მედიკამენტები
მედიკამენტები ფუნდამენტურ როლს ასრულებს თანამედროვე ჯანდაცვის სფეროში, საერთო ჯამში მედიკამენტები გვეხმარება გავუმკლავდეთ ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემას და გავიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.
მედიკამენტები აუცილებელია ისეთი ჯანმრთელობის პრობლემების მკურნალობისას, როგორებიცაა ინფექციები, ქრონიკული დაავადებები, გრიპები, მენტალური დაავადებები და ა.შ. მედიკამენტური მკურნალობა, ამსუბუქებს სიმპტომების და აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს. ჩვენ გთავაზობთ 5000–ზე მეტ მედიკამენტსა თუ ვიტამინს შენი ჯანმრთელობისა და იმუნიტეტისთვის.
სეზონების ცვლილებასთან ერთად ცირკულირებს სეზონური გრიპები და ალერგია, რაც ყველაზე მეტადაა გავრცელებული, როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
თუ ალერგიული ხარ
სეზონური თუ არასეზონური ალერგიების თავიდან ასაცილებლად, პირველ რიგში საჭიროა მათი იდენტიფიცირება, თუ რის მიმართ ხარ ალერგიული. ალერგენებისგან თავის დაცვა, ჰიგიენის შენარჩუნება და ალერგიის მედიკამენტების გამოყენება ექიმის დანიშნულებისამებრ, დაგეხმარებათ შეამციროთ ალერგიული რეაქციები და გაიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.
გრიპისა და გაციებისთვის
გრიპის და გაციების პროფილაქტიკა და მართვა მოიცავს პრევენციულ ღონისძიებებს და ზოგიერთ შემთხვევაში, მედიკამენტებს. ვირუსების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია დაიცვა ჰიგიენა (მათ შორის ხელების ხშირი დაბანა), მოერიდო ავადმყოფებთან მჭიდრო კონტაქტს. თუ გაცივდით ან გრიპი გაქვთ, დაისვენეთ, იყავით ჰიდრატირებული და საჭიროების შემთხვევაში, ექიმის დანიშნულებით მიიღეთ მედიკამენტები ისეთი სიმპტომების შესამსუბუქებლად, როგორიცაა ცხელება, სურდო, ხველა და ყელის ტკივილი. გაციების ჩაი, ნაზალური ფორმები, ტკივილგამაყუჩებლები, ის მედიკამენტებია, რომელსაც აღმოაჩენ PSP.GE-ზე და დაგეხმარება სიმპტომების შემსუბუქებაში.
ტკივილგამაყუჩებლები
ტკივილგამაყუჩებლები, არის მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად, დაწყებული მსუბუქი დისკომფორტიდან, დამთავრებული მწვავე ტკივილებით. ტკივილგამაყუჩებელი ბლოკავს ან ამცირებს ტვინში ტკივილის გადამცემ სიგნალებს. არსებობს ტკივილგამაყუჩებლების რამდენიმე სახეობა, მათ შორის არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა იბუპროფენი და ასპირინი, რომელიც ტკივილის გაყუჩებასთან ერთად, ებრძვის ანთებით პროცესს. აუცილებელია ტკივილგამაყუჩებლების პასუხისმგებლობით გამოყენება, პროფესიონალების მიერ რეკომენდებული დოზებისა და გაიდლაინების შესაბამისად, გვერდითი ეფექტებისა და გართულებების რისკის შესამცირებლად.
იმუნიტეტისთვის
იმუნური სისტემა არის უჯრედების, ქსოვილებისა და ორგანოების კომპლექსური ქსელი, რომელიც იცავს ორგანიზმს მავნე პათოგენებისგან, როგორიცაა ბაქტერიები, ვირუსები და სოკოვანი დაავადებები. ჯანსაღი იმუნური სისტემა აუცილებელია ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და ინფექციებისა და დაავადებების თავიდან ასაცილებლად.
რამდენიმე ვიტამინი და მინერალი მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის გაძლიერებაში. მათ შორისაა, C, D, A, E და B6 ვიტამინი და თუთია, იგივე ცინკი.
ვიტამინებისა და მინერალების გარდა, იმუნიტეტის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანია, დაბალანსებული დიეტის დაცვა, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ვიტამინით მდიდარ საკვებს, ჰიდრატაციის შენარჩუნება, ძილის ჯანსაღი რეჟიმი, სტრესის მართვა და რეგულარული ვარჯიში. თუმცა, ხშირად, სამწუხაროდ, ჯანსაღი ცხოვრების წესი და დაბალანსებული კვება არ არის საკმარისი იმუნიტეტის გაძლიერებისთვის. ასეთ დროს, მნიშვნელოვანია ექიმის დანიშნულებით, საჭიროებისამებრ მივიღოთ ვიტამინები და საკვები დანამატები, რათა გავაძლიეროთ ჩვენი იმუნიტეტი და დავიცვათ ორგანიზმი.
იშოპინგე PSP.GE–ზე და შეარჩიე შენს საჭიროებებზე მორგებული ყველა მედიკამენტი თუ ვიტამინი. დამატებითი და საინტერესო ინფორმაციისთვის გაეცანი ბლოგებს და გაიგე სხვადასხვა დაავადების პრევენციისა და მკურნალობის გზები. თქვენი შენაძენის მიღება შეგიძლიათ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- კალციუმი - Calcium + D3 60 ფორთოხალის საღეჭი ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 16,85 GEL რეგულარული ფასი 23,40 GEL
- ულტროქსი - Ultrox 40მგ 28 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 13,39 GEL რეგულარული ფასი 18,59 GEL
- კეტონალი - Ketonal ექსტრა 50მგ პაკეტიგანსაკუთრებული ფასი 17,29 GEL რეგულარული ფასი 24,02 GEL
- კრეპიტანო - Krepitano 20გ მალამოგანსაკუთრებული ფასი 14,33 GEL რეგულარული ფასი 19,91 GEL
- იმუნორჰო - Imunorho 300მკგ/2მლ 2მლ 1 შპრიციგანსაკუთრებული ფასი 213,92 GEL რეგულარული ფასი 252,38 GEL
- პრონორმენი - Pronormin 320მგ 30 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 24,62 GEL რეგულარული ფასი 34,20 GEL
- ეთანოლსეპტი - Ethanolsept 96% 1000მლგანსაკუთრებული ფასი 23,30 GEL რეგულარული ფასი 32,37 GEL
- ბრიფოლატი - BRIFOLAT 400მკგ 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 20,41 GEL რეგულარული ფასი 28,35 GEL
- აპივაგინალი - Apivaginal ვაგინალური 5 ოვულაგანსაკუთრებული ფასი 35,64 GEL რეგულარული ფასი 49,50 GEL
- ტრედეროლი - Trederol 20000სე 20 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 43,24 GEL რეგულარული ფასი 57,05 GEL
- გამატროფინი - Gamatrofin 30 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 38,93 GEL რეგულარული ფასი 54,07 GEL
- ტინი ტალი - Tiny Tall 200მლ სიროფიგანსაკუთრებული ფასი 28,35 GEL რეგულარული ფასი 39,37 GEL
- ნეუროლაბი - Neurolab 30 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 28,35 GEL რეგულარული ფასი 39,37 GEL
- ნატრიუმის დიკლოფენაკი -DICLOFENAC SODIUM 50მგ 20 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 1,35 GEL რეგულარული ფასი 1,88 GEL
- ფელორანი ფორტე - Feloran Forte 5% 40გ გელიგანსაკუთრებული ფასი 7,38 GEL რეგულარული ფასი 10,25 GEL
- ფელორანი ფორტე - Feloran Forte 5% 120გ გელიგანსაკუთრებული ფასი 17,03 GEL რეგულარული ფასი 23,66 GEL
- ამბროლიტინი - Ambrolitin 30მგ 20 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 4,06 GEL რეგულარული ფასი 5,64 GEL
- ლუვაგრა-100 - Luvagra-100 100მგ 4 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 3,65 GEL რეგულარული ფასი 5,06 GEL
- ტრიკორტინი - Tricortin 1000 2მლ 5 ამპულაგანსაკუთრებული ფასი 39,45 GEL რეგულარული ფასი 54,79 GEL
- ვილტამეტი - Viltamet 50მგ/850მგ 60 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 40,80 GEL რეგულარული ფასი 60,00 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account