მედიკამენტები

მედიკამენტები ფუნდამენტურ როლს ასრულებს თანამედროვე ჯანდაცვის სფეროში, საერთო ჯამში მედიკამენტები გვეხმარება გავუმკლავდეთ ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემას და გავიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.
მედიკამენტები აუცილებელია ისეთი ჯანმრთელობის პრობლემების მკურნალობისას, როგორებიცაა ინფექციები, ქრონიკული დაავადებები, გრიპები, მენტალური დაავადებები და ა.შ. მედიკამენტური მკურნალობა, ამსუბუქებს სიმპტომების და აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს. ჩვენ გთავაზობთ 5000–ზე მეტ მედიკამენტსა თუ ვიტამინს შენი ჯანმრთელობისა და იმუნიტეტისთვის.
სეზონების ცვლილებასთან ერთად ცირკულირებს სეზონური გრიპები და ალერგია, რაც ყველაზე მეტადაა გავრცელებული, როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
თუ ალერგიული ხარ
სეზონური თუ არასეზონური ალერგიების თავიდან ასაცილებლად, პირველ რიგში საჭიროა მათი იდენტიფიცირება, თუ რის მიმართ ხარ ალერგიული. ალერგენებისგან თავის დაცვა, ჰიგიენის შენარჩუნება და ალერგიის მედიკამენტების გამოყენება ექიმის დანიშნულებისამებრ, დაგეხმარებათ შეამციროთ ალერგიული რეაქციები და გაიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.
გრიპისა და გაციებისთვის
გრიპის და გაციების პროფილაქტიკა და მართვა მოიცავს პრევენციულ ღონისძიებებს და ზოგიერთ შემთხვევაში, მედიკამენტებს. ვირუსების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია დაიცვა ჰიგიენა (მათ შორის ხელების ხშირი დაბანა), მოერიდო ავადმყოფებთან მჭიდრო კონტაქტს. თუ გაცივდით ან გრიპი გაქვთ, დაისვენეთ, იყავით ჰიდრატირებული და საჭიროების შემთხვევაში, ექიმის დანიშნულებით მიიღეთ მედიკამენტები ისეთი სიმპტომების შესამსუბუქებლად, როგორიცაა ცხელება, სურდო, ხველა და ყელის ტკივილი. გაციების ჩაი, ნაზალური ფორმები, ტკივილგამაყუჩებლები, ის მედიკამენტებია, რომელსაც აღმოაჩენ PSP.GE-ზე და დაგეხმარება სიმპტომების შემსუბუქებაში.
ტკივილგამაყუჩებლები
ტკივილგამაყუჩებლები, არის მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად, დაწყებული მსუბუქი დისკომფორტიდან, დამთავრებული მწვავე ტკივილებით. ტკივილგამაყუჩებელი ბლოკავს ან ამცირებს ტვინში ტკივილის გადამცემ სიგნალებს. არსებობს ტკივილგამაყუჩებლების რამდენიმე სახეობა, მათ შორის არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა იბუპროფენი და ასპირინი, რომელიც ტკივილის გაყუჩებასთან ერთად, ებრძვის ანთებით პროცესს. აუცილებელია ტკივილგამაყუჩებლების პასუხისმგებლობით გამოყენება, პროფესიონალების მიერ რეკომენდებული დოზებისა და გაიდლაინების შესაბამისად, გვერდითი ეფექტებისა და გართულებების რისკის შესამცირებლად.
იმუნიტეტისთვის
იმუნური სისტემა არის უჯრედების, ქსოვილებისა და ორგანოების კომპლექსური ქსელი, რომელიც იცავს ორგანიზმს მავნე პათოგენებისგან, როგორიცაა ბაქტერიები, ვირუსები და სოკოვანი დაავადებები. ჯანსაღი იმუნური სისტემა აუცილებელია ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და ინფექციებისა და დაავადებების თავიდან ასაცილებლად.
რამდენიმე ვიტამინი და მინერალი მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის გაძლიერებაში. მათ შორისაა, C, D, A, E და B6 ვიტამინი და თუთია, იგივე ცინკი.
ვიტამინებისა და მინერალების გარდა, იმუნიტეტის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანია, დაბალანსებული დიეტის დაცვა, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ვიტამინით მდიდარ საკვებს, ჰიდრატაციის შენარჩუნება, ძილის ჯანსაღი რეჟიმი, სტრესის მართვა და რეგულარული ვარჯიში. თუმცა, ხშირად, სამწუხაროდ, ჯანსაღი ცხოვრების წესი და დაბალანსებული კვება არ არის საკმარისი იმუნიტეტის გაძლიერებისთვის. ასეთ დროს, მნიშვნელოვანია ექიმის დანიშნულებით, საჭიროებისამებრ მივიღოთ ვიტამინები და საკვები დანამატები, რათა გავაძლიეროთ ჩვენი იმუნიტეტი და დავიცვათ ორგანიზმი.
იშოპინგე PSP.GE–ზე და შეარჩიე შენს საჭიროებებზე მორგებული ყველა მედიკამენტი თუ ვიტამინი. დამატებითი და საინტერესო ინფორმაციისთვის გაეცანი ბლოგებს და გაიგე სხვადასხვა დაავადების პრევენციისა და მკურნალობის გზები. თქვენი შენაძენის მიღება შეგიძლიათ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Bonatek - ბონატეკი სიროფი 150მლგანსაკუთრებული ფასი 26,07 GEL რეგულარული ფასი 27,44 GEL
- Detrivit - დეტრივიტი დროფსი 30მლგანსაკუთრებული ფასი 21,90 GEL რეგულარული ფასი 43,82 GEL
- Pedia Well - პედია ველი D-800 წვეთები 50მლგანსაკუთრებული ფასი 51,63 GEL რეგულარული ფასი 54,35 GEL
- Pedia Well - პედია ველი D-400 წვეთები 50მლგანსაკუთრებული ფასი 51,63 GEL რეგულარული ფასი 54,35 GEL
- Apijelly - აპიჯელი 150მლგანსაკუთრებული ფასი 28,60 GEL რეგულარული ფასი 30,10 GEL
- Milacart - მილაკარტი სიროფი 150მლგანსაკუთრებული ფასი 39,78 GEL რეგულარული ფასი 41,87 GEL
- Mega Royal Infans - მეგა როიალი საბავშვო 15მლ 20 ამპულაგანსაკუთრებული ფასი 49,33 GEL რეგულარული ფასი 51,92 GEL
- Calcitron - კალციტრონი სიროფი 150მლგანსაკუთრებული ფასი 24,65 GEL რეგულარული ფასი 25,95 GEL
- Immunity - ლოლიპოპი იმუნითი 100 ცალიგანსაკუთრებული ფასი 93,50 GEL რეგულარული ფასი 187,13 GEL
- Multivitamins - ლოლიპოპი მულტივიტამინი 100 ცალიგანსაკუთრებული ფასი 93,50 GEL რეგულარული ფასი 187,06 GEL
- PanDevit - პანდევიტი 400ერთ/2 წვეთები 10მლგანსაკუთრებული ფასი 15,68 GEL რეგულარული ფასი 16,50 GEL
- Krosh - კროში სიროფი 100მლგანსაკუთრებული ფასი 35,15 GEL რეგულარული ფასი 37,00 GEL
- Deviva D3 - დევივა D3 წვეთი 10მლგანსაკუთრებული ფასი 34,79 GEL რეგულარული ფასი 36,62 GEL
- Ramno Kids - რამნო კიდსი D3 წვეთები 20მლგანსაკუთრებული ფასი 36,95 GEL რეგულარული ფასი 38,90 GEL
- Ftoro Kids - ფტორო კიდსი წვეთები 30მლგანსაკუთრებული ფასი 37,90 GEL რეგულარული ფასი 39,90 GEL
- Trio Kids - ტრიო ქიდსი წვეთები 20მლგანსაკუთრებული ფასი 28,03 GEL რეგულარული ფასი 29,50 GEL
- Marsianchik - მარსიანჩიკი ინულინით კენკრა 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 34,24 GEL რეგულარული ფასი 36,05 GEL
- Axelan - აქსელანი 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 19,38 GEL რეგულარული ფასი 20,40 GEL
- Neo peques KALCIUM+ GUMMIES - ნეო პეკეს კალციუმი+გამი 150გ 30 საღეჭი ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 38,24 GEL რეგულარული ფასი 40,26 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account