მედიკამენტები
მედიკამენტები ფუნდამენტურ როლს ასრულებს თანამედროვე ჯანდაცვის სფეროში, საერთო ჯამში მედიკამენტები გვეხმარება გავუმკლავდეთ ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემას და გავიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.
მედიკამენტები აუცილებელია ისეთი ჯანმრთელობის პრობლემების მკურნალობისას, როგორებიცაა ინფექციები, ქრონიკული დაავადებები, გრიპები, მენტალური დაავადებები და ა.შ. მედიკამენტური მკურნალობა, ამსუბუქებს სიმპტომების და აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს. ჩვენ გთავაზობთ 5000–ზე მეტ მედიკამენტსა თუ ვიტამინს შენი ჯანმრთელობისა და იმუნიტეტისთვის.
სეზონების ცვლილებასთან ერთად ცირკულირებს სეზონური გრიპები და ალერგია, რაც ყველაზე მეტადაა გავრცელებული, როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
თუ ალერგიული ხარ
სეზონური თუ არასეზონური ალერგიების თავიდან ასაცილებლად, პირველ რიგში საჭიროა მათი იდენტიფიცირება, თუ რის მიმართ ხარ ალერგიული. ალერგენებისგან თავის დაცვა, ჰიგიენის შენარჩუნება და ალერგიის მედიკამენტების გამოყენება ექიმის დანიშნულებისამებრ, დაგეხმარებათ შეამციროთ ალერგიული რეაქციები და გაიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.
გრიპისა და გაციებისთვის
გრიპის და გაციების პროფილაქტიკა და მართვა მოიცავს პრევენციულ ღონისძიებებს და ზოგიერთ შემთხვევაში, მედიკამენტებს. ვირუსების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია დაიცვა ჰიგიენა (მათ შორის ხელების ხშირი დაბანა), მოერიდო ავადმყოფებთან მჭიდრო კონტაქტს. თუ გაცივდით ან გრიპი გაქვთ, დაისვენეთ, იყავით ჰიდრატირებული და საჭიროების შემთხვევაში, ექიმის დანიშნულებით მიიღეთ მედიკამენტები ისეთი სიმპტომების შესამსუბუქებლად, როგორიცაა ცხელება, სურდო, ხველა და ყელის ტკივილი. გაციების ჩაი, ნაზალური ფორმები, ტკივილგამაყუჩებლები, ის მედიკამენტებია, რომელსაც აღმოაჩენ PSP.GE-ზე და დაგეხმარება სიმპტომების შემსუბუქებაში.
ტკივილგამაყუჩებლები
ტკივილგამაყუჩებლები, არის მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად, დაწყებული მსუბუქი დისკომფორტიდან, დამთავრებული მწვავე ტკივილებით. ტკივილგამაყუჩებელი ბლოკავს ან ამცირებს ტვინში ტკივილის გადამცემ სიგნალებს. არსებობს ტკივილგამაყუჩებლების რამდენიმე სახეობა, მათ შორის არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა იბუპროფენი და ასპირინი, რომელიც ტკივილის გაყუჩებასთან ერთად, ებრძვის ანთებით პროცესს. აუცილებელია ტკივილგამაყუჩებლების პასუხისმგებლობით გამოყენება, პროფესიონალების მიერ რეკომენდებული დოზებისა და გაიდლაინების შესაბამისად, გვერდითი ეფექტებისა და გართულებების რისკის შესამცირებლად.
იმუნიტეტისთვის
იმუნური სისტემა არის უჯრედების, ქსოვილებისა და ორგანოების კომპლექსური ქსელი, რომელიც იცავს ორგანიზმს მავნე პათოგენებისგან, როგორიცაა ბაქტერიები, ვირუსები და სოკოვანი დაავადებები. ჯანსაღი იმუნური სისტემა აუცილებელია ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და ინფექციებისა და დაავადებების თავიდან ასაცილებლად.
რამდენიმე ვიტამინი და მინერალი მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის გაძლიერებაში. მათ შორისაა, C, D, A, E და B6 ვიტამინი და თუთია, იგივე ცინკი.
ვიტამინებისა და მინერალების გარდა, იმუნიტეტის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანია, დაბალანსებული დიეტის დაცვა, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ვიტამინით მდიდარ საკვებს, ჰიდრატაციის შენარჩუნება, ძილის ჯანსაღი რეჟიმი, სტრესის მართვა და რეგულარული ვარჯიში. თუმცა, ხშირად, სამწუხაროდ, ჯანსაღი ცხოვრების წესი და დაბალანსებული კვება არ არის საკმარისი იმუნიტეტის გაძლიერებისთვის. ასეთ დროს, მნიშვნელოვანია ექიმის დანიშნულებით, საჭიროებისამებრ მივიღოთ ვიტამინები და საკვები დანამატები, რათა გავაძლიეროთ ჩვენი იმუნიტეტი და დავიცვათ ორგანიზმი.
იშოპინგე PSP.GE–ზე და შეარჩიე შენს საჭიროებებზე მორგებული ყველა მედიკამენტი თუ ვიტამინი. დამატებითი და საინტერესო ინფორმაციისთვის გაეცანი ბლოგებს და გაიგე სხვადასხვა დაავადების პრევენციისა და მკურნალობის გზები. თქვენი შენაძენის მიღება შეგიძლიათ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Doppelherz Aktiv - დოპელჰერც აქტივი ენერჯი+ 20 პაკეტიგანსაკუთრებული ფასი 28,29 GEL რეგულარული ფასი 29,78 GEL
- Systane - სისტეინი ბალანსი თვალის წვეთები 10მლგანსაკუთრებული ფასი 41,36 GEL რეგულარული ფასი 43,54 GEL
- Immunofix - იმუნოფიქსი 10 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 35,06 GEL რეგულარული ფასი 36,90 GEL
- Risek Insta - რაიზეკ ინსტა 40მგ+1680მგ 10 პაკეტიგანსაკუთრებული ფასი 5,67 GEL რეგულარული ფასი 5,97 GEL
- Kalipro - კალიპრო 30 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 43,60 GEL რეგულარული ფასი 45,90 GEL
- Lactomari - ლაქტომარი 30 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 47,41 GEL რეგულარული ფასი 49,91 GEL
- Climaston - კლიმასტონი 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 36,43 GEL რეგულარული ფასი 38,35 GEL
- Dolotren - დოლოტრენი რექტალური სუპოზიტორია 100მგ 12 ცალიგანსაკუთრებული ფასი 20,90 GEL რეგულარული ფასი 21,95 GEL
- Macrostip - მაკროსტიპი ხსნარი 250მლგანსაკუთრებული ფასი 36,80 GEL რეგულარული ფასი 38,64 GEL
- Furoxin - ფუროქსინი 60 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 43,12 GEL რეგულარული ფასი 45,39 GEL
- Zeel T - ცეელ T 2მლ 10 ამპულაგანსაკუთრებული ფასი 113,40 GEL რეგულარული ფასი 124,62 GEL
- Urolesan - უროლესანი 40 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 35,34 GEL რეგულარული ფასი 37,20 GEL
- ფოლიუმის მჟავა 5მგ 40 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 7,27 GEL რეგულარული ფასი 7,65 GEL
- Trimmer - ტრიმერი 35მგ 4 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 70,75 GEL რეგულარული ფასი 77,75 GEL
- Medifol - მედიფოლი 0.8მგ 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 20,90 GEL რეგულარული ფასი 22,00 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account