყველა გვერდითი რეაქცია კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ აღინიშნა პაციენტების 13,2%-ში (50 მგ დღეში ერთჯერ ან დღეში ორჯერ), რომლებიც ღებულობდნენ ვინდაგლიპტინის და მეტფორმინის ჰიდროქლორიდის კომბინაციას, პაციენტების 18,1%-თან შედარებით, ჯგუფში, რომლებიც ღებულობდნენ მეტფორმინს მონოთერაპიის სახით.

გვერდითი რეაქციები პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ვილდაგლიპტინს ორმაგ ბრმა კვლევებში მონოთერაპიის სახით და მეტფორმინთან ერთად, ჩამოთვლილია ქვემოთ თითოეული ჩვენებისთვის ნორმატიულ-სამართლებრივი საქმიანობის სამედიცინო ლექსიკონის (MedDRA) ორგანოთა სისტემების კლასების და აბსოლუტური სიხშირის მიხედვით.

ორგანოთა სისტემების თითოეულ კლასში გვერდითი რეაქციები დაჯგუფებულია სიხშირის მიხედვით, პირველ რიგში უფრო ხშირი რეაქციებია მოცემული. სიხშირის თითოეულ ჯგუფში გვერდითი რეაქციები წარმოდგენილია სიმწვავის კლებადობის მიხედვით. სიხშირის კატეგორია თითოეული გვერდითი მოვლენისთვის ეფუძნება შემდეგ კრიტერიუმებს (СIOMS III): ძალიან ხშირად (≥1/10), ხშირად (≥1/100; <1/10), ნაკლებად ხშირად (≥1/1000; <1/100), იშვიათად (≥1/10000; <1/1000), ძალიან იშვიათად (<1/10000). 

მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ვილდაგლიპტინთან კომბინაციაში გამოყენებისას

ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად – ტრემორი, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი.

მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ვილდაგლიპტინთან და სულფონილშარდოვანასთან კომბინაციაში გამოყენებისას

ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად – თავბრუსხვევა, ტრემორი.

მეტაბოლური დარღვევები: ხშირად – ჰიპოგლიკემია.

კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ხშირად – ჰიპერჰიდროზი.

ზოგადი დარღვევები და რეაქციები შეყვანის ადგილას: ხშირად - ასთენია.

მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ვილდაგლიპტინთან და ინსულინთან კომბინაციაში გამოყენებისას

კვლევები: ხშირად – ჰიპოგლიკემია.

ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად – თავის ტკივილი.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ხშირად – გულისრევა, გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება; ნაკლებად ხშირად – დიარეა, მეტეორიზმი.

ზოგადი დარღვევები და რეაქციები შეყვანის ადგილას: ხშირად – შეციება.

ვილდაგლიპტინის მონოთერაპია

ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად – თავბრუსხვევა; ნაკლებად ხშირად – თავის ტკივილი.  

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ნაკლებად ხშირად – ყაბზობა.

მეტაბოლური დარღვევები: ნაკლებად ხშირად – ჰიპოგლიკემია.

ზოგადი დარღვევები და რეაქციები შეყვანის ადგილას: ნაკლებად ხშირად – პერიფერიული შეშუპება.

ვილდაგლიპტინი ნეიტრალურია სხეულის მასასთან მიმართებაში მისი მონოთერაპიის სახით გამოყენებისას.

მეტფორმინის გამოყენებისას

ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად – დისგევზია.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ძალიან ხშირად – მეტეორიზმი, გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუცლის ტკივილი. 

ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად – ჰეპატიტი**.

მეტაბოლური დარღვევები: ძალიან ხშირად – მადის დაქვეითება; ძალიან იშვიათად – ლაქტოაციდოზი.

კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: ძალიან იშვიათად – ერითემის, ქავილის, ჭინჭრის ციების ტიპის კანის რეაქციები.

კვლევები: ძალიან იშვიათად – В12 ვიტამინის შეწოვის დაქვეითება*, ღვიძლის ფუნქციური სინჯების მაჩვენებლების ნორმიდან გადახრები.

*მეტფორმინით ხანგრძლივი მკურნალობის დროს ძალიან იშვიათად აღინიშნება В12 ვიტამინის შეწოვის დარღვევა და შრატში მისი დონის დაქვეითება, როგორც წესი ამ გადახრას არ გააჩნია კლინიკური მნიშვნელობა. მეგალობლასტური ანემიის სიმპტომების გამოვლენისას უნდა განიხილოს იმის ალბათობა, რომ იგი შესაძლოა გამოწვეული იყოს მეტფორმინით. 

** არსებობს ცალკეული შეტყობინებები ღვიძლის ფუნქციური სინჯების ნორმიდან გადახრის ან ჰეპატიტის შესახებ, რაც აღმოიფხვრა მეტფორმინის მოხსნის შემდეგ.

გვერდითი ეფექტები კნტ-ის მხრივ ყველაზე ხშირად აღინიშნება მკურნალობის დასაწყისში და უმეტეს შემთხვევაში ქრება სპონტანურად. მათი თავიდან აცილების მიზნით რეკომენდებულია გალვუსმეტის® ყოველდღიური დოზის 2 ნაწილად მიღება, კვების დროს ან შემდეგ.

პოსტმარკეტინგული დაკვირვების პროცესში იყო შეტყობინებები შემდეგი გვერდითი ეფექტების შესახებ: 

სიხშირე უცნობია: 

- ართრალგია (ზოგჯერ მძიმე), ჰეპატიტი (შექცევადი თერაპიის შეწყვეტის შემდეგ), ღვიძლის ფუნქციური სინჯების ნორმიდან გადახრები (შექცევადი თერაპიის შეწყვეტის შემდეგ), ჭინჭრის ციება, კანის ბულოზური და ექსფოლიაციური დაზიანებები (მათ შორის ბულოზური პემფიგოიდი), კანის ვასკულიტი, პანკრეატიტი.

ჭარბი დოზირება.

ვილდაგლიპტინი

ვილდაგლიპტინით სავარაუდო ჭარბი დოზირების სიმპტომების შესახებ ინფორმაცია ეფუძნება ჯანმრთელ მოხალისეებში ჩატარებულ კვლევას, რომლებიც ღებულობდნენ ვილდაგლიპტინს დღიური დოზებით 25 მგ, 50 მგ, 100 მგ, 200 მგ, 400 მგ და 600 მგ დაახლოებით 10 კალენდარული დღე. 200 მგ-მდე დოზები კარგად აიტანებოდა. პრეპარატის 400 მგ დოზის მიღებისას  დაფიქსირდა კუნთების ტკივილის შემთხვევები და მსუბუქი და გარდამავალი პარესთეზიის, ციებ-ცხელების, შეშუპებების და ლიპაზის ტრანზიტორული მატების  (იმ დონემდე, რომელიც 2-ჯერ აჭარბებს ნზზ-ს) ცალკეული შემთხვევები. პრეპარატის 600 მგ დოზის მიღებისას დაფიქსირდა მტევნების და ტერფების შეშუპება,  კრეატინფოსფოკინაზას (კფკ) აქტივობის ნზზ-ზე ზემოთ მომატება, ასევე ასპარტატამინოტრანსფერაზას (ასტ) აქტივობის და C-რეაქტიული ცილის და მიოგლობინის დონეების  მომატება, პარესთეზია. პრეპარატის მოხსნის შემდეგ ყველა სიმპტომი გაქრა და ლაბორატორიული მაჩვენებლები ნორმას დაუბრუნდა.

ვილდაგლიპტინი არ გამოიყოფა დიალიზის დროს, მაგრამ მისი ძირითადი  მეტაბოლიტი, რომელიც წარმოიქმნება ჰიდროლიზის შედეგად (LAY151), შეიძლება გამოიდევნოს ორგანიზმიდან ჰემოდიალიზის გზით.

მეტფორმინის ჰიდროქლორიდი 

არსებობს შეტყობინებები მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ჭარბი დოზირების შემთხვევების შესახებ, მათ შორის პრეპარატის 50 გ-ზე მეტი დოზების მიღებისას. ამასთან, შემთხვევების 10%-ში აღინიშნა ჰიპოგლიკემია, მაგრამ მიზეზობრივი ურთიერთკავშირი მეტფორმინის ჰიდროქლორიდთან არ არის დადგენილი. შემთხვევების დაახლოებით 32%-ში მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ჭარბ დოზირებას თან ახლდა ლაქტოაციდოზი. სტაბილური ჰემოდინამიკის პირობებში მეტფორმინის ჰიდროქლორიდი გამოიდევნება დიალიზის გზით, ამასთან კლირენსი აღწევს 170 მლ/წთ-ს. ამგვარად, მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ჭარბ დოზირებაზე ეჭვის არსებობისას სისხლის პრეპარატისგან გასაწმენდად შესაძლებელია ჰემოდიალიზის გამოყენება.  

ჭარბი დოზირების შემთხვევაში, არსებული სიმპტომების შესაბამისად უნდა დაინიშნოს შემანარჩუნებელი მკურნალობა.

გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში.

ორსულობის პერიოდი

ნაყოფის მუცლადყოფნის პერიოდში განვითარების კვლევებმა (ტერატოლოგია), რომლებიც ჩატარდა ვირთაგვებსა და ბოცვრებში ვილდაგლიპტინის და მეტფორმინის ჰიდროქლორიდის კომბინირებული გამოყენებისას თანაფარდობით 1:10, გამოავლინა ტერატოგენურობის ნიშნების არარსებობა ორივე სახეობაში. ვინაიდან ორსულ ქალებში პრეპარატის გამოყენების გამოცდილება საკმარისი არ არის, პრეპარატი გალვუსმეტი® არ გამოიყენება ორსულობის დროს.

ძუძუთი კვების პერიოდი

პრეპარატ გალვუსმეტის® შემადგენლობაში შემავალი აქტიური სუბსტანციების კომბინაციის მიღების კვლევები ძუძუთი კვების პერიოდში არ ჩატარებულა. მეტფორმინი გამოიყოფა ადამიანის რძეში. ვინაიდან უცნობია ხვდება თუ არა ვილდაგლიპტინი დედის რძეში ადამიანებში, შესაბამისად პრეპარატი გალვუსმეტი® არ გამოიყენება მეძუძურ ქალებში.

ნაყოფიერება

პრეპარატის მოქმედება ნაყოფიერებაზე ადამიანებში არ არის შესწავლილი. ვირთაგვებზე ჩატარებულმა კვლევებმა არ აჩვენა უარყოფითი გავლენა ნაყოფიერებაზე ან ემბრიონის ნაადრევ განვითარებაზე.

ბავშვები.

პრეპარატ გალვუსმეტის® გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში არ არის დადგენილი. შესაბამისად პრეპარატ გალვუსმეტის® დანიშვნა 18 წლამდე ასაკის პაციენტებში არ არის რეკომენდებული.

გამოყენების თავისებურებები.

ინსულინდამოკიდებულ პაციენტებში გალვუსმეტი® არ ანაცვლებს ინსულინს. პრეპარატი არ გამოიყენება  ტიპი 1 დიაბეტის მქონე პაციენტებში ან დიაბეტური კეტოაციდოზის სამკურნლოდ. 

ლაქტოაციდოზი

ლაქტოაციდოზი წარმოადგენს ძალიან იშვიათ, მაგრამ სერიოზულ მეტაბოლურ გართულებას, რომელსაც ყველაზე ხშირად თან ახლავს თირკმლის ფუნქციის ან კარდიორესპირატორული დაავადებების ან სეფსისის მკვეთრი გაუარესება. მეტფორმინის აკუმულირება წარმოებს თირკმლის ფუნქციის მკვეთრი გაუარესებით და იზრდება რძემჟავური აციდოზის განვითარების რისკს.

გაუწყლოების შემთხვევაში (მაგ: მწვავე დიარეის ან ღებინების, ციებ-ცხელების ან სითხის მოხმარების შემცირების გამო) პაციენტმა უნდა შეწყვიტოს მეტფორმინის შემცველი პრეპარატების მიღება (მაგ: გალვუსმეტი®) და დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს.

პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ მეტფორმინის შემცველ პრეპარატებს (მაგ: გალვუსმეტი®) სიფრთხილით მიიღება ისეთი სამკურნალო საშუალებები (როგორიც არის ჰიპერტონიის საწინააღმდეგო, შარდმდენი და ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები), რომლებმაც შეიძლება მკვეთრად გააუარესონ თირკმლის ფუნქცია. ლაქტოაციდოზის სხვა რისკის ფაქტორები მოიცავს ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებას, ღვიძლის ფუნქციის დარღვევას, არაკონტროლირებად დიაბეტს, კეტოზს, ხანგრძლივ შიმშილობას და ნებისმიერ მდგომარეობას, რომელიც დაკავშირებულია ჰიპოქსიასთან, ასევე ისეთი სამკურნალო საშუალებების თანმხლებ მიღებას, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ლაქტოაციდოზი.

ლაქტოაციდოზის დიაგნოსტიკა

პაციენტები და/ან პირები, რომლებიც ახორციელებენ მათ მოვლას უნდა იყვნენ ინფორმირებულნი ლაქტოაციდოზის რისკის შესახებ. ლაქტოაციდოზისთვის დამახასიათებელია აციდოზური ქოშინი, მუცლის ტკივილები, კუნთების კრუნჩხვები, ასთენია და ჰიპოთერმია შემდგომში კომის განვითარებით. მოცემული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში პაციენტმა უნდა შეწყვიტოს მეტფორმინის შემცველი პრეპარატების მიღება (როგორიც არის გალვუსმეტი®) და დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს. დიაგნოსტიკური ლაბორატორიული კვლევები მოიცავს სისხლის შემცირებულ рН-ს (<7,35), პლაზმაში რძემჟავის მარილების მომატებულ დონეებს (>5 მმოლი/ლ) და ანიონური ინტერვალის და ლაქტატ/პირუვატის თანაფარდობის მომატებას. მეტაბოლურ აციდოზზე ეჭვის არსებობისას მეტფორმინის შემცველი პრეპარატებით (მაგ: გალვუსმეტი®) მკურნალობა უნდა შეწყდეს და პაციენტი დაუყოვნებლივ უნდა იქნას ჰოსპიტალიზებული. 

თირკმლის ფუნქციური მდგომარეობის კონტროლი

გფს უნდა შეფასდეს მკურნალობის დაწყებამდე და რეგულარულად მკურნალობის პერიოდში. მეტფორმინის შემცველი პრეპარატები (როგორიც არის გალვუსმეტი®) უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომელთა გფს შეადგენს <30 მლ/წთ-ს და მათი მიღება დროებით უნდა შეწყდეს ისეთი მდგომარეობების არსებობისას, რომლებიც მოქმედებენ თირკმელების ფუნქციებს. ცნობილია, რომ მეტფორმინის ჰიდროქლორიდი ძირითადად გამოიყოფა თირკმლებით, ხოლო მეტფორმინის ჰიდროქლორიდის აკუმულირების და ლაქტოაციდოზის რისკი იზრდება თირკმლის ფუნქცის გაუარების შესაბამისად. ვინაიდან ხანდაზმულ ასაკს თან სდევს თირკმლის ფუნქციის დაქვეითება, შესაბამისად მეტფორმინის შემცველი პრეპარატების (მაგ: გალვუსმეტი®) ტიტრირება უნდა მოხდეს  ყურადღებით, რომ დადგინდეს მინიმალური დოზა საჭირო გლიკემიური ეფექტის მისაღწევად, გარდა ამისა რეგულარულად უნდა გაკონტროლდეს თირკმლის ფუნქცია.

სამკურნალო საშუალებების თანმხლები მიღება, რომლებმაც შესაძლოა ზეგავლენა მოახდინონ თირკმლის ფუნქციაზე ან მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ექსპოზიციაზე

ისეთი სამკურნალო საშუალებების თანმხლებმა მიღებამ, რომლებმაც შესაძლოა ზეგავლენა მოახდინონ თირკმლის ფუნქციაზე, შესაძლოა გამოიწვიოს ჰემოდინამიკის მნიშვნელოვანი ცვლილება ან თირკმლისმიერი ტრანსპორტის დათრგუნვა და მეტფორმინის სისტემური ექსპოზიციის ზრდა. აღნიშნული სამკურნალო საშუალებები მიიღება სიფრთხილით. 

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

ვილდაგლიპტინის დანიშვნა არ არის რეკომენდებული ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში, მათ შორის ისეთ შემთხვევებში, როდესაც მკურნალობის დაწყებამდე ალტ-ს ან ასტ-ს დონეები >2,5-ჯერ აღემატება ნორმის ზედა ზღვარს.

ღვიძლის ფერმენტების აქტივობის კონტროლი.

ვილდაგლიპტინით მკურნალობის დროს დაფიქსირდა შეტყობინებები ღვიძლის ფუნქციის დარღვევის იშვიათი შემთხვევების შესახებ (ჰეპატიტის ჩათვლით). ეს გართულება, როგორც წესი უსიმპტომო იყო და არ აღინიშნებოდა ნარჩენი მოვლენები, ღვიძლის ფუნქციური სინჯები ნორმას დაუბრუნდა პრეპარატის მოხსნის შემდეგ. პრეპარატ გალვუსმეტით® მკურნალობის დაწყებამდე უნდა შეფასდეს პაციენტის ღვიძლის ფუნქციური მდგომარეობა. 

პრეპარატ გალვუსმეტით® მკურნალობის პირველი წლის განმავლობაში ღვიძლის ფუნქციური სინჯები უნდა გაკონტროლდეს ყოველ 3 თვეში ერთხელ და შემდგომში პერიოდულად. ტრანსამინაზების მომატებული აქტივობის გამოვლენისას პაციენტს უნდა ჩაუტარდეს განმეორებითი გამოკვლევა მიღებული შედეგის დადასტურების მიზნით, შემდგომში აუცილებელია ღვიძლის ფუნქციური სინჯების ხშირი კონტროლი იქამდე, სანამ მაჩვენებლები ნორმალიზდება. იმ შემთხვევაში, თუ ალტ-ს ან ასტ-ს აქტივობის მომატება განახლდა, რომელიც ნზზ-ს 3-ჯერ ან მეტად აღემატება, რეკომენდებულია პრეპარატ გალვუსმეტის® შეწყვეტა. სიყვითლის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევის სხვა ნიშნების გამოვლენისას პაციენტმა უნდა შეწყვიტოს პრეპარატ გალვუსმეტის® მიღება და დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს. იმ შემთხვევაში, თუ პრეპარატი გალვუსმეტი® მოიხსნა ღვიძლის მხრივ გვერდითი ეფექტების განვითარების გამო,  მკურნალობა არ უნდა განახლდეს აღნიშნული პრეპარატით ღვიძლის ფუნქციური სინჯების ნორმალიზაციის შემდეგ. 

გალვუსმეტის გამოყენება არ არის რეკომენდებული პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით.

გულის უკმარისობა.

ვილდაგლიპტინის გამოყენების კლინიკური კვლევა ნიუ იორკის გულის ასოციაციის (NYHA) მიხედვით I-III-ე კლასის გულის ქრონიკული უკმარისობის (CHF) მქონე პაციენტებში ცხადყოფს, რომ ვილდაგლიპტინით მკურნალობა ზეგავლენას არ ახდენს  მარცხენა პარკუჭის ფუნქციაზე ან უკვე არსებული CHF-ის პროგრესირებაზე პლაცებოსთან შედარებით. კლინიკური გამოცდილება NYHA-ის მიხედვით ІІІ-ე კლასის CHF-ის მქონე პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ვილდაგლიპტინს კვლავ შეზღუდულია და გააჩნია განუსაზღვრელი შედეგები.

ვილდაგლიპტინის გამოყენების გამოცდილება კლინიკურ კვლევებში NYHA-ის მიხედვით IV-ე კლასის CHF-ის მქონე პაციენტებში არ არსებობს, შესაბამისად მისი გამოყენება ასეთ პაციენტებში არ არის რეკომენდებული.

ჰიპოქსიით მიმდინარე მდგომარეობები 

გულ-სისხლძარღვოვანმა კოლაფსმა (შოკი), გულის მწვავე შეგუბებითმა უკმარისობამ, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტმა და სხვა მდგომარეობებმა, რომლებსაც თან ახლავს ჰიპოქსემია, შესაძლოა გამოიწვიონ ლაქტოაციდოზის განვითარება, ასევე პრერენალური აზოტემია. პრეპარატ გალვუსმეტით® მკურნალობის დროს მსგავსი მდგომარეობების გამოვლენისას პრეპარატის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

დარღვევები კანის მხრივ.

კანის დიაბეტური გართულებების მქონე პაციენტებში გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია. რადგან პოსტმარკეტინგულ გამოცდილებაში დაფიქსირდა შეტყობინებები კანის ბულოზური და ექსფოლიაციური დაზიანებების შემთხვევების შესახებ, შესაბამისად რეკომენდებულია პაციენტების კანის მდგომარეობის რეგულარული მონიტორინგი დარღვევების გამოვლენის მიზნით, როგორიც არის ბებერების ან წყლულების წარმოქმნა.

პანკრეატიტი.

რადგან პოსტმარკეტინგულ გამოცდილებაში დაფიქსირდა შეტყობინებები მწვავე პანკრეატიტის შემთხევების შესახებ, შესაბამისად პაციენტი ინფორმირებული უნდა იყოს მწვავე პანკრეატიტის დამახასიათებელი სიმპტომის - მუდმივი ძლიერი მუცლის ტკივილის შესახებ. ვილდაგლიპტინის შეწყვეტის შემდეგ პანკრეატიტის სიმპტომები გაქრა. ანამნეზში მწვავე პანკრეატიტის არებობისას ვილდაგლიპტინის მიღება უნდა შეწყდეს.

ალკოჰოლის მოხმარება.

დადგენილია, რომ ალკოჰოლი აძლიერებს მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ზეგავლენას ლაქტატის მეტაბოლიზმზე. პაციენტებს უნდა მიეცეთ გაფრთხილება, რომ მეტფორმინის შემცველი პრეპარატების (როგორიც არის გალვუსმეტი®) მკურნალობის ფონზე დაუშვებელია ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება.

ალკოჰოლურ თრობას უკავშირდება ლაქტოაციდოზის განვითარების რისკის ზრდა, განსაკუთრებით შიმშილობის, კვების ნაკლებობის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევის დროს. 

ჰიპოგლიკემია

პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ მხოლოდ პრეპარატ გალვუსმეტს®, ჰიპოგლიკემია 

ჩვეულებრივ არ აღინიშნება, მაგრამ იგი მოსალოდნელია არასაკმარისად კალორიული კვების დროს, იმ შემთხვევაში თუ ინტენსიური ფიზიკური დატვირთვისას ენერგეტეკული დანაკარგი არ კომპენსირდება საკვებით, ან ალკოჰოლის მიღების ფონზე. ჰიპოგლიკემიის განვითარებისადმი მიდრეკილება აქვთ ხანდაზმული ასაკის პირებს, დასუსტებულ ან ცუდ კვებაზე მყოფ პირებს, პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმელზედა ჯირკვლების ქერქის ფუნქციის უკმარისობა, ჰიპოპიტუიტარიზმი ან ალკოჰოლური ინტოქსიკაცია. ხანდაზმულ პირებში და პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ბეტა-ადრენობლოკატორებს, შესაძლოა შეფერხდეს ჰიპოგლიკემიის დიაგნოსტიკა.

სულფონილშარდოვანას პრეპარატები (სშპ) იწვევენ ჰიპოგლიკემიას. პაციენტები, რომლებიც ღებულობენ ვილდაგლიპტინს სშპ-თან კომბინაციაში, შესაძლოა აღმოჩნდნენ  ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკის ქვეშ. ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკის შემცირების მიზნით უნდა გადაიხედოს სშპ-ის უფრო დაბალი დოზების დანიშვნის შესაძლებლობა.

ზეგავლენა B12  ვიტამინის დონეზე 

მეტფორმინით მკურნალობის დროს, რომელიც წარმოადგენს პრეპარატ გალვუსმეტის® ერთ-ერთ კომპონენტს, პაციენტების დაახლოებით 7%-ს აღენიშნა B12 ვიტამინის დონის უსიმპტომო დაქვეითება სისხლის შრატში.

ამ გადახრას ძალიან იშვიათად თან სდევდა ანემია და იგი სწრაფად ქრებოდა მეტფორმინის ჰიდროქლორიდის მოხსნის და/ან B12 ვიტამინის დანიშვნის შემდეგ. პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ პრეპარატ გალვუსმეტს®, რეკომენდებულია სისხლის ლაბორატორიული მაჩვენებლების კონტროლი არანაკლებ წელიწადში ერთხელ, ნებისმიერი გამოხატული ნორმიდან გადახვევის შემთხვევაში უნდა დაინიშნოს შესაბამისი გამოკვლევა და მკურნალობა. გარკვეული კატეგორიის პაციენტები (მაგ: რაციონში B12 ვიტამინის ან კალციუმის არასაკმარისი შემცველობის შემთხვევაში, ასევე ამ ნივთიერებების შეწოვის დარღვევის დროს) მიდრეკილნი არიან B12 ვიტამინის დონის დაქვეითების მიმართ. ასეთ პაციენტებში გამართლებულია შრატში B12  ვიტამინის დონის რეგულარული კონტროლი (სულ მცირე 2-3 წელიწადში ერთხელ).   

ქირურგიული ჩარევები

მეტფორმინის შემცველი პრეპარატების (როგორიც არის გალვუსმეტი®) მიღება დროებით უნდა მოიხსნას საერთო, სპინალური ან ეპიდურული ანესთეზიის ქვეშ მიმდინარე ოპერაციის დროს (უმნიშვნელო პროცედურების გარდა, რომლებიც არ არის დაკავშირებული საკვების და სითხის მიღების შეზღუდვასთან) და შეიძლება განახლდეს ოპერაციის შემდეგ არანაკლებ 48 საათში ან სანამ არ აღდგება პაციენტის პერორალური კვება და მხოლოდ მაშინ, თუ თირკმელების ფუნქციის გამოკვლევა ადასტურებს მის სტაბილურობას.

მდგომარეობის ცვლილება მანამდე კონტროლირებადი ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში

ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, რომელთა შემთხვევაში მდგომარეობა ადრე კარგად კონტროლდებოდა პრეპარატ გალვუსმეტის® მეშვეობით, ლაბორატორიული მაჩვენებლების ნორმიდან გადახრების ან კლინიკური ნიშნების განვითარებისას (განსაკუთრებით, თუ სიმპტომები სუსტად არის გამოხატული ან დიაგნოზი დასმული არ არის) აუცილებელია რაც შეიძლება სწრაფად ჩატარდეს გამოკვლევა კეტოაციდოზის და/ან ლაქტოაციდოზის გამოსავლენად. აციდოზის ნებისმიერი მოცემული ფორმის გამოვლენის შემთხვევაში პრეპარატი გალვუსმეტი® დაუყოვნებლივ უნდა მოიხსნას და დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა.

სისხლში გლუკოზის კონტროლის დაკარგვა.

პაციენტებში, რომელთა შემთხვევაში გლიკემია სტაბილურად კონტროლდება მედიკამენტოზური მეთოდით, სტრესულმა ფაქტორებმა, როგორიც არის ციებ-ცხელება, ტრავმები, ინფექციები, ქირურგიული ჩარევები, შესაძლოა გამოიწვიონ გლიკემიური კონტროლის დროებით დაკარგვა. მსგავს შემთხვევებში შესაძლოა აუცილებელი გახდეს პრეპარატ გალვუსმეტის® დროებითი მოხსნა და ინსულინის დანიშვნა. სიმტომების კუპირების შემდეგ შესაძლებელია განახლდეს პრეპარატ გალვუსმეტით® მკურნალობა.

იოდის შემცველი კონტრასტული ნივთიერებების ინტრავენური შეყვანა.

იოდის შემცველი კონტრასტული ნივთიერებების ინტრავენურმა შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს კონტრასტ-ინდუცირებული ნეფროპათია, რომელიც იწვევს მეტფორმინის დაგროვებას და ლაქტოაციდოზის განვითარების რისკის ზრდას. მეტფორმინის შემცველი პრეპარატების მიღება (როგორიც არის გალვუსმეტი®) უნდა შეწყდეს ვიზუალური კვლევის წინ ან კვლევის პერიოდში, არ უნდა განახლდეს კვლევის ჩატარებიდან 48 საათის განმავლობაში, ხოლო შემდგომში შეიძლება დაინიშნოს თუ თირკმლის ფუნქციის გამოკვლევა ადასტურებს მის სტაბილურობას.

სამკურნალო საშუალების ზეგავლენის თავისებურებები სატრანსპორტო საშუალებების ან სხვა პოტენციურად სახიფათო მექანიზმების მართვის უნარზე.

სატრანსპორტო საშუალებების ან მექანიზმების მართვის უნარზე ზეგავლენის შესახებ კვლევები არ ჩატარებულა. პაციენტები, რომლებსაც გვერდითი რეაქციის სახით შესაძლოა აღენიშნოთ თავბრუსხვევა უნდა მოერიდონ ტრანსპორტის ან სხვა პოტენციურად სახიფათო მექანიზმების მართვას.

პრეპარატებთან ურთიერთქმედებები.

ვილდაგლიპტინის (100 მგ დღეში 1-ჯერ) და მეტფორმინის ჰიდროქლორიდის (1000 მგ დღეში 1-ჯერ) ერთდროულად მიღებისას კლინიკურად მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედებები არ დაფიქსირებულა. პრეპარატ გალვუსმეტის® თითოეული კომპონენტის ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან საგულდაგულოდ იქნა შესწავლილი. 

ქვემოთ მოყვანილია მონაცემები, რომლებიც ასახავენ ხელმისაწვდომ ინფორმაციას ინდივიდუალური მოქმედი ნივთიერებების (ვილდაგლიპტინის და მეტფორმინის) შესახებ.

ვილდაგლიპტინი

ვილდაგლიპტინს გააჩნია პრეპარატებთან ურთიერთქმედების განვითარების დაბალი პოტენციალი. ვინაიდან ვილდაგლიპტინი არ წარმოადგენს ციტოქრომა P(CYP)450 სისტემის ფერმენტების სუბსტრატს, ასევე არ ახდენს CYP 450 ფერმენტების ინჰიბირებას და ინდუცირებას, ვილდაგლიპტინის ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც წარმოადგენენ ამ ფერმენტული სისტემის სუბსტრატებს, ინჰიბიტორებს ან ინდუქტორებს, ნაკლებსავარაუდოა.

ვილდაგლიპტინი არ ახდენს ზეგავლენას იმ პრეპარატების მეტაბოლურ კლირენსზე, რომლებიც მეტაბოლიზდებიან CYP 1A2, CYP 2C8, CYP 2C9, CYP 2C19, CYP 2D6, CYP 2E1 და CYP 3A4/5 მონაწილეობით. ჩატარდა კვლევები, რომლებიც შეისწავლიდა ვილდაგლიპტინის ურთიერთქმედებას ისეთ სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც ხშირად ინიშნება ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის დროს, ასევე ვიწრო თერაპიული დიაპაზონის მქონე პრეპარატებთან. ამ კვლევების შედეგად არ გამოვლენილა ვილდაგლიპტინის კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებები სხვა პერორალურ შაქრის დამწევ პრეპარატებთან (გლიბენკლამიდი, პიოგლიტაზონი, მეტფორმინის ჰიდროქლორიდი), ამლოდიპინთან, დიგოქსინთან, რამიპრილთან, სიმვასტატინთან, ვალსარტანთან და ვარფარინთან.  

ისევე როგორც სხვა ანტიდიაბეტური სამკურნალო საშუალებების შემთხვევაში, ვილდაგლიპტინის ჰიპოგლიკემიური მოქმედება შეიძლება შესუსტდეს ისეთი ნივთიერებების ზემოქმედებით, როგორიც არის თიაზიდები, კორტიკოსტეროიდები, თირეოიდული საშუალებები და სიმპათომიმეტიკები.

მეტფორმინის ჰიდროქლორიდი 

მეტფორმინის ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედებების შესახებ ცნობილია შემდეგი:

ფუროსემიდი. ფუროსემიდი ზრდის მეტფორმინის Cmax-ს და AUC-ს, მეტფორმინის თირკმლისმიერი კლირენსი ამასთან უცვლელი რჩება. მეტფორმინი ამცირებს ფუროსემიდის Cmax-ს და AUC-ს, არ ახდენს ზეგავლენას ამ უკანასკნელის თირკმლისმიერ კლირენსზე.

ნიფედიპინი. ნიფედიპინი აჩქარებს შეწოვას, ზრდის მეტფორმინის Cmax-ს და AUC-ს, ასევე აძლიერებს მის ექსკრეციას შარდში. მეტფორმინი არ ახდენს მნიშვნელოვან ზეგავლენას ნიფედიპინის ფარმაკოკინეტიკაზე.

გლიბურიდი. გლიბურიდი ზეგავლენას არ ახდენს მეტფორმინის ფარმაკოკინეტიკურ და ფარმაკოდინამიკურ მაჩვენებლებზე. გლიბურიდის და მეტფორმინის ერთობლივად მიღებისას აღინიშნა გლიბურიდის Cmax-ის და AUC-ის  შემცირება, თუმცა მოცემული ეფექტის გამოხატულება ფართოდ განსხვავდებოდა. მიღებული მონაცემების კლინიკური მნიშვნელობა უცნობია. 

იოდის შემცველი კონტრასტული საშუალებები. მეტფორმინის შემცველი პრეპარატების მიღება (როგორიც არის გალვუსმეტი®) უნდა შეწყდეს ვიზუალურ გამოკვლევამდე ან გამოკვლევის დროს და არ უნდა განახლდეს გამოკვლევის დასრულებიდან 48 საათის განმავლობაში, ხოლო მისი შემდგომი მიღება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, თუ თირკმლის ფუნქციის გამოკვლევა ადასტურებს მის სტაბილურობას.

სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ამცირებენ მეტფორმინის გამოყოფას.

ისეთი სამკურნალო საშუალებების თანმხლებმა მიღებამ, რომლებიც აფერხებენ თირკმლის მილაკების საერთო ტრანსპორტული სისტემის ფუნქციონირებას, რომელიც მონაწილეობს თირკმელებით მეტფორმინის გამოყოფის პროცესში (მაგ: ორგანული კათიონების ტრანსპორტერი 2 (OCT 2)/სამკურნალო საშუალებების და ტოქსინების (MATE) ცილების ექსტურზიის იჰიბიტორები, მაგ: რანოლაზინი, ვანდეტანიბი, დოლუტეგრავირი და ციმეტიდინი) შესაძლოა გაზარდოს მეტფორმინის სისტემური ექსპოზიცია.

სხვა პრეპარატები. ზოგიერთმა პრეპარატმა შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს  თირკმლის ფუნქციაზე, რამაც შესაძლოა გაზარდოს ლაქტოაციდოზის რისკი, მაგ: ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები, მათ შორის ციკლოოქსიგენაზა (ცოგ) II-ის სელექციური ინჰიბიტორები, აგფ ინჰიბიტორები, ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორების ანტაგონისტები და დიურეტიკები, განსაკუთრებით მარყუჟოვანი დიურეტიკები. ასეთი საშუალებებით მკურნალობის დაწყებისას ან მეტფორმინის შემცველ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას (მაგ: გალვუსმეტი®) აუცილებელია თირკმლის ფუნქციის ყურადღებით გაკონტროლება. ზოგიერთმა სამკურნალო საშუალებამ შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპერგლიკემია და შედეგად შაქრიანი დიაბეტის დეკომპენსაცია. მსგავსი ეფექტები გააჩნიათ თიაზიდებს და სხვა დიურეტიკებს, კორტიკოსტეროიდებს, ფენოთიაზინებს, თირეოიდული ჰორმონების პრეპარატებს, ესტროგენებს, პერორალურ კონტრაცეპტივებს, ფენიტოინს, ნიკოტინის მჟავას, სიმპათომიმეტიკებს, კალციუმის არხების ბლოკატორებს და იზონიაზიდს. აღნიშნული პრეპარატების დანიშვნისას ან შეწყვეტისას პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ  მეტფორმინს, აუცილებელია ხშირად გაკონტროლდეს სისხლში გლუკოზის დონე და დროულად დაკორექტირდეს მეტფორმინის დოზა.

პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ მეტფორმინს (პრეპარატ გალვუსმეტის® შემადგენლობაში შემავალი ერთ-ერთი აქტიური სუბსტანცია), ლაქტოაციდოზის განვითარების რისკი იზრდება მწვავე ალკოჰოლური ინტოქსიკაციის დროს (განსაკუთრებით შიმშილობის ხანგრძლივი პერიოდის, დასუსტების ან ღვიძლის უკმარისობის ფონზე). უნდა მოერიდოთ ალკოჰოლის და ალკოჰოლის შემცველი პრეპარატების მიღებას პრეპარატ გალვუსმეტით® მკურნალობის დროს.

ფარმაკოლოგიური თვისებები.

ფარმაკოდინამიკა. 

პრეპარატი გალვუსმეტი® წარმოადგენს სხვადასხვა მოქმედების მექანიზმის მქონე შაქრის დამწევი ორი საშუალების კომბინაციას, რომელიც აუმჯობს გლიკემიის კონტროლს ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში: ვილდაგლიპტინი მიეკუთვნება დიპეპტიდილპეპტიდაზა-4-ის (დპპ-4) ინჰიბიტორების კლასს, ხოლო მეტფორმინის ჰიდროქლორიდი - ბიგუანიდების კლასს.

ვილდაგლიპტინი წარმოადგენს კუჭუკანა ჯირკვლის კუნძულოვანი აპარატის სტიმულატორების კლასს და დპპ-4-ის ძლიერ სელექციურ ინჰიბიტორს, რომელიც განკუთვნილია გლიკემიური კონტროლის გაუმჯობესებისთვის. დპპ-4-ის დათრგუნვის შედეგად იზრდება გლუკაგონის მსგავსი პეპტიდი-1-ის (გმპ-1) და გლუკოზა-დამოკიდებული ინსულინოტროპული პოლიპეპტიდის (გიპ) ინკრეტინული ჰორმონების ენდოგენური დონეები უზმოზე და საკვების მიღების შემდეგ.

მეტფორმინის ჰიდროქლორიდი ამცირებს გლუკოზის პროდუქციას ღვიძლში, თრგუნავს გლუკოზის შეწოვას ნაწლავებში და აუბჯობესებს მგრძნობელობას ინსულინის მიმართ გლუკოზის პერიფერიული მიტაცების და უტილიზაციის ზრდის გზით. მეტფორმინის ჰიდროქლორიდი ასტიმულირებს გლიკოგენის უჯრედშიდა სინთეზს გლიკოგენსინთეტაზაზე ზემოქმედების და გლუკოზის ზოგიერთი მემბრანული გადამტანების (GLUT-1 და GLUT-4) გადაადგილების უნარის ზრდის გზით.

პრეპარატი გალვუსმეტი®

პრეპარატის ცალკეული კომპონენტების ეფექტურობა და უსაფრთხოება ადრე არის დადგენილი, ამასთან პრეპარატის ცალკეული კომპონენტების კომბინირებული გამოყენება შესწავლილია კლინიკურ კვლევებში ეფექტურობის და უსაფრთხოების მხრივ. კვლევის მონაცემებმა ცხადყო ვილდაგლიპტინის დამატებითი უპირატესობა ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, რომელთა შემთხვევაში მეტფორმინის ჰიდროქლორიდით მკურნალობა არ იძლეოდა ადეკვატური კონტროლის მიღწევის საშუალებას.

ვილდაგლიპტინი

ვილდაგლიპტინის მიღება იწვევს დპპ-4-ის აქტივობის სწრაფ და სრულ დათრგუნვას. ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში ვილდაგლიპტინი თრგუნავს დპპ-4 ფერმენტის აქტივობას 24 საათის განმავლობაში. ინკრეტინული ჰორმონების ენდოგენური დონეების მატების გზით ვილდაგლიპტინი ზრდის კუჭუკანა ჯირკვლის ბეტა-უჯრედების მგრძნობელობას გლუკოზის მიმართ, რაც იწვევს ინსულინის გლუკოზა-დამოკიდებული სეკრეციის გაძლიერებას. ვილდაგლიპტინი დოზით 50 მგ ან 100 მგ დღეში მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ბეტა-უჯრედების ფუნქციის მაჩვენებლებს ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში. ამ ეფექტის გამოხატულობა დამოკიდებულია ბეტა-უჯრედების ფუნქციის დარღვევის საწყის ხარისხზე, იმ პირებში, რომლებიც არ არიან დაავადებულნი შაქრიანი დიაბეტით (გლუკოზის ნორმალური დონით) ვილდაგლიპტინი არ აძლიერებს ინსულინის სეკრეციას და არ აქვეითებს გლუკოზის დონეს.

ენდოგენური გმპ-1-ის დონის მომატებით ვილდაგლიპტინი ზრდის ალფა-უჯრედების მგრძნობელობას გლუკოზის მიმართ, რაც იწვევს გლუკაგონის სეკრეციის კონტროლის გაუმჯობესებას გლუკოზა-დამოკიდებული მექანიზმის მეშვეობით. თავის მხრივ, გლუკაგონის ჭარბი სეკრეციის დათრგუნვა საკვების მიღებაზე საპასუხოდ ხელს უწყობს ინსულინორეზისტენტობის დაქვეითებას.

ინსულინ/გლუკაგონის თანაფარდობის მატება ჰიპერგლიკემიის დროს იწვევს ინკრეტინების დონის ზრდას და ღვიძლში გლუკოზის უზმოზე გამომუშავების დაქვეითებას და პოსტპრანდიალურ პროდუქციას, რომლის წყალობითაც მიიღწევა გლიკემიის დაქვეითება.

ვილდაგლიპტინით მკურნალობის დროს არ დაფიქსირებულა კუჭის დაცლის დაყოვნება, რომელიც წარმოადგენს გმპ-1-ის დონის მომატების ერთ-ერთ ცნობილ ეფექტს. გარდა ამისა, ვილდაგლიპტინის გამოყენებისას აღინიშნა პოსტპრანდიალური ლიპემიის დონის დაქვეითება, რომელიც არ უკავშირდება ინკრეტინებით განპირობებულ კუჭუკანა ჯირკვლის კუნძულოვანი უჯრედების ფუნქციის გაუმჯობესებას.

მეტფორმინის ჰიდროქლორიდი

მეტფორმინის ჰიდროქლორიდი აუმჯობესებს გლუკოზის მიმართ ტოლერანტობას ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, ამცირებს გლუკოზის როგორც ბაზალურ, ისე პოსტპრანდიალურ დონეებს პლაზმაში. სულფონილშარდოვანას პრეპარატებისგან განსხვავებით მეტფორმინის ჰიდროქლორიდი არ იწვევს ჰიპოგლიკემიას არც ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში და არც ჯანმრთელ პირებში (განსაკუთრებული გარემოებების გარდა) და არ იწვევს ინსულინის დონის მომატებას. მეტფორმინის ჰიდროქლორიდით მკურნალობის დროს ინსულინის სეკრეცია რჩება უცვლელი, ხოლო ინსულინის ბაზალური და სტიმულირებული დონეები პლაზმაში შეიძლება შემცირდეს კიდეც.

მეტფორმინის ჰიდროქლორიდი დადებითად მოქმედებს ლიპიდურ ცვლაზე, რომელიც არ არის დამოკიდებული მის შაქრის დამწევ ეფექტზე. მეტფორმინის ჰიდროქლორიდი თერაპიული დოზების მიღებისას აქვეითებს საერთო ქოლესტერინის, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების დონეს.

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა

გალვუსმეტი®

ბიოექვივალენტურობის კვლევაში პრეპარატ გალვუსმეტის® სამი სხვადასხვა დოზა (50მგ/500მგ, 50მგ/850 მგ და 50მგ/1000მგ) შეადარეს ვილდაგლიპტინის და მეტფორმინის ჰიდროქლორიდის თავისუფალ (არაფიქსირებულ) კომბინაციებს შესაბამისი დოზებით. გამოვლინდა პრეპარატ გალვუსმეტის® ორივე კომპონენტის ბიოექვივალენტურობა AUC-ის და Cmах-ის მაჩვენებლების მიხედვით თავისუფალი კომბინაციების კომპონენტებთან.

საკვების მიღება ზეგავლენას არ ახდენს ვილდაგლიპტინის შეწოვის სიჩქარეზე და ხარისხზე პრეპარატ გალვუსმეტის® მიღებისას. პრეპარატ გალვუსმეტის® შემადგენლობაში შემავალი მეტფორმინის ჰიდროქლორიდის Cmax და AUC აღნიშნული პრეპარატის საკვებთან ერთად მიღებისას მცირდება 26%-ით და 7%-ით, შესაბამისად. პრეპარატის საკვებთან ერთად მიღებისას მეტფორმინის ჰიდროქლორიდის Tmax-ის მომატება (2,0 სთ-დან 4,0 სთ-მდე) მოწმობს იმაზე, რომ ასევე მცირდება მეტფორმინის შეწოვის სიჩქარე. მეტფორმინის ჰიდროქლორიდის საკვებთან ერთად მიღებისას ცალკეული პრეპარატის სახით აღინიშნება Cmax-ის და AUC-ის მსგავსი, მაგრამ უფრო გამოხატული ცვლილებები. საკვების ზეგავლენა ვილდაგლიპტინის და მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ფარმაკოკინეტიკაზე პრეპარატ გალვუსმეტის® შემადგენლობაში ისეთივე იყო, როგორც ვილდაგლიპტინის და მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ფარმაკოკინეტიკაზე ცალკეული პრეპარატების სახით.

ვილდაგლიპტინი

უზმოზე პერორალურად მიღების შემდეგ ვილდაგლიპტინი სწრაფად შეიწოვება ორგანიზმში, მისი კონცენტრაცია პლაზმაში აღწევს მაქსიმალურ დონეს 1,75 სთ-ში. პრეპარატის საკვებთან ერთად მიღებისას მისი შეწოვის სიჩქარე ოდნავ მცირდება, რაზეც მოწმობს მისი მაქსიმალური კონცენტრაციის დაქვეითება პლაზმაში 19%-ით და მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დროის მომატება 2,5 სთ-მდე. ამასთან ერთად, საკვების მიღება არ ახდენს ზეგავლენას პრეპარატის შეწოვის ხარისხზე და მის საერთო ექსპოზიციაზე (AUC). 

მეტფორმინის ჰიდროქლორიდი

უზმოზე 500 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდის პერორალურად მიღებისას მისი აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 50-60%-ს. კვლევებში, რომლებიც ეფუძნება მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ტაბლეტირებული ფორმის ერთჯერად პერორალურ მიღებას დოზებით 500 მგ-დან 1500 მგ-მდე და 850 მგ-დან 2550 მგ-მდე, დადგინდა, რომ მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლები მიღებული დოზის არაპროპორციულია, რაც განპირობებულია უფრო პრეპარატის შეწოვის დაქვეითებით დოზის ზრდასთან ერთად, ვიდრე მისი გამოყოფის სიჩქარის ცვლილებით. საკვების მიღება ამცირებს შეწოვის ხარისხს და ნაკლებად მეტფორმინის ჰიდროქლორიდის შეწოვის სიჩქარეს, რაზეც მოწმობს Cmax-ის დაქვეითება დაახლოებით 40%-ით, AUC-ის დაქვეითება 25%-ით და მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციის მიღწევის დროის ზრდა (Tmax) 35 წთ-ით ტაბლეტირებული 850 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ერთჯერადად საკვებთან ერთად მიღებისას, ვიდრე  პრეპარატის იმავე დოზის უზმოზე მიღებისას. ამ დაკვირვებების კლინიკური მნიშვნელობა უცნობია.

განაწილება       

ვილდაგლიპტინი   

ვილდაგლიპტინის პლაზმის ცილებთან შეკავშირების ხარისხი დაბალია (9,3%), პრეპარატი თანაბრად ნაწილდება პლაზმას და სისხლის წითელ უჯრედებს შორის. ინტრავენური შეყვანის შემდეგ ვილდაგლიპტინის განაწილების საშუალო მოცულობა წონასწორულ მდგომარეობაში (Vss) შეადგენს 71 ლიტრს, რაც მოწმობს სისხლძარღვების გარე სივრცეში განაწილებაზე.

მეტფორმინის ჰიდროქლორიდი

მეტფორმინის ჰიდროქლორიდის 850 მგ ერთჯერადი პერორალური დოზის მიღების შემდეგ განაწილების მოჩვენებითი მოცულობა (V/F) შეადგენს საშუალოდ 654 ± 358 ლ-ს. მეტფორმინის ჰიდროქლორიდი თითქმის არ უკავშირდება პლაზმის ცილებს სულფონილშარდოვანას პრეპარატებისგან განსხვავებით, რომელთა პლაზმის ცილებთან შეკავშირების ხარისხი აჭარბებს 90%-ს. მეტფორმინის ჰიდროქლორიდი გროვდება ერითროციტებში, დროთა განმავლობაში მისი კონცენტრაცია ერითროციტებში იზრდება. დოზირების ჩვეულებრივი რეჟიმის შემთხვევაში მეტფორმინის ჰიდროქლორიდის წონასწორული კონცენტრაცია პლაზმაში მიიღწევა 24-48 სთ-ში და შეადგენს, როგორც წესი 1 მკგ/მლ-ზე ნაკლებს. კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში მეტფორმინის ჰიდროქლორიდის მაქსიმალური დოზებით მკურნალობის დროსაც კი მისი მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში არ აღემატებოდა 5 მკგ/მლ-ს.

ბიოტრანსფორმაცია/მეტაბოლიზმი

ვილდაგლიპტინი

მეტაბოლიზმი ღვიძლში წარმოადგენს ადამიანებში ვილდაგლიპტინის გამოყოფის ძირითად გზას, ამგვარად გამოიყოფა შეყვანილი დოზის 69%. ძირითად მეტაბოლიტს, რომლის სახითაც გამოიყოფა შეყვანილი დოზის 57%, წარმოადგენს LAY151 - ფარმაკოლოგიურად არააქტიური ნაერთი, რომელიც წარმოიქმნება ციანოჯგუფის ჰიდროლიზის შედეგად, ვილდაგლიპტინის შეყვანილი დოზის 4% გამოიყოფა მეტაბოლიტის სახით, რომელიც წარმოიქმნება ამიდოჯგუფის ჰიდროლიზის შედეგად. ვილდაგლიპტინი არ მეტაბოლიზდება ციტოქრომა P450 სისტემის ფერმენტების მონაწილეობით იმდენად, რომ ექვემდებარებოდეს რაოდენობრივ შეფასებას. in vitro კვლევებმა ცხადყო, რომ ვილდაგლიპტინი არ ახდენს ციტოქრომა P450 სისტემის ფერმენტების დათრგუნვას და ინდუცირებას.

მეტფორმინის ჰიდროქლორიდი

მეტფორმინი გამოიყოფა შარდში უცვლელი სახით. ადამიანებში არ არის იდენტიფიცირებული მეტაბოლიტები. 

გამოყოფა

ვილდაგლიპტინი

[14C] მონიშნული ვილდაგლიპტინის პერორალურად მიღების შემდეგ დაახლოებით დოზის 85% გამოიყოფა შარდში, 15% კი განავალში. პერორალურად მიღებული დოზის 23% გამოიყოფა თირკმლებით უცვლელი სახით. ჯანმრთელ სუბიექტებში ინტრავენურად შეყვანისას ვილდაგლიპტინის საერთო და თირკმლისმიერი კლირენსი შეადგენს 41 ლ/სთ-ს და 13 ლ/სთ-ს, შესაბამისად. ინტრავენურად შეყვანის შემდეგ პრეპარატის ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი დაახლოებით 2 საათს შეადგენს. პერორალურად მიღების შემდეგ ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 3 საათს და არ არის დოზაზე დამოკიდებული.

მეტფორმინის ჰიდროქლორიდი

კვლევებში, რომლებიც ეფუძნება ჯანმრთელ სუბიექტებში მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ერთჯერად ინტრავენურ გამოყენებას, დადგინდა, რომ პრეპარატი უცვლელი სახით გამოიყოფა შარდში, არ ექვემდებარება მეტაბოლურ გარდაქმნას ღვიძლში (მეტფორმინის მეტაბოლიტები ადამიანებში არ არის აღმოჩენილი) და არ გამოიყოფა ნაღველში. მეტფორმინის ჰიდროქლორიდის თირკმლისმიერი კლირენსი დაახლოებით 3,5-ჯერ აღემატება კრეატინინის კლირენსს, რაც მოწმობს იმაზე, რომ პრეპარატი გამოიყოფა უპირატესად თირკმლის მილაკებში სეკრეციის გზით. პერორალურად მიღების შემდეგ შეწოვილი პრეპარატის დაახლოებით 90% გამოიყოფა თირკმელების მიერ პირველი 24 სთ განმავლობაში, პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი პლაზმაში დაახლოებით 6,2 სთ-ს შეადგენს. მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ნახევარგამოყოფის პერიოდი სისხლში შეადგენს დაახლოებით 17,6 სთ-ს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ პრეპარატი შეიძლება დაგროვდეს ერითროციტებში.

ხაზოვნება

ვილდაგლიპტინი

ვილდაგლიპტინი სწრაფად შეიწოვება და მისი აბსოლუტური ბიოშეღწევადობა პერორალურად მიღებისას შეადგენს 85%-ს. დოზების თერაპიულ ინტერვალში ვილდაგლიპტინის პიკური კონცენტრაცია პლაზმაში და AUC შეყვანილი დოზის დაახლოებით პროპორციულია.  

ფარმაკოკინეტიკა პაციენტების ცალკეულ კატეგორიებში

სქესის ზეგავლენა

ვილდაგლიპტინი

განსხვავებები არ გამოვლენილა ვილდაგლიპტინის ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლების მხრივ სხვადასხვა ასაკის და სხვადასხვა სხეულის მასის ინდექსის (სმი) მქონე მამრობითი და მდედრობითი სქესის პაციენტებს შორის. ვილდაგლიპტინის მიერ დპპ-4-ის აქტივობის დათრგუნვის უნარი ასევე არ იყო დამოკიდებული სქესზე.

მეტფორმინის ჰიდროქლორიდი

მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლების მხრივ მნიშვნელოვანი განსხვავებები არ გამოვლენილა კვლევაში მონაწილე სხვადასხვა სქესის სუბიექტებში, რომელთა შორის იყვნენ ჯანმრთელი პირები და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტები (კვლევაში მონაწილეობდა 19 მამაკაცი და 16 ქალი). გარდა ამისა, ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის დროს მეტფორმინის ჰიდროქლორიდის გამოყენების კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში პრეპარატის შაქრის დამწევი ეფექტის გამოხატულება სხვადასხვა სქესის პაციენტებში შედარებითი იყო.

ფარმაკოკინეტიკა ხანდაზმულ პაციენტებში

ვილდაგლიპტინი

ხანდაზმული ასაკის პრაქტიკულად ჯანმრთელ პაციენტებში (70 წელს ზემოთ) აღინიშნა ვილდაგლიპტინის საერთო ექსპოზიციის მომატება (100 მგ პრეპარატის დღეში ერთხელ მიღებისას) 32%-ით და პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაციის ზრდა 18%-ით უფრო ახალგაზრდა ასაკის ჯანმრთელ პირებთან (18-40 წელი) შედარებით. მიჩნეულია, რომ ამ ცვლილებებს არ გააჩნიათ კლინიკური მნიშვნელობა. მოცემული ასაკობრივი ჯგუფის პაციენტების მონაწილეობით ჩატარებულ კვლევებში ვილდაგლიპტინის მიერ დპპ-4-ის აქტივობის დათრგუნვის უნარი არ იყო დამოკიდებული პაციენტის ასაკზე.

მეტფორმინის ჰიდროქლორიდი

კონტროლირებადი ფარმაკოკინეტიკური კვლევებიდან მიღებული შეზღუდული მონაცემების თანახმად ხანდაზმული ასაკის ჯანმრთელ პირებში მეტფორმინის ჰიდროქლორიდის საერთო კლირენსი დაქვეითებულია, ნახევარგამოყოფის პერიოდი გახანგრძლივებულია და Cmax მომატებულია ახალგაზრდა ჯანმრთელ პირებთან  შედარებით. აქედან გამომდინარე მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლების ცვლილება, რომელიც აღინიშნება ასაკის მატებასთან ერთად, პირველ რიგში დაკავშირებულია თირკმლის ფუნქციის გაუარესებასთან.

პრეპარატ გალვუსმეტის® დანიშვნამდე 80 წლის ზემოთ პაციენტებში აუცილებელია კრეატინინის კლირენსის განსაზღვრის გზით დარწმუნდეთ, რომ შენარჩუნებულია თირკმლის ფუნქცია.

სიმსუქნე

ვილდაგლიპტინი

ვილდაგლიპტინის ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლების დამოკიდებულება სმი-ზე არ გამოვლენილა. ვილდაგლიპტინის მიერ დპპ-4-ის აქტივობის დათრგუნვის უნარი ასევე არ იყო დამოკიდებული პაციენტის სმი-ზე.  

ღვიძლის უკმარისობა

ვილდაგლიპტინი

ვილდაგლიპტინის ფარმაკოკინეტიკაზე ღვიძლის ფუნქციის დარღვევის ზეგავლენა შესწავლილ იქნა პაციენტებში მსუბუქი, საშუალო და მძიმე ხარისხის ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციის მიხედვით  (6 ქულიდან, ჩაილდ-პიუს სკალის მიხედვით სიმძიმის მსუბუქი ხარისხი - 12 ქულამდე, მძიმე ხარისხი) და ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე სუბიექტებში. პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი და საშუალო ხარისხის დარღვევებით ვილდაგლიპტინის ერთჯერადად მიღების შემდეგ (100 მგ) აღინიშნა პრეპარატის სისტემური ექსპოზიციის დაქვეითება (20%-ით და 8%-ით, შესაბამისად) მაშინ, როდესაც ღვიძლის ფუნქციის მძიმე ხარისხის დარღვევების მქონე პაციენტებში ეს მაჩვენებელი გაიზარდა 22%-ით. ვილდაგლიპტინის სისტემური ექსპოზიციის მაქსიმალური ცვლილება (მომატება ან შემცირება) შეადგენს დაახლოებით 30%-ს საწყისი დონიდან, რაც არ განიხილება, როგორც კლინიკურად მნიშვნელოვანი. არ გამოვლენილა დამოკიდებულება ღვიძლის ფუნქციის დარღვევის სიმძიმეს და ვილდაგლიპტინის სისტემური ექსპოზიციის ცვლილების სიდიდეს შორის.

ვილდაგლიპტინის დანიშვნა არ არის რეკომენდებული პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ღვიძლის ფუნქციის დარღვევები, მათ შორის იმ შემთხვევებში, როდესაც მკურნალობის დაწყებამდე ალტ-ს ან ასტ-ს აქტივობა >2,5-ჯერ აღემატება ნზზ-ს.

მეტფორმინის ჰიდროქლორიდი

ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ფარმაკოკინეტიკის კვლევები არ ჩატარებულა.

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

ვილდაგლიპტინი

ჯანმრთელ პირებთან შედარებით თირკმლის ფუნქციის მსუბუქი, ზომიერი და მძიმე ხარისხის დარღვევების მქონე პაციენტებში ვილდაგლიპტინის AUC მნიშვნელობა საშუალოდ გაიზარდა 1,4-ჯერ, 1,7-ჯერ და 2-ჯერ, შესაბამისად. LAY151 მეტაბოლიტის AUC მნიშვნელობა გაიზარდა 1,6-ჯერ, 3,2-ჯერ და 7,3-ჯერ; BQS867 მეტაბოლიტის მნიშვნელობა გაიზარდა საშუალოდ დაახლოებით 1,4-ჯერ, 2,7-ჯერ და 7,3-ჯერ თირკმლის ფუნქციის მსუბუქი, ზომიერი და მძიმე ხარისხის დარღვევების მქონე პაციენტებში ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით. შეზღუდული მონაცემები თირკმლის უკმარისობის ტერმინალურ სტადიაში მყოფი პაციენტების შესახებ იმაზე მეტყველებს, რომ ვილდაგლიპტინის ექსპოზიცია მსგავსია თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში დაფიქსირებულისა. LAY151-ის კონცენტრაცია თირკმლის უკმარისობის ტერმინალური სტადიის მქონე პაციენტებში დაახლოებით 2-3-ჯერ მაღალია, ვიდრე თირკმლი მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში. 

ვილდაგლიპტინის გამოყოფა ჰემოდიალიზის მეშვეობით შეზღუდულ ხასიათს ატარებს (3% ჰემოდიალიზის 3-4 საათის განმავლობაში, რომელიც ტარდება დოზის მიღების მომენტიდან 4 საათის შემდეგ).

მეტფორმინის ჰიდროქლორიდი

პაციენტებში თირკმლის დაქვეითებული ფუნქციით (კრეატინინის კლირენსის მიხედვით) აღინიშნება მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ნახევარგამოყოფის პერიოდის გახანგრძლივება პლაზმასა და სისხლში, ასევე პრეპარატის თირკმლისმიერი კლირენსის დაქვეითება, რომელიც კრეატინინის კლირენსის დაქვეითების ხარისხის პროპორციულია.

ეთნიკური ჯგუფები

ვილდაგლიპტინი

არ არსებობს მონაცემები სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლებს შორის ვილდაგლიპტინის ფარმაკოკინეტიკის მხრივ განსხვავებების შესახებ.

მეტფორმინის ჰიდროქლორიდი

მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ფარმაკოკინეტიკის კვლევები არ ჩატარებულა სხვადასხვა რასების წარმომადგენლებში. ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის დროს მეტფორმინის ჰიდროქლორიდის გამოყენების კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში  შაქრის დამწევი ეფექტის გამოხატულება თეთრი რასის (n=249), შავი რასის (n=51) და ლათინო-ამერიკელების (n=24) წარმომადგენლებში შედარებითი იყო.

ბავშვები

ბავშვებში პრეპარატის ფარმაკოკინეტიკის შესახებ მონაცემები არ არსებობს.

ფარმაცევტული მახასიათებლები.

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: 

ტაბლეტები 50 მგ/500 მგ: ოვალური ფორმის, დაქანებული კიდეების მქონე, ღია-ყვითელი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები წარწერით "NVR" ერთ მხარეს და "LLO" - მეორე მხარეს; 

ტაბლეტები 50 მგ/850 მგ: ოვალური ფორმის, დაქანებული კიდეების მქონე, ყვითელი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები წარწერით "NVR" ერთ მხარეს და "SEH" - მეორე მხარეს; 

ტაბლეტები 50 მგ/1000 მგ: ოვალური ფორმის, დაქანებული კიდეების მქონე, მუქი ყვითელი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები წარწერით "NVR" ერთ მხარეს და "FLO" - მეორე მხარეს; 

ვარგისობის ვადა.

24 თვე.

შენახვის პირობები.

ინახება არაუმეტეს 30°С ტემპერატურაზე, თავისივე შეფუთვაში, მოარიდეთ ტენის ზემოქმედებას.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა.

10 ტაბლეტი ბლისტერში, 3 ან 6 ბლისტერი მუყაოს კოლოფში. 

გაცემის კატეგორია

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

 

მეტი ინფორაცია
რაოდენობა60
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy