Fauril - ფაურილი ცხვირის სპრეი 20მლ

განსაკუთრებული ფასი 27,63 GEL რეგულარული ფასი 38,37 GEL
მარაგშია
SKU
81530_2060

ჩვენება:გამოიყენება სურდოს, რინოსინუსიტის, სინუსიტის დროს. 

ფაურილი

ნაზალური აეროზოლი

სამედიცინო მოწყობილობა ცხვირის ღრუს ლორწოვანზე გამოსაყენებლად

ფურცელ-ჩანართი შეიცავს მომხმარებლისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას: გამოყენების წინ გაეცანით ყურადღებით. პროდუქტი გაიცემა რეცეპტის გარეშე.

სრულყოფილი ეფექტის მისაღებად პროდუქტის გამოყენება უნდა მოხდეს ინსტრუქციაში მითითებული ჩვენებების შესაბამისად. საჭიროების შემთხვევაში უმჯობესია ინსტრუქციის შენახვა და გადახედვა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

შემადგენლობა

დემინერალიზებული წყალი, კონცენტრირებული ზღვის წყალი, ნატრიუმის ჰიალურონატი, ალოე ვერას ფოთლების გელის ფხვნილი, მეთილსულფონილმეთანი, რესვერატროლი, კარბოქსიმეთილცელულოზა, პოლისორბატ-80, ნატრიუმის ლაქტატი, ვაშლის მჟავა, კალიუმის სორბატი, ნატრიუმის ბენზოატი, სტევიოლის გლიკოზიდები.

არ შეიცავს გლუტენს და ლაქტოზას

რა არის ფაურილის ნაზალური აეროზოლი

ფაურილის ნაზალური აეროზოლი წყალ-მარილის ჰიპერტონული ხსნარია, რომელიც ათხელებს ლორწოს და ხსნის შეშუპებას. უზრუნველყოფს სეკრეტის გამოდევნას რინიტის და რინოსინუსიტის დროს. ათავისუფლებს ჰაერსავალ გზებს და აუმჯობესებს სუნთქვას.

ჩვენებები

ფაურილის ნაზალური აეროზოლი გამოიყენება სურდოს, რინოსინუსიტის, სინუსიტის დროს. ნატრიუმის ჰიალურონატის ბარიერული მოქმედების და პოლისაქარიდული კომპონენტის ეფექტების წყალობით იცავს და აღადგენს ანთებად ლორწოვან გარსს, უზრუნველყოფს ჰიდრირებას და რეგენერაციას.

გამოყენების წესი და დოზირება

რეკომენდებულია:

- მოზრდილები: 1-2 შესხურება თითო ნესტოში                                              

- ბავშვები 1-12 წლამდე: 1 შესხურება თითო ნესტოში

დღეში 2-3-ჯერ ან ექიმის რეკომენდაცის შესაბამისად.

წლამდე ასაკში, ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში გამოყენება შესაძლებელია ექიმის რეკომენდაციით.

გამოყენება შესაძლებელია დღის ნებისმიერ მონაკვეთში.

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია სიმპტომებზე. შესაძლებელია გამოყენების გახანგრძლივება მაქსიმუმ 30 დღემდე.

გამოყენების წინ რეკომენდებულია ფლაკონის შენჯღრევა.

გახსნილი ფლაკონი ვარგისია 2 თვის განმავლობაში.

გამოყენების ინსტრუქცია

პირველი გამოყენების წინ რამდენჯერმე დააჭირეთ დისპენსერის ფრთებს თანაბარი დოზირებული გამოფრქვევისთვის. ამ მოქმედების გამეორება შესაძლოა საჭირო გახდეს აეროზოლის ხანგრძლივად გამოუყენებლობის შემთხვევაშიც.

რეკომენდებულია მოწყობილობის პერსონალური გამოყენება.

გამოყენების წინ დაიბანეთ ხელები.

1)შეანჯღრიეთ ფლაკონი
2)დისპენსერს მოხსენით დამცავი ხუფი
3)თავი ოდნავ დახარეთ, დისპენსერის თავი მოათავსეთ ნესტოში და მეორე ნესტო დახურეთ.
ბავშვებში გამოსაყენებლად დისპენსერი მოათავსეთ ნესტოს ქვეშ და ნაზად დააჭირეთ

4)დისპენსერის ფრთებზე სწრაფი და ძლიერად დააჭირეთ შეისხურეთ და შეისუნთქეთ დახურული პირით ნესტოში და ცხვირის ღრუს ლორწოვანზე გასანაწილებლად.
5)ნელა აწიეთ თავი და და გაიმეორეთ პროცედურა მეორე ნესტოში.
6)გამოყენების შემდეგ დისპენსერი დახურეთ დამცავი ხუფით
სიფრთხილის ზომები

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ ვადის ამოწურვის შემდეგ და დაზიანების შემთხვევაში. ადგილობრივი მედიკამენტების ხანგრძლივად გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს სენსიტიზაციის ფენომენი: სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში შეწყვიტეთ მკურნალობა და აცნობეთ ექიმს. გამოყენების შემდეგ კონტეინერი არ გადააგდოთ გარემოში.

ურთიერთქმედება

ფაურილის ნაზალური აეროზოლის გამოყენებასთან დაკავშირებული ურთიერთქმედების შესახებ ცნობილი არ არის.

უკუჩვენება

არ გამოიყენოთ ფორმულის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ ცნობილი ჰიპერმგრძნობელობის ან შეუთავსებლობის შემთხვევაში. ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში კვლევები არ ჩატარებულა, გამოყენება შესაძლებელია ექიმის რეკომენდაციით.

გვერდითი მოვლენები

გვერდითი მოვლენები არ დაფიქსირებულა პროდუქტის სწორად გამოყენების დროს. პრობლემის გამოვლენის შემთხვევაში შეაჩერეთ მკურნალობა და მიმართეთ ექიმს.

შენახვის პირობები

შეინახეთ მშრალ, გრილ, სინათლისგან დაცულ ადგილას 25° C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. გამოყენების ვადა ვრცელდება პირობების დაცვით შენახულ გაუხსნელ პროდუქტზე.

გამოშვების ფორმა

20მლ ნაზალური აეროზოლი ფლაკონში დისპენსერით

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Formკაფ TEMP
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy