Aevit - აევიტი 30 კაფსულა
ერთი კაფსულის შემადგენილობა:
აქტიური ნივთიერებები:
რეტინოლის პალმიტატი (ვიტამინი A) – 55მგ (100000 სე)
ალფა-ტოკოფეროლის აცეტატი (ვიტამინი E) – 100მგ
დამხმარე ნივთიერებები:
სიმინდის ზეთი - 45 მგ
კაფსულის შიგთავსის მასა - 200მგ
კაფსულის გარსი:
ჟელატინი – 26,83 მგ
გლიცეროლი (გლიცერინი) – 7,56 მგ
მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი (მეთილპარაბენი) – 0,01 მგ
სორბიტოლი (სორბიტი) – 4,94 მგ
გასუფთავებული წყალი - 0,65 მგ
საღებავი ყავისფერი НТ (Е 155) – 0,01მგ
კაფსულის მასა - 240 მგ
აღწერილობა:
ჟელატინის კაფსულები, სფერული ფრომის, მუქ-ყვითლიდან ღია-ყავისფრამდე შეფერილობის, გლუვი ზედაპირით, დაზიანებებისა და თვალსაჩინო ჰაეროვანი ჩანართების გარეშე. შევსებულია ზეთოვანი მუქ-ყვითლიდან ღია-ყავისფრამდე ფერის სითხით. მძაღე სუნის გარეშე.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პოლივიტამინური საშუალება
ფარმაკოლოგიური თვისებები
კომბინირებული პრეპარატია, რომლის მოქმედებაც განისაზღვრება მის შემადგენლობაში შემავალი A და E ვიტამინებით.
რეტინოლი (ვიტამინი A) მონაწილეობს მხედველობითი პიგმენტების წარმოქმნაში, რომლებიც აუცილებელია ნორმალურ ბინდში და ფერადი მხედველობისათვის, უზრუნველყოფს ეპითელური ქსოვილების მთლიანობას, არეგულირებს ძვლების ზრდას. ტოკოფეროლს (ვიტამინი E) გააჩნია ანტიოქსიდანტური თვისებები, უზრუნველყოფს უჯერი ცხიმოვანი მჟავების დაცვას ლიპოპეროქსიდაციისაგან მემბრანებში; მონაწილეობს უჯრედშორისი ნივთიერების წარმოქმნაში, შემაერთებელი ქსოვილის, სისხლძარღვების გლუვი კუნთების, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის კოლაგენური და ელასტიური ბოჭკოების წარმოქმნაში. აევიტი აღადგენს დარღვეულ კაპილარულ სისხლის მიმოქცევას, აღადგენს ნორმალურ კაპილარულ და ქსოვილოვან განვლადობას, ზრდის ქსოვილების მედეგობას ჰიპოქსიის მიმართ.
გამოყენების ჩვენებები
A და E ავიტამინოზი
კომპლექსურ თერაპიაში:
- კანის დაზიანებები და დაავადებები, რომლებსაც თან ახლავს ქსოვილების ტროფიკის დარღვევა (ფსორიაზი, ეგზემის ზოგიერთი ფორმა, იქთიოზი, სებორეული დერმატიტი);
- მაობლიტირებელი ენდარტერიიტი.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, A და/ან E ჰიპერვიტამინოზი, ბავშვთა ასაკი 18 წლამდე, ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი.
სიფრთხილით
თირეოტოქსიკოზი, ქრონიკული გლომერულონეფრიტი, გულის ქრონიკული უკმარისობა, ქოლეცისტიტი, ქრონიკული პანკრეატიტი.
გამოყენების მეთოდის და დოზირება
გამოიყენება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად.
პერორალურად. 1 კაფსულა დღეში, საკვების მიღების მიუხედავად. მკურნალობის კურსი- 30-40 დღე. შესაძლებელია განმეორებითი კურსის ჩატარება ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
გვერდითი მოვლენები
ალერგიული რეაქციები (კანზე გამონაყარი), იშვიათად - დისკომფორტის შეგრძნება ეპიგასტრიუმის მიდამოში, გულისრევა, დიარეა. ხანგრძლივი მიღებისას შესაძლებელია ნაღველკენჭოვანი დაავადებისა და ქრონიკული პანკრეატიტის გამწვავება.
დოზის გადაჭარბება:
დოზის მწვავე გადაჭარბების სიმპტომები (ვითარდება მიღებიდან 6 საათის შემდეგ)
A ჰიპერვიტამინოზი: მოზრდილებში - ძილიანობა, მოდუნება, თვალებში გაორება, თავბრუსხვევა, ძლიერი თავის ტკივილი, გულისრევა, შეუჩერებელი ღებინება, დიარეა, გაღიზიანებადობა, ღრძილებიდან სისხლდენა, პირის ღუს ლორწოვანი გარსის სიმშრალე და დაწყლულება, ტუჩების, კანის აქერცვლა (გასაკუთრებით ხელისგულების), ცნობიერების აბნევა, მომატებული ქალასშიდა წნევა (ძუძუს წოვების ასაკის ჩვილებში - ჰიდროცეფალია, ყიფლიბანდის გამოდრეკა).
ქრონიკული ინტოქსიკაციის სიმპტომები: მადის დაკარგვა, ძვლების ტკივილი, კანის ნახეთქები და სიმშრალე, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის, ტუჩების სიმშრალე, გასტრალგია, ღებინება, ჰიპერთერმია, ასთენია, უკიდურესი დაღლილობა, თავის ტკივილი, ფოტომგრძნობელობა, პოლაკიურია, ნიქტურია, პოლიურია, გაღიზიანებადობა, თმის ცვენა, ყვითელ-ნარინჯისფერი ლაქები ტერფებზე, ხელისგულებზე, ცხვირ-ტუჩის სამკუთხედის მიდამოში, ჰეპატოტოქსიური მოვლენები, თვალშიდა ჰიპერტენზია, ოლიგომენორეა, პორტული ჰიპერტენზია, ჰემოლიზური ანემია, ძვლების რენტგენოგრამებზე ცვლილებები, კრუნჩხვა.
მკურნალობა: პრეპარატის მოხსნა, სიმპტომური თერაპია.
E ვიტამინის დოზის გადაჭარბების სიმპტომები: ხანგრძლივი პერიოდით 400-800 ერთეული დღეღამეში მიღებისას - მხედველობითი აღქმის გაბუნდოვნება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, გულისრევა, დიარეა, გასტრალგია, ასთენია, დღეღამეში 800 ერთეულზე მეტი დოზით ხანგრძლივად მიღებისას - K ჰიპოვიტამინოზის მქონე პაციენტებში სისხლდენის რისკის გაზრდა, თირეოიდული ჰორმონების მეტაბოლიზმის დარღვევა, სექსუალური ფუნქციის მოშლა, თრომბოფლებიტი, ნეკროზული კოლიტი, სეფსისი, ჰეპატომეგალია, ჰემორაგიული ინსულტი, ასციტი.
მკურნალობა: პრეპარატის მოხსნა, სიმპტომური თერაპია.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება:
E ვიტამინი აძლიერებს გლუკოკორტიკოიდული პრეპარატების, არა-სტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ეფექტს, ზრიდს A და D ვიტამინების, ასევე საგულე გლიკოზიდების ეფექტურობას, და ამცირებს მათ ტოქსიკურიბას.
ზრდის ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებების ეფექტურობას ეპილეფსიით დაავადებულ პაციენტებში (რომლებშიც ლიპიდების ზეჟანგვითი ჟანგვის პროდუქტების შემცველობა სისხლში მომატებულია).
შეუთავსებადია ტეტრაციკლინის რიგის ანტიბიოტიკებთან. სალიცილატები და გლუკოკორტიკოსტეროიდები ამცირებენ აევიტის გვერდითი მოვლენების განვითარების რისკს.
საფაღარათო საშუალებები, რომელთა შემადგენლობაშიც შედის მინერალური ზეთი და ქოლესტირამინი, ამცირებენ A და E ვიტამინების ათვისებას.
პერორალური კონტრაცეპტივები ზრდიან A ვიტამინის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში.
E ვიტამინის დღეღამეში 400 ერთეულზე მეტი დოზით მიღება ერთდროულად ანტიკოაგულანტებთან ერთად (კემარინის და ინდანდიონის წარმოებულები) ზრდიან ჰიპოპროთრომბინემიის განვითარების რისკს.
განსაკუთრებული მითითებები:
A და E ჰიპერვიტამინოზის თავიდან აცილების მიზნით არ შეიძლება რეკომენდირებული დოზის გადაჭარბება. პრეპარატის მიღებისას გასათვალისწინებელია მასში დიდი რაოდენობით A ვიტამინის შემცველობა (100000 სე), ასევე ფაქტი, რომ ის წარმოადგენს სამკურნალო და არა პროფილაქტიკურ საშუალებას.
ვიტამინი E-ს საჭიროებას ამცირებს დიეტა სელენის და გოგირდის შემცველი ამინომჟავების მომატებული შემცველობით.
მოქმედება სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
პრეპარატი არ მოქმედებს ავტოსატრანსპორტო და პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე.
გამოშვების ფორმა
კაფსულები.
10 კაფსულა კონტურულ უჯროვან შეფუთვაში.
1, 2, 3, 4 ან 5 კონტურულ უჯროვანი შეფუთვა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად თავსდება მუყაოს კოლოფში.
50-150 კონტურულ უჯროვანი შეფუთვა იმავე რაოდენობით ინსტრუქციასთან ერთად თავსდება ჯგუფურ შეფუთვაში (სტაციონარებისათვის)
შენახვის პირობები
სინათლისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
ვარგისიანობის ვადა
2 წელი. არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
აფთიაქებიდან გაცემა: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
რეგისტრაციის მოწმობის მფლობელი/მწარმოებელი/ორგანიზაცია, პრეტენზიების მიმღები ხარისხთან მიმართებაში:
სს "ალტაივიტამინი"
რაოდენობა | 30 |
---|---|
Form | სპრეი |
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account