მედიკამენტები
მედიკამენტები ფუნდამენტურ როლს ასრულებს თანამედროვე ჯანდაცვის სფეროში, საერთო ჯამში მედიკამენტები გვეხმარება გავუმკლავდეთ ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემას და გავიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.
მედიკამენტები აუცილებელია ისეთი ჯანმრთელობის პრობლემების მკურნალობისას, როგორებიცაა ინფექციები, ქრონიკული დაავადებები, გრიპები, მენტალური დაავადებები და ა.შ. მედიკამენტური მკურნალობა, ამსუბუქებს სიმპტომების და აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს. ჩვენ გთავაზობთ 5000–ზე მეტ მედიკამენტსა თუ ვიტამინს შენი ჯანმრთელობისა და იმუნიტეტისთვის.
სეზონების ცვლილებასთან ერთად ცირკულირებს სეზონური გრიპები და ალერგია, რაც ყველაზე მეტადაა გავრცელებული, როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
თუ ალერგიული ხარ
სეზონური თუ არასეზონური ალერგიების თავიდან ასაცილებლად, პირველ რიგში საჭიროა მათი იდენტიფიცირება, თუ რის მიმართ ხარ ალერგიული. ალერგენებისგან თავის დაცვა, ჰიგიენის შენარჩუნება და ალერგიის მედიკამენტების გამოყენება ექიმის დანიშნულებისამებრ, დაგეხმარებათ შეამციროთ ალერგიული რეაქციები და გაიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.
გრიპისა და გაციებისთვის
გრიპის და გაციების პროფილაქტიკა და მართვა მოიცავს პრევენციულ ღონისძიებებს და ზოგიერთ შემთხვევაში, მედიკამენტებს. ვირუსების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია დაიცვა ჰიგიენა (მათ შორის ხელების ხშირი დაბანა), მოერიდო ავადმყოფებთან მჭიდრო კონტაქტს. თუ გაცივდით ან გრიპი გაქვთ, დაისვენეთ, იყავით ჰიდრატირებული და საჭიროების შემთხვევაში, ექიმის დანიშნულებით მიიღეთ მედიკამენტები ისეთი სიმპტომების შესამსუბუქებლად, როგორიცაა ცხელება, სურდო, ხველა და ყელის ტკივილი. გაციების ჩაი, ნაზალური ფორმები, ტკივილგამაყუჩებლები, ის მედიკამენტებია, რომელსაც აღმოაჩენ PSP.GE-ზე და დაგეხმარება სიმპტომების შემსუბუქებაში.
ტკივილგამაყუჩებლები
ტკივილგამაყუჩებლები, არის მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად, დაწყებული მსუბუქი დისკომფორტიდან, დამთავრებული მწვავე ტკივილებით. ტკივილგამაყუჩებელი ბლოკავს ან ამცირებს ტვინში ტკივილის გადამცემ სიგნალებს. არსებობს ტკივილგამაყუჩებლების რამდენიმე სახეობა, მათ შორის არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა იბუპროფენი და ასპირინი, რომელიც ტკივილის გაყუჩებასთან ერთად, ებრძვის ანთებით პროცესს. აუცილებელია ტკივილგამაყუჩებლების პასუხისმგებლობით გამოყენება, პროფესიონალების მიერ რეკომენდებული დოზებისა და გაიდლაინების შესაბამისად, გვერდითი ეფექტებისა და გართულებების რისკის შესამცირებლად.
იმუნიტეტისთვის
იმუნური სისტემა არის უჯრედების, ქსოვილებისა და ორგანოების კომპლექსური ქსელი, რომელიც იცავს ორგანიზმს მავნე პათოგენებისგან, როგორიცაა ბაქტერიები, ვირუსები და სოკოვანი დაავადებები. ჯანსაღი იმუნური სისტემა აუცილებელია ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და ინფექციებისა და დაავადებების თავიდან ასაცილებლად.
რამდენიმე ვიტამინი და მინერალი მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის გაძლიერებაში. მათ შორისაა, C, D, A, E და B6 ვიტამინი და თუთია, იგივე ცინკი.
ვიტამინებისა და მინერალების გარდა, იმუნიტეტის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანია, დაბალანსებული დიეტის დაცვა, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ვიტამინით მდიდარ საკვებს, ჰიდრატაციის შენარჩუნება, ძილის ჯანსაღი რეჟიმი, სტრესის მართვა და რეგულარული ვარჯიში. თუმცა, ხშირად, სამწუხაროდ, ჯანსაღი ცხოვრების წესი და დაბალანსებული კვება არ არის საკმარისი იმუნიტეტის გაძლიერებისთვის. ასეთ დროს, მნიშვნელოვანია ექიმის დანიშნულებით, საჭიროებისამებრ მივიღოთ ვიტამინები და საკვები დანამატები, რათა გავაძლიეროთ ჩვენი იმუნიტეტი და დავიცვათ ორგანიზმი.
იშოპინგე PSP.GE–ზე და შეარჩიე შენს საჭიროებებზე მორგებული ყველა მედიკამენტი თუ ვიტამინი. დამატებითი და საინტერესო ინფორმაციისთვის გაეცანი ბლოგებს და გაიგე სხვადასხვა დაავადების პრევენციისა და მკურნალობის გზები. თქვენი შენაძენის მიღება შეგიძლიათ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- ტენიპრა 240მგ 56 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 491,62 GEL რეგულარული ფასი 517,49 GEL
- სიროფსედალი სიროფი 125მლგანსაკუთრებული ფასი 44,98 GEL რეგულარული ფასი 49,42 GEL
- ეპიდერმი X გელი 75მლგანსაკუთრებული ფასი 45,78 GEL რეგულარული ფასი 48,19 GEL
- Loximin - ლოქსიმინი 300მგ 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 70,85 GEL რეგულარული ფასი 74,58 GEL
- Hydrocortison - ჰიდროკორტიზონი თვალის მალამო 0.5% 3გგანსაკუთრებული ფასი 5,96 GEL რეგულარული ფასი 6,27 GEL
- Tetracycline - ტეტრაციკლინი თვალის მალამო 1% 5გგანსაკუთრებული ფასი 4,97 GEL რეგულარული ფასი 5,23 GEL
- ალიმოვიტი 10 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 45,36 GEL რეგულარული ფასი 49,85 GEL
- სანგლუკანი 20 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 45,59 GEL რეგულარული ფასი 50,10 GEL
- Biguanelle - ბიგუანელა ვაგინალური ხსნარი 100მლგანსაკუთრებული ფასი 65,73 GEL რეგულარული ფასი 69,19 GEL
- დუოტრიფსინი 600მგ 30 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 44,79 GEL რეგულარული ფასი 47,15 GEL
- პრექსეტილი DR 10მგ+10მგ 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 35,29 GEL რეგულარული ფასი 37,14 GEL
- Dynapar AQ - დინაპარი AQ 75მგ/მლ 1მლ 5 ამპულაგანსაკუთრებული ფასი 19,90 GEL რეგულარული ფასი 21,87 GEL
- Vitrum - ვიტრუმი მაგნიუმ B6 60 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 37,15 GEL რეგულარული ფასი 39,10 GEL
- Gaviscon - გევისკონი ორმაგი მოქმედება 200მლგანსაკუთრებული ფასი 7,34 GEL რეგულარული ფასი 7,73 GEL
- ქეთევან-უზნაძე N1 მალამო 40გგანსაკუთრებული ფასი 8,21 GEL რეგულარული ფასი 9,02 GEL
- ქეთევან-უზნაძე N2 მალამო 40გგანსაკუთრებული ფასი 8,21 GEL რეგულარული ფასი 9,02 GEL
- ფეროლაინ ქიდსი წვეთები 30მლგანსაკუთრებული ფასი 27,98 GEL რეგულარული ფასი 29,46 GEL
- თოუქსი სიროფი ხველა და გაციება 125მლგანსაკუთრებული ფასი 33,51 GEL რეგულარული ფასი 35,28 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account