Stomagel - სტომაგელი გელი 5მგ/20მგ 15გ

განსაკუთრებული ფასი 14,21 GEL რეგულარული ფასი 19,74 GEL
მარაგშია
SKU
42309_956
ჩვენება:პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებითი და ნეკროზული პროცესები: მწვავე სტომატიტი, გინგივიტი, პარადონტოზი, პირის სიმშრალე და წვის შეგრძნება, რომელიც გამოწვეულია მიკრობული ან სოკოვანი ინფექციით

სამკურნალო პრეპარატის შემადგენლობა
1გ სტომაგელი შეიცავს:
აქტიურ ნივთიერებას:
მეთილურაცილს (მნნ Mეტჰყლურაცილუმ) -5მგ,
ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი (მნნ ლიდოცაინი ჰყდროცჰლორიდუმ) – 20მგ.
დამხმარე ნივთიერებები
ნაძვის ეთერ ზეთის მძიმე ფრაქცია, ლეციტინი, სილბიოლი, ა-ტოკოფეროლი,
მეტალპარაჰიდროქსიბენზოატი, უნდეცილინის მჟავას მონოეთანოლამიდი,
კარბომერი, ტროლამინი, ეთილების სპირტი, გასუფთავებული წყალი.
სამკურნალო ფორმა
პირის ღრუს ლორწოვანი გარსზე გამოსაყენებელი გელი
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
საშუალება პირის ღრუს დაავადების ლოკალური მკურნალობისათვის.
კოდი ათქ A01AD11
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
გელის კომპონენტები ასტიმულირებენ ქსოვილის რეგენერაციას და
ეპითელიზაციას ასევე გააჩნიათ დამარბილებელი და ანთების საწინააღმდეგო
თვისებები.
მეთილურაცილი – ხელს უწყობს კანის რეგენერაციას და ეპითელიის აღდგენას,
გააჩნია ლორწოვანი გარსის ქსოვილებში ნუკლეინის მჟავას ცვლის პროცესზე
დადებითი ზემოქმედება, გააჩნია ანთებისსაწინააღმდეგო თვისება, ასტიმულირებს
იმუნიტეტის აღდგენას. მეთილურაცილი კლინიკურ პრაქტიკაში გამოიყენება
როგორც სისტემურად ასევე ადგილობრივად, ასევე ლორწოვან გარსზეც.
ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი – ლორწოვან გარში შეღწევისას გროვდება
ტკივილის რეცეპტორებში და ნერვული დაბოლოებების არეში. ლიდოკაინი იწვევს
ლორწოვანი გარსის ადგილობრივ ანესთეზიას.
ფარმაკოკინეტიკა
გარეგანი გამოყენებისას მეთილურაცილი პრაქტიკულად არ აბსორბირებს
სისტემურ სისხლმიმოქცევაში.
ლორწოვანი გარსიდან სისხლისმიმოქცევაში აღწევს ლიდოკაინის მცირე
რაოდენობა. ორგანიზმში ლიდოკაინი ხვდება გასტროინსტესტინურ ტრაქტში და
სრულად მეტაბოლიზიდება ღვიძლში.
გამოყენების წესი
პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებითი და ნეკროზული პროცესები: მწვავე
სტომატიტი, გინგივიტი, პარადონტოზი, პირის სიმშრალე და წვის შეგრძნება,
რომელიც გამოწვეულია მიკრობული ან სოკოვანი ინფექციით
უკუჩვენება
- მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების და/ან სხვა ნებისმიერი
კომპონენტის მიმართ;
- გელი უკუნაჩვენებია ლეიკოზის, ქრონიკული და მწვავე ლეიკემიური
ფორმისას, ლიმფოგრანულამატოზისას, ძვლის ტვინის ავთვისებიანი
დაავადებებისას, ღვიძლის მძიმე დაავადებებისას, ასევე ამიდური
წარმოშობის ლოკალური ანესთეზიის საშუალებების ან გელის
კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობისას.
- 3 წლამდე ასაკის ბავშვებში.
განსაკუთრებული მითითებები
მოერიდეთ გელის თვალში მოხვედრას, ვინაიდან გელი იწვევს გაღიზიანებას. თუ
ეს მოხდა დაიბანეთ თვალები ჭარბი რაოდენობის თბილი წყლით.
ორსულობა და ლაქტაცია
არ არის შეზუდული
ზეგავლენა ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და პოტენციურად საშიში
მექანიზმების მართვის უნარზე
გელი არ მოქმედებს ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და პოტენციურად
საშიში მექანიზმების მართვის უნარზე.
მედიკამენტოზური ურთიერთქმედება
გელი თრგუნავს სტროფანტინის მოქმედებას, აძლიერებს ანტიბიოტიკებისა და
სულფანილამიდული პრეპარატების მოქმედებას.
ჭარბი დოზა
შემთხვევები არ დაფიქსირებულა
გამოყენების წესი და დოზირება
წაისვით პირის ღრუს დაზიანებულ ადგილას 3-4-ჯერ დღეში. გამოყენების
ხანგრძლივობა 10 დღემდე.
გვერდითი ეფექტები
იშვიათ შემთხვევაში შესაძლებელია ადგილობრივი ალერგიული რეაქციები,
მსუბუქი თავის ტკივილი და თავბრუსხვევა.
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს ისეთი გვერდითი ეფექტების გამოვლენისას,
რომლებიც მითითებული არაა ინსტრუქციაში.
ვარგისიანობის ვადა
ვარგისიანობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
შენახვის პირობები
შეინახეთ ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილას
დაიცავით სინესტისგან და სინათლისაგან.
შეინახეთ ტემპერატურაზე არაუმეტეს 250 ჩ.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
15გ ალუმინის ტუბში, ტუბს ფურცელ-დანართთან ერთად ათავსებენ მუყაოს
კოლოფებში.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III (გამოყენება შესაძლებელია
ექიმის დანიშნულების გარეშე)
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი
შპს “ლმპ”, ვიეტელვას ქ. 1, რიგა LV-1009, ლატვია

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy