Femmecin - ფემეცინი 5მგ 30 ტაბლეტი
ჩვენება:გამოიყენება ჰიპერაქტიური შარდის ბუშტის სიმპტომების სამკურნალოდ. ეს სიმპტომებია: მოშარდვის დაუოკებელი სურვილი, მოშარდვის ხშირი სურვილი ან შარდის შეუკავებლობა.
ფემეცინი
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: შეიცავს 5 მგ სოლიფენაცინის სუქცინატს.
დამხმარე ნივთიერება(ები): ლაქტოზას მონოჰიდრატი (ძროხის რძისგან), პრეჟელატინირებული სახამებელი, ჰიპრომელოზა (E464), ნატრიუმის სტერილ ფუმარატი, პოლივინილის სპირტი, ტიტანის დიოქსიდი (El 71), პოლიეთილენგლიკოლი (E1521), ტალკი (E553b), რკინის ყვითელი ოქსიდი (E172).
აღწერა
ღია ყვითელი, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, გარსით დაფარული ტაბლეტი. ფემეცინი წარმოდგენილია 30 და 90 ტაბლეტის შემადგენლობის შეფუთვით. ტაბლეტი შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატს, რომელიც მიღებულია მსხვილფეხა საქონლის რძისგან.
გამოყენება
ფემეცინი წარმოადგენს საშარდე სისტემის სპაზმის საწინააღმდეგო საშუალებას. იგი გამოიყენება ჰიპერაქტიური შარდის ბუშტის სიმპტომების სამკურნალოდ. ეს სიმპტომებია: მოშარდვის დაუოკებელი სურვილი, მოშარდვის ხშირი სურვილი ან შარდის შეუკავებლობა.
უკუჩვენებები
– ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) (მაგ. გამონაყარი, ქავილი ან ქოშინი) სოლიფენაცინის სუქცინატის ან ფემეცინის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ;
– თირკმლის დიალიზის ქვეშ მყოფი პაციენტები;
– მედიკამენტებით მკურნალობა, რომლებმაც შესაძლოა შეამციროს ფემეცინის გამოყოფა ორგანიზმიდან (მაგალითად, კეტოკონაზოლი) და თირკმელის მწვავე უკმარისობა ან ღვიძლის საშუალო უკმარისობა;
– შაქრის კონკრეტული სახეობების მიმართ მგრძნობელობა;
– ღვიძლის მწვავე დაავადება,
– შარდის გამოყოფის ან შარდის ბუშტის მთლიანად დაცლის პრობლემა(შარდის შეკავება);
– კუჭის ან ნაწლავის სერიოზული დაავადება (ტოქსიკური მეგაკოლონის ჩათვლით, წყლულოვან კოლიტთან დაკავშირებული გართულება);
– კუნთის დაავადება ე.წ. მიასთენია გრავისი, რომელმაც შესაძლოა ზოგიერთი კუნთის მკვეთრი სისუსტე გამოიწვიოს;
– თვალშიდა წნევის მომატება, მხედველობის დაქვეითებასთან ერთად (გლაუკომა).
განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში
– შარდის ბუშტის ობსტრუქცია, რაც ართულებს შარდვას ან შარდის გამოყოფას (შარდის წვრილი ნაკადი);
– საჭმლის მომნელებელი სისტემის გარკვეული ობსტრუქცია (ყაბზობა);
– საჭმლის მომნელებელი სისტემის მოტორიკის დაქვეითების რისკი;
– რეფლუქსური დაავადება (გულძმარვის სიმპტომით) ან თიაქარი (hiatus hernia);
– თირკმლის სერიოზული დაავადება;
– ღვიძლის ქრონიკული დაავადება;
– ზოგიერთი სიმპტომი (ე.წ. ავტონომიური ნეიროპათია), რომელიც გამოწვეულია შინაგანი ორგანოების მასტიმულირებელი ნერვების დაზიანებით.
საკვებთან და სასმელთან ერთად გამოყენება
ფემეცინის მიღება შესაძლებელია სავსე ან ცარიელ კუჭზე. გარსით დაფარული ტაბლეტი მიიღება მთლიანად წყლის საკმარისი რაოდენობასთან ერთად გადაყლაპვით.
ორსულობა
მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
გამომდინარე იქიდან, რომ ორსულობის პერიოდში პრეპარატის გამოყენების შესახებ ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი, მისი გამოყენება ორსულობის პერიოდში რეკომენდებული არ არის.
თუ მკურნალობის პერიოდში აღმოაჩენთ რომ ხართ ორსულად, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ძუძუთი კვება
მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
არ გამოიყენოთ ფემეცინი ძუძუთი კვების პერიოდში.
მართვა და მექანიზმების მოხმარება
ფემეცინმა შესაძლოა გამოიწვიოს მხედველობის დაბინდვა, იშვიათად სტუპორი და დაღლილობა. ამ გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში, არ მართოთ მანქანა და არ გამოიყენოთ მექანიზმები.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ფემეცინის ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ
ეს პროდუქტი შეიცავს ლაქტოზას. შაქრის სახეობების აუტანლობის შემთხვევაში, ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს.
სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება
ფემეცინის პარალელურად სხვა მედიკამენტების გამოყენებამ, შესაძლოა არასასურველი გავლენა მოახდინოს მედიკამენტების მოქმედებაზე და გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები. ფემეცინით მკურნალობის დაწყებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ მოიხმართ შემდეგ მედიკამენტებს:
იგივე მოქმედების სხვა მედიკამენტები (ანტიქოლინერგული მედიკამენტები), რადგან შესაძლოა გაძლიერდეს ორივე მედიკამენტის ეფექტები და გვერდითი მოვლენები;
ქოლინერგული რეცეპტორების აგონისტები (ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ქოლინერგული რეცეპტორების აგონისტია პილოკარპინი, რომელიც გამოიყენება გლაუკომის სამკურნალოდ), რადგან შესაძლოა მათთან გამოყენებისას შემცირდეს ფემეცინის მოქმედება;
საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობის მასტიმულირებელი მედიკამენტები (მაგ. მეტოკლოპრამიდი და ციზაპრიდი). ფემეცინმა შესაძლოა შეამციროს მათი მოქმედება.
კეტოკონაზოლი, რიტონავირი, ნელფინავირი, იტრაკონაზოლი, ვერაპამილი და დილთიაზიმი, რომლებიც ამცირებენ ორგანიზმიდან ფემეცინის ელიმინაციის სიჩქარეს.
რიფამპიცინი, ფენიტოინი და კარბამაზეპინი, რომელთა გავლენით შესაძლოა გაიზარდოს ორგანიზმიდან ფემეცინის ელიმინაციის სიჩქარე და შემცირდეს მისი ეფექტი.
ბისფოსფონატები, რადგან შესაძლოა მათი გავლენით შესაძლოა განვითარდეს ან გაუარესდეს საყლაპავის ანთება (ეზოფაგიტი).
აუცილებელია შეატყობინეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იყენებთ ან ახლო წარსულში იყენებდით ამ მედიკამენტებს დანიშნულებით ან დანიშნულების გარეშე.
მიღების წესი
თუ ექიმის მიერ სხვა სახის რეკომენდაცია არ არის, მიღების წესი შემდეგია:
5 მგ ან 10 მგ ტაბლეტი დღეში ერთხელ.
ექიმი განსაზღვრავს ყველაზე შესაფერისი დოზას.
ფემეცინის მიღება უნდა მოხდეს ყოველდღიურად ერთსა და იმავე დროს.
მიღების მეთოდი:
ფემეცინი მიიღება პერორალურად და მთლიანი ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს სითხესთან ერთად. ფემეცინის მიღება შეიძლება ცარიელ ან სავსე კუჭზე. ტაბლეტი არ გატეხოთ.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები
პედიატრიული გამოყენება
ფემეცინის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში არ არის დადგენილი, ამიტომ ფემეცინი ბავშვებში არ გამოიყენება.
გერიატრიული გამოყენება
მიიღება იგივე დოზა, რაც მოზრდილებში.
განსაკუთრებული შემთხვევები
თირკმლის უკმარისობა:
თირკმლის მწვავე დაავადებისას, ფემეცინის დოზა არ უნდა აღმატებოდეს 5 მგ-ს დღეში.
ღვიძლის უკმარისობა:
ღვიძლის საშუალო სიმძიმის დაავადებისას, ფემეცინის დოზა არ უნდა აღმატებოდეს 5 მგ-ს დღეში.
ფემეცინის ძალიან ძლიერად ან ძალიან სუსტად მოქმედების შეგრძნების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ჭარბი დოზირება
რეკომენდებულზე მეტი დოზით ფემეცინის მიღების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას.
თუ ბავშვმა შემთხვევით მიიღო ფემეცინი, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.
ჭარბმა დოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი ეფექტები:
თავის ტკივილი, პირის სიმშრალე, თავბრუსხვევა, ძილიანობა და მხედველობის დაბინდვა.
დოზის სერიოზული გადაჭარბების შემთხვევაში: ჰალუცინაციები, გადაჭარბებული აღგზნებადობა, კრუნჩხვები, სუნთქვის პრობლემები (სუნთქვის უკმარისობა), გულისცემის მომატებული სიხშირე (ტაქიკარდია), შარდვის გაძნელება (შარდის შეკავება) და თვალის გუგების გაფართოება (დილატაცია).
დოზის გამოტოვება
თუ დაგავიწყდათ ფემეცინის მიღება, მიიღეთ როგორც კი გაგახსენდებათ. არასოდეს მიიღოთ დღეში ერთზე მეტი დოზა. გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა.
შესაძლო ეფექტები ფემეცინით მკურნალობის შეწყვეტისას
თუ ფიქრობთ მკურნალობის შეწყვეტას, ამის შესახებ მიმართეთ ექიმს.
ფემეცინის მიღების შეწყვეტის შემთხვევაში, ჰიპერაქტიური შარდის ბუშტის სიმპტომები შეიძლება დაბრუნდეს ან გაუარესდეს.
გვერდითი მოვლენები
ფემეცინის მიმართ რომელიმე ინგრედიენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობისას, შესაძლოა გვერდითი მოვლენების განვითარება.
ალერგიული რეაქციის ან კანზე მწვავე რეაქციის (მაგ. წყლულები და კანის აქერცვლა) შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობეთ ამის შესახებ ექიმს ან ფარმაცევტს.
სოლიფენაცინის სუქცინატის გამოყენებისას ზოგიერთ პაციენტში აღწერილია ანგიონევროზული შეშუპება, სასუნთქი გზების ობსტრუქციით. ანგიონევროზული შეშუპების შემთხვევაში სოლიფენაცინის სუქცინატით მკურნალობა უნდა შეწყდეს და ჩატარდეს შესაბამისი მკურნალობა და/ან უნდა ჩატარდეს აუცილებელი ღონისძიებები.
დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან დაუკავშირდით უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენების აღნიშვნის შემთხვევაში.
გვერდითი მოვლენები კლასიფიცირებულია ქვემოთ ჩამოთვლილი კატეგორიების მიხედვით:
ძალიან ხშირი | აღმოჩენილია 10-დან ერთ პაციენტში |
ხშირი | შესაძლოა აღმოჩენილი იყოს 10-დან ერთზე ნაკლებ, მაგრამ 100-დან ერთზე მეტ პაციენტში. |
არახშირი |
შესაძლოა აღმოჩენილი იყოს 100-დან ერთზე ნაკლებ, მაგრამ 1000-დან ერთზე მეტ პაციენტში |
იშვიათი | შესაძლოა აღმოჩენილი იყოს 1000-დან ერთზე ნაკლებ, მაგრამ 10000-დან ერთზე მეტ პაციენტში |
ძალიან იშვიათი | შესაძლოა აღმოჩენილი იყოს 10000-დან ერთზე ნაკლებ პაციენტში |
არ არის ცნობილი |
არსებული მონაცემებით სიხშირის დადგენა არ არის შესაძლებელი |
იშვიათი:
– შარდის დაგროვება შარდის ბუშტში (შარდის შეკავება),
– მსხვილ ნაწლავში დიდი რაოდენობით მკვრივი განავლის დაგროვება (განავლის იმპაქცია),
– პირღებინება,
– ნაწლავის გაუვალობა.
ძალიან იშვიათი:
– ჰალუცინაცია, გაურკვევლობა,
– კანზე ალერგია, ასოცირებული კანქვეშა ქსოვილის შეშუპებასთან (ანგიონევროზული შეშუპება).
არ არის ცნობილი:
– არარეგულარული გულისცემა, გულისცემის შეგრძნება, აჩქარებული გულისცემა.
ყოველივე ეს სერიოზული გვერდითი მოვლენებია. შეიძლება საჭირო გახდეს დაუყოვნებელი სამედიცინო ჩარევა.
მიმართეთ ექიმს ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტებიდან რომელიმეს აღნიშვნის შემთხვევაში.
ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (>10%):
– პირის სიმშრალე.
ხშირი გვერდითი მოვლენები (>1%):
– ყაბზობა, გულისრევა, საჭმლის მოუნელებლობა (სიმპტომები, როგორიცაა მუცლის შებერილობა, ბოყინი, გულძმარვა), მუცლის ტკივილი, კუჭის დისკომფორტი;
– მხედველობის დაბინდვა.
არახშირი გვერდითი მოვლენები:
– საშარდე სისტემის ინფექციები, შარდის ბუშტის ანთება (ცისტიტი), შარდის გამოყოფის გაძნელება;
– გემოს პათოლოგიური ან დაქვეითებული შეგრძნება;
– მშრალი კანი, მშრალი თვალები, ყელის ან ნაზალური არხების სიმშრალე;
– დაღლილობა, ძილიანობა.
იშვიათი:
– თავბრუსხვევა;
– თავის ტკივილი;
– ქავილი;
– გამონაყარი.
არ არის ცნობილი:
– ხმის დარღვევები;
– კუნთების სისუსტე;
– მადის დაქვეითება.
რაიმე გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, რომელიც ზემოთ არ არის აღნიშნული, მიმართეთ ექიმს და ფარმაცევტს.
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
შენახვის წესი
ფემეცინი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და თავის შეფუთვაში.
ფემეცინი უნდა ინახებოდეს ოთახის ტემპერატურაზე 25˚C-ზე დაბლა.
გამოიყენეთ ვარგისობის ვადის შესაბამისად.
არ გამოიყენოთ ფემეცინი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
რაოდენობა | 30 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account