მედიკამენტები

მედიკამენტები ფუნდამენტურ როლს ასრულებს თანამედროვე ჯანდაცვის სფეროში, საერთო ჯამში მედიკამენტები გვეხმარება გავუმკლავდეთ ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემას და გავიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.
მედიკამენტები აუცილებელია ისეთი ჯანმრთელობის პრობლემების მკურნალობისას, როგორებიცაა ინფექციები, ქრონიკული დაავადებები, გრიპები, მენტალური დაავადებები და ა.შ. მედიკამენტური მკურნალობა, ამსუბუქებს სიმპტომების და აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს. ჩვენ გთავაზობთ 5000–ზე მეტ მედიკამენტსა თუ ვიტამინს შენი ჯანმრთელობისა და იმუნიტეტისთვის.
სეზონების ცვლილებასთან ერთად ცირკულირებს სეზონური გრიპები და ალერგია, რაც ყველაზე მეტადაა გავრცელებული, როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
თუ ალერგიული ხარ
სეზონური თუ არასეზონური ალერგიების თავიდან ასაცილებლად, პირველ რიგში საჭიროა მათი იდენტიფიცირება, თუ რის მიმართ ხარ ალერგიული. ალერგენებისგან თავის დაცვა, ჰიგიენის შენარჩუნება და ალერგიის მედიკამენტების გამოყენება ექიმის დანიშნულებისამებრ, დაგეხმარებათ შეამციროთ ალერგიული რეაქციები და გაიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.
გრიპისა და გაციებისთვის
გრიპის და გაციების პროფილაქტიკა და მართვა მოიცავს პრევენციულ ღონისძიებებს და ზოგიერთ შემთხვევაში, მედიკამენტებს. ვირუსების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია დაიცვა ჰიგიენა (მათ შორის ხელების ხშირი დაბანა), მოერიდო ავადმყოფებთან მჭიდრო კონტაქტს. თუ გაცივდით ან გრიპი გაქვთ, დაისვენეთ, იყავით ჰიდრატირებული და საჭიროების შემთხვევაში, ექიმის დანიშნულებით მიიღეთ მედიკამენტები ისეთი სიმპტომების შესამსუბუქებლად, როგორიცაა ცხელება, სურდო, ხველა და ყელის ტკივილი. გაციების ჩაი, ნაზალური ფორმები, ტკივილგამაყუჩებლები, ის მედიკამენტებია, რომელსაც აღმოაჩენ PSP.GE-ზე და დაგეხმარება სიმპტომების შემსუბუქებაში.
ტკივილგამაყუჩებლები
ტკივილგამაყუჩებლები, არის მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად, დაწყებული მსუბუქი დისკომფორტიდან, დამთავრებული მწვავე ტკივილებით. ტკივილგამაყუჩებელი ბლოკავს ან ამცირებს ტვინში ტკივილის გადამცემ სიგნალებს. არსებობს ტკივილგამაყუჩებლების რამდენიმე სახეობა, მათ შორის არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა იბუპროფენი და ასპირინი, რომელიც ტკივილის გაყუჩებასთან ერთად, ებრძვის ანთებით პროცესს. აუცილებელია ტკივილგამაყუჩებლების პასუხისმგებლობით გამოყენება, პროფესიონალების მიერ რეკომენდებული დოზებისა და გაიდლაინების შესაბამისად, გვერდითი ეფექტებისა და გართულებების რისკის შესამცირებლად.
იმუნიტეტისთვის
იმუნური სისტემა არის უჯრედების, ქსოვილებისა და ორგანოების კომპლექსური ქსელი, რომელიც იცავს ორგანიზმს მავნე პათოგენებისგან, როგორიცაა ბაქტერიები, ვირუსები და სოკოვანი დაავადებები. ჯანსაღი იმუნური სისტემა აუცილებელია ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და ინფექციებისა და დაავადებების თავიდან ასაცილებლად.
რამდენიმე ვიტამინი და მინერალი მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის გაძლიერებაში. მათ შორისაა, C, D, A, E და B6 ვიტამინი და თუთია, იგივე ცინკი.
ვიტამინებისა და მინერალების გარდა, იმუნიტეტის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანია, დაბალანსებული დიეტის დაცვა, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ვიტამინით მდიდარ საკვებს, ჰიდრატაციის შენარჩუნება, ძილის ჯანსაღი რეჟიმი, სტრესის მართვა და რეგულარული ვარჯიში. თუმცა, ხშირად, სამწუხაროდ, ჯანსაღი ცხოვრების წესი და დაბალანსებული კვება არ არის საკმარისი იმუნიტეტის გაძლიერებისთვის. ასეთ დროს, მნიშვნელოვანია ექიმის დანიშნულებით, საჭიროებისამებრ მივიღოთ ვიტამინები და საკვები დანამატები, რათა გავაძლიეროთ ჩვენი იმუნიტეტი და დავიცვათ ორგანიზმი.
იშოპინგე PSP.GE–ზე და შეარჩიე შენს საჭიროებებზე მორგებული ყველა მედიკამენტი თუ ვიტამინი. დამატებითი და საინტერესო ინფორმაციისთვის გაეცანი ბლოგებს და გაიგე სხვადასხვა დაავადების პრევენციისა და მკურნალობის გზები. თქვენი შენაძენის მიღება შეგიძლიათ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- ნოქსიმედი 600მგ/3მლ 10 ფლაკონი+გამხსნელიგანსაკუთრებული ფასი 138,26 GEL რეგულარული ფასი 145,54 GEL
- Anaftin - ანაფტინი სპრეი 15მლგანსაკუთრებული ფასი 31,91 GEL რეგულარული ფასი 33,59 GEL
- Inofolic - ინოფოლიკი HP 30 პაკეტიგანსაკუთრებული ფასი 75,81 GEL რეგულარული ფასი 79,80 GEL
- Eumastos Gel - ეუმასტოსი გელი 2.5გ 30 პაკეტიგანსაკუთრებული ფასი 66,06 GEL რეგულარული ფასი 69,53 GEL
- Deprox - დეპროქსი 10 სანთელიგანსაკუთრებული ფასი 80,01 GEL რეგულარული ფასი 84,22 GEL
- ფტოროვიტი ფლ. 15მლგანსაკუთრებული ფასი 38,05 GEL რეგულარული ფასი 40,05 GEL
- Ginestill - გინესტილი ვაგინალური სუპოზიტორია 10 ცალიგანსაკუთრებული ფასი 49,40 GEL რეგულარული ფასი 52,00 GEL
- მულტიფოლიკო DHA - Multifolico DHA 60 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 64,52 GEL რეგულარული ფასი 67,92 GEL
- Lomexin - ლომექსინი 1000მგ 1 ვაგინალური კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 20,45 GEL რეგულარული ფასი 21,53 GEL
- Macmiror - მაკმირორი 200მგ. 20 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 48,55 GEL რეგულარული ფასი 51,10 GEL
- მაკმირორი კომპლექსი კრემი 30გგანსაკუთრებული ფასი 52,06 GEL რეგულარული ფასი 54,80 GEL
- ინოფოლიკი კომბი HP კაფს.N30განსაკუთრებული ფასი 81,84 GEL რეგულარული ფასი 86,15 GEL
- Dryajin - დრიაჯინი ვაგინალური სპრეი 100მლ 5 ცალიგანსაკუთრებული ფასი 57,10 GEL რეგულარული ფასი 60,11 GEL
- HyaloGyn - ჰიალოგინი გელი 4გ 10 აპლიკატორითგანსაკუთრებული ფასი 66,15 GEL რეგულარული ფასი 69,63 GEL
- Lioflor - ლიოფლორი ვაგინალური შხაპი 100მლ 5 ცალიგანსაკუთრებული ფასი 61,46 GEL რეგულარული ფასი 64,69 GEL
- Olinorm - ოლინორმი ვაგინალური სუპოზიტორია 2გ 10 ცალიგანსაკუთრებული ფასი 50,35 GEL რეგულარული ფასი 53,00 GEL
- Newvit Kids - ნიუვიტი ქიდსი 10მლ 14 პაკეტიგანსაკუთრებული ფასი 43,70 GEL რეგულარული ფასი 46,00 GEL
- პაპილ-ოფი ვაგინალური 10 სუპოზიტორიაგანსაკუთრებული ფასი 62,10 GEL რეგულარული ფასი 65,37 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account