A-Biselen - ა-ბისელენი ინტენსი 30 კაფსულა

განსაკუთრებული ფასი 86,40 GEL რეგულარული ფასი 120,00 GEL
მარაგშია
SKU
76104_3099
ჩვენება:უნიკალური და ეფექტური კომბინაცია თმის, ფრჩხილებისა და კანის ჯანმრთელობისთვის.

ა-ბისელენ ინტენსი კაფსულა N30

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ვიტამინები და მინერალები

საკვები დანამატი. არ არის მედიკამენტი.

მიღებამდე გთხოვთ ყურადღებით გაეცანოთ ინსტრუქციას.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ექიმს. 

გამოყენების რეკომენდაცია: 

რეკომენდებულია, როგორც ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების დამატებითი წყარო (კოლაგენის პეპტიდები, აუცილებელი ამინომჟავები, ვიტამინები, მინერალები, ანტიოქსიდანტები ყურძნის წიპწისა და მწვანე ჩაის ექსტრაქტებიდან), რომლებიც ხელს უწყობენ ენდოგენური კოლაგენის სინთეზს. კანის ნორმალური მდგომარეობის, სიმკვრივისა და ელასტიურობის შესანარჩუნებლად.

პროდუქტის კომპონენტები ძირითადი მეტაბოლურ პროცესებში მონაწილე ფერმენტული სისტემების მნიშვნელოვანი კომპონენტია. კომპლექსში არსებული ვიტამინები და მინერალები ხელს უწყობენ ნორმალურ ენერგეტიკულ ცვლას, ამცირებენ სისუსტეს და დაღლილობას, ნორმალურ მდგომარეობას უნარჩუნებენ ლორწოვან გარსებს, კანსა და თმას. 

კომპონენტების თვისებები:

კოლაგენის ჰიდროლიზატი არის ორგანიზმის საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის და შემაერთებელი ქსოვილის საშენი კომპონენტი. სახსარში კოლაგენური ბოჭკოები ქმნიან ერთგვარ ბადეს, რაც წარმოადგენს ხრტილის კარკასს და განაპირობებს მის სიმტკიცეს. კოლაგენი ხელს უწყობს იოგების ელასტიურობის შენარჩუნებას, ხელს უწყობს ძვლების სიმტკიცეს. ადამიანის ორგანიზმში კოლაგენი სინთეზირება, მაგრამ ასაკთან ერთად რაოდენობა მცირდება, რაც იწვევს ტრავმების რისკის ზრდას (მყესების დაჭიმულობას, ძვლების მოტეხილობებს), სახსრების სხვადასხვა დაავადების მაგ., ართროზის განვითარებას. 

კოლაგენი, ასევე დადებითად მოქმედებს კანზე, უზრუნველყოფს მის სიგლუვეს და ელასტიურობას. ხელს უწყობს კანის, ფრჩხილების და თმის სტრუქტურულ სიჯანსაღეს.

მწვანე ჩაის ექსტრაქტი და ყურძნის წიპწის ექსტრაქტი ბუნებრივი ბიოფლავონოიდების წყარო და ძლიერი ანტიოქსიდანტებია, იცავენ კანს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან, ფოტოდაბერებისგან, ამცირებენ სახეზე შეშუპებას, ხელს უწყობენ უჯრედების აღდგენას და ბოჭკოების შენარჩუნებას.

ამინომჟავები DL-მეთიონინი, L-ლიზინი, L-ცისტეინი აუცილებელია კოლაგენის და სხვა ცილების შესაქმნელად, აუმჯობესებენ კანის, ფრჩხილების და თმის მდგომარეობას.

მეთიონინი და ქოლინი წარმოადგენენ თავისუფალი მეთილის ჯგუფის წყაროს, აუცილებელია ლეციტინის და სხვა ფოსფოლიპიდების სინთეზსთვის, ხელს უწყობენ ნორმალურ ლიპიდურ მეტაბოლიზმს ღვიძლში.

B ჯგუფის ვიტამინები (B6, B5 და ნიკოტინამიდი) მონაწილეობენ ნახშირწყლების, ცილების და ცხიმების ცვლაში. ხელს უწყობენ გულის, ნერვული უჯრედების და კუნთოვანი უჯრედების ნორმალურ ფუნქციონირებას, ასტიმულირებენ ჰემოპოეზს.

ვიტამინი B5 ხელს უწყობს სტეროიდული ჰორმონების, D ვიტამინის და ზოგიერთი ნეირომედიატორის ნორმალურ სინთეზს და შეწოვას.

ვიტამინი B6 მონაწილეობს ცილების და გლიკოგენის მეტაბოლიზმში, ჰორმონალური აქტივობის რეგულირებაში.

ფოლიუმის მჟავა (ვიტამინი B9) - ხელს უწყობს ამინომჟავების ნორმალურ სინთეზს და სისხლის ფორმირებას. მნიშვნელოვან როლს ასრულებს სპერმატოზოიდების მომწიფების პროცესში, ხელს უწყობს ორსულობისას ნაყოფის ნერვული სისტემის ფორმირებას.

ბიოტინი (ვიტამინი B7) ხელს უწყობს ენერგეტიკულ მეტაბოლიზმს. არის გოგირდის წყარო, რომელიც მონაწილეობს ცილის - კოლაგენის სინთეზში, დადებითად მოქმედებს კანის და დანამატების (თმა, ფრჩხილები) სტრუქტურაზე. 

ინოზიტოლი (ვიტამინი B8) არის ამილაზას ნაწილი, საჭმლის მომნელებელი ფერმენტი, რომელიც ასტიმულირებს ნახშირწყლოვან ცვლას.

C ვიტამინს, თუთიას, სელენს და სპილენძს აქვს ანტიოქსიდანტური თვისებები, ხელს უშლიან პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების დაჟანგვას, იცავენ ორგანიზმს უჯრედულ დონეზე თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან.

C ვიტამინი (ასკორბინის მჟავა) აუცილებელია სისხლის შედედების, კოლაგენის სინთეზის, სისხლძარღვების ნორმალური ფუნქციონირების, ძვლებისა და ხრტილების ნორმალური მდგომარეობისთვის. ხელს უწყობს რკინის შეწოვას ნაწლავში, ზრდის ორგანიზმის არასპეციფიკურ რეზისტენტობას.

თუთია არის ბიოლოგიური მემბრანების, უჯრედის რეცეპტორების, ცილების  და მრავალი ფერმენტის კომპონენტი. მონაწილეობს იმუნურ დამცველობით რეაქციებში, ჰემატოპოეზში, ამინომჟავების სინთეზში, გენეტიკური ინფორმაციის შენარჩუნებასა და გადაცემაში.

სელენი ხელს უწყობს ფარისებრი ჯირკვლის ნორმალურ ფუნქციონირებას.

სპილენძი არის აუცილებელი მიკროელემენტი, რომელიც აქტიურად მონაწილეობს რკინის მეტაბოლიზმში, ჰემოგლობინის სინთეზში, ჰემატოპოეზში და ანაბოლურ პროცესებში. ხელს უწყობს თმისა და კანის ნორმალურ პიგმენტაციას.

რკინა აუცილებელია ნორმალური ჰემოპოეზისთვის. ხელს უწყობს ჟანგბადის ტრანსპორტირებას ორგანიზმში, მონაწილეობს უჯრედების გაყოფის პროცესში.

სილიციუმი მონაწილეობს ძვლებისა და კოლაგენის ფორმირებაში.

შემადგენლობა: 1 კაფსულაშეიცავს:

კოლაგენის ჰიდროლიზატი .... 175 მგ 

DL-მეთიონინი ................................ 40 მგ

L-ლიზინი .........................................10 მგ

L-ცისტეინი .......................................10 მგ

ყურძნის წიპწის ექსტრაქტი .......... 10 მგ 

მწვანე ჩაის ექსტრაქტი .................... 10 მგ 

ვიტამინი B5 ........................................25 მგ

ვიტამინი PP ....................................... 20 მგ

ვიტამინი ცე.........................................15 მგ

ბიოტინი ...............................................10 მგ

ინოზიტოლი ........................................10 მგ

ქოლინი ..................................................10 მგ

ვიტამინი B6 ..........................................1,5 მგ

ფოლიუმის მჟავა .................................. 400 მკგ

რკინა ...................................................... 7,5 მგ

თუთია ....................................................... 7,5 მგ

სილიციუმი ...................................................2 მგ

სპილენძი .....................................................  2 მგ

სელენი ..................................................... .... 50 მკგ

მიღების წესი და დოზირება: რეკომენდებულია 1 კაფსულა დღეში ერთხელ,  სასურველია ჭამიდან ერთი საათის შემდეგ(არ დაღეჭოთ!).

გამოყენების ხანგრძლივობა: 4-8 კვირა, განმეორებითი კურსის ინტერვალი ექიმთან შეთანხმებით.

სიფრთხილის ზომები: ჰიპერმგრძნობელობა პროდუქტის ცალკეული კომპონენტების მიმართ. ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში მიღების ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის დადგენილი, ამიტომ არ არის რეკომენდებული დიეტური დანამატის გამოყენება.

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.

გამოშვების ფორმა:  N30 კაფსულა.

GMO-ის გარეშე.

შენახვის პირობები: ინახება ორიგინალურ შეფუთვაში მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე. 

ვარგისობის ვადა: წარმოებიდან 24 თვე.

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი ურეცეპტო

მეტი ინფორაცია
რაოდენობა30
Formსპრეი
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy