Cyclogest - ციკლოგესტი ვაგინალური სუპოზიტორია 400მგ 15 ცალი
ჩვენება:მუცლის მოშლის რეციდივების მქონე ქალებში,ნაადრევი მშობიარობის რისკის ქვეშ მყოფ ქალებში.
ციკლოგესტი® 200მგ, 400მგ ვაგინალურ/რექტალური სუპოზიტორია
ციკლოგესტი არის L.D. Collins & Co. Ltd.-ს სავაჭრო ნიშანი, რომელიც რეგისტრირებულია დიდ ბრიტანეთსა და სხვა იურისდიქციებში.
შეფუთვის ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის
ჩანართის შინაარსი
1. რას წარმოადგენს ციკლოგესტი და რისთვის გამოიყენება იგი
2. რა უნდა იცოდეთ ციკლოგესტის გამოყენებამდე
3. როგორ გამოიყენება ციკლოგესტი
4. შესაძლო გვერდითი მოქმედება
5. როგორ ინახება ციკლოგესტი
6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
1. რას წარმოადგენს ციკლოგესტი და რისთვის გამოიყენება იგი
ციკლოგესტი შეიცავს მიკრონიზებულ პროგესტერონს, რომელიც წარმოადგენს ქალის ბუნებრივ სასქესო ჰორმონს, რომელიც წარმოიქმნება ორგანიზმში.
ციკლოგესტი არეგულირებს ჰორმონალურ ბალანსს ორგანიზმში:
· წინამენსტრუალური სინდრომის სამკურნალოდ, რომელიც ითვალისწინებს წინამენსტრუალურ დაძაბულობას და დეპრესიას.
· მშობიარობის შემდგომი დეპრესიის სამკურნალოდ.
· ქალებში, რომლებისთვისაც საჭიროა დამატებითი პროგესტერონი დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიის (ART) პროგრამით ჩატარებული თერაპიის პერიოდში.
· მუცლის მოშლის რისკის ქვეშ მყოფ ქალებში.
· მუცლის მოშლის რეციდივების მქონე ქალებში.
· ნაადრევი მშობიარობის რისკის ქვეშ მყოფ ქალებში.
2. რა უნდა იცოდეთ ციკლოგესტის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ ციკლოგესტი, თუ:
• გაქვთ ალერგია პროგესტერონის ან ამ პრეპარატის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (მითითებულია პარაგრაფში 6),
• გაქვთ საშოდან უჩვეულო სისხლდენა, რომელიც არ არის შემოწმებული ექიმის მიერ,
• გაქვთ ან ეჭვი გქონდათ სიმსივნეზე, რომელიც მგრძნობიარეა ჰორმონის მიმართ,
• გაქვთ პორფირიული დარღვევები (გარკვეული ფერმენტების გენეტიკური ან შეძენილი დარღვევები),
• გაქვთ ან წარსულში გქონდათ სისხლის კოლტები ფეხებში, ფილტვებში, თვალებში ან სხვა ორგანოებში,
• გაქვთ ან წარსულში გქონდათ ღვიძლის მძიმე დარღვევები.
• მუცლის მოშლის შემთხვევაში, თუ თქვენი ექიმი ფიქრობს, რომ გარკვეული ქსოვილები დარჩა საშვილოსნოში, ან საშვილოსნოსგარე ორსულობის შემთხვევაში.
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
ციკლოგესტის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
დაიცავით სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები და დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ მკურნალობის პერიოდში ან ბოლო დოზის მიღებიდან რამდენიმე დღეში აღგენიშნებათ რომელიმე ქვემოთ მითითებული სიმპტომი:
• ტკივილი კოჭებში ან გულ-მკერდის არეში, მოულოდნელად განვითარებული ქოშინი ან სისხლიანი ნახველი, რაც მიუთითებს სისხლის კოლტების შესაძლო არსებობაზე ფეხებში, გულში ან ფილტვებში.
• ძლიერი თავის ტკივილი ან ღებინება, თავბრუსხვევა, ფერმკრთალობა ან მხედველობისა თუ მეტყველების ცვლილებები, სისუსტე ან ხელების და ფეხების დაბუჟება, რაც მიუთითებს სისხლის კოლტების შესაძლო არსებობაზე ტვინში ან თვალში.
• დეპრესიის დამძიმება
ციკლოგესტის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ გაქვთ ან წარსულში გქონდათ:
• ღვიძლის პრობლემები, როგორიცაა სიყვითლე (კანის და თვალის გუგების გაყვითლება)
• ეპილეფსია
• შაკიკი
• ასთმა
• გულის ან თირკმელების დისფუნქცია
• დიაბეტი
ბავშვები
ბავშვებში ციკლოგესტის შესაბამისი გამოყენების შესახებ მონაცემები არ არსებობს.
სხვა სამკურნალო საშუალებები და ციკლოგესტი
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან შეიძლება მიიღოთ ნებისმეირი სხვა პრეპარატი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კარბამაზეპინის (მაგალითად, კრუნჩხვის პროფილაქტიკისთვის, გარკვეული ტიპის ტკივილის ან გუნება-განწყობის დარღვევების სამკურნალოდ), რიფამპიცინის (ინფექციების სამკურნალოდ) ან ფენიტოინის (მაგალითად, კრუნჩხვის პროფილაქტიკისთვის ან გარკვეული ტიპის ტკივილის სამკურნალოდ) მიღების შემთხვევებში, რადგან ამ საშუალებებმა შეიძლება გამოიწვიოს პროგესტერონის ეფექტიანობის შემცირება.
ვინაიდან ციკლოგესტი შეიყვანება საშოში, რეკომენდებული არ არის სხვა ვაგინალური პრეპარატების გამოყენება ამავე პერიოდში, რადგან ცნობილი არ არის, ახდენს თუ არა ეს გავლენას მკურნალობაზე.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ციკლოგესტის გამოყენება შეიძლება ორსულობის პირველ ტრიმესტრში ქალებში, რომლებისთვისაც საჭიროა დამატებითი პროგესტერონი დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიის (ART) პროგრამით ჩატარებული თერაპიის პერიოდში.
ორსულობის პერიოდში ეგზოგენური პროგესტერონის ზემოქმედებისგან თანდაყოლილი (დაბადებისას არსებული მდგომარეობები) ანომალიების, მათ შორის მამრობითი და მდედრობითი სქესის ჩვილებში გენიტალური ანომალიების გამოვლენის რისკი სრულად შესწავლილი არ არის.
სხვა შემთხვევაში გამოყენებისას, თუ ხართ ორსულად, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
არ შეიძლება ამ პრეპარატის გამოყენება ძუძუთი კვების პერიოდში.
3. როგორ გამოიყენება ციკლოგესტი
მოცემული პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ თქვენი ექიმის დანიშნულების ზუსტად დაცვით. რაიმე საკითხზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ქალებში, რომლებსაც უტარდებათ თერაპია დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიის (ART) პროგრამით:
რეკომენდებული დოზა შეადგენს 400 მგ-ს ორჯერ დღეში ვაგინალური შეყვანის გზით. დაიწყეთ ციკლოგესტი 400 მგ-ის გამოყენება კვერცხუჯრედის ამოღების დღეს. ორსულობის დადასტურების შემთხვევაში ციკლოგესტის შეყვანა უნდა გაგრძელდეს 38 დღის განმავლობაში.
მუცლის მოშლის რისკის ქვეშ მყოფი ქალები
400 მგ ორჯერ დღეში 14 დღის განმავლობაში, შემდეგ 200 მგ ორჯერ დღეში ორსულობის 10 კვირამდე, ვაგინალური ან რექტალური შეყვანის გზით.
მუცლის მოშლის რეციდივების მქონე ქალებში:
400 მგ ორჯერ დღეში ორსულობის ათ კვირამდე, ვაგინალური ან რექტალური შეყვანის გზით.
ნაადრევი მშობიარობის რისკის ქვეშ მყოფ ქალებში:
200-400 მგ ერთხელ დღეში ორსულობის მე-16-24 კვირაში და გრძელდება სულ მცირე 34 კვირამდე, ვაგინალური შეყვანის გზით.
წინამენსტრუალური სინდრომის და მშობიარობის შემდგომი დეპრესიის სამკურნალოდ:
რეკომენდებული დოზა შეადგენს 200 მგ-ს ერთხელ დღეში ან 400 მგ-ს ორჯერ დღეში ვაგინალური ან რექტალური შეყვანის გზით.
სუპოზიტორიის შეყვანა შეიძლება საშოში ან სწორ ნაწლავში (უკანა ტანში) შემდეგი სხვა გარკვეული მდგომარეობების მიხედვით.
ციკლოგესტის შეყვანა შეიძლება:
· საშოში, თუ გაქვთ:
- კოლიტი (ნაწლავის ანთება, რომელიც იწვევს ლორწოს ან სისხლის თანხლებით დიარეის ხშირ ეპიზოდებს)
- ნაწლავის ფუნქციონირების დარღვევები (განავლის შეუკავებლობა).
· სწორ ნაწლავში (უკანა ტანში), თუ გაქვთ:
- ვაგინალური ინფექცია (საშოდან გამონადენი)
- ან ხშირად გაქვთ ცისტიტის ეპიზოდები (წვა და ტკივილი შარდვის დროს)
- მშობიარობის დასრულებისთანავე
- ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდის სახით, როგორიცაა დიაფრაგმა, ხუფი ან პრეზერვატივი. ასეთი ხელსაწყოები შეიძლება არასათანადოდ ფუნქციონირებდეს იმ შემთხვევაში, თუ სუპოზიტორიიდან გამოიყოფა მყარი ცხიმი.
წინამენსტრუალური დაძაბულობის სამკურნალოდ ციკლოგესტის გამოყენება დაიწყეთ მენსტრუალური წიკლის მე-12 ან მე-14 დღეს. საჭიროა ამ დღეების დაგეგმვა ან კალენდარში აღნიშვნა; დღე 1 არის მენსტრუაციის პირველი დღე, მე-12-14 დღის დათვლა ხდება თქვენი ექიმის მითითებების შესაბამისად.
არ გადაყლაპოთ ციკლოგესტი.
როგორ შეიყვანება ციკლოგესტი
სუპოზიტორიის შეყვანამდე და შეყვანის დასრულების შემდეგ ყოველთვის დაიბანეთ ხელები.
შეიყვანეთ:
· საშოში - მოათავსეთ სუპოზიტორია საშოს ბაგეებს შორის და დააჭირეთ მას ზემოთ და ქვემოთ მიმართული მოძრაობებით. ამ მოქმედების შესრულება შეიძლება, უფრო ადვილი იყოს მწოლიარე ან ჩაცუცქულ მდგომარეობაში.
· სწორ ნაწლავში (უკანა ტანში) - ფრთხილად შეიყვანეთ სუპოზიტორია სწორ ნაწლავში დაახლოებით ერთ დუიმზე. საკმაოდ ღრმად შეყვანის შემდეგ სუპოზიტორია დამაგრდება კუნთების საშუალებით. რამდენიმე წამით ხელით დაიჭირეთ დუნდულები.
თუ თქვენ გამოიყენეთ ციკლოგესტის საჭიროზე მეტი დოზა
თუ თქვენ (ან სხვა პირმა) შემთხვევით გადაყლაპეთ ნებისმიერი სუპოზიტორია, ან საჭიროზე მეტი რაოდენობის გამოყენების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას ან მიმართეთ ექიმს რჩევისთვის.
თუ დაგავიწყდათ ციკლოგესტის გამოყენება
თუ დაგავიწყდათ სუპოზიტორიის შეყვანა, შეიყვანეთ ის როგორც კი გაგახსენდებათ, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ უკვე ახლოვდება მორიგი დოზის შეყვანის დრო. არასდროს გამოიყენოთ პრეპარატის ორმაგი დოზა. არ დაგავიწყდეთ დარჩენილი დოზების ჩვეულებრივ დროს მიღება.
თუ შეწყვიტეთ ციკლოგესტის გამოყენება
თუ გეგმავთ ციკლოგესტის გამოყენების შეწყვეტას ან შეწყვიტეთ მისი გამოყენება, რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. პროგესტერონის გამოყენების მოულოდნელად შეწყვეტა შეიძლება იწვევდეს გაძლიერებულ შფოთვას, გუნება-განწყობის ცვალებადობას და მომატებულ მგრძნობელობას კრუნჩხვების მიმართ.
ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ ნებისმიერი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
4. შესაძლო გვერდითი მოქმედება
როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, მოცემულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში.
ალერგიული რეაქციის განვითარების შემთხვევაში შეწყვიტეთ ციკლოგესტის გამოყენება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს. ალერგიული რეაქციის ნიშნები შეიძლება ითვალისწინებდეს კანზე გამონაყარს, შესაძლო ქავილით.
ხშირად (შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1 ადამიანს)
ძილიანობა, დისკომფორტი ან ტკივილი კუჭის არეში, ტკივილი გულ-მკერდის არეში.
სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის შეფასება შეუძლებელია)
დიარეა, ტკივილი სწორ ნაწლავში (უკანა ტანში), მეტეორიზმი (აირები), მენსტრუალური ციკლის ცვლილება (შეიძლება მენსტრუაცის ჩვეულებრივზე ადრე დაწყება ან დაგვიანება), გამონადენი სუპოზიტორიის გაწოვის შემდეგ (ეს ჩვეულებრივი მოვლენაა საშოში ან სწორ ნაწლავში შესაწყვანი პრეპარატების გამოყენებისას).
გვერდითი რეაქციები პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ თერაპია დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიით (ART), წარმოდგენილია ქვემოთ:
ხშირი გვერდითი მოქმედება (შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1 ადამიანს)
· მუცლის შებერილობა (შესიება მუცლის არეში), ტკივილი მუცლის არეში, შეკრულობა
· ძილიანობა
· დაღლილობა
· წამოხურება
· მკერდის ტკივილი
არახშირი გვერდითი მოქმედება (შეიძლება აღენიშნოს 100-დან 1 ადამიანს)
· თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გუნება-განწყობის ცვალებადობა
· გემოს შეცვლა, ღებინება, მეტეორიზმი (აირები), დიარეა, შებერილობა (კუჭის გაგანიერება), სწორი ნაწლავის სიმსივნე
· ღამით ოფლიანობა, კანზე გამონაყარი ან ქავილი
· სახსრების ტკივილი
· ტკივილი მენჯის არეში, საკვერცხეების გადიდება, ვაგინალური სისხლდენა
· ხშირი შარდვა, უნებლიე შარდვა
· წონის მატება
· სისხლდენა
· ქავილი შეყვანის არეში, სიცივის შეგრძნება ან სხეულის ტემპერატურის შეცვლა ან ზოგადი დისკომფორტი
გვერდითი მოქმედების შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.
ეს ითვალისწინებს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის მითითებული ამ ჩანართში. გვერდითი მოქმედების შესახებ შეტყობინების გაგზავნით თქვენ შეგიძლიათ დახმარება ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.
5. როგორ ინახება ციკლოგესტი
მოცემული პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
შეინახეთ არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.
პრეპარატი არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
არ შეიძლება მედიკამენტების გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად. არასაჭირო მედიკამენტის უტილიზაციის საკითხზე კონსულტაციისთვის მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ციკლოგესტი
• მოქმედი ნივთიერება (ნივთიერება, რომელიც უზრუნველყოფს პრეპარატის მოქმედებას) არის მიკრონიზებული პროგესტერონი. თითო სუპოზიტორია შეიცავს 200 მგ ან 400 მგ მოქმედ ნივთიერებას.
• დამხმარე ნივთიერება არის მყარი ცხიმი.
ციკლოგესტის აღწერა და შეფუთვის შიგთავსი
ციკლოგესტი არის მოთეთრო ფერის, ტორპედოს ფორმის სუპოზიტორიები.
შეფუთვის ზომა - 15.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რაოდენობა | 15 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account