Dolaren - დოლარენი 100 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 50,35 GEL რეგულარული ფასი 53,00 GEL
მარაგშია
SKU
83225_432

ჩვენება: თავის  ტკივილი, კბილისტკივილი, დისმენორეა, სპორტული  და  სამგზავრო  ტრავმები, რევმატიზმი,  ართრიტი,  ლუმბაგო, ბურსიტი, იშიალგია, სხვადახვა  ეტიოლოგიის  ტემპერატურის  მომატება.

სავჭრო დასახელება:  DOLAREN

კომბინირებული პეპარატი

აქტიური ნივთიერებები: დიკლოფენაკი (ნატრიუმის მარილის სახით),პარაცეტამოლი

წამლის ფორმა: პერორალური გზით მისაღებიტაბლეტი

აღწერა:დოლარენის ტაბლეტიწარმოადგენს  დიკლოფენაკ  ნატრიუმისა   (გრანულებში  ენტეროსოლუბილური  გარსით )  და  პარაცეტამოლის  კომბინაციას

შემადგენლობა:

1ტაბლეტი შეიცავს:

აქტიური ნივთიერება:

 დიკლოფენაკ ნატრიუმი ბრ.ფ   50მგ (დიკლოფენაკ ნატრიუმი  გრანულებშიენტეროსოლუბილური გარსით)

პარაცეტამილი ბრ.ფ.   500მგ

ათქ კოდი: M01AB55

ფარმაკოლოგიური მოქმედება

დიკლოფენაკი არასტეროიდული  ანთების  საწინააღმდეგო ,ტკივილგამაყუჩებელი კომბინირებული პრეპარატია, რომელიც  ეფექტურია  ანთებითი  პროცესების  დროს.  პრეპარატის  შემადგენლობაში  შემავალი  პარაცეტამოლიფართოდ  გამოიყენება, როგორცანალგეზიური  და  სიცხის  დამწევი  საშუალება,    რომელიც   ხასიათდებაკარგი  ამტანობით, ამასთანავე   პარაცეტამოლი  აძლიერებს  და  ხელს  უწყობს  დიკლოფენაკის  მოქმედებას.

ჩვენება:

თავის  ტკივილი, კბილისტკივილი, დისმენორეა, სპორტული  და  სამგზავრო  ტრავმები, რევმატიზმი,  ართრიტი,  ლუმბაგო, ბურსიტი, იშიალგია, სხვადახვა  ეტიოლოგიის  ტემპერატურის  მომატება.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილები  და  12  წელზე  უფროსი  ასაკის  ბავშვები:   

1ტაბლეტი  2 - 3 - ჯერ  დღეში  ჭამის შემდეგ(ან ექიმის  დანიშნულების  მიხედვით) ტაბლეტი მიღება მთლინად. დაუშვებელია ტაბლეტის დაღეჭვა.

გვერდითი  მოვლენები:

უნდა  გვახსოვდეს,  რომ  გვერდითი  ეფექტების  გამოვლენა  ძირითადად  დოზა  დამოკიდებული  და  განსხვავებულია  სხვადასხვა  ინდივიდში.  განსაკუთრებით  კუჭ-ნაწლავის  ტრაქტიდან  სისხლდენების  რისკი (წყლული, ლორწოვანის  დეფექტები, კუჭის  ლორწოვანი  გარსის  ათება ), დამოკიდებულია  დოზაზე  და  მკურნალობის  ხანგრძლივობაზე.

კუჭ - ნაწლავის  ტრაქტი:  საკმაოდ  ხშირია   ( >  10 % )  გულისრევა,ღებინება,  დიარეა,  უმნიშვნელო  სისხლდენების  შემთხვევები,  რამაც  ინდივიდუალურ  შემთხვევაში  შეიძლება  გამოიწვიოს  ანემია.

ხშირად  შესაძლებელია  (> 1 %  - < 10 % ) ისეთი  გვერდითი  ეფექტების  გამოვლენა, როგორიცაა: დისპეპსია, მეტეორიზმი, ტკივილი  ეპიგასტრიუმის  არეში,  მადის  დაქვეითება, ასევე  კუჭისა  და ნაწლავის  წყლულები  (საიდანაც  შეიძლება  განვითარდეს  სისხლდენა  და  პერფორაცია ).

ძალიან  იშვიათად  (> 0.1 % -< 1 % ) ვითარდება  ჰემატემეზისი, მელენა  და  სისხლიანი  დიარეა. ეპიგასტრიუმის  არეში  ძლიერი  ტკივილის  განვითარების, განავლის  გამუქების  და  განავალში  სისხლის  აღმოჩენისას  მკურნალობა  წყდება, საჭიროა  დაუყოვნებლივ  ექიმთან  მიმართვა.

ძალიან  იშვიათად  ( < 0.01 % )  აღინიშნება  სტომატიტი,  გლოსიტი, საყლაპავის  დაზიანება, ჩივილები  კუჭ-ნაწლავის  ტრაქტის  ქვედა  ნაწილის  მხრივ  (მაგ.  მსხვილი  ნაწლავის  არასპეციფიკური  სისხლდენები,  კრონის  დაავადება  და  წყლულოვანი  კოლიტი).

ძალიან  იშვიათად  (<0.01%) აღინიშნება  დიაფრაგმალური  ინტენსტინალური  სტრიქტურები.

ცენტრალური  ნერვული  სისტემა  და  სენსორული  ორგანოები

ხშირია   (>1% -< 10%)  თავის  ტკივილი, აგზნება, გაღიზიანება, დაღლილობა, თავბრუსხვევა.

ძალიან იშვიათია  (< 0.01%) მგრძნობელობის  და  მხედველობის  დაქვეითება  (დაბინდული  ან  გაორებული  მხედველობა), გემოს  შეცვლა, შუილი  ყურებში, სმენის  გარდამავალი  დარღვევები, მეხსიერების  დარღვევა, დეზორიენტაცია, კრუნჩხვები, მოუსვენრობა, ღამის  კოშმარები, კანკალი, დეპრესიის და  სხვა  ფსიქოლოგიური  რეაქციების  გამოვლენა.

ძალიან  იშვიათ  შემთხვევაში  (<0.01%) დიკლოფენაკის  გამოყენებისას  შეიძლება  განვითარდეს  ასეპტიური  მენინგიტის  სიმპტომები, კისრის  რიგიდობის, თავის  ტკივილის, გულისრევის, ღებინების, სიცხის  დეზორიენტაციის  ჩათვლით.

კანი

შესაძლებელია  გამოვლინდეს (> 1%-<10%)  კანის  ჰიპერმგრძნობელობის  რეაქციები  გამონაყარისა  და  ქავილის  სახით. იშვიათია  (>0.1%-<1%)  ურტიკარია  ან  ალოპეცია.ძალზედ  იშვიათია (0.01%)  მომატებული  მგრძნობელობა  სინათლეზე,  კანზე  გამონაყარი,  ჰიპერემია  და  ბუშტუკების  წარმოქმნა  (ეგზანთემა, ერითემა), პურპურა  (ასევე  ალერგიული  პურპურა),  კანის  სეროზული  რეაქციების  განვითარება  (სტივენ-ჯონსის  სინდრომი, ლაიელის  სინდრომი).

თირკმლები

ძალიან  იშვიათად  (<0.01%)  ვითარდება  თირკმლების  ნეკროზი  (ინტერსტიციული  ნეფრიტი, პაპილონეკროზი)  ან  თირკმლის  მწვავე  უკმარისობა, პროტეინურია, ჰემატურია,  ნეფროზული  სინდრომი.  თირკმელების  ფუნქცია  რეგულარულად  უნდა  შემოწმდეს.

ღვიძლი

ხშირია  (>1%-<10%)  სისხლში  ღვიძლის  ტრანსამინაზების  მომატება.

იშვიათია  (>0.1%-<1%)  ჰეპატიტის  შემთხვევები  (სიყვითლით  და  მის  გარეშე  მიმდინარე  ფორმები, ერთეულ  შემთხვევებში  ფულმინანტური  მიმდინარეობის  ან  პროდრომული  ნიშნების  გამოვლენის  გარეშე).  აუცილებელია  ღვიძლის  ფუნქციის  მაჩვენებლების  კონტროლი.

პანკრეასი

ძალიან  იშვიათად  (0.01%)  დაფიქსირდა პანკრეასის  ანთებითი  მოვლენები.

სისხლი

იშვიათ  შემთხვევებში (>0.1%-<1%)  დაფიქსირდა  ანემია,  ლეიკოპენია,  თრომბოციტოპენია,  აგრანულოციტოზი. მისი  გამოვლენის  პირველი  ნიშნებია  ანგინა,  ტუჩების  ზედაპირული  დაზიანება,  გრიპისმაგვარი  სიმპტომები, ცხვირიდან  სისხლდენა,  კანქვეშა  სისხლჩაქცევები. ხანგრძლივი  მკურნალობის  შემთხვევაში  აუცილებელია  სისხლის  მაჩვენებლების  მონიტორინგი.

ძალიან  იშვიათ შემთვევასი  (<0.01%)  გვხვდება  ჰემოლიზური  ანემიაც.

გულ-სისხლძარღვთა   სისტემა

ძალიან  იშვიათ  შემთხვევებში  (<0.01%)  დაფიქსირდა: ტაქიკქრდია, ტკივილი  მკერდის  არეში  ,არტერიულიწნევის მომატება,  ერთეულ  შემთხვევებში  გამოვლინდა  გულის  უკმარისობა.

უკუჩვენებები:

  • მომატებული მგრძნობელობადიკლოფენაკ  ნატრიუმის  მიმართ.
  • უცნობი ეტიოლოგიის  სისხლწარმომქმნელი  ფუნქციის  დარღვევა, კოაგულაციის  დარღვევა.
  • გასტრო დუოდენალური წყლული
  • ორსულობის ბოლო  ტრიმესტრი.
  • ცერებრალური ჰემორაგიები, სისხლდენები  კუჭ-ნაწლავის  ტრაქტიდან  და  სხვა სახის მწვავე  სისხლდენები.
  • ბავშვები და  15  წლამდე  მოზარდები.

ურთიერთქმედება  სხვა  სამკურნალო  საშუალებებთან:

მიმართეთ  ექიმს  ან  ფარმაცევტს  თუ  თქვენ  იღებთ  რომელიმე  სხვა  პრეპარატს. გაითვალისწინეთ,  რომ  ეს  ინფორმაცია  აგრეთვე  ეხება  იმ პრეპარატებსაც  რომლებსაც  იღებდით  უახლოეს  პერიოდში.

ერთდროული   გამოყენებისას, დიკლოფენაკ ნატრიუმს   შეუძლია  გაზარდოს  ლითიუმის, ფენიტოინის, დიგოქსინის  პლაზმური  კონცეტრაცია. აუცილებელია  სისხლში  ლითიუმის  კონცეტრაციის  კონტროლი.

მას  შეუძლია  შეამციროს  დეჰიდრატაციული  და  არტერიულ  წნევაზე  მოქმედი  (შარდმდენი  და  ანტიჰიპერტენზიული  საშუალებები) პრეპარატების  ეფექტი.

დიკლოფენაკ  ნატრიუმს  შეუძლია  შეამციროს  ანგიოტენზინგარდამქმნელი  ფერმენტების  ინჰიბიტორების  (გულის  უკმარისობის  და  არტერიული  წნევის  დამაქვეითებელი საშუალებები) ეფექტურობა მათმმაერდროულად დანიშვნამ შეიძლება  ასევე  გაზარდოს  თირკმლის  ფუნქციის  დარღვევის  რისკი. კალიუმის   შემნახველ  შარდმდენ  პრეპარატებთან  ერთდროულმა  გამოყენებამ  შეიძლება  გამოიწვიოს  შრატში  კალიუმის  მომატება.

ერთდროული  გამოყენება  გლუკოკორტიკოიდებთან,  ან  სხვა  არასტეროიდულ  ანთების  საწინააღმდეგო  პრეპარატებთან  ზრდის  კუჭ-ნაწლავის  ტრაქტის  ფუნქციის  დარღვევის  რისკს (იხ.გვერდითი  ეფექტები).

დიკლოფენაკ ნატრიუმი  გამოყენება  მეთოტრექსატის მიღებამდე  24  სთ-ით ადრე  ან  გვიან,  ზრდის  მეთოტრექსატის  კონცეტრაციას  და  მის  არასასურველ  ეფექტებს.

პრობენეციდის  ან  სულფინპირაზონის  შემცველ  პრეპარატებს (პოდაგრის  სამკურნალო  პრეპარატები)  შეუძლიათ  შეაფერხონ  დიკლოფენაკის  ელიმინაცია. ამან  შეიძლება  ორგანიზმში  გამოიწვიოს  დიკლოფენაკ  ნატრიუმის  კონცეტრაციის გაზრდა  და  პრეპარატის  გვერდითი  ეფექტებს  გამოვლენა.

სიფრთხილის ზომები:

პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილთ ინიშნება  პაციენტებში  დისპეფსიით,  ან  კუჭ-ნაწლავის   სხვა  დაავადებებით,   სისხლის  კოაგულაციის უნარის დარღვევით    და   ღვიძლის  და  თირკმლების ფუნქციების  სერიოზული   დაეღვევებით,  ორსულობის  და  ლაქტაციის  პერიოდში.

პრეპარატი არ მოქმედებს ავტოსატრანსპორო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე.

შენახვის პირობა:

ინახება სინათლისგან დაცულ , ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არა უმეტეს 25OC ტემპერატურაზე.

გამოშვების ფორმა:

10ტაბლეტი მოთავსებულია ბლისტერზე, 10 ბლისტერი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

ვარგისობის ვადა: 3  წელი.დაუშვებელია  პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე  მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდქნ გაცემის   წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი lll, გაიცემა რეცეპტის გარეშე

მწარმოებელი:

მნაბროს  ფარმა  პვტ.ლტდ. ( NABROS PHARMA PVT. LTD)

ნაშნელ ჰაივეი - 8, კაჯიპურა, ხედა 387411 (ინდოეთი)

მეტი ინფორაცია
რაოდენობა100
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy