მედიკამენტები

მედიკამენტები ფუნდამენტურ როლს ასრულებს თანამედროვე ჯანდაცვის სფეროში, საერთო ჯამში მედიკამენტები გვეხმარება გავუმკლავდეთ ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემას და გავიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.
მედიკამენტები აუცილებელია ისეთი ჯანმრთელობის პრობლემების მკურნალობისას, როგორებიცაა ინფექციები, ქრონიკული დაავადებები, გრიპები, მენტალური დაავადებები და ა.შ. მედიკამენტური მკურნალობა, ამსუბუქებს სიმპტომების და აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს. ჩვენ გთავაზობთ 5000–ზე მეტ მედიკამენტსა თუ ვიტამინს შენი ჯანმრთელობისა და იმუნიტეტისთვის.
სეზონების ცვლილებასთან ერთად ცირკულირებს სეზონური გრიპები და ალერგია, რაც ყველაზე მეტადაა გავრცელებული, როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
თუ ალერგიული ხარ
სეზონური თუ არასეზონური ალერგიების თავიდან ასაცილებლად, პირველ რიგში საჭიროა მათი იდენტიფიცირება, თუ რის მიმართ ხარ ალერგიული. ალერგენებისგან თავის დაცვა, ჰიგიენის შენარჩუნება და ალერგიის მედიკამენტების გამოყენება ექიმის დანიშნულებისამებრ, დაგეხმარებათ შეამციროთ ალერგიული რეაქციები და გაიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.
გრიპისა და გაციებისთვის
გრიპის და გაციების პროფილაქტიკა და მართვა მოიცავს პრევენციულ ღონისძიებებს და ზოგიერთ შემთხვევაში, მედიკამენტებს. ვირუსების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია დაიცვა ჰიგიენა (მათ შორის ხელების ხშირი დაბანა), მოერიდო ავადმყოფებთან მჭიდრო კონტაქტს. თუ გაცივდით ან გრიპი გაქვთ, დაისვენეთ, იყავით ჰიდრატირებული და საჭიროების შემთხვევაში, ექიმის დანიშნულებით მიიღეთ მედიკამენტები ისეთი სიმპტომების შესამსუბუქებლად, როგორიცაა ცხელება, სურდო, ხველა და ყელის ტკივილი. გაციების ჩაი, ნაზალური ფორმები, ტკივილგამაყუჩებლები, ის მედიკამენტებია, რომელსაც აღმოაჩენ PSP.GE-ზე და დაგეხმარება სიმპტომების შემსუბუქებაში.
ტკივილგამაყუჩებლები
ტკივილგამაყუჩებლები, არის მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად, დაწყებული მსუბუქი დისკომფორტიდან, დამთავრებული მწვავე ტკივილებით. ტკივილგამაყუჩებელი ბლოკავს ან ამცირებს ტვინში ტკივილის გადამცემ სიგნალებს. არსებობს ტკივილგამაყუჩებლების რამდენიმე სახეობა, მათ შორის არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა იბუპროფენი და ასპირინი, რომელიც ტკივილის გაყუჩებასთან ერთად, ებრძვის ანთებით პროცესს. აუცილებელია ტკივილგამაყუჩებლების პასუხისმგებლობით გამოყენება, პროფესიონალების მიერ რეკომენდებული დოზებისა და გაიდლაინების შესაბამისად, გვერდითი ეფექტებისა და გართულებების რისკის შესამცირებლად.
იმუნიტეტისთვის
იმუნური სისტემა არის უჯრედების, ქსოვილებისა და ორგანოების კომპლექსური ქსელი, რომელიც იცავს ორგანიზმს მავნე პათოგენებისგან, როგორიცაა ბაქტერიები, ვირუსები და სოკოვანი დაავადებები. ჯანსაღი იმუნური სისტემა აუცილებელია ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და ინფექციებისა და დაავადებების თავიდან ასაცილებლად.
რამდენიმე ვიტამინი და მინერალი მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის გაძლიერებაში. მათ შორისაა, C, D, A, E და B6 ვიტამინი და თუთია, იგივე ცინკი.
ვიტამინებისა და მინერალების გარდა, იმუნიტეტის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანია, დაბალანსებული დიეტის დაცვა, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ვიტამინით მდიდარ საკვებს, ჰიდრატაციის შენარჩუნება, ძილის ჯანსაღი რეჟიმი, სტრესის მართვა და რეგულარული ვარჯიში. თუმცა, ხშირად, სამწუხაროდ, ჯანსაღი ცხოვრების წესი და დაბალანსებული კვება არ არის საკმარისი იმუნიტეტის გაძლიერებისთვის. ასეთ დროს, მნიშვნელოვანია ექიმის დანიშნულებით, საჭიროებისამებრ მივიღოთ ვიტამინები და საკვები დანამატები, რათა გავაძლიეროთ ჩვენი იმუნიტეტი და დავიცვათ ორგანიზმი.
იშოპინგე PSP.GE–ზე და შეარჩიე შენს საჭიროებებზე მორგებული ყველა მედიკამენტი თუ ვიტამინი. დამატებითი და საინტერესო ინფორმაციისთვის გაეცანი ბლოგებს და გაიგე სხვადასხვა დაავადების პრევენციისა და მკურნალობის გზები. თქვენი შენაძენის მიღება შეგიძლიათ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Gravida Ferrum - გრავიდა ფერუმი 90 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 66,30 GEL რეგულარული ფასი 78,00 GEL
- Folic Acid - ფოლის მჟავა 5მგ 28 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 6,54 GEL რეგულარული ფასი 8,18 GEL
- Oligofer - ოლიგოფერი 30 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 42,69 GEL რეგულარული ფასი 50,20 GEL
- ინტოფერი საღ.ტაბ.100მგ N30განსაკუთრებული ფასი 22,34 GEL რეგულარული ფასი 27,92 GEL
- სანტაფერი ფორტე ტაბ.N30განსაკუთრებული ფასი 49,12 GEL რეგულარული ფასი 57,78 GEL
- სანტაფერი 50მგ/5მლ 150მლ სიროფიგანსაკუთრებული ფასი 29,17 GEL რეგულარული ფასი 34,32 GEL
- ფეროვიტი სიროფი 50მგ/5მლ 100მლგანსაკუთრებული ფასი 26,54 GEL რეგულარული ფასი 33,17 GEL
- ფეროვიტი-ავერსი საღეჭი ტაბლეტი 100მგ 30ცალიგანსაკუთრებული ფასი 31,56 GEL რეგულარული ფასი 39,45 GEL
- Galfer - გალფერი 305მგ 100 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 79,17 GEL რეგულარული ფასი 109,95 GEL
- Ferro-folgamma - ფერო-ფოლგამა ნეო 100 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 48,29 GEL რეგულარული ფასი 60,36 GEL
- ნიუფეროლი ფლ. 10მლ N10განსაკუთრებული ფასი 38,82 GEL რეგულარული ფასი 48,52 GEL
- Ferrus-C - ფერუს-C 100მგ+550მკგ 30 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 26,73 GEL რეგულარული ფასი 31,45 GEL
- Ferofolin - ფეროფოლინი 30 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 52,61 GEL რეგულარული ფასი 69,40 GEL
- ბრიფოლი ტაბ. 400მკგ N30განსაკუთრებული ფასი 23,80 GEL რეგულარული ფასი 29,75 GEL
- Ferrolin C - ფეროლინი C 30 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 56,60 GEL რეგულარული ფასი 66,58 GEL
- ორნაფერი 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 36,80 GEL რეგულარული ფასი 43,29 GEL
- რკინა 90 კაფსულა სოლგარი - Solgarგანსაკუთრებული ფასი 61,56 GEL რეგულარული ფასი 68,40 GEL
- Folfa- ფოლფა 0.4მგ 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 16,59 GEL რეგულარული ფასი 19,99 GEL
- Eurofar - ევროფარი სიროფი 150მლგანსაკუთრებული ფასი 26,88 GEL რეგულარული ფასი 31,62 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account