მაქსიტოპიკი - Maxitopic 10 პაკეტი

განსაკუთრებული ფასი 21,84 GEL რეგულარული ფასი 27,30 GEL
მარაგშია
SKU
97000_3450
მაქსიტოპიკი ხელს უწყობს კანის ჯანმრთელობის შენარჩუნებას.

მა ტოპიკი

MAXITOPIC

აქტიური ინგრედიენტები ხელს უწყობენ კანის ჯანმრთელობის შენარჩუნებას დიეტური დანამატი. არ არის მედიკამენტი.

ფურცელ-ჩანართი (გამოყენების ინსტრუქცია)

გამოყენებამდე რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია და მთელ ინფორმაციასთან გაცნობა, რომელსაც შეიცავს მარკირება - შეფუთვა, მოცემული ინსტრუქცია და ბლისტერი

შემადგენლობა

1 პაკეტი შეიცავს: დამატკბობლებს: სორბიტოლს, ქსილიტოლს, Lactobacillus paracasei GMNL-133 და Lactobacillus fermentum GM-090 , ციტრუსის ნარინჯისფერ ფხვნილს, ფორთოხლის წვენის ფხვნილს, მალტოდექსტრინს, მჟავიანობის რეგულატორი: ლიმონმჟავა.

აქტიური ნივთიერებები: Lactobacillus paracaseiGMNL-133დაLactobacillus fermentumGM-090 - 4x10⁹უჯრედები (cells).

1 პაკეტი შეიცავს:

1

2

3

სორბიტოლი

ქსილიტოლი

Lactobacillus paracasei GMNL-133

და Lactobacillus fermentum GM-090

430.0მგ (mg)

400.0მგ (mg)

4x10⁹უჯრედები (cells)

4

5

6

7

ნარინჯისფერი ციტრუსის ფხვნილი

ფორთოხლის წვენის ფხვნილი

მალტოდექსტრინი

ლიმონის მჟავა

28.0 მგ (mg)

18.0 მგ (mg)

16.0 მგ (mg)

3.0 მგ (mg)

გამოშვების ფორმა.

პაკეტი ხსნადი ფხვნილით.

1 პაკეტის წონა არის 1.0 გ (g) ± 7.5%.

პროდუქტის ფუნქციური თვისებები

მაქსიტოპიკი შეიცავს შტამ-სპეციფიკურ თერმოდასუსტებულ პოსტბიოტიკს, რომელიც ეხმარება კანის სიჯანსაღეს კანის ალერგიული დაავადებების დროს (როგორიცაა ატოპიური დერმატიტი).

ცნობილია, რომ ატოპიური დერმატიტის განვითარების მექანიზმი დაკავშირებულია Th1/Th2 დისბალანსთან, ალერგიის პროვოცირებისა და ალერგიული სიმპტომების (ანთება, სიწითლე, ქავილი, აქერცვლა) გავლენასთან.

Lactobacillus paracasei GMNL-133 და Lactobacillus fermentum GM-090 უჯრედის კედელზე შეიცავს კომპონენტებს (პეპტიდოგლიკანებს და ლიპოტეიქოის მჟავას), რომლებიც ხელს უწყობენ Th2 ციტოკინების წარმოების შემცირებას, Th1/Th2 იმუნური პასუხის ბალანსის შენარჩუნებას, IFN-ү დონის გაზრდით. ასევე ხელს უწყობს IgE დონის შემცირებას. Lactobacillus paracasei GMNL-133 და Lactobacillus fermentum GM-090 ხელს უწყობს იმუნიტეტის ნორმალიზებას და ასტიმულირებს IL-12-ის გამომუშავებას.

მაქსიტოპიკის აქტიური კომპონენტები ხელს უწყობენ:

• ატოპიური დერმატიტის სიმპტომების შემცირებას

• ატოპიური დერმატიტის მქონე პაციენტების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას

• ატოპიური დერმატიტის გაჩენისა და გამწვავების ალბათობის შემცირებას.

ზოგადად, ის ხელს უწყობს კანის გაჯანსაღებას კანის ალერგიისას, აღადგენს ბალანსს ანთების საწინააღმდეგო და ანთებით ციტოკინებს შორის.

გამოყენების რეკომენდაციები 

დიეტური დანამატი მაქსიტოპიკი, ხსნადი ფხვნილი, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ დიეტური კვების რაციონში გამოსაყენებლად, როგორც რძემჟავა ბაქტერიების დამატებითი წყარო - LactobacillusparacaseiGMNL-133დაLactobacillusfermentumGM-090, კანის გაუმჯობესების მიზნით ალერგიისას და მისი კანზე გამოვლენისას (როგორიცაა ატოპიური დერმატიტი). აქტიური ნივთიერებები ხელს უწყობს სიმპტომების, კურსის სიმძიმის შემცირებას და ატოპიური დერმატიტის და სხვა გამოვლინებების გაჩენისა და გამწვავების ალბათობის შემცირებას.

უკუჩვენება 

ინდივიდუალური აუტანლობა რომელიმე კომპონენტის მიმართ.

გამოიყენეთ სიფრთხილით ფორთოხლის მიმართ მგრძნობიარე ადამიანებში.

ბავშვები

3 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში.

ორსულობდა ლაქტაცია

გამოყენება შესაძლებელია ექიმის რეკომენდაციით და მისი მეთვალყურეობის ქვეშ.

სიფრთხილის ზომები გამოყენებისას 

მოერიდეთ თვალებთან პირდაპირ კონტაქტს, თავიდან აიცილოთ ჩასუნთქვა.

არ გადააჭარბოთ ყოველდღიური მოხმარების რეკომენდებულ დოზას.

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ არის განკუთვნილი დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის.

არ გამოიყენოთ დაბალანსებული კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელად.

გამოყენების წესი და დოზირება 

მოზრდილები და 3 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები, თითო პაკეტი დღეში. ბავშვებისთვის გამოყენებამდე პაკეტი გახსენით 20 მლ წყალში. გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან დიეტოლოგთან. მოზრდილებში, პაკეტის შიგთავსი შეიძლება მიღებულ იქნას პირდაპირ პირის ღრუში მოთავსებით, ან გაიხსნას 20 მლ წყალში. არ შეურიოთ ძალიან ცივ ან ცხელ წყალს.

დალიეთ ბევრი წყალი.

გამოყენების რეკომენდებული პერიოდი: მინიმუმ 30 დღის განმავლობაში. შემდგომი მოხმარება და განმეორებითი კურსის შესაძლებლობა უნდა შეთანხმდეს ექიმთან.

თქვენთვის მნიშვნელოვანია მრავალფეროვანი და დაბალანსებული კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი!

შენახვის პირობები 

შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა . 2 წელი.

შეფუთვა: 10პაკეტი მუყაოს კოლოფში.

მეტი ინფორაცია
Units10
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy