Aculipon - აკულიპონი 600მგ 30 კაფსულა
ჩვენება:ხელს უწყობს უჯრედების დაცვას ოქსიდაციური სტრესისგან და ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.
აკულიპონი® 600
600 მგ ალფა ლიპოის მჟავა, 1 მგ ვიტამინი B6, 1 მგ ვიტამინი B1 და 2 მგ თუთია.
აკულიპონი® 600 დაფუძნებულია ალფა ლიპოის მჟავაზე, B კომპლექსის ვიტამინებსა და თუთიაზე.
აკულიპონი® 600-ის ძირითადი კომპონენტია ალფა ლიპოის მჟავა (ან თიოქტის მჟავა), ორგანიზმის მიერ ფიზიოლოგიურად წარმოქმნილი ნივთიერება, რომელიც ცნობილია კოფერმენტული აქტივობით და მონაწილეობს უჯრედის მეტაბოლიზმში.
აკულიპონი® 600 შეიცავს B ჯგუფის ვიტამინების კომპლექსს, რომელიც შედგება თიამინისა (ვიტამინი B1) და პირიდოქსინისგან (ვიტამინი B6). ;
ვიტამინი B1 ხელს უწყობს ენერგიის ნორმალურ მეტაბოლიზმს, ნერვული სისტემის და გულის ნორმალურ ფუნქციონირებას.
ვიტამინი B6 ხელს უწყობს სისხლის წითელი უჯრედების ნორმალურ წარმოქმნას, ცილების და გლიკოგენის ნორმალურ მეტაბოლიზმს და ნერვული სისტემის სიჯანსაღის შენარჩუნებას.
თუთიის შემცველობის წყალობით, აკულიპონი® 600-ის მულტივიტამინური კომპლექსი ხელს უწყობს უჯრედების დაცვას ოქსიდაციური სტრესისგან, აგრეთე ცხიმოვანი მჟავების და ნახშირწყლების ნორმალურ მეტაბოლიზმს.
ჩვენებები
თუთიის შემცველობის წყალობით, აკულიპონი® 600 ხელს უწყობს უჯრედების დაცვას ოქსიდაციური სტრესისგან. იგი ნაჩვენებია B1 და B6 ვიტამინების გაზრდილი საჭიროების დროს, რომლებიც ხელს უწყობენ ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.
შეფუთვაში წარმოდგენილია ბლისტერი 30 კაფსულის შემცველობით.
მიღების წესი
1 კაფსულა დღეში. რეკომენდებულია მისი მიღება ჭამის წინ უზმოზე.
გაფრთხილება
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. შეინახეთ სამ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. საკვები დანამატები არ არის განკუთვნილი როგორც მრავალფეროვანი და დაბალანსებული დიეტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელი. პროდუქტის გამოყენებისთვის რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაციის გავლა.
იშვიათ შემთხვევებში, ლიპოის მჟავამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოგლიკემია. შეინახეთ გრილ, მშრალ და სინათლისაგან დაცულ ადგილას.
არ შეიცავს შაქარს, გლუტენს და ლაქტოზას.
რაოდენობა | 30 |
---|---|
Form | სპრეი |
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account