Cardioart - კარდიოარტი 30 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 45,29 GEL რეგულარული ფასი 62,90 GEL
მარაგშია
SKU
86899_3315

ჩვენება:გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის დაავადებების მკურნალობა და პროფილაქტიკა.

კარდიოარტი

სურსათის დანამატი

შემადგენლობა

აქტიური ინგრედიენტები:

კოენზიმ Q10 50 მგ
მაგნიუმი (ციტრატის სახით) 150 მგ                           40% NRV*
თუთია (გლუკონატის სახით) 10 მგ                             100% NRV*
სელენი (ნატრიუმის სელენატის სახით) 100 მკგ                         182% NRV*
L-არგინინი 350 მგ
L-კარნიტინი 300 მგ


* ნუტრიენტის რეკომენდებული ნორმა

სხვა ინგრედიენტები: სორბიტოლი, მაგნიუმის სტეარატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები

კარდიოარტის შემადგენლობაში შემავალი აქტიური ნივთიერებების კომბინაცია აუმჯობესებს ენერგიის მეტაბოლიზმს. 

ავლენს ანტიოქსიდაციურ, ანთებისსაწინააღმდეგო, იმუნომოდულაციურ, ანტითრომბოზულ, კარდიო- და ნეიროპროტექციულ მოქმედებას. 

აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა, ნერვული და კუნთოვანი სისტემის ფუნქციას. არეგულირებს არტერიულ წნევას და გულის რიტმს. 

აუმჯობესებს მიკროცირკულაციას და ოქსიგენაციას. 

ზრდის ფიზიკურ პერფორმანსს. აუმჯონესებს კოგნიტურ ფუნქციას. 

ახდენს შაკიკის პრევენციას, ამცირებს შეტევების სიხშირეს, ხანგრძლივობას და ინტენსივობას. 

აუმჯობესებს სპერმის ხარისხს და ფერტილობის პოტენციალს. 

უზრუნველყოფს ოპტიმალურ იმუნურ ფუნქციას. 

ჩვენებები

•  გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის დაავადებების მკურნალობა და პროფილაქტიკა (დამხმარე საშუალება გიდ-ის, კარდიომიოპათიის, ჰიპერტენზიის, არითმიის, ინსულტის, სტატინებთან ასოცირებული მიოპათიის დროს)

•  პრე- და პოსტოპერაციული პერიოდი

•  ინფექციური და სხვა ანთებითი დაავადებების აღდგენითი პერიოდი

•  ქიმიო- და რადიოთერაპიის გვერდითი ეფექტების პრევენცია

•  მომატებული ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა

•  ქრონიკული დაღლილობა

•  შაქრიანი დიაბეტი

•  შაკიკი

დოზირება

1 ტაბლეტი დღეში ერთხელ ან 2-ჯერ. 

უკუჩვენება

ჰიპერმგრძნობელობა ფორმულის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოიყენება ექიმის რეკომენდაციით.

სიფრთხილის ზომები

შეინახეთ ადრეული ასაკის ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. 

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას. 

სურსათის დანამატების მიღება არ ანაცვლებს მრავალფეროვან დაბალანსებულ კვებას და ცხოვრების ჯანსაღ წესს. 

შენახვის პირობები

შეინახეთ მშრალ, გრილ, სინათლისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25⁰C ტემპერატურის პირობებში. 

გამოშვების ფორმა

30 ტაბლეტი. 

15 ტაბლეტი ბლისტერში, 2 ბლისტერი ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი

 

მეტი ინფორაცია
რაოდენობა30
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy