მედიკამენტები

მედიკამენტები ფუნდამენტურ როლს ასრულებს თანამედროვე ჯანდაცვის სფეროში, საერთო ჯამში მედიკამენტები გვეხმარება გავუმკლავდეთ ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემას და გავიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.
მედიკამენტები აუცილებელია ისეთი ჯანმრთელობის პრობლემების მკურნალობისას, როგორებიცაა ინფექციები, ქრონიკული დაავადებები, გრიპები, მენტალური დაავადებები და ა.შ. მედიკამენტური მკურნალობა, ამსუბუქებს სიმპტომების და აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს. ჩვენ გთავაზობთ 5000–ზე მეტ მედიკამენტსა თუ ვიტამინს შენი ჯანმრთელობისა და იმუნიტეტისთვის.
სეზონების ცვლილებასთან ერთად ცირკულირებს სეზონური გრიპები და ალერგია, რაც ყველაზე მეტადაა გავრცელებული, როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
თუ ალერგიული ხარ
სეზონური თუ არასეზონური ალერგიების თავიდან ასაცილებლად, პირველ რიგში საჭიროა მათი იდენტიფიცირება, თუ რის მიმართ ხარ ალერგიული. ალერგენებისგან თავის დაცვა, ჰიგიენის შენარჩუნება და ალერგიის მედიკამენტების გამოყენება ექიმის დანიშნულებისამებრ, დაგეხმარებათ შეამციროთ ალერგიული რეაქციები და გაიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.
გრიპისა და გაციებისთვის
გრიპის და გაციების პროფილაქტიკა და მართვა მოიცავს პრევენციულ ღონისძიებებს და ზოგიერთ შემთხვევაში, მედიკამენტებს. ვირუსების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია დაიცვა ჰიგიენა (მათ შორის ხელების ხშირი დაბანა), მოერიდო ავადმყოფებთან მჭიდრო კონტაქტს. თუ გაცივდით ან გრიპი გაქვთ, დაისვენეთ, იყავით ჰიდრატირებული და საჭიროების შემთხვევაში, ექიმის დანიშნულებით მიიღეთ მედიკამენტები ისეთი სიმპტომების შესამსუბუქებლად, როგორიცაა ცხელება, სურდო, ხველა და ყელის ტკივილი. გაციების ჩაი, ნაზალური ფორმები, ტკივილგამაყუჩებლები, ის მედიკამენტებია, რომელსაც აღმოაჩენ PSP.GE-ზე და დაგეხმარება სიმპტომების შემსუბუქებაში.
ტკივილგამაყუჩებლები
ტკივილგამაყუჩებლები, არის მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად, დაწყებული მსუბუქი დისკომფორტიდან, დამთავრებული მწვავე ტკივილებით. ტკივილგამაყუჩებელი ბლოკავს ან ამცირებს ტვინში ტკივილის გადამცემ სიგნალებს. არსებობს ტკივილგამაყუჩებლების რამდენიმე სახეობა, მათ შორის არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა იბუპროფენი და ასპირინი, რომელიც ტკივილის გაყუჩებასთან ერთად, ებრძვის ანთებით პროცესს. აუცილებელია ტკივილგამაყუჩებლების პასუხისმგებლობით გამოყენება, პროფესიონალების მიერ რეკომენდებული დოზებისა და გაიდლაინების შესაბამისად, გვერდითი ეფექტებისა და გართულებების რისკის შესამცირებლად.
იმუნიტეტისთვის
იმუნური სისტემა არის უჯრედების, ქსოვილებისა და ორგანოების კომპლექსური ქსელი, რომელიც იცავს ორგანიზმს მავნე პათოგენებისგან, როგორიცაა ბაქტერიები, ვირუსები და სოკოვანი დაავადებები. ჯანსაღი იმუნური სისტემა აუცილებელია ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და ინფექციებისა და დაავადებების თავიდან ასაცილებლად.
რამდენიმე ვიტამინი და მინერალი მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის გაძლიერებაში. მათ შორისაა, C, D, A, E და B6 ვიტამინი და თუთია, იგივე ცინკი.
ვიტამინებისა და მინერალების გარდა, იმუნიტეტის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანია, დაბალანსებული დიეტის დაცვა, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ვიტამინით მდიდარ საკვებს, ჰიდრატაციის შენარჩუნება, ძილის ჯანსაღი რეჟიმი, სტრესის მართვა და რეგულარული ვარჯიში. თუმცა, ხშირად, სამწუხაროდ, ჯანსაღი ცხოვრების წესი და დაბალანსებული კვება არ არის საკმარისი იმუნიტეტის გაძლიერებისთვის. ასეთ დროს, მნიშვნელოვანია ექიმის დანიშნულებით, საჭიროებისამებრ მივიღოთ ვიტამინები და საკვები დანამატები, რათა გავაძლიეროთ ჩვენი იმუნიტეტი და დავიცვათ ორგანიზმი.
იშოპინგე PSP.GE–ზე და შეარჩიე შენს საჭიროებებზე მორგებული ყველა მედიკამენტი თუ ვიტამინი. დამატებითი და საინტერესო ინფორმაციისთვის გაეცანი ბლოგებს და გაიგე სხვადასხვა დაავადების პრევენციისა და მკურნალობის გზები. თქვენი შენაძენის მიღება შეგიძლიათ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- მეტეოსპაზმილი - MeteoSpasmyl 30 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 30,19 GEL რეგულარული ფასი 31,78 GEL
- პოლიტორვა - Polytorva 10/10/40მგ 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 48,95 GEL რეგულარული ფასი 48,98 GEL
- პოლიტორვა - Polytorva 10/5/20მგ 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 37,21 GEL რეგულარული ფასი 37,32 GEL
- მაკროპეგი - Macropeg ფხვნილი სუსპენზიის მოსამზადებელი 100გგანსაკუთრებული ფასი 70,21 GEL რეგულარული ფასი 73,90 GEL
- ტორასემიდი - Torasemid ააა-ფარმა 5მგ 100 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 63,74 GEL რეგულარული ფასი 67,09 GEL
- ტორასემიდი - Torasemid ააა-ფარმა 200მგ 100 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 182,97 GEL რეგულარული ფასი 192,60 GEL
- მეთილდროლი - Metildrol 16მგ 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 28,40 GEL რეგულარული ფასი 29,90 GEL
- ლოსარტან ფარმოზი - Losartan Farmoz 100მგ 60 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 27,36 GEL რეგულარული ფასი 28,80 GEL
- ვილგლედი - Vilglad 50მგ 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 30,21 GEL რეგულარული ფასი 31,80 GEL
- ქსაილინ გელი - Xailin Gel თვალის გელი 10გგანსაკუთრებული ფასი 20,90 GEL რეგულარული ფასი 22,00 GEL
- ქსაილინ ნაითი - Xailin Night თვალის მალამო 5გგანსაკუთრებული ფასი 37,05 GEL რეგულარული ფასი 39,00 GEL
- ვიზუიქსელი - VisuXL თვალის წვეთები 10მლგანსაკუთრებული ფასი 52,25 GEL რეგულარული ფასი 55,00 GEL
- ბევითჰელი - Bevithel 1000მკგ სპრეი 10მლგანსაკუთრებული ფასი 38,00 GEL რეგულარული ფასი 40,00 GEL
- გლიცეროლი - Glycerol 6.75გ 6 მიკრო ოყნაგანსაკუთრებული ფასი 9,98 GEL რეგულარული ფასი 10,50 GEL
- ჰასკოფუნგინი - Hascofungin სპრეი 10მგ/მლ 30მლგანსაკუთრებული ფასი 33,25 GEL რეგულარული ფასი 35,00 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account