მედიკამენტები

მედიკამენტები ფუნდამენტურ როლს ასრულებს თანამედროვე ჯანდაცვის სფეროში, საერთო ჯამში მედიკამენტები გვეხმარება გავუმკლავდეთ ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემას და გავიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.
მედიკამენტები აუცილებელია ისეთი ჯანმრთელობის პრობლემების მკურნალობისას, როგორებიცაა ინფექციები, ქრონიკული დაავადებები, გრიპები, მენტალური დაავადებები და ა.შ. მედიკამენტური მკურნალობა, ამსუბუქებს სიმპტომების და აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს. ჩვენ გთავაზობთ 5000–ზე მეტ მედიკამენტსა თუ ვიტამინს შენი ჯანმრთელობისა და იმუნიტეტისთვის.
სეზონების ცვლილებასთან ერთად ცირკულირებს სეზონური გრიპები და ალერგია, რაც ყველაზე მეტადაა გავრცელებული, როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
თუ ალერგიული ხარ
სეზონური თუ არასეზონური ალერგიების თავიდან ასაცილებლად, პირველ რიგში საჭიროა მათი იდენტიფიცირება, თუ რის მიმართ ხარ ალერგიული. ალერგენებისგან თავის დაცვა, ჰიგიენის შენარჩუნება და ალერგიის მედიკამენტების გამოყენება ექიმის დანიშნულებისამებრ, დაგეხმარებათ შეამციროთ ალერგიული რეაქციები და გაიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.
გრიპისა და გაციებისთვის
გრიპის და გაციების პროფილაქტიკა და მართვა მოიცავს პრევენციულ ღონისძიებებს და ზოგიერთ შემთხვევაში, მედიკამენტებს. ვირუსების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია დაიცვა ჰიგიენა (მათ შორის ხელების ხშირი დაბანა), მოერიდო ავადმყოფებთან მჭიდრო კონტაქტს. თუ გაცივდით ან გრიპი გაქვთ, დაისვენეთ, იყავით ჰიდრატირებული და საჭიროების შემთხვევაში, ექიმის დანიშნულებით მიიღეთ მედიკამენტები ისეთი სიმპტომების შესამსუბუქებლად, როგორიცაა ცხელება, სურდო, ხველა და ყელის ტკივილი. გაციების ჩაი, ნაზალური ფორმები, ტკივილგამაყუჩებლები, ის მედიკამენტებია, რომელსაც აღმოაჩენ PSP.GE-ზე და დაგეხმარება სიმპტომების შემსუბუქებაში.
ტკივილგამაყუჩებლები
ტკივილგამაყუჩებლები, არის მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად, დაწყებული მსუბუქი დისკომფორტიდან, დამთავრებული მწვავე ტკივილებით. ტკივილგამაყუჩებელი ბლოკავს ან ამცირებს ტვინში ტკივილის გადამცემ სიგნალებს. არსებობს ტკივილგამაყუჩებლების რამდენიმე სახეობა, მათ შორის არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა იბუპროფენი და ასპირინი, რომელიც ტკივილის გაყუჩებასთან ერთად, ებრძვის ანთებით პროცესს. აუცილებელია ტკივილგამაყუჩებლების პასუხისმგებლობით გამოყენება, პროფესიონალების მიერ რეკომენდებული დოზებისა და გაიდლაინების შესაბამისად, გვერდითი ეფექტებისა და გართულებების რისკის შესამცირებლად.
იმუნიტეტისთვის
იმუნური სისტემა არის უჯრედების, ქსოვილებისა და ორგანოების კომპლექსური ქსელი, რომელიც იცავს ორგანიზმს მავნე პათოგენებისგან, როგორიცაა ბაქტერიები, ვირუსები და სოკოვანი დაავადებები. ჯანსაღი იმუნური სისტემა აუცილებელია ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და ინფექციებისა და დაავადებების თავიდან ასაცილებლად.
რამდენიმე ვიტამინი და მინერალი მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის გაძლიერებაში. მათ შორისაა, C, D, A, E და B6 ვიტამინი და თუთია, იგივე ცინკი.
ვიტამინებისა და მინერალების გარდა, იმუნიტეტის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანია, დაბალანსებული დიეტის დაცვა, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ვიტამინით მდიდარ საკვებს, ჰიდრატაციის შენარჩუნება, ძილის ჯანსაღი რეჟიმი, სტრესის მართვა და რეგულარული ვარჯიში. თუმცა, ხშირად, სამწუხაროდ, ჯანსაღი ცხოვრების წესი და დაბალანსებული კვება არ არის საკმარისი იმუნიტეტის გაძლიერებისთვის. ასეთ დროს, მნიშვნელოვანია ექიმის დანიშნულებით, საჭიროებისამებრ მივიღოთ ვიტამინები და საკვები დანამატები, რათა გავაძლიეროთ ჩვენი იმუნიტეტი და დავიცვათ ორგანიზმი.
იშოპინგე PSP.GE–ზე და შეარჩიე შენს საჭიროებებზე მორგებული ყველა მედიკამენტი თუ ვიტამინი. დამატებითი და საინტერესო ინფორმაციისთვის გაეცანი ბლოგებს და გაიგე სხვადასხვა დაავადების პრევენციისა და მკურნალობის გზები. თქვენი შენაძენის მიღება შეგიძლიათ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- ბიოლექტრა - Biolectra კარდიო აქტივი 20 შუშხუნა ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 38,09 GEL რეგულარული ფასი 40,10 GEL
- ბიოლექტრა Mg - Bioleqtra Mg ფორტე 20 პაკეტიგანსაკუთრებული ფასი 24,98 GEL რეგულარული ფასი 26,30 GEL
- Selta plus - სელტა პლიუსი 30 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 40,87 GEL რეგულარული ფასი 43,02 GEL
- Selenase RP - სელენაზა RP 79მკგ 100 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 146,78 GEL რეგულარული ფასი 154,50 GEL
- Magnaspartate - მაგნასპარტატი 243მგ 10 პაკეტიგანსაკუთრებული ფასი 40,85 GEL რეგულარული ფასი 43,00 GEL
- Selenium Forte - სელენიუმ ფორტე 200მკგ 30 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 32,81 GEL რეგულარული ფასი 34,54 GEL
- Selbizinc Plus - სელბიცინკი პლიუსი 30 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 37,81 GEL რეგულარული ფასი 39,80 GEL
- Seledoks - სელედოქსი პლატინიუმი 30 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 35,15 GEL რეგულარული ფასი 37,00 GEL
- Zinc - თუთია შუშხუნა 20მგ 20 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 8,55 GEL რეგულარული ფასი 9,00 GEL
- Zinc Tonus - ცინკი ტონუსი 60 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 42,05 GEL რეგულარული ფასი 44,27 GEL
- Chroom - ქრომი 90 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 29,60 GEL რეგულარული ფასი 31,15 GEL
- Selta plus - სელტა პლიუსი 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 40,87 GEL რეგულარული ფასი 43,02 GEL
- Selenet - სელენეტი 45 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 50,92 GEL რეგულარული ფასი 53,60 GEL
- ბიოლექტრა Mg ლიმონი 20 პაკეტიგანსაკუთრებული ფასი 24,48 GEL რეგულარული ფასი 25,77 GEL
- Bioleqtra Mg - ბიოლექტრა Mg ფორთოხალი 20 პაკეტიგანსაკუთრებული ფასი 25,31 GEL რეგულარული ფასი 26,64 GEL
- Selevalin - სელევალინი 0.1მგ 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 24,65 GEL რეგულარული ფასი 25,95 GEL
- Zincevalin - ცინკევალინი (თუთია) 15მგ 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 33,24 GEL რეგულარული ფასი 34,99 GEL
- Selenium - სელენი 0.1 მგ 100 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 45,70 GEL რეგულარული ფასი 48,10 GEL
- Selevef - სელევეფი 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 30,03 GEL რეგულარული ფასი 31,61 GEL
- ცინკოროტი 25მგ 20 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 23,96 GEL რეგულარული ფასი 25,22 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account