Aminocomb - ამინოკომბი 30 კაფსულა
ჩვენება:აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას,ეხმარება იმუნიტეტს გამართულ ფუნქციონირებაში,თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა.
ამინოკომბი არის კვებითი დანამატი, რომელიც შეიცავს:
L- კარნიტინს 750მგ.
L- არგინინი 220მგ.
კოენზიმ Q10 30მგ.
ჩვენებები:
L-კარნიტინი- ამინომჟავა, იგივე ლევოკარნიტინი, ბუნებრივი ნივთიერებაა:
· აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას (რეკომენდებულია შაქრიანი დიაბეტის, სიმსუქნის დროს და ა.შ.)
· აუმჯობესებს გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას, დადებითად მოქმედებს კოგნიტური ფუნქციების გააქტიურებაზე. გამოიყენება მეხსიერების დაქვეითების, ასაკობრივი დეპრესიის, ალცჰეიმერის დაავადების დროს.
· აუმჯობესებს გულის კუნთის ენერგომომარაგებას.
· ძლიერებს კუნთოვან ძალას და ასტიმულირებს ცხიმების წვას.
· დადებით გავლენას ახდენს სექსუალურ აქტივობაზე.
L-არგინინი ალიფატური a-ამინომჟავაა:
· ეხმარება იმუნიტეტს გამართულ ფუნქციონირებაში
· ზრდის ცერვიკალური ლორწოს რაოდენობას ამაღლებს ლიბიდოს
· ქმნის ხელსაყრელ გარემოს ნაყოფის ინპლანტაციისთვის.
· აუმჯობესებს სპერმის ხარისხს, რაოდენობას და აქტივობას.
კოენზიმ Q-10 ენდოგენური ვიტამინისმაგვარი ნივთიერებაა;
· თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა, პოლინეიროპათია, მიასთენია, ნევრიტი, შაკიკი.
· შაქრიანი დიაბეტი, თირეოტოქსიკოზი, ჰიპოთირეოზი, სიმსუქნე, გლუკოკორტიკოიდებით ხანგძლივი მკურნალობა.
· გულის იშემიური დაავადებები, გულის ქრონიკული უკმარისობა, კარდიომიოპათია და ცირკულარული დარღვევები, არტერიული ჰიპერტენზია
უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალ კომპონენტებზე. არ გამოიყენება დიალიზზე მყოფ პაციენტებში.
გვერდითი მოვლენები:
არ ახასიათებს გამოკვეთილი გვერდითი მოვლენები, შეიძლება აღინიშნოს ინდივიდუალური აუტანლობა შემავალი კომპონენტების მიმართ.
იშვიათად აღინიშნება გულისრევის შეგრძნება ან ღებინება, არტერიული წნევის მატება, ჭარბი ოფლიანობა.
წამლებთან ურთიერთქმედება:
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ რომელიმე პროდუქტს: ანაბოლური პრეპერატები და ლიპოის მჟავა L-კარნიტინთან კომბინაციაში აძლიერებს ლევოკარნიტინის შეწოვას ორგანიზმში.
გლუკოკორტიკოსტეროიდები ხელს უწყობენ კარნიტინის და არგინინის ქსოვილებში დაგროვებას
დოზირება:
ამინოკომბი მიიღება 1 დან 4 კაფსულამდე ხანგძლივად
გამოშვების ფორმა: შეფუთვაში არის 30 კაფსულა
კვებითი დანამატი უნდა ინახებოდეს მშრალ ადგილას დახურულ კონტეინერში.
შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას
ვარგისიანობის ვადა: 24 თვე
რაოდენობა | 30 |
---|---|
Form | სპრეი |
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account