Ceftrin - ცეფტრინი 300მგ 10 ტაბლეტი
ჩვენებები:ფილტვების არაჰოსპიტალური ანთება, ქრონიკული ბრონქიტის მძიმე გამწვავება, სახის ძვლების არეში არსებული ცხვირის წიაღების ანთება,ყელის ანთება.
ცეფტრინი
300 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
პერორალურად მისაღებად.
• აქტიური ნივთიერება: აპკიანი გარსით დაფარული თითო ტაბლეტი შეიცავს 300 მგ ცეფდინირს.
• დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, კალციუმის კარმელოზა, პოლიეთილენგლიკოლი 40 სტეარატი, აეროსილი 200, მაგნიუმის სტეარატი, პოლივინილის სპირტი, ტიტანის დიოქსიდი, ტალკი, პოლიეთილენგლიკოლი, მეტაკრილის მჟავა, ნატრიუმის ბიკარბონატი.
მოცემული პრეპარატის მიღების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ სრული ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
• შეინახეთ ეს ჩანართი. შეიძლება, კვლავ დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.
• დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
• მოცემული პრეპარატი გამოწერილია თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვა პირებს.
• მკურნალობის პერიოდში ექიმთან ან საავადმყოფოში ვიზიტისას აცნობეთ თქვენს ექიმს, რომ იღებთ მოცემულ პრეპარატს.
• ზუსტად დაიცავით ამ ინსტრუქციის მითითებები. არ მიიღოთ პრეპარატის რეკომენდებულზე უფრო მაღალი ან დაბალი დოზები.
ჩანართის შინაარსი:
1. რა არის ცეფტრინი და რისთვის გამოყენება ის
2. ცეფტრინის მიღებამდე
3. როგორ უნდა მიიღოთ ცეფტრინი
4. შესაძლო გვერდითი მოქმედება
5. ცეფტრინის შენახვის წესი
სათაურები ჩართულია.
1. რა არის ცეფტრინი და რისთვის გამოყენება ის
ცეფტრინი 300 მგ აპკიანი ტაბლეტების მოქმედი ნივთიერება არის ცეფდინირი. ცეფდინირი წარმოადგენს ანტიბაქტერიული საშუალებების ჯგუფს, სახელწოდებით III თაობის ცეფალოსპორინული ჯგუფი.
ცეფტრინი წარმოდგენილია მუყაოს კოლოფში ბლისტერებით, რომლებიც შეიცავს 10 ან 20 თეთრი ფერის, ოვალურ, ორმხრივამობურცულ, აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტებს ტიხრის გარეშე, შეფუთვის ჩანართთან ერთად.
ცეფტრინი გამოიყენება ბაქტერიით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ.
ცეფტრინი გამოიყენება შემდეგი დაავადებების (მიკრობული დაავადება, რომელიც იწვევს ანთებას) სამკურნალოდ:
• ფილტვების არაჰოსპიტალური ანთება
• ქრონიკული ბრონქიტის მძიმე გამწვავება
• სახის ძვლების არეში არსებული ცხვირის წიაღების ანთება
• ტონზილიტი/ყელის ანთება
• კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები
2. ცეფტრინის მიღებამდე
არ მიიღოთ ცეფტრინი შემდეგ შემთხვევებში:
თუ:
• გაქვთ ალერგია ცეფდინირის, სხვა ცეფალოსპორინების ან ცეფტრინის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ.
დაიცავით სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები ცეფტრინთან დაკავშირებით:
თუ,
• ხართ ალერგიული ცეფდინირის, ცეფალოსპორინის ჯგუფის ანტიბიოტიკების, პენიცილინების ან სხვა პრეპარატების მიმართ,
• გაქვთ ამ პრეპარატის გამოყენების პერიოდში განვითრაებული ინფექცია, რომელიც საჭიროებს მკურნალობას,
• წარსულში აღგენიშნებოდათ კოლიტი (ნაწლავის ანთება),
• გაქვთ თირკმელების სერიოზული დაავადება; კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
• გაქვთ დიარეა ამ პრეპარატის გამოყენების პერიოდში ან მკურნალობის შემდეგ; ამ შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს. ეს შეიძლება იყოს სერიოზული ნაწლავური ანთების (ფსევდომემბრანული კოლიტის) ნიშანი, რომელიც შეიძლება განვითარდეს ანტიბიოტიკებით ჩატარებული მკურნალობის შედეგად და საჭიროებდეს მკურნალობის შეწყვეტას და სპეციალური მკურნალობის დაწყებას.
კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ ეს სიმპტომები აღგენიშნებოდათ წარსულში.
ცეფტრინის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
ცეფტრინის მიღება შეიძლება საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.
ორსულობა
პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობის პერიოდში ცეფტრინის გამოყენებასთან დაკავშირებით საკმარისი ლიტერატურა არ არსებობს, ამიტომ გამოიყენეთ ის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ექიმი ჩათვლის მიზანშეწონილად.
მკურნალობის პერიოდში დაორსულების შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ძუძუთი კვება
პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
არ შეიძლება ცეფტრინის გამოყენება ძუძუთი კვების პერიოდში.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
პრეპარატის გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე არ არის აღნიშნული.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ცეფტრინის ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ
მოცემული პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ (23 მგ) ნატრიუმს ერთ ტაბლეტზე; შეიძლება ითქვას, რომ ის პრაქტიკულად ~არ შეიცავს ნატრიუმს~. ნატრიუმთან დაკავშირებული მოვლენები მოსალოდნელი არ არის.
სხვა პრეპარატების მიღება
ცეფტრინთან ერთად ნებისმიერი პრეპარატის, განსაკუთრებით ქვემოთ მითითებული პრეპარატების, მიღებამდე, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
• არ მიიღოთ ალუმინის ან მაგნიუმის შემცველი ანტაციდები (გულძმარვის ან კუჭის ტკივილის დროს გამოსაყენებელი საშუალებები) ცეფტრინთან ერთად. ამ პრეპარატების მიღების აუცილებლობის შემთხვევაში, მიიღეთ ცეფტრინი ამ პრეპარატების მიღებამდე სულ მცირე 2 საათით ადრე ან 2 საათის შემდეგ.
• პრობენეციდს (პოდაგრის სამკურნალო პრეპარატს) შეუძლია დააქვეითოს თირკმელების საშუალებით პრეპარატების გამოყოფის უნარი.
• არ მიიღოთ რკინის შემცველი და რკინით გამდიდრებული საკვები ცეფტრინთან ერთად. ამ პრეპარატების გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში, მიიღეთ ცეფტრინი ამ პრეპარატების მიღებამდე სულ მცირე 2 საათით ადრე ან 2 საათის შემდეგ.
• თირკმელების პოტენციურად დამაზიანებელი პრეპარატები (როგორიცაა ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკები, ქოლისტინი, პოლიმიქსინი, ვიომიცინი) და ძლიერი დიურეზულები (როგორიცაა ეთაკრინის მჟავა, ფუროსემიდი).
• ცეფტრინის გამოყენებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ზოგიერთი ლაბორატორიული ანალიზის შედეგებზე (კუმბსის პირდაპირი რეაქცია, ანემიის განმსაზღვრელი ტესტი).
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ახლახანს იღებდით ნებისმიერ რეცეპტით თუ ურეცეპტოდ გაცემულ სამკურნალო საშუალებას.
3. როგორ უნდა მიიღოთ ცეფტრინი
სათანადო გამოყენების ინსტრუქცია და დოზა/მიღების სიხშირე:
ყოველთვის გამოიყენეთ პრეპარატი თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულებით.
ცეფტრინი უნდა გამოიყენონ მოზრდილებმა და მოზარდებმა, 13 წლის ან უფროსი ასაკის პირებმა, შემდეგი ინსტრუქციის დაცვით:
ყველა ინფექციის შემთხვევაში საერთო სადღეღამისო დოზა შეადგენს 600 მგ-ს.
ფილტვების ანთება (პნევმონია): 300 მგ ორჯერ დღეში (10 დღე)
გულ-მკერდის ორგანოების ინფექციები სუნთქვის ხანგრძლივი გართულების მქონე პაციენტებში: 300 მგ ორჯერ დღეში (5-10 დღე) ან 600 მგ ერთხელ დღეში (10 დღე)
სინუსების ინფექციები: 300 მგ ორჯერ დღეში (10 დღე) ან 600 მგ ერთხელ დღეში (10 დღე)
ყელის/ნუშისებრი ჯირკვლების ანთება: 300 მგ ორჯერ დღეში (5-10 დღე) ან 600 მგ ერთხელ დღეში (10 დღე)
კანის ინფექციები: 300 მგ ორჯერ დღეში (10 დღე)
მიღების წესი
ტაბლეტები მიიღება პერორალურად ჭიქა წყლის მიყოლებით.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
გამოყენება ბავშვებში:
6 თვემდე ასაკის ბავშვებში უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.
6 თვიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში რეკომენდებულია შესაფერისი სამკურნალწამლო დოზირებული ფორმების გამოყენება. 43კგ-ზე მეტი წონის ან 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებმა შეიძლება მიიღონ ცეფნიდირის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 600 მგ.
გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში:
თირკმელების დაავადების არმქონე ხანდაზმულ პაციენტებში დოზის კორექტირება საჭირო არ არის.
გამოყენების განსაკუთრებული პირობები:
თირკმელების უკმარისობა:
თუ გაქვთ თირკმელების უკმარისობა ან გიტარდებათ ჰემოდიალიზი, თქვენი ექიმი გააკორექტირებს დოზას თირკმელების ფუნქციის მნიშვნელობების მიხედვით.
ღვიძლის უკმარისობა:
ღვიძლის უკმარისობის დროს პრეპარატის გამოყენება რეკომენდებულია სიფრთხილის ზომების დაცვით ექიმის კონტროლის ქვეშ.
თუ ფიქრობთ, რომ ცეფტრინის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ მიიღეთ ცეფტრინის საჭიროზე მეტი დოზა:
ცეფტრინის დანიშნულზე მეტი დოზის მიღების შემთხვევაში დაუკავშირდით ექიმს ან ფარმაცევტს.
თან იქონიეთ პრეპარატი ექიმთან ან საავადმყოფოში ვიზიტისას.
ადამიანში ცეფდინირის დოზის გადაჭარბების შესახებ საკმარისი ცნობები არ არსებობს. ბეტა-ლაქტამური ჯგუფის სხვა ანტიბიოტიკების ჭარბი რაოდენობით გამოყენება შეიძლება იწვევდეს მოწამვლის ისეთ ნიშნებს, როგორიცაა ღებინება, გულისრევა, კუჭის აშლა, დიარეა და ძილიანობა. სისხლის დიალიზი ხელს უწყობს სერიოზული მოწამვლის შემთხვევების პრევენციას თირკმელების დაავადების მქონე პირებში, რადგან ამ შემთხვევაში ცეფდინირი დაუყოვნებლივ გამოიდევნება ორგანიზმიდან.
თუ დაგავიწყდათ ცეფტრინის მიღება:
თუ დაგავიწყდათ ტაბლეტის მიღება, მიიღეთ ის როგორც კი გაგახსენდებათ. აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ დაგავიწყდათ ერთზე მეტი დოზის მიღება.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ.
თუ შეწყვიტეთ ცეფტრინის მიღება
ცეფტრინის მიღებასთან დაკავშირებით ნებისმიერი პრობლემის არსებობის შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ცეფტრინის გამოყენების შეწყვეტა შეგიძლიათ თქვენს ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
4. შესაძლო გვერდითი მოქმედება
როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, ცეფტრინსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება პრეპარატის ნებსიმიერი ინგრედიენტის მიმართ მგრძნობელობის მქონე პირებში.
თუ აღგენიშნებათ ქვემოთ მითითებული ნებისმიერი სერიოზული გვერდითი მოქმედება, შეწყვიტეთ ცეფტრინის მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან დაუკავშირდით უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას.
• ხელების, ფეხების, კოჭების, სახის, ტუჩების ან პირის ან ყელის შეშუპება, რაც იწვევს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებას (ეს აჩვენებს, რომ გაქვთ მძიმე ალერგია პრეპარატის მიმართ).
• მძიმე, ხანგრძლივი, სისხლიანი დიარეა მუცლის არეში ტკივილის და მაღალი სიცხის თანხლებით (ეს შეიძლება მიუთითებდეს ფსევდომემბრანული კოლიტის არსებობაზე, რომელიც წარმოადგენს ნაწლავის მძიმე ანთებას, რომელიც იშვიათად დაკავშირებულია ანტიბიოტიკების ხანგრძლივ გამოყენებასთან).
• ნაწლავის გაუვალობის სინდრომი (ილეუსი), სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ორგანოებიდან,
• გულის უკმარისობა, ინფარქტი (მიოკარდიუმის ინფარქტი), ტკივილი გულ-მკერდის არეში
• ასთმის დამძიმემა. სუნთქვის უკმარისობა
• ფილტვების ანთების სახეობა (იდიოპათური ინტერსტიციული პნევმონია)
• ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი), ღვიძლის უკმარისობა
• კანის მძიმე დაავადებები (ტოქსიური ეპიდერმული ნეკროზი)
• თირკმელების მწვავე უკმარისობა
• დაავადება (იდიოპათური თრომბოციტოპენიური პურპურა), რომელსაც ახასიათებს სიცხე, კანზე ნემსის თავის ფორმის წითელი ან მეწამული ფერის ლაქები, ცნობიერების დაქვეითება, თავის ტკივილი და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (სისხლის კოლტები).
აღნიშნული ყველა გვერდითი მოქმედება არის მძიმე.
თუ აღგენიშნებათ ნებისმიერი გვერდითი მოქმედება, ეს ნიშნავს, რომ ხართ ძალიან ალერგიული ცეფტრინის მიმართ. შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო მკურნალობა ან ჰოსპიტალიზაცია.
ყველა აღნიშნული ძალიან სერიოზული გვერდითი მოქმედება ვითარდება ძალიან იშვიათად.
თუ აღგენიშნებათ ქვემოთ მითითებული ნებისმიერი გვერდითი მოქმედება, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან დაუკავშირდით უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას:
• გარკვეული დაავადებები გამონაყარის და ქავილის თანხლებით (ექსფოლიაციური დერმატიტი, მულტიფორმული ერითემა, კვანძოვანი ერითემა)
• ცნობიერების დაკარგვა
• მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია)
• კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული (პეპტიური წყლული)
• სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის გაზრდა ან შემცირება
• ეოზინოფილების რაოდენობის გაზრდა (ალერგიული უჯრედის ტიპი)
• თრომბოციტების (სისხლის შედედებაზე პასუხისმგებელი სისხლის უჯრედები) რაოდენობის გაზრდა ან შემცირება (სისხლის უჯრედები სისხლის შედედება, სისხლის კოლტები) (შეიძლება, თავის მხრივ, მიუთითებდეს უჩვეულო სისხლდენების მიმართ მიდრეკილებაზე)
• ანემიის ტიპი (ჰემოლიზური ანემია)
• ფერადი ნივთიერების შემცირება (ჰემოგლობინი), რომელსაც გადააქვს ჟანგბადი ერითროციტების (სისხლის წითელ უჯრედები) ქსოვილებში
• ელექტროლიტების (როგორიცაა, კალციუმი, ფოსფორი, კალიუმი) კონცენტრაციის ცვლილება
• განივზოლიანი კუნთის უჯრედების დაშლა (რაბდომიოლიზი)
• თირკმელების დაავადება (ნეფროპათია)
აღნიშნული ყველა გვერდითი მოქმედება არის მძიმე. შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება.
სერიოზული გვერდითი მოქმედება ვითარდება ძალიან იშვიათად.
თუ აღგენიშნებათ ქვემოთ მითითებული ნებისმიერი გვერდითი მოქმედება, აცნობეთ თქვენს ექიმს
• ვაგინალური ინფექციები (ვაგინიტი)
• ვაგინალური კანდიდოზი (ვაგინალური მონილიაზი)
• დეფეკაციის ცვლილებები (დიარეა ან შეკრულობა)
• საჭმლის მონელების დარღვევა (დისპეფსია)
• შებერილობა
• გულისრევა
• ტკივილი მუცლის არეში
• პირის ღრუს სიმშრალე
• გამონაყარი
• ქავილი
• თავის ტკივილი
• ძილიანობა
• ძვლის და ღვიძლის ფუნქციების განმსაზღვრელი სისხლის ანალიზებით მაჩვენებლების დროებით მომატება
• თირკმელების ფუნქციების განმსაზღვრელი სისხლის ანალიზებით მაჩვენებლების დროებით მომატება
• კოაგულაციის დარღვევები
• უნებლიე მოძრაობები
• შარდში ლეიკოციტების და ცილის მომატებული დონე
• შარდის სიმკვრივის შემცირება ან მომატება
აღნიშნული წარმოადგენს ცეფტრინის ზომიერ გვერდით მოქმედებას.
5. ცეფტრინის შენახვის წესი
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
მოცემული პრეპარატი შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში, 25ºс-მდე ოთახის ტემპერატურაზე.
გამოიყენეთ ვარგისობის ვადების დაცვით.
არ გამოიყენოთ ცეფტრინი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
არ გამოიყენით ცეფტრინი, თუ შენიშნავთ პროდუქტის ან/და შეფუთვის დაზიანებას.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რაოდენობა | 10 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account