ვენოსმილი 200მგ. 60 კაფსულა

განსაკუთრებული ფასი 23,76 GEL რეგულარული ფასი 33,00 GEL
მარაგშია
SKU
38201_1759

ჩვენება: ქრონიკულ ვენურ უკმარისობასთან დაკავშირებული სიმპტომების შემსუბუქება, ბუასილის სიმპტომური მკურნალობა გამწვავების ფაზაში.

შემადგენლობა

ერთი კაფსულა შეიცავს

აქტიური ნივთიერება: ჰიდროსმინი 200  მგ

დამხმარე ნივთიერებები: მაგნიუმის სტეარატი.

ჟელატინის კაფსულის #1 შემადგენლობა: ქინოლინის ყვითელი E104, ერიტროზინი E127, ტიტანიუმის დიოქსიდი E171, ჟელატინი.

აღწერა

მყარი ჟელატინის კაფსულები #1, კორპუსი და თავსახური ნარინჯისფერი. კაფსულების შემადგენლობა- ყვითელი ფერის ფხვნილი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ანგიოპროტექტორები, კაპილარების განვლადობის დამაქვეითებელი პრეპარატები, ბიოფლავონოიდები.ჰიდროსმინი.

ათქ კოდი C05CA05

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოკინეტიკა

ჰიდროსმინის ერთჯერადი პერორალური მიღების შემდეგ ჯანმრთელი მოხალისეების მიერ აღინიშნა, რომ პრეპარატის პლაზმური კონცენტრაციების მრუდს დროსთან შედარებით აქვს ბიფაზური ხასიათი. საწყისი პიკი აღინიშნება მიღებიდან 15 წუთის შემდეგ და ამის შემდეგ იწყებს ნელა დაქვეითებას. მიღებიდან ოთხი საათის შემდეგ აღინიშნება დონეების ახალი მომატება, სტაბილიზაცია მიიღწევა მიღებიდან 5-8 საათებს შორის. ამის შემდეგ პლაზმური დონეები დაქვეითდა და 24 საათის შემდეგ პრაქტიკულად არ იყო აღმოჩენილი. ჰიდროსმინი გამოიყოფა ძალიან სწრაფად, დოზის 90% გამოიყოფა 48 საათის განმავლობაში. გამოყოფის ძირითადი გზაა განავლით (ამ გზით გამოიყოფა მიღებული დოზის დაახლოებით 80%), შარდით გამოიოყოფა მხოლოდ16-18%.

ფარმაკოდინამიკა

ვენოსმინის აქტიური ნივთიერებაა ჰიდროსმინი, რომელიც თავისი ქიმიური სტრუქტურით განეკუთვნება ფლავონოიდების ჯგუფს. ეს არის სტანდარტული ნარევი, რომელიც შედგება 5 და 3’-მონო-O-(β-ჰიდროქსიეთილ)-დიოსმინისგან და 5,3’-დი- O-(β-ჰიდროქსიეთილ)-დიოსმინისგან.

ჰიდროსმინის მოქმედების მექანიზმი სრულად არ არის შესწავლილი, მაგრამ შეიძლება ის დავუკავშიროთ კატექოლამინების დეგრადაციის ინჰიბირებას. განსაკუთრებით კატექოლ- O - მეთილტრანსფერაზის ინჰიბირების საშუალებით.

მოქმედების მექანიზმის გაურკვევლობის მიუცედავად, შეიძლება გამოიყოს ჰიდროსმინის ოთხი ძირითადი ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ა) მოქმედება განვლადობაზე (აქვეითებს კაპილარების განვლადობას, რომელიც გამოწვეულია სხვადასხვა ნივთიერებებით, როგორიცაა ჰისტამინი, ბრადიკინინი და სხვ.) და კაპილარების სიმყიფეზე (აქვეითებს კაპილარების სიმყიფეს, რომელიც გამოწვეულია არასწრორი კვებით),

ბ) აუმჯობესებს ერითროციტების ჰემორეოლოგიურ თვისებებს (ზრდის ერითროციტების დეფორმირების უნარს და აქვეითებს სისხლის სიბლანტეს),

გ) მოქმედება ვენომოტორულ ტონუსზე (იწვევს ვენის კედლის მუსკულატურის ეტაპობრივ და მუდმივ შეკუმშვას),

დ) ქმნის შესაბამის პირობებს ლიმფის ცირკულაციის გაუმჯობესებისათვის. ჰიდროსმინი იწვევს ლიმფური სადინარების დილატაციას და ლიმფის გამტარობის სიჩქარის გაზრდას, და ამგვარად აუმჯობესებს ლიმფის დინებას.

ვენოსმილი აუმჯობესებს ვენური პერიფერიული უკმარისობის კლინიკურ სიმპტომებს (ტკივილი, სიმძიმის შეგრძნება, შეშუპება და ა.შ.), რაც დადასტურებულად განსხვავდება პლაცებოსაგან.

ამ პრეპარატის აქტიური ნივთიერება უეჭველად ახდენს არსებით ზემოქმედებას ვენური სტაზის შედეგებზე, რომელიც გამოწვეულია ქვემო კიდურების სისხლძარღვების ვარიკოზული დილატაციით.

გამოყენების ჩვენებები

- ქრონიკულ ვენურ უკმარისობასთან დაკავშირებული სიმპტომების (შეშუპება და ტკივილი, ქვემო კიდურებში სიმძიმის შეგრძნება) შემსუბუქება.

- ბუასილის სიმპტომური მკურნალობა გამწვავების ფაზაში.

გამოყენების მეთოდი და დოზები

პრეპარატი მიიღება ჭამის დროს, წყლის დაყოლებით.

მოზრდილებში- 1 კაფსულა (200) სამჯერ დღეში (ყოველ 8 საათში). მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა- 3 თვე.

ბუასილის გამწვავებისას ინიშნება 2 კაფსულა (400 მგ)სამჯერ დღეში (ყოველ 8 საათში). მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა- 3-4 კვირა.

გაუმჯობესება შეიძლება აღინიშნოს მკურნალობის მეორე, მესამე კვირას.

დაავადების სიმპტომების გამოვლინების განმეორება დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე. პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება 1-2 წლის განმავლობაში მკურნალობაში 1-2 თვიანი ინტერვალებით ყოველ 3 თვეში შეიძლება იყოს რეკომენდებული პაციენტებისათვის ქრონიკული ვენური უკმარისობით ან პოსტთრომბოზური სინდრომით.

გვერდითი მოვლენები
ხშირი
- კუჭის ტკივილი, გულისრევა
- ნახეთქები, ქავილი, გამონაყარი
- სისუსტე, თავის ტკივილი

უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ
- ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები
- ბავშვთა და მოზარდთა ასაკი 18 წლამდე

წამლებს შორის ურთიერთქმედება

ცნობილი არ არის

სპეციალური მითითებები

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი

ორსულობის პერიოდში პრეპარატის მიღება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი დედისათვის აღემატება ნაყოფისათვის შესაძლო რისკს. პრეპარატის დედის რძეში შეღწევის შესახებ მონაცემები არ არსებობს, ამიტომაც ძუძუთი კვების პერიოდში მისი მიღება რეკომენდებული არ არის.

სამკურნალო საშუალების თვისება ზემოქმედება მოახდინოს სატრანსპორტო საშუალების მართვის ან პოტენციურად სახიფათო მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

არ ახდენს ზემოქმედებას.

დოზის გადამეტება

ვენოსმილის კარგად ატანის წყალობით, ინტოქსიკაციის შესაძლებლობა პრაქტიკულად გამორიცხულია პრაქტიკაში, დოზის შემთხვევითი გადამეტების დროსაც კი.

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

10 კაფსულა მოთავსებულია კონტურულ უჯრედოვან ალუმინ-ალუმინის ფოლგის შეფუთვაში.

6 კონტურული შეფუთვა სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად სახელმწიფო და რუსულ ენებზე მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 300C ტემპერატურაზე

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისობის ვადა

5 წელი

არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა60
Formსპრეი
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy